პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერიმენტით დაწყებული სტარტაპი Elise's, რომლის პროდუქციაც უამრავ ოჯახს ამშვენებს
ექსპერიმენტით დაწყებული სტარტაპი Elise's, რომლის პროდუქციაც უამრავ ოჯახს ამშვენებს

სახ­ლის­თვის დამ­ზა­დე­ბუ­ლი შუ­შის და ცე­მენ­ტის ქოთ­ნე­ბი სუ­კუ­ლენ­ტით, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი სახ­ლის კედ­ლებ­მა ვერ და­ი­ტია და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. შე­დე­გად კი იდე­ის ავ­ტორ­მა ოლი­კო კო­მა­ხი­ძემ გა­და­წყვი­ტა შე­ექ­მნა ბრენ­დი და ყვა­ვი­ლე­ბი ორი­გი­ნა­ლუ­რი ქოთ­ნე­ბით სხვე­ბის­თვი­საც ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ე­ხა­და.

ასე და­ი­ბა­და 26 წლის სტარ­ტა­პე­რის ბრენ­დი - Elise's, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდას­თან ერ­თად, უფრო და უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს მსურ­ვე­ლებს.

"ყვა­ვი­ლე­ბი ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და. თუმ­ცა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მი­ჭირ­და, პირ­ველ რიგ­ში დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო. შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ არ­სე­ბო­ბენ ულა­მა­ზე­სი სუ­კუ­ლენ­ტე­ბი რომ­ლებ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა არ სჭირ­დე­ბა და გა­დავ­წყვი­ტე ჩემი სახ­ლის გა­სა­ფორ­მებ­ლად რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ზი­ცია და ქო­თა­ნი შე­მექ­ნა. სტარ­ტა­პის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სას თა­ვი­დან დიდი იმე­დი არ მქონ­და. პირ­ვე­ლი შეკ­ვე­თა ნო­ემ­ბრში ავი­ღე, შემ­დეგ ახა­ლი წე­ლიც და­ემ­თხვა და მო­თხოვ­ნამ ყვე­ლა­ნა­ირ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა," - გან­მარ­ტავს ოლი­კო კო­მა­ხი­ძე.

ოლი­კო ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია ფრი­ლან­სერ დი­ზა­ი­ნე­რად მუ­შა­ობს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში. Elise's შექ­მნა­ში დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი ხედ­ვა და­ეხ­მა­რა. ლო­გოც თა­ვად შექ­მნა. ფო­ტო­ებ­საც ოლი­კო იღებს, სა­რეკ­ლა­მო მა­სა­ლა­საც თა­ვად ქმნის, რაც ხარ­ჯებს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უმ­ცი­რებს. ეს კი სტარ­ტა­პის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

პირ­ველ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ორი ტი­პის, ცე­მენ­ტის და შუ­შის ქოთ­ნე­ბი ჰქონ­და. ახლა კი ექ­ვსი სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტი აქვს, მათ შო­რის კო­კე­და­მე­ბიც, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლია რო­გორც დი­ზა­ი­ნის, ასე­ვე მოვ­ლი­სა თუ დამ­ზა­დე­ბის კუ­თხით. უნი­კა­ლუ­რო­ბა პირ­ველ რიგ­ში იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ხე­ლით მზად­დე­ბა და მცე­ნა­რე­ე­ბის კომ­პო­ზი­ცი­ე­ბიც არ მე­ორ­დე­ბა.

"ის ფაქ­ტი კი რომ მათი მოვ­ლა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, სა­სურ­ველს ხდის იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვი­საც, რომ­ლებ­საც არც შე­სა­ბა­მი­სი დრო და არც მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. ასე­ვე, ყვე­ლა ქო­თანს აქვს დას­რუ­ლე­ბუ­ლი, სა­სა­ჩუქ­რედ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე, რაც ჯერ­ჯე­რო­ბით უნი­კა­ლუ­რია ჩვენს ბა­ზარ­ზე. ვცდი­ლობ, ეტა­პობ­რი­ვად ახა­ლი პრო­დუქ­ტი და­ვა­მა­ტო, ან არ­სე­ბუ­ლი დავ­ხვე­წო, რა­საც ერთი მხრივ, ჩემს იდე­ებ­ზე, მე­ო­რე მხრივ კი, მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვა­კე­თებ," - გან­მარ­ტავს კო­მა­ხი­ძე.

პრო­დუქ­ცი­ის ფასი 20-25 ლა­რი­დან იწყე­ბა და 100 ლა­რამ­დე ადის. მა­გა­ლი­თად, ტერ­ა­რი­უ­მე­ბის ფასი 60 ლა­რი­დან 100 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს ზო­მი­სა და მას­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის მი­ხედ­ვით.

ოლი­კო ახლა საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბულ სტარ­ტაპს უდ­გას სა­თა­ვე­ში. თუმ­ცა, საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი მარ­ტო მუ­შა­ო­ბა იყო.

"მი­ჭირ­და გან­მე­სა­ზღვრა რა და რა რა­ო­დე­ნო­ბის მჭირ­დე­ბო­და, რა დრო და­მე­ხარ­ჯე­ბო­და. მი­წო­დე­ბის პრობ­ლე­მა რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ზე დიდი იყო, რად­გან რთუ­ლია რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხურს შე­უ­თავ­სო მცე­ნა­რე­ე­ბის შე­ძე­ნა, ქოთ­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბა და კლი­ენ­ტამ­დე მი­წო­დე­ბა. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში ჩემი ახლო მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და მეხ­მა­რე­ბი­ან. ასე­ვე, ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა გა­მი­წია "თი­ბი­სი ბან­კმა". დიდი სტი­მუ­ლი იყო თი­ბი­სი ბან­კის პროგ­რა­მა "სტარ­ტა­პერ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ ასე­თი დიდ კომ­პა­ნი­ას შენი შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტი აინ­ტე­რე­სებს და მისი ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა­ში გეხ­მა­რე­ბა. ხვდე­ბი, რომ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სტარ­ტა­პის გვერ­დით შენც ხარ და რე­ა­ლუ­რად კარგ, სა­ინ­ტე­რე­სო და პერ­სპექ­ტი­ულ პრო­დუქტს ქმნი," - გან­მარ­ტავს ოლი­კო.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: Advan/ედ­ვე­ნი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ექსპერიმენტით დაწყებული სტარტაპი Elise's, რომლის პროდუქციაც უამრავ ოჯახს ამშვენებს

ექსპერიმენტით დაწყებული სტარტაპი Elise's, რომლის პროდუქციაც უამრავ ოჯახს ამშვენებს

სახლისთვის დამზადებული შუშის და ცემენტის ქოთნები სუკულენტით, რომლებიც საკუთარი სახლის კედლებმა ვერ დაიტია და ინტერნეტსივრცეში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. შედეგად კი იდეის ავტორმა ოლიკო კომახიძემ გადაწყვიტა შეექმნა ბრენდი და ყვავილები ორიგინალური ქოთნებით სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გაეხადა.

ასე დაიბადა 26 წლის სტარტაპერის ბრენდი - Elise's, რომელიც პოპულარობის ზრდასთან ერთად, უფრო და უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მსურველებს.

"ყვავილები ყოველთვის მიყვარდა. თუმცა მათთან ურთიერთობა მიჭირდა, პირველ რიგში დროის უქონლობის გამო. შემდეგ გავიგე, რომ არსებობენ ულამაზესი სუკულენტები რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და გადავწყვიტე ჩემი სახლის გასაფორმებლად რამდენიმე კომპოზიცია და ქოთანი შემექნა. სტარტაპის ჩამოყალიბებისას თავიდან დიდი იმედი არ მქონდა. პირველი შეკვეთა ნოემბრში ავიღე, შემდეგ ახალი წელიც დაემთხვა და მოთხოვნამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა," - განმარტავს ოლიკო კომახიძე.

ოლიკო ბოლო რამდენიმე წელია ფრილანსერ დიზაინერად მუშაობს სხვადასხვა კომპანიაში. Elise's შექმნაში დიზაინერული ხედვა დაეხმარა. ლოგოც თავად შექმნა. ფოტოებსაც ოლიკო იღებს, სარეკლამო მასალასაც თავად ქმნის, რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად უმცირებს. ეს კი სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი ტიპის, ცემენტის და შუშის ქოთნები ჰქონდა. ახლა კი ექვსი სხვადასხვა პროდუქტი აქვს, მათ შორის კოკედამებიც, რომელიც საკმაოდ ორიგინალური და განსხვავებულია როგორც დიზაინის, ასევე მოვლისა თუ დამზადების კუთხით. უნიკალურობა პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ თითოეული მათგანი ხელით მზადდება და მცენარეების კომპოზიციებიც არ მეორდება.

"ის ფაქტი კი რომ მათი მოვლა ძალიან მარტივია, სასურველს ხდის იმ ადამიანებისათვისაც, რომლებსაც არც შესაბამისი დრო და არც მცენარეების მოვლის გამოცდილება აქვთ. ასევე, ყველა ქოთანს აქვს დასრულებული, სასაჩუქრედ გამზადებული ვიზუალური მხარე, რაც ჯერჯერობით უნიკალურია ჩვენს ბაზარზე. ვცდილობ, ეტაპობრივად ახალი პროდუქტი დავამატო, ან არსებული დავხვეწო, რასაც ერთი მხრივ, ჩემს იდეებზე, მეორე მხრივ კი, მომხმარებლის მოთხოვნებზე დაყრდნობით ვაკეთებ," - განმარტავს კომახიძე.

პროდუქციის ფასი 20-25 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე ადის. მაგალითად, ტერარიუმების ფასი 60 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს ზომისა და მასში მოთავსებული მცენარეების მიხედვით.

ოლიკო ახლა საკმაოდ წარმატებულ სტარტაპს უდგას სათავეში. თუმცა, საქმიანობის ყველა ეტაპზე მისთვის განსაკუთრებით რთული მარტო მუშაობა იყო.

"მიჭირდა განმესაზღვრა რა და რა რაოდენობის მჭირდებოდა, რა დრო დამეხარჯებოდა. მიწოდების პრობლემა რეალურად ყველაზე დიდი იყო, რადგან რთულია რამდენიმე სამსახურს შეუთავსო მცენარეების შეძენა, ქოთნების დამზადება და კლიენტამდე მიწოდება. ამ პრობლემის მოგვარებაში ჩემი ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ და მეხმარებიან. ასევე, ძალიან დიდი მხარდაჭერა გამიწია "თიბისი ბანკმა". დიდი სტიმული იყო თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერში" მონაწილეობა.

მნიშვნელოვანია თუნდაც ის ფაქტი, რომ ასეთი დიდ კომპანიას შენი შექმნილი პროდუქტი აინტერესებს და მისი ცნობადობის გაზრდაში გეხმარება. ხვდები, რომ ბევრი საინტერესო სტარტაპის გვერდით შენც ხარ და რეალურად კარგ, საინტერესო და პერსპექტიულ პროდუქტს ქმნი," - განმარტავს ოლიკო.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი