საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მესამე რეიხის შვილები - რას გრძნობდნენ როცა გააცნობიერეს, რომ სასტიკი მკვლელების შვილები და შვილიშვილები იყვნენ
მესამე რეიხის შვილები  - რას გრძნობდნენ როცა გააცნობიერეს, რომ სასტიკი მკვლელების შვილები და შვილიშვილები იყვნენ

ადოლფ ჰიტ­ლერს შვი­ლე­ბი არ ჰყავ­და. იო­სეფ და მაგ­და გე­ბელ­სებ­მა თავი მო­იკ­ლეს, მა­ნამ­დე კი, ცი­ა­ნი­დის კა­ლი­უ­მით მო­წამ­ლეს სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი. რო­გორ წა­რი­მარ­თა სხვა ნა­ცის­ტი ლი­დე­რე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა? რას გრძნობ­დნენ ისი­ნი, როცა გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ სას­ტი­კი მკვლე­ლე­ბის შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან?

"იყო ჰი­ო­სი - გა­ნა­ჩე­ნია და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს იქ­ნე­ბა ეს ბა­ბუა, მამა თუ მე, რად­გან სას­ჯელს ვერ­ცერ­თი ვერ გა­ვექ­ცე­ვით", - წარ­სულს ვერ ივი­წყებს რა­ი­ნერ ჰი­ო­სი, ცნო­ბი­ლი ჯა­ლა­თის რუ­დოლფ ჰი­ო­სის შვი­ლიშ­ვი­ლი.

"მა­მა­ჩე­მი ჩა­მო­ახ­რჩვეს, მე კი, თით­ქოს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მო­მი­სა­ჯეს და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე პა­სუ­ხი უნდა ვაგო იმა­ზე, რაც არ ჩა­მი­დე­ნია", - სი­ნა­ნუ­ლით ამ­ბობს ნი­კო­ლას ფრან­კი, "პო­ლო­ნელ ყა­სა­ბად" წო­დე­ბუ­ლი ჰანს ფრან­კის შვი­ლი.

რა­ი­ნერ ჰი­ო­სი და რუ­დოლფ ჰი­ო­სი

ოჯა­ხურ რე­ლიქ­ვია - მა­სი­ურ ხის სკივ­რი, რო­მე­ლიც რა­ი­ნერ ჰი­ოსს (ღე­ი­ნერ Höß) მა­მის­გან (რუ­დოლფ-ჰან­სის­გან), მას კი, თა­ვის მხრივ სა­კუ­თა­რი მა­მის­გან (უფ­რო­სი რუ­დოლფ ჰი­ო­სის­გან) ერგო მემ­კვიდ­რე­ო­ბად, ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ინა­ხე­ბო­და სა­კუჭ­ნა­ო­ში. უმ­ცრო­სი ჰი­ო­სი დიდ­ხანს გა­ურ­ბო­და სკივ­რის გახ­სნას, რად­გან იქ ბა­რა­კე­ბის და ეკ­ლი­ა­ნი მავ­თუ­ლის, კრე­მა­ტო­რი­უ­მის საკ­ვა­მუ­რე­ბის და გა­ზის კა­მე­რე­ბის შემ­ზა­რა­ვი ფო­ტო­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნის ეში­ნო­და, თუმ­ცა სკივ­რში მსგავ­სი არა­ფე­რი აღ­მოჩ­ნდა. პი­რი­ქით, მდიდ­რუ­ლი სახ­ლის და მოვ­ლი­ლი ბა­ღის, პა­ტა­რა აუ­ზის და ვე­რან­და­ზე მხი­ა­რუ­ლი ბავ­შვე­ბის შავ-თეთ­რი ფო­ტო­ე­ბი ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხის იდი­ლი­ურ ცხოვ­რე­ბას ასა­ხავ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რა­ი­ნერ ჰი­ოს­მა თა­ვად მო­ი­ნა­ხუ­ლა სიკ­ვდი­ლის ბა­ნა­კად წო­დე­ბუ­ლი ოს­ვენ­ცი­მი და ის სახ­ლი, სა­დაც მისი ბა­ბუა - ბა­ნა­კის კო­მენ­დან­ტი რუ­დოლფ ჰი­ო­სი ცოლ­თან და შვი­ლებ­თან (ერთ-ერთი სწო­რედ რა­ი­ნე­რის მამა) ერ­თად ცხოვ­რობ­და. უმ­ცრო­სი ჰი­ო­სი ყვე­ლა­ზე მე­ტად 200 მეტ­რის კე­დელ­მა გა­ა­ოგ­ნა, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რი გამ­ყო­ფი ზოლი იყო ორ სამ­ყა­როს - ნა­ცის­ტი კო­მენ­დან­ტის ოჯა­ხის სა­მო­თხე­სა და სიკ­ვდი­ლის ბა­ნა­კის ტუ­სა­ღე­ბის ჯო­ჯო­ხეთს შო­რის. რა­ი­ნე­რის მამა, ჰანს-რუ­დოლ­ფი არას­დროს იხ­სე­ნებ­და სა­კუ­თარ ბავ­შვო­ბას. არა­და, სა­ნამ ის მხი­ა­რუ­ლად თა­მა­შობ­და ეზო­ში, მა­ღა­ლი კედ­ლის მიღ­მა ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა, მას არაფ­რის გა­გო­ნე­ბა არ სურ­და.

ევ­რო­პე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის გე­ნო­ცი­დის მთა­ვარ სიმ­ბო­ლოდ წო­დე­ბუ­ლი ოს­ვენ­ცი­მის კო­მენ­დან­ტად რუ­დოლფ ჰი­ო­სი 1940-1943 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და, 1944-ში კი, სპე­ცი­ა­ლუ­რად დაბ­რუნ­და ბა­ნაკ­ში, რათა უნ­გრე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის პრო­ცე­სი პი­რა­დად გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა. 56 დღე­ში­ჰი­ოს­მა 430 ათა­სი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა და მე­სა­მე რე­ი­ხის უმაღ­ლე­სი ჯილ­დოც და­იმ­სა­ხუ­რა. სა­ერ­თო ჯამ­ში კი, ოს­ვენ­ციმ­ში მი­ლი­ონ­ზე მეტი ებ­რა­ე­ლი, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ათა­სი პო­ლო­ნე­ლი პარ­ტი­ზა­ნი და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის მო­ნა­წი­ლე, სამ­ხედ­რო ტყვე, ბოშა და ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი და­ი­ღუ­პა.

სწო­რედ ჰი­ო­სემ - სი­სას­ტი­კით სა­ხელ­გან­თქმულ­მა ჯა­ლათ­მა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ სამ­ფლო­ბე­ლო­ში გა­მუდ­მე­ბით ატა­რებ­და ექ­სპე­რი­მენ­ტებს და იგო­ნებ­და ადა­მი­ან­თა მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ახალ მე­თო­დებს, აქ­ცია "ციკ­ლონ B"-დ წო­დე­ბულ მხუ­თა­ვი აირი ნა­ცის­ტუ­რი რე­ჟი­მის მთა­ვარ ია­რა­ღად.

კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რუ­დოლფ ჰი­ო­სი გერ­მა­ნი­ის ჩრდი­ლო­ეთ­ში იმა­ლე­ბო­და და სა­კუ­თარ თავს ბოც­მან ფრიც ლან­გად ასა­ღებ­და, თუმ­ცა 1946 წლის მარ­ტში ბრი­ტა­ნულ­მა პო­ლი­ცი­ამ ის ფლეს­ბურგთან ახ­ლოს, პა­ტა­რა ფერ­მა­ზე და­ა­პა­ტიმ­რა.

ნი­ურნ­ბერ­გის პრო­ცეს­ზე ჰი­ო­სი მოწ­მედ წარ­სდგა, სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის შემ­ზა­რა­ვი კი­ნოქ­რო­ნი­კის ნახ­ვის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბის მხა­რე მის შე­უ­რა­ცხა­დად გა­მო­ცხა­დე­ბას მო­ი­თხოვ­და, თუმ­ცა, სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნალ­მა დაც­ვის მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ჰი­ო­სი პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბას გა­დას­ცა. 1947 წელს ვარ­შა­ვა­ში, პო­ლო­ნე­თის უმაღ­ლეს­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა სა­სა­მარ­თლომ ჰი­ო­სის საქ­მე გა­ნი­ხი­ლა და გა­ნა­ჩე­ნიც გა­მო­უ­ტა­ნა - ყო­ფი­ლი კო­მენ­დან­ტი თა­ვი­სი­ვე სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში, კრე­მა­ტო­რი­უმ­თან ახ­ლოს ჩა­მო­ახ­ჩო. სიკ­ვდი­ლის წინ და­წე­რილ წე­რილ­ში ჰი­ოს­მა აღი­ა­რა, რომ სა­ზა­რე­ლი ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნა ადა­მი­ა­ნებს და პო­ლო­ნე­ლებს პა­ტი­ე­ბა სთხო­ვა, თუმ­ცა მისი აღ­სა­რე­ბა ბევ­რმა არ და­ი­ჯე­რა, ბევ­რმა კი, უბ­რა­ლოდ არ მი­ი­ღო.

რა­ი­ნერ ჰი­ოს­მა 12 წლის ასაკ­ში გა­ი­გო, თუ რას წარ­მო­ად­გენ­და მისი ბა­ბუა სი­ნამ­დვი­ლე­ში. ინ­ტერ­ნატ­ში ცხოვ­რე­ბი­სას, კლა­სე­ლებ­თან ერ­თად მო­ზარ­დმა სამ­ზა­რე­უ­ლო­დან ბუ­ტერბრო­დე­ბი მო­ი­პა­რა. მე­ბა­ღემ ბავ­შვე­ბი და­ი­ჭი­რა და მხო­ლოდ რა­ი­ნე­რი სცე­მა, რად­გან ოს­ვენ­ცი­მის ყო­ფილ­მა ტუ­საღ­მა სხვებ­ზე კარ­გად იცო­და, ვინ იყო მისი ბა­ბუა, "მან ჩემ­ზე იძია შური ყვე­ლა იმ დამ­ცი­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც თვი­თონ გა­მო­ი­ა­რა. იყო ჰი­ო­სი - გა­ნა­ჩე­ნია და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს იქ­ნე­ბა ეს ბა­ბუა, მამა თუ მე, რად­გან სას­ჯელს ვერ­ცერ­თი ვერ გა­ვექ­ცე­ვით", - იხ­სე­ნებს ჰი­ო­სი.

თავ­ზარ­და­ცე­მულ­მა რა­ი­ნერ­მა მშობ­ლებს მი­მარ­თა, თუმ­ცა პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღო. "მე არა­ფე­რი ვი­ცო­დი ბა­ბუ­ას საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, თით­ქოს მი­ლი­ო­ნო­ბით სხვა გერ­მა­ნე­ლი­ვით ისიც ომში და­ი­ღუ­პა, მეც კი, მჯე­რო­და და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ჩემი ბა­ბუა გმი­რი თუ არა, რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი მა­ინც იყო". იხი­ლეთ რუბ­რი­კა "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რი­ე­ბი"

რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია ჰი­ოს­მა სა­კუ­თა­რი მას­წავ­ლებ­ლის, წარ­მო­შო­ბით ჩეხი ქალ­ბა­ტო­ნის დახ­მა­რე­ბით გა­ი­გო, რო­მელ­მაც მარ­თა­ლია, არა­ფე­რი უთხრა ახალ­გაზ­რდას, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი მის­ცა წა­სა­კი­თხად და რა­ი­ნე­რიც სწო­რედ მა­შინ მიხ­ვდა, თუ ვინ იყო რუ­დოლფ ჰი­ო­სი სი­ნამ­დვი­ლე­ში. "ვკი­თხუ­ლობ­დი ბა­ბუ­ა­ჩე­მის ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე და ვტი­რო­დი", - აღი­ა­რებს რა­ი­ნე­რი, რო­მელ­მაც სა­ზა­რე­ლი სი­მარ­თლის გა­გე­ბის შემ­დეგ ორ­ჯერ სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა, ბოლო წლებ­ში კი, სამ­ჯერ გა­და­ი­ტა­ნა გუ­ლის შე­ტე­ვა. "მე ას­თმით ვარ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. საკ­მა­რი­სია, თა­ვით გა­და­ვეშ­ვა წარ­სულ­ში და ავად­მყო­ფო­ბაც მწვავ­დე­ბა. ოჯა­ხის წარ­სუ­ლი მძი­მე ტვირ­თი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის. ბა­ბუა მკვლე­ლი იყო, მე კი, მრცხვე­ნია ვიყო მისი შვი­ლიშ­ვი­ლი. თუმ­ცა, ნა­თე­სა­ვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ მინ­და თვა­ლი დავ­ხუ­ჭო სი­მარ­თლე­ზე და ისე ვი­ცხოვ­რო, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, რად­გან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გან­ვთა­ვი­სუფ­ლდე იმ წყევ­ლის­გან, რო­მე­ლიც წლე­ბია ჩემს ოჯახს თან სდევს. მე ეს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­თვის უნდა გა­ვა­კე­თო", - ამ­ბობს უმ­ცრო­სი ჰი­ო­სი, რო­მელ­საც ნა­თე­სა­ვე­ბი მო­ღა­ლა­ტედ თვლი­ან, უცხო­ე­ბი კი, სი­ძულ­ვი­ლით უყუ­რე­ბენ, "ისე­თი გრძნო­ბა მაქვს, თით­ქოს ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ სი­სას­ტი­კე მე მის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ვი­ღე", - და­ნა­ნე­ბით ამ­ბობს ჰი­ო­სი, რო­მელ­საც მარ­თა­ლია, არ ჩა­უ­დე­ნია და­ნა­შა­უ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ყვე­ლას მა­გივ­რად უწევს ბო­დი­შის მოხ­და.

ნა­თე­სა­ვე­ბის გა­კი­ცხვის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მელ­თაც არ სურ­დათ წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა, უმ­ცროს­მა ჰი­ოს­მა რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლი და­უთ­მო ნა­ციზ­მის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლას, ბო­ლოს კი, ოს­ვენ­ცი­მიც მო­ი­ნა­ხუ­ლა, სა­დაც ებ­რა­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ჯგუფს შეხ­ვდა, "ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღე იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა შვე­ბა ვიგ­რძე­ნი, რად­გან მივ­ხვდი, რომ ნა­ცის­ტე­ბის ხე­ლით და­ღუ­პუ­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი მე არა­ფერ­ში მა­და­ნა­შა­უ­ლებ­დნენ", - იხ­სე­ნებს ჰი­ო­სი, რო­მე­ლიც სულ თან ატა­რებს ებ­რა­ე­ლი გო­გო­ნას სა­ჩუ­ქარს - ნი­ჟა­რას და­ვი­თის ვარ­სკვლა­ვით.

ოს­ვენ­ცი­მის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ, რა­ი­ნე­რი იო­სეფ პა­ჩინ­სკის, ბა­ნა­კის ყო­ფილ ტუ­საღს და რუ­დოლფ ჰი­ო­სის პი­რად და­ლაქ­საც შეხ­ვდა იმ იმე­დით, რომ ის მა­ინც ეტყო­და რა­ი­მე და­დე­ბითს ბა­ბუ­ა­ზე, თუმ­ცა "მან ჯერ ად­გო­მა და ოთახ­ში გავ­ლა მთხო­ვა, მერე კი, და­ნა­ნე­ბით მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან ვგა­ვარ ბა­ბუ­ას", ამ­ბობს უმ­ცრო­სი ჰი­ო­სი, რო­მე­ლიც აღი­ა­რებს, რომ ბა­ბუა ყო­ველ­თვის მისი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა.

დღეს რა­ი­ნერ ჰი­ო­სი მე­უღ­ლეს­თან და ოთხ შვილ­თან ერ­თად, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობს დიდი სახ­ლის მან­სარ­დის ბი­ნა­ში, რად­გან რი­გი­თი მო­სამ­სა­ხუ­რის ხელ­ფა­სი არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას იცხოვ­როს ხელ­გაშ­ლი­ლად. მა­მას­თან არ ურ­თი­ერ­თობს, რად­გან ომის დას­რუ­ლე­ბის და უფ­რო­სი ჰი­ო­სის სიკ­ვდი­ლით დას­ჯის შემ­დეგ, ის მა­ინც ნა­ცის­ტად დარ­ჩა, ადა­მი­ა­ნებს ისევ არი­ე­ლე­ბად და არა­ა­რი­ე­ლე­ბად ჰყოფ­და, არ სცნობ­და და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს და უარს ამ­ბობ­და მათ­თან მუ­შა­ო­ბა­ზე. რა­ი­ნერ­მა აღი­ა­რა, რომ სა­ერ­თოდ არ იცის ცო­ცხა­ლია თუ არა ის, "ჩემს ფე­ხებ­თან რომ კვდე­ბო­დეს და დახ­მა­რე­ბას მთხოვ­დეს, ჭიქა წყალს არ მი­ვა­წო­დებ, ბა­ბუ­ას კი, სა­კუ­თა­რი ხე­ლით მოვ­კლავ­დი", - ამ­ბობს რა­ი­ნე­რი და ცდი­ლობს თავი და­აღ­წი­ოს წარ­სუ­ლის აჩ­რდი­ლებს.

იხი­ლეთ რუბ­რი­კა "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რი­ე­ბი"

ნი­კო­ლას ფრან­კი და ჰანს ფრან­კი

ერთ-ერთი მდიდ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბის დროს, ჰანს ფრან­კი ფეხ­ზე წა­მოდ­გა და სტუმ­რებს ხუმ­რო­ბით უთხრა: "ჩემს ას­ტრო­ლოგს თუ და­ვუ­ჯე­რებ, ვარ­სკვლა­ვე­ბი კარ­გს არა­ფერს მპირ­დე­ბი­ან, სიკ­ვდი­ლი კი, სა­ზა­რე­ლი მექ­ნე­ბა".

წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ახდა, როცა ჰანს ფრან­კი უფ­როს შვილ­თან, ნორ­მან­თან ერ­თად, სი­ა­მა­ყით შეხ­ვდა ამე­რი­კელ ჯა­რის­კა­ცებს: "მე ერ­თა­დერ­თი ვარ, ვინც კარ­გი გან­წყო­ბით ელო­დე­ბა და­პა­ტიმ­რე­ბას. სა­სა­მარ­თლოს აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­ცემ ჩემს დღი­უ­რებს, სა­დაც ყო­ვე­ლი დღე დე­ტა­ლუ­რად მაქვს აღ­წე­რი­ლი. მი­ხა­რია, რომ ჩა­ნა­წე­რე­ბი შე­მო­ვი­ნა­ხე და არაფ­რის მე­ში­ნია", - უთხრა შვილს და სახ­ლში გა­უშ­ვა, ამე­რი­კელ ოფიც­რებს კი, ის დღი­უ­რი გა­დას­ცა, რო­მე­ლიც მისი აზ­რით, ალი­ბი უნდა გამ­ხდა­რი­ყო, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რილ­მა და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­მა სწო­რედ მის წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­შა­ვა. "არ მეს­მის, რა­ტომ ეგო­ნა, რომ დღი­უ­რი მის და­ნა­შა­ულს შე­ამ­სუ­ბუ­ქებ­და. ბო­ლოს­და­ბო­ლოს, ის ხომ იუ­რის­ტი იყო", - გაკ­ვირ­ვე­ბით იხ­სე­ნებს ნი­კო­ლა­სი, ჰანს ფრან­კის უმ­ცრო­სი ვა­ჟიშ­ვი­ლი.

ნი­ურნ­ბერ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნა­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ბრალ­დე­ბუ­ლი, 1940-1945 წლებ­ში პო­ლო­ნე­თის გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტო­რი ჰანს ფრან­კი, ოკუ­პი­რე­ბულ პო­ლო­ნეთ­ში, უზარ­მა­ზარ ციხე-სი­მაგ­რე­ში, ოჯახ­თან, დაც­ვას­თან და მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. გერ­მა­ნი­ა­ში უმაღ­ლე­სი რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კი სპეც­მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რობ­და, რო­მელ­საც არა­ვინ აკონ­ტრო­ლებ­და და მა­საც თა­ვი­სუფ­ლად გა­დაჰ­ქონ­და პო­ლო­ნეთ­ში ნა­ძარ­ცვი ქო­ნე­ბა, მისი მე­უღ­ლე ქალ­ბა­ტო­ნი ფრან­კი კი, ამა­სო­ბა­ში ად­გი­ლობ­რივ გე­ტო­ებს სტუმ­რობ­და და მდი­დარ ებ­რა­ე­ლებს ძვირ­ფას ქურ­ქებს, სამ­კა­ულს და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს არ­თმევ­და. "მა­მას კა­ბი­ნეტ­ში ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის ტი­ლო­ე­ბი ეკი­და"- ირო­ნი­ით ამ­ბობს ნი­კო­ლა­სი, რო­მე­ლიც ნოს­ტალ­გი­ის გა­რე­შე იხ­სე­ნებს ბავ­შვო­ბას. იხი­ლეთ რუბ­რი­კა "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რი­ე­ბი"

მის მშობ­ლებს არას­დროს ჰყვა­რე­ბი­ათ ერ­თმა­ნე­თი. გან­ქორ­წი­ნე­ბა­საც კი აპი­რებ­დნენ, თუმ­ცა, ჰიტ­ლერ­მა აუკ­რძა­ლა და ისი­ნიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ ფი­უ­რე­რის ბრძა­ნე­ბას. "მა­მა­ჩემს ჰიტ­ლე­რი უფრო უყ­ვარ­და, ვიდ­რე სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი. მან მარ­თლაც და­იმ­სა­ხუ­რა სა­სიკ­ვდი­ლით დას­ჯა და ნი­ურნ­ბერ­გში რომ არ გა­ე­სა­მარ­თლე­ბი­ნათ, ალ­ბათ მე თვი­თონ მოვ­კლავ­დი", - სი­ნა­ნუ­ლის გა­რე­შე ამ­ბობს ნი­კო­ლა­სი.

სა­ზო­გა­დე­ბის ყუ­რა­დღე­ბა "შტერნ"-ის სტა­ჟი­ან­მა რე­პორ­ტი­ორ­მა ნი­კო­ლას ფრან­კმა, წიგ­ნის "მამა. ან­გა­რიშს­წო­რე­ბა" გა­მო­ცე­მის შემ­დეგ მი­ი­პყრო, სა­დაც ის სა­კუ­თარ მა­მას სი­ძულ­ვი­ლით იხ­სე­ნებ­და და "პო­ლო­ნელ ყა­საბს" მში­შა­რა და ან­გა­რე­ბი­ან, სას­ტიკ და უნე­ბის­ყო­ფო, ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე შეშ­ლილ ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თებ­და. უმ­ცრო­სი ფრან­კის გან­ცხა­დე­ბით, მა­მას არ­ცერ­თი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა არ ჰქონ­და, მის სიმ­ხდა­ლეს კი, სა­კუ­თარ თავ­შიც გრძნობს და ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ამი­ტომ სძულს.

1980-იან წლებ­ში ფრან­კის წიგნ­მა უზარ­მა­ზა­რი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. მხარ­და­ჭე­რა ნაკ­ლე­ბი იყო, რად­გან გერ­მა­ნე­ლებ­მა უარი უთხრეს შვილს მა­მის გა­სა­მარ­თლე­ბა­ზე, საყ­ვე­დუ­რი მი­ი­ღო ნი­კო­ლას­მა ახ­ლობ­ლე­ბის­გა­ნაც. "არ ღირს წარ­სუ­ლის ქექ­ვა", - ხში­რად ეუბ­ნე­ბოდ­ნენ ბავ­შვო­ბა­ში, წიგ­ნის გა­მოს­ვლის შემ­დეგ კი, ოჯა­ხის წევ­რებ­მა (უფ­რო­სო ძმის გარ­და) ზურ­გი შე­აქ­ცი­ეს, რად­გან მან პი­რო­ბა და­არ­ღვია და მშობ­ლე­ბის სიყ­ვა­რულს უღა­ლა­ტა. "მა­მა­ჩე­მი ჩა­მო­ახ­რჩვეს, მე კი, თით­ქოს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მო­მი­სა­ჯეს და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე პა­სუ­ხი უნდა ვაგო იმა­ზე, რაც არ ჩა­მი­დე­ნია", - ამ­ბობს ნი­კო­ლა­სი, რო­მელ­მაც დღემ­დე ვერ დაძ­ლია მა­მის სი­ძულ­ვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ფო­ტო­ებ­თან ერ­თად ყველ­გან თან ატა­რებს ჩა­მომ­ხვრჩა­ლი მა­მის შავ-თეთრ ფო­ტოს.

არ გა­უ­მარ­თლათ ფრან­კის დი­ნას­ტი­ის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც. ნორ­მან­მა, რო­მე­ლიც მა­მას ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარ­და, ნი­ურნ­ბერ­გის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და: "მე ნა­ცის­ტი დამ­ნა­შა­ვეს შვი­ლი ვარ და არ მაქვს შთა­მო­მავ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა". მან პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა და სრულ მარ­ტო­ო­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მა­ნამ­დე კი, არ­გენ­ტი­ნა­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც ჯერ მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის სა­წყო­ბის უფ­რო­სად მუ­შა­ობ­და, მერე კი, ტყვი­ას მო­ი­პო­ვებ­და მა­ღა­რო­ში. სა­კუ­თარ წარ­მო­მავ­ლო­ბას რა თქმა უნდა იქაც მა­ლავ­და, რად­გან არ­გენ­ტი­ნა­შიც ისე­ვე სძულ­დათ ნა­ცის­ტე­ბი, რო­გორც და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში.

ბრი­გი­ტა 46 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯა­ხი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მან თავი მო­იკ­ლა, რად­გან ბავ­შვო­ბი­დან­ვე უც­ნა­უ­რი მა­ნია ჰქონ­და - არ უნ­დო­და ოდეს­მე მა­მა­ზე უფ­რო­სი ყო­ფი­ლი­ყო, ჰანს ფრან­კი კი, სწო­რედ 46 წლის ასაკ­ში და­სა­ჯეს სიკ­ვდი­ლით.

თა­ვი­სი აჩე­მე­ბა ჰქონ­და უმ­ცროს მი­ხა­ილ­საც. ბავ­შვო­ბა­ში სი­ლა­მა­ზით გა­მორ­ჩე­ულ­მა, ზრდას­რულ ასაკ­ში უკონ­ტრო­ლოდ და­ი­წყო რძის სმა და დღე­ში სულ ცოტა 10 ლიტრს მა­ინც სვამ­და. ექი­მე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, მი­ხე­ი­ლი შე­პყრო­ბი­ლი­ვით აგ­რძე­ლებ­და ჭარ­ბი ცხი­მის მი­ღე­ბას, რა­მაც ჯერ წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბა და სრუ­ლი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი გა­დაგ­ვა­რე­ბა, მერე კი, გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

თა­ვად ფრან­კი კი, გერ­მა­ნი­ის ჩრდი­ლო­ეთ­ში, სა­კუ­თარ სამ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში ცხოვ­რობს, ფერ­მე­რო­ბი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა სა­უ­კე­თე­სო მამა და ბა­ბუა იყოს ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილ­სა და მრა­ვალ­რი­ცხო­ვან შვი­ლიშ­ვი­ლებ­სთვის.

იხი­ლეთ რუბ­რი­კა "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რი­ე­ბი"

მესამე რეიხის შვილები - რას გრძნობდნენ როცა გააცნობიერეს, რომ სასტიკი მკვლელების შვილები და შვილიშვილები იყვნენ

მესამე რეიხის შვილები  - რას გრძნობდნენ როცა გააცნობიერეს, რომ სასტიკი მკვლელების შვილები და შვილიშვილები იყვნენ

ადოლფ ჰიტლერს შვილები არ ჰყავდა. იოსეფ და მაგდა გებელსებმა თავი მოიკლეს, მანამდე კი, ციანიდის კალიუმით მოწამლეს საკუთარი შვილები. როგორ წარიმართა სხვა ნაცისტი ლიდერების შთამომავლების ცხოვრება? რას გრძნობდნენ ისინი, როცა გააცნობიერეს, რომ სასტიკი მკვლელების შვილები და შვილიშვილები არიან?

"იყო ჰიოსი - განაჩენია და მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს ბაბუა, მამა თუ მე, რადგან სასჯელს ვერცერთი ვერ გავექცევით", - წარსულს ვერ ივიწყებს რაინერ ჰიოსი, ცნობილი ჯალათის რუდოლფ ჰიოსის შვილიშვილი.

"მამაჩემი ჩამოახრჩვეს, მე კი, თითქოს სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს და სიცოცხლის ბოლომდე პასუხი უნდა ვაგო იმაზე, რაც არ ჩამიდენია", - სინანულით ამბობს ნიკოლას ფრანკი, "პოლონელ ყასაბად" წოდებული ჰანს ფრანკის შვილი.

რაინერ ჰიოსი და რუდოლფ ჰიოსი

ოჯახურ რელიქვია - მასიურ ხის სკივრი, რომელიც რაინერ ჰიოსს (ღეინერ Höß) მამისგან (რუდოლფ-ჰანსისგან), მას კი, თავის მხრივ საკუთარი მამისგან (უფროსი რუდოლფ ჰიოსისგან) ერგო მემკვიდრეობად, ათწლეულების მანძილზე ინახებოდა საკუჭნაოში. უმცროსი ჰიოსი დიდხანს გაურბოდა სკივრის გახსნას, რადგან იქ ბარაკების და ეკლიანი მავთულის, კრემატორიუმის საკვამურების და გაზის კამერების შემზარავი ფოტოების აღმოჩენის ეშინოდა, თუმცა სკივრში მსგავსი არაფერი აღმოჩნდა. პირიქით, მდიდრული სახლის და მოვლილი ბაღის, პატარა აუზის და ვერანდაზე მხიარული ბავშვების შავ-თეთრი ფოტოები ბედნიერი ოჯახის იდილიურ ცხოვრებას ასახავდა.

მოგვიანებით, რაინერ ჰიოსმა თავად მოინახულა სიკვდილის ბანაკად წოდებული ოსვენციმი და ის სახლი, სადაც მისი ბაბუა - ბანაკის კომენდანტი რუდოლფ ჰიოსი ცოლთან და შვილებთან (ერთ-ერთი სწორედ რაინერის მამა) ერთად ცხოვრობდა. უმცროსი ჰიოსი ყველაზე მეტად 200 მეტრის კედელმა გააოგნა, რომელიც ერთგვარი გამყოფი ზოლი იყო ორ სამყაროს - ნაცისტი კომენდანტის ოჯახის სამოთხესა და სიკვდილის ბანაკის ტუსაღების ჯოჯოხეთს შორის. რაინერის მამა, ჰანს-რუდოლფი არასდროს იხსენებდა საკუთარ ბავშვობას. არადა, სანამ ის მხიარულად თამაშობდა ეზოში, მაღალი კედლის მიღმა ადამიანები იღუპებოდნენ, თუმცა, მას არაფრის გაგონება არ სურდა.

ევროპელი ებრაელების გენოციდის მთავარ სიმბოლოდ წოდებული ოსვენციმის კომენდანტად რუდოლფ ჰიოსი 1940-1943 წლებში მსახურობდა, 1944-ში კი, სპეციალურად დაბრუნდა ბანაკში, რათა უნგრელი ებრაელების ლიკვიდაციის პროცესი პირადად გაეკონტროლებინა. 56 დღეშიჰიოსმა 430 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მესამე რეიხის უმაღლესი ჯილდოც დაიმსახურა. საერთო ჯამში კი, ოსვენციმში მილიონზე მეტი ებრაელი, რამდენიმე ათეული ათასი პოლონელი პარტიზანი და წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე, სამხედრო ტყვე, ბოშა და ჰომოსექსუალი დაიღუპა.

სწორედ ჰიოსემ - სისასტიკით სახელგანთქმულმა ჯალათმა, რომელიც საკუთარ სამფლობელოში გამუდმებით ატარებდა ექსპერიმენტებს და იგონებდა ადამიანთა მასობრივი განადგურების ახალ მეთოდებს, აქცია "ციკლონ B"-დ წოდებულ მხუთავი აირი ნაცისტური რეჟიმის მთავარ იარაღად.

კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, რუდოლფ ჰიოსი გერმანიის ჩრდილოეთში იმალებოდა და საკუთარ თავს ბოცმან ფრიც ლანგად ასაღებდა, თუმცა 1946 წლის მარტში ბრიტანულმა პოლიციამ ის ფლესბურგთან ახლოს, პატარა ფერმაზე დააპატიმრა.

ნიურნბერგის პროცესზე ჰიოსი მოწმედ წარსდგა, საკონცენტრაციო ბანაკის შემზარავი კინოქრონიკის ნახვის შემდეგ, ბრალდების მხარე მის შეურაცხადად გამოცხადებას მოითხოვდა, თუმცა, სამხედრო ტრიბუნალმა დაცვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ჰიოსი პოლონეთის მთავრობას გადასცა. 1947 წელს ვარშავაში, პოლონეთის უმაღლესმა ნაციონალურმა სასამართლომ ჰიოსის საქმე განიხილა და განაჩენიც გამოუტანა - ყოფილი კომენდანტი თავისივე საკონცენტრაციო ბანაკში, კრემატორიუმთან ახლოს ჩამოახჩო. სიკვდილის წინ დაწერილ წერილში ჰიოსმა აღიარა, რომ საზარელი ტკივილი მიაყენა ადამიანებს და პოლონელებს პატიება სთხოვა, თუმცა მისი აღსარება ბევრმა არ დაიჯერა, ბევრმა კი, უბრალოდ არ მიიღო.

რაინერ ჰიოსმა 12 წლის ასაკში გაიგო, თუ რას წარმოადგენდა მისი ბაბუა სინამდვილეში. ინტერნატში ცხოვრებისას, კლასელებთან ერთად მოზარდმა სამზარეულოდან ბუტერბროდები მოიპარა. მებაღემ ბავშვები დაიჭირა და მხოლოდ რაინერი სცემა, რადგან ოსვენციმის ყოფილმა ტუსაღმა სხვებზე კარგად იცოდა, ვინ იყო მისი ბაბუა, "მან ჩემზე იძია შური ყველა იმ დამცირებისთვის, რომელიც თვითონ გამოიარა. იყო ჰიოსი - განაჩენია და მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს ბაბუა, მამა თუ მე, რადგან სასჯელს ვერცერთი ვერ გავექცევით", - იხსენებს ჰიოსი.

თავზარდაცემულმა რაინერმა მშობლებს მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. "მე არაფერი ვიცოდი ბაბუას საქმიანობაზე. მეუბნებოდნენ, თითქოს მილიონობით სხვა გერმანელივით ისიც ომში დაიღუპა, მეც კი, მჯეროდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ბაბუა გმირი თუ არა, რიგითი ჯარისკაცი მაინც იყო".  იხილეთ რუბრიკა "არაჩვეულებრივი ისტორიები"

რეალური ისტორია ჰიოსმა საკუთარი მასწავლებლის, წარმოშობით ჩეხი ქალბატონის დახმარებით გაიგო, რომელმაც მართალია, არაფერი უთხრა ახალგაზრდას, თუმცა რამდენიმე წიგნი მისცა წასაკითხად და რაინერიც სწორედ მაშინ მიხვდა, თუ ვინ იყო რუდოლფ ჰიოსი სინამდვილეში. "ვკითხულობდი ბაბუაჩემის ჩადენილ დანაშაულებებზე და ვტიროდი", - აღიარებს რაინერი, რომელმაც საზარელი სიმართლის გაგების შემდეგ ორჯერ სცადა თვითმკვლელობა, ბოლო წლებში კი, სამჯერ გადაიტანა გულის შეტევა. "მე ასთმით ვარ დაავადებული. საკმარისია, თავით გადავეშვა წარსულში და ავადმყოფობაც მწვავდება. ოჯახის წარსული მძიმე ტვირთი აღმოჩნდა ჩემთვის. ბაბუა მკვლელი იყო, მე კი, მრცხვენია ვიყო მისი შვილიშვილი. თუმცა, ნათესავებისგან განსხვავებით, არ მინდა თვალი დავხუჭო სიმართლეზე და ისე ვიცხოვრო, თითქოს არაფერი მომხდარა, რადგან აუცილებლად უნდა განვთავისუფლდე იმ წყევლისგან, რომელიც წლებია ჩემს ოჯახს თან სდევს. მე ეს საკუთარი თავისთვის და პირველ რიგში საკუთარი შვილებისთვის უნდა გავაკეთო", - ამბობს უმცროსი ჰიოსი, რომელსაც ნათესავები მოღალატედ თვლიან, უცხოები კი, სიძულვილით უყურებენ, "ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ადამიანებს ჰგონიათ, რომ სისასტიკე მე მისგან მემკვიდრეობით მივიღე", - დანანებით ამბობს ჰიოსი, რომელსაც მართალია, არ ჩაუდენია დანაშაული, მაგრამ მაინც ყველას მაგივრად უწევს ბოდიშის მოხდა.

ნათესავების გაკიცხვის მიუხედავად, რომელთაც არ სურდათ წარსულის გახსენება, უმცროსმა ჰიოსმა რამდენიმე ათწლეული დაუთმო ნაციზმის ისტორიის შესწავლას, ბოლოს კი, ოსვენციმიც მოინახულა, სადაც ებრაელი სტუდენტების ჯგუფს შეხვდა, "ეს ყველაზე რთული დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა შვება ვიგრძენი, რადგან მივხვდი, რომ ნაცისტების ხელით დაღუპული ებრაელების შთამომავლები მე არაფერში მადანაშაულებდნენ", - იხსენებს ჰიოსი, რომელიც სულ თან ატარებს ებრაელი გოგონას საჩუქარს - ნიჟარას დავითის ვარსკვლავით.

ოსვენციმის მონახულების შემდეგ, რაინერი იოსეფ პაჩინსკის, ბანაკის ყოფილ ტუსაღს და რუდოლფ ჰიოსის პირად დალაქსაც შეხვდა იმ იმედით, რომ ის მაინც ეტყოდა რაიმე დადებითს ბაბუაზე, თუმცა "მან ჯერ ადგომა და ოთახში გავლა მთხოვა, მერე კი, დანანებით მითხრა, რომ ძალიან ვგავარ ბაბუას", ამბობს უმცროსი ჰიოსი, რომელიც აღიარებს, რომ ბაბუა ყოველთვის მისი ცხოვრების ნაწილი იქნება.

დღეს რაინერ ჰიოსი მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად, მოკრძალებულად ცხოვრობს დიდი სახლის მანსარდის ბინაში, რადგან რიგითი მოსამსახურის ხელფასი არ აძლევს საშუალებას იცხოვროს ხელგაშლილად. მამასთან არ ურთიერთობს, რადგან ომის დასრულების და უფროსი ჰიოსის სიკვდილით დასჯის შემდეგ, ის მაინც ნაცისტად დარჩა, ადამიანებს ისევ არიელებად და არაარიელებად ჰყოფდა, არ სცნობდა დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს და უარს ამბობდა მათთან მუშაობაზე. რაინერმა აღიარა, რომ საერთოდ არ იცის ცოცხალია თუ არა ის, "ჩემს ფეხებთან რომ კვდებოდეს და დახმარებას მთხოვდეს, ჭიქა წყალს არ მივაწოდებ, ბაბუას კი, საკუთარი ხელით მოვკლავდი", - ამბობს რაინერი და ცდილობს თავი დააღწიოს წარსულის აჩრდილებს.

იხილეთ რუბრიკა "არაჩვეულებრივი ისტორიები"

ნიკოლას ფრანკი და ჰანს ფრანკი

ერთ-ერთი მდიდრული წვეულების დროს, ჰანს ფრანკი ფეხზე წამოდგა და სტუმრებს ხუმრობით უთხრა: "ჩემს ასტროლოგს თუ დავუჯერებ, ვარსკვლავები კარგს არაფერს მპირდებიან, სიკვდილი კი, საზარელი მექნება".

წინასწარმეტყველება რამდენიმე წელიწადში ახდა, როცა ჰანს ფრანკი უფროს შვილთან, ნორმანთან ერთად, სიამაყით შეხვდა ამერიკელ ჯარისკაცებს: "მე ერთადერთი ვარ, ვინც კარგი განწყობით ელოდება დაპატიმრებას. სასამართლოს აუცილებლად გადავცემ ჩემს დღიურებს, სადაც ყოველი დღე დეტალურად მაქვს აღწერილი. მიხარია, რომ ჩანაწერები შემოვინახე და არაფრის მეშინია", - უთხრა შვილს და სახლში გაუშვა, ამერიკელ ოფიცრებს კი, ის დღიური გადასცა, რომელიც მისი აზრით, ალიბი უნდა გამხდარიყო, სინამდვილეში კი, დეტალურად აღწერილმა დანაშაულებებმა სწორედ მის წინააღმდეგ იმუშავა. "არ მესმის, რატომ ეგონა, რომ დღიური მის დანაშაულს შეამსუბუქებდა. ბოლოსდაბოლოს, ის ხომ იურისტი იყო", - გაკვირვებით იხსენებს ნიკოლასი, ჰანს ფრანკის უმცროსი ვაჟიშვილი.

ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული, 1940-1945 წლებში პოლონეთის გენერალ-გუბერნატორი ჰანს ფრანკი, ოკუპირებულ პოლონეთში, უზარმაზარ ციხე-სიმაგრეში, ოჯახთან, დაცვასთან და მოსამსახურეებთან ერთად ცხოვრობდა. გერმანიაში უმაღლესი რანგის ჩინოვნიკი სპეცმატარებლით მგზავრობდა, რომელსაც არავინ აკონტროლებდა და მასაც თავისუფლად გადაჰქონდა პოლონეთში ნაძარცვი ქონება, მისი მეუღლე ქალბატონი ფრანკი კი, ამასობაში ადგილობრივ გეტოებს სტუმრობდა და მდიდარ ებრაელებს ძვირფას ქურქებს, სამკაულს და ხელოვნების ნიმუშებს ართმევდა. "მამას კაბინეტში ლეონარდო და ვინჩის ტილოები ეკიდა"- ირონიით ამბობს ნიკოლასი, რომელიც ნოსტალგიის გარეშე იხსენებს ბავშვობას. იხილეთ რუბრიკა "არაჩვეულებრივი ისტორიები"

მის მშობლებს არასდროს ჰყვარებიათ ერთმანეთი. განქორწინებასაც კი აპირებდნენ, თუმცა, ჰიტლერმა აუკრძალა და ისინიც იძულებული გახდნენ დამორჩილებოდნენ ფიურერის ბრძანებას. "მამაჩემს ჰიტლერი უფრო უყვარდა, ვიდრე საკუთარი ოჯახი. მან მართლაც დაიმსახურა სასიკვდილით დასჯა და ნიურნბერგში რომ არ გაესამართლებინათ, ალბათ მე თვითონ მოვკლავდი", - სინანულის გარეშე ამბობს ნიკოლასი.

საზოგადების ყურადღება "შტერნ"-ის სტაჟიანმა რეპორტიორმა ნიკოლას ფრანკმა, წიგნის "მამა. ანგარიშსწორება" გამოცემის შემდეგ მიიპყრო, სადაც ის საკუთარ მამას სიძულვილით იხსენებდა და "პოლონელ ყასაბს" მშიშარა და ანგარებიან, სასტიკ და უნებისყოფო, ძალაუფლებაზე შეშლილ ადამიანად ახასიათებდა. უმცროსი ფრანკის განცხადებით, მამას არცერთი დადებითი თვისება არ ჰქონდა, მის სიმხდალეს კი, საკუთარ თავშიც გრძნობს და ყველაზე მეტად სწორედ ამიტომ სძულს.

1980-იან წლებში ფრანკის წიგნმა უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია. მხარდაჭერა ნაკლები იყო, რადგან გერმანელებმა უარი უთხრეს შვილს მამის გასამართლებაზე, საყვედური მიიღო ნიკოლასმა ახლობლებისგანაც. "არ ღირს წარსულის ქექვა", - ხშირად ეუბნებოდნენ ბავშვობაში, წიგნის გამოსვლის შემდეგ კი, ოჯახის წევრებმა (უფროსო ძმის გარდა) ზურგი შეაქციეს, რადგან მან პირობა დაარღვია და მშობლების სიყვარულს უღალატა. "მამაჩემი ჩამოახრჩვეს, მე კი, თითქოს სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს და სიცოცხლის ბოლომდე პასუხი უნდა ვაგო იმაზე, რაც არ ჩამიდენია", - ამბობს ნიკოლასი, რომელმაც დღემდე ვერ დაძლია მამის სიძულვილი და შვილიშვილების ფოტოებთან ერთად ყველგან თან ატარებს ჩამომხვრჩალი მამის შავ-თეთრ ფოტოს.

არ გაუმართლათ ფრანკის დინასტიის სხვა წარმომადგენლებსაც. ნორმანმა, რომელიც მამას ყველაზე მეტად უყვარდა, ნიურნბერგის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა: "მე ნაცისტი დამნაშავეს შვილი ვარ და არ მაქვს შთამომავლობის გაგრძელების უფლება". მან პირობა შეასრულა და სრულ მარტოობაში გარდაიცვალა, მანამდე კი, არგენტინაში ცხოვრობდა, სადაც ჯერ მუსიკალური ინსტრუმენტების საწყობის უფროსად მუშაობდა, მერე კი, ტყვიას მოიპოვებდა მაღაროში. საკუთარ წარმომავლობას რა თქმა უნდა იქაც მალავდა, რადგან არგენტინაშიც ისევე სძულდათ ნაცისტები, როგორც დანარჩენ მსოფლიოში.

ბრიგიტა 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მან თავი მოიკლა, რადგან ბავშვობიდანვე უცნაური მანია ჰქონდა - არ უნდოდა ოდესმე მამაზე უფროსი ყოფილიყო, ჰანს ფრანკი კი, სწორედ 46 წლის ასაკში დასაჯეს სიკვდილით.

თავისი აჩემება ჰქონდა უმცროს მიხაილსაც. ბავშვობაში სილამაზით გამორჩეულმა, ზრდასრულ ასაკში უკონტროლოდ დაიწყო რძის სმა და დღეში სულ ცოტა 10 ლიტრს მაინც სვამდა. ექიმების კატეგორიული აკრძალვის მიუხედავად, მიხეილი შეპყრობილივით აგრძელებდა ჭარბი ცხიმის მიღებას, რამაც ჯერ წონაში მომატება და სრული ფიზიოლოგიური გადაგვარება, მერე კი, გარდაცვალება გამოიწვია.

თავად ფრანკი კი, გერმანიის ჩრდილოეთში, საკუთარ სამსართულიან სახლში ცხოვრობს, ფერმერობითაა გატაცებული და ყველაფერს აკეთებს, რათა საუკეთესო მამა და ბაბუა იყოს ერთადერთ ქალიშვილსა და მრავალრიცხოვან შვილიშვილებსთვის.

იხილეთ რუბრიკა "არაჩვეულებრივი ისტორიები"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ