საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტოლტენბერგი რუსეთს უკრაინიდან "ათასობით ჯარისკაცის" გაყვანისკენ მოუწოდებს
სტოლტენბერგი რუსეთს უკრაინიდან "ათასობით ჯარისკაცის" გაყვანისკენ მოუწოდებს

"უკ­რა­ი­ნა უნდა შე­ვი­დეს ნა­ტო­ში, პარტნი­ო­რო­ბის პროგ­რა­მის დახ­მა­რე­ბით, თუმ­ცა, მა­ნამ­დე მან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ახ­დი­ნოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა, თუმ­ცა, უდრო მე­ტად სჭირ­დე­ბა ძლი­ე­რი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი" – ამის შე­სა­ხებ ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა 112 International Insight–თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის შემ­ცი­რე­ბულ ვერ­სი­ა­საც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

კი­ევ­ში ვი­ზი­ტი­სას, ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა უკ­რა­ი­ნულ რა­და­სა და რუ­სე­თის დუ­მას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­დამ­ჭე­რი მე­სი­ჯე­ბი და­უ­ტო­ვა...

"ჩვენ, ალი­ან­სის შიგ­ნით უკ­რა­ი­ნის ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბა­ზე დის­კუ­სია გვაქვს, თუმ­ცა, მი­მაჩ­ნია, რომ უკ­რი­ა­ნას აქვს ამის მე­ქა­ნიზ­მი და ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­ვდეს ნა­ტო­ში. ნა­ტოს კა­რე­ბი უკ­რი­ა­ნის­თვის ღიაა. მჯე­რა, რომ ჩვენ ერ­თად უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბას შევ­ძლებთ... მნიშ­ვნე­ლო­ვან­ზე იმა­ზე ფიქ­რი, თუ რო­გორ უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და და­ვეხ­მა­როთ მას შე­ი­არ­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რე­ფორ­მა­ში. ამა­ზე უნდა მო­ვახ­დი­ნოთ ახლა კონ­ცენ­ტრი­რე­ბა."- გა­ნა­ცხა­და ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა.

იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის თქმით, - ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭო კი­ევ­ში, "ნა­ტო­სა და უკ­რა­ი­ნის უნი­კა­ლუ­რი მე­გობ­რო­ბა გვე­ზე­ი­მა... ჩვენ ნამ­დვი­ლად ვა­ფა­სებთ უკ­რა­ი­ნის მრა­ვალ­მხრივ წვლილს ბოლო ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში. უკ­რა­ი­ნა ერ­თა­დერ­თი პარტნი­ო­რი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც ნა­ტოს ყვე­ლა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­სა და მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, მათ შო­რის, ავ­ღა­ნეთ­სა და კო­სო­ვო­ში. ნა­ტოს სო­ლი­და­რუ­ლია უკ­რა­ი­ნის მი­მართ და ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა ურ­ყე­ვია თქვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი", - გა­ნა­ცხა­და ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კი­ევ­ში ნა­ტოს ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს სე­სი­ის და­წყე­ბის წინ.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის თქმით, ცოტა უფრო ადრე, პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ, ნა­ტო­ში უკ­რა­ი­ნის გა­წევ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, "საკ­მა­ოდ ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა", რა­მაც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და უფრო მეტი კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია.

კი­დევ ერთი, ძალ­ზე მნიშ­ვე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბა, რაც უკ­რა­ი­ნა­ში მყოფ­მა ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა გა­ა­კე­თა, რუ­სე­თის მი­მართ მო­წო­დე­ბაა... იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა რუ­სეთს მი­მარ­თა - გა­იყ­ვა­ნოს, "თა­ვი­სი ათა­სო­ბით ჯა­რის­კა­ცი" უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან. იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ალი­ან­სის "უნი­კა­ლუ­რი პარტნი­ო­რი" უწო­და უკ­რა­ი­ნას, რო­მე­ლიც 2020 წლის­თვის ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მიღ­წე­ვა­ზეა სა­უბ­რობს.

რექს ტი­ლერ­სო­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ კრემ­ლმა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი უნდა გა­დად­გას ყი­რიმ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა რუ­სეთს მკაც­რი მი­მარ­თვა გა­უგ­ზავ­ნა.

თუმ­ცა, უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს, სტოლ­ტენ­ბერ­გმა ირი­ბად, თუმ­ცა ძა­ლი­ან გა­სა­გე­ბად და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მი­ა­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნელ კა­ნონ­მდებ­ლებს, რომ ალი­ან­სი უკ­რა­ი­ნი­სათ­ვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბას არ აპი­რებს.

"უკ­რა­ი­ნას ეფექ­ტურ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა ძლი­ე­რი, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი; უკ­რა­ი­ნას სჭირ­დე­ბა, რომ თქვენ იყოთ სა­უ­კე­თე­სო, სა­უ­კე­თე­სო­ებს შო­რის," - გა­ნა­ცხა­და იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა. ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, რო­მელ­მაც ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნუ­ლი უფ­ლე­ბაა, აირ­ჩი­ოს მისი უსაფრ­თო­ხე­ბი­სათ­ვის მი­სა­ღე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რო­ბა, რო­გორც ეს თა­ვის დრო­ზე გა­ა­კე­თა ჩერ­ნო­გო­რი­ამ, რო­მე­ლიც ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში ალი­ან­სის 29-ე წევ­რი ქვე­ყა­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და.

კი­ევ­ში გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პო­რო­შენ­კომ და სტოლ­ტენ­ბერ­გმა აღ­ნიშ­ნეს, რომ ალი­ან­სი და­ი­წყებს მსჯე­ლო­ბას უკ­რა­ი­ნას­თან იმ სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ნა­ტო­ში ქვეყ­ნის სა­ბო­ლოო გა­წევ­რი­ა­ნე­ბი­სათ­ვის არის სა­ჭი­რო.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სტოლტენბერგი რუსეთს უკრაინიდან "ათასობით ჯარისკაცის" გაყვანისკენ მოუწოდებს

სტოლტენბერგი რუსეთს უკრაინიდან "ათასობით ჯარისკაცის" გაყვანისკენ მოუწოდებს

"უკრაინა უნდა შევიდეს ნატოში, პარტნიორობის პროგრამის დახმარებით, თუმცა, მანამდე მან აუცილებლად უნდა მოახდინოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, თუმცა, უდრო მეტად სჭირდება ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტები" – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 112 International Insight–თან ინტერვიუში განაცხადა, რომლის შემცირებულ ვერსიასაც უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევში ვიზიტისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინულ რადასა და რუსეთის დუმას მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მესიჯები დაუტოვა...

"ჩვენ, ალიანსის შიგნით უკრაინის ნატოში გაწევრებაზე დისკუსია გვაქვს, თუმცა, მიმაჩნია, რომ უკრიანას აქვს ამის მექანიზმი და ის აუცილებლად უნდა მოხვდეს ნატოში. ნატოს კარები უკრიანისთვის ღიაა. მჯერა, რომ ჩვენ ერთად უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ... მნიშვნელოვანზე იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვითი ინსტიტუტები და დავეხმაროთ მას შეიარღებული ძალების რეფორმაში. ამაზე უნდა მოვახდინოთ ახლა კონცენტრირება."- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, - ჩრდილოატლანტიკური საბჭო კიევში, "ნატოსა და უკრაინის უნიკალური მეგობრობა გვეზეიმა... ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ უკრაინის მრავალმხრივ წვლილს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. უკრაინა ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ნატოს ყველა სამხედრო ოპერაციასა და მისიაში მონაწილეობს, მათ შორის, ავღანეთსა და კოსოვოში. ნატოს სოლიდარულია უკრაინის მიმართ და ჩვენი მხარდაჭერა ურყევია თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა კიევში ნატოს ატლანტიკური საბჭოს სესიის დაწყების წინ.

უკრაინული მედიის თქმით, ცოტა უფრო ადრე, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ნატოში უკრაინის გაწევრებასთან დაკავშირებით, "საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა", რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა და უფრო მეტი კრიტიკა გამოიწვია.

კიდევ ერთი, ძალზე მნიშველოვანი განცხადება, რაც უკრაინაში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა, რუსეთის მიმართ მოწოდებაა... იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მიმართა - გაიყვანოს, "თავისი ათასობით ჯარისკაცი" უკრაინის ტერიტორიიდან. იენს სტოლტენბერგმა ალიანსის "უნიკალური პარტნიორი" უწოდა უკრაინას, რომელიც 2020 წლისთვის ნატოში გაწევრიანებისათვის აუცილებელი კრიტერიუმების მიღწევაზეა საუბრობს.

რექს ტილერსონისგან განსხვავებით, რომელსაც მიაჩნია, რომ კრემლმა პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას ყირიმში დაძაბულობის შესამცირებლად, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მკაცრი მიმართვა გაუგზავნა.

თუმცა, უკრაინის უმაღლესი რადის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, სტოლტენბერგმა ირიბად, თუმცა ძალიან გასაგებად და დიპლომატიურად მიანიშნა უკრაინელ კანონმდებლებს, რომ ალიანსი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას არ აპირებს.

"უკრაინას ეფექტურ შეიარაღებაზე მეტად სჭირდება ძლიერი, ანგარიშვალდებული, დემოკრატიული ინსტიტუტები; უკრაინას სჭირდება, რომ თქვენ იყოთ საუკეთესო, საუკეთესოებს შორის," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სუვერენული უფლებაა, აირჩიოს მისი უსაფრთოხებისათვის მისაღები გაერთიანების წევრობა, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ჩერნოგორიამ, რომელიც ივნისის დასაწყისში ალიანსის 29-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდა.

კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოროშენკომ და სტოლტენბერგმა აღნიშნეს, რომ ალიანსი დაიწყებს მსჯელობას უკრაინასთან იმ სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც ნატოში ქვეყნის საბოლოო გაწევრიანებისათვის არის საჭირო.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე