19 წლის ნუცა უგულავას საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ის მილიონერ თემურ უგულავას და თეო ფერაძის ქალიშვილია.
ნუცა წლებია ამერიკაში ცხოვრობს.
ნუცამ წელს დაამთავრა ნიუ-იორკში ჰარსონის უნივერსიტეტის პირველი კურსი.
მილიონერის ნებიერა ქალიშვილი მეგობართან ერთად მანჰეტენზე ცხოვრობს. თუმცა სექტემბრიდან მარტო ცხოვრებას აპირებს.
შაბათ-კვირას ნუცას მისი ძმები სტუმრობენ, რომლებიც ამერიკაში ბორდინგ სკოლაში სწავლობენ. მისი ძმა გეგა უგულავა წელს თბილისში დაბრუნდება და სკოლას აქ დაამთავრებს, შემდეგ კი ისევ ამერიკაში გაემგზავრება.