პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„დედე“ კარლოვი ვარის ფესტივალზე ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა
„დედე“ კარლოვი ვარის ფესტივალზე ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა

მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნის სა­დე­ბი­უ­ტო სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი სიყ­ვა­რულ­სა და მთის ტრა­დი­ცი­ებ­ზე "დედე" კარ­ლო­ვი ვა­რის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ჟი­უ­რის პრი­ზით და­ჯილ­დოვ­და.

ფილ­მი სა­კონ­კურ­სო სექ­ცი­ა­ში "და­სავ­ლე­თის აღ­მო­სავ­ლე­თი" (East of the West) მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"დე­დეს" ფეს­ტი­ვალ­ზე თა­ვი­დან­ვე მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და და პირ­ვე­ლი­ვე ჩვე­ნე­ბას და­დე­ბი­თი რე­ცენ­ზი­ე­ბი მოჰ­ყვა. ქარ­თველ რე­ჟი­სორ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა გავ­ლე­ნი­ან­მა გა­მო­ცე­მამ "The Variety" და ფილ­მს მი­ე­ძღვნა არა­ერ­თი სტა­ტია სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­პორ­ტალ­ზე.

ფილ­მი აგ­რძე­ლებს სა­ფეს­ტი­ვა­ლო ცხოვ­რე­ბას, კარ­ლო­ვი ვა­რის შემ­დეგ "დედე" ხორ­ვა­ტი­ის ფეს­ტი­ვა­ლის კონ­კურ­სშია.

რე­ჟი­სო­რის თქმით, ეს არის ფილ­მი სვან გო­გო­ნა­ზე, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რუ­ლის­თვის იბ­რძვის და იმარ­ჯვებს. "დედე" მა­რი­ა­მის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ნა­მუ­შევ­რის, "დი­ნო­ლას" სრუ­ლი ვერ­სი­აა.

"დედე" ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი სვა­ნეთ­ში, ყაზ­ბეგ­სა და კას­პში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მთა­ვარ რო­ლებს ნა­თია ვიბ­ლი­ა­ნი, გი­ორ­გი ბაბ­ლუ­ა­ნი, ნუკ­რი ხაჭ­ვა­ნი და გირ­შელ ჭე­ლი­ძე ას­რუ­ლე­ბენ. ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რია ვლა­დი­მერ კა­ჭა­რა­ვა (20 Steps Production), ოპე­რა­ტო­რი - მინ­დია ესა­ძე.

დედე 4 ქვეყ­ნის კოპ­რო­დუქ­ცი­აა - სა­ქარ­თვე­ლო, ირ­ლან­დია, ყა­ტა­რი, ჰო­ლან­დია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფილ­მის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სვა­ნურ ენა­ზეა, ასე­ვე ისიც, რომ სვა­ნია ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი.

მა­რი­ამ ხაჭ­ვანს სვა­ნეთ­თან მჭირ­დო კავ­ში­რი აქვს. რე­ჟი­სო­რი უშ­გულ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი. თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი­ვე სა­დე­ბი­უ­ტო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან­მა ფილმმა "დი­ნო­ლამ" მას წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა, "დედე" კი რე­ჟი­სო­რის­თვის პირ­ვე­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ნა­მუ­შე­ვა­რია.

მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი: "სვა­ნე­თი დიდი კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლია. იგი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბით, მაგ­რამ ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი ხში­რად არას­წო­რი და უარ­ყო­ფი­თი კუ­თხით არის ნაჩ­ვე­ნე­ბი. ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე გა­და­მე­ღო ფილ­მი, რო­მე­ლიც ასა­ხავს ნამ­დვილ სვა­ნურ ყო­ფას, გან­სხვა­ვე­ბულს და სა­ინ­ტე­რე­სოს."

"დედე" სან­დენ­სის და კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტებს შო­რის იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

„დედე“ კარლოვი ვარის ფესტივალზე ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა

„დედე“ კარლოვი ვარის ფესტივალზე ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა

მარიამ ხაჭვანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი სიყვარულსა და მთის ტრადიციებზე „დედე“ კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა.

ფილმი საკონკურსო სექციაში „დასავლეთის აღმოსავლეთი“ (East of the West) მონაწილეობდა.

„დედეს“ ფესტივალზე თავიდანვე მაღალი რეიტინგი ჰქონდა და პირველივე ჩვენებას დადებითი რეცენზიები მოჰყვა. ქართველ რეჟისორთან ინტერვიუ ჩაწერა გავლენიანმა გამოცემამ „The Variety“ და ფილმს მიეძღვნა არაერთი სტატია სხვადასხვა საერთაშორისო კინოპორტალზე.

ფილმი აგრძელებს საფესტივალო ცხოვრებას, კარლოვი ვარის შემდეგ „დედე“ ხორვატიის ფესტივალის კონკურსშია.

რეჟისორის თქმით, ეს არის ფილმი სვან გოგონაზე, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს. „დედე" მარიამის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრის, „დინოლას" სრული ვერსიაა.

„დედე" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმის გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა, მთავარ როლებს ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი, ნუკრი ხაჭვანი და გირშელ ჭელიძე ასრულებენ. ფილმის პროდიუსერია ვლადიმერ კაჭარავა (20 Steps Production), ოპერატორი - მინდია ესაძე.

დედე 4 ქვეყნის კოპროდუქციაა - საქართველო, ირლანდია, ყატარი, ჰოლანდია.

აღსანიშნავია, რომ ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა, ასევე ისიც, რომ სვანია ყველა მსახიობი.

მარიამ ხაჭვანს სვანეთთან მჭირდო კავშირი აქვს. რეჟისორი უშგულშია დაბადებული. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პირველივე სადებიუტო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „დინოლამ" მას წარმატება მოუტანა, „დედე" კი რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.

მარიამ ხაჭვანი: „სვანეთი დიდი კულტურის მატარებელია. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა განსხვავებული ტრადიციებით, მაგრამ ეს ტრადიციები ხშირად არასწორი და უარყოფითი კუთხით არის ნაჩვენები. ამიტომ, გადავწყვიტე გადამეღო ფილმი, რომელიც ასახავს ნამდვილ სვანურ ყოფას, განსხვავებულს და საინტერესოს."

„დედე" სანდენსის და კანის კინოფესტივალებზე საუკეთესო პროექტებს შორის იყო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება