სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2017 წლის კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი" ერთ-ერთი გამარჯვებული 21 წლის ჟურნალისტი თათული ღვინიანიძეა
2017 წლის კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი" ერთ-ერთი გამარჯვებული 21 წლის ჟურნალისტი თათული ღვინიანიძეა

დას­რულ­და "პა­ლიტ­რა L"-ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი", რო­მე­ლიც 20 მარტს და­ი­წყო და 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მკი­თხვე­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბის ვებგ­ვერ­დზე ეც­ნო­ბო­და კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე 272 ავ­ტო­რის ნა­მუ­შევ­რებს და თი­თო­ე­უ­ლის შე­სა­ხებ აზ­რსა და პო­ზი­ცი­ას ხმის მი­ცე­მით­ გა­მო­ხა­ტავ­და. ხალ­ხთან ერ­თად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა­ში ჩარ­თუ­ლი იყო კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში 2017 წლის კონ­კურ­სის - "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი

21 წლის ჟურ­ნა­ლის­ტი თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძეა.

"სა­ში­ში ვარ: შე­უმ­ჩნევ­ლად გო­ნე­ბა­ში, სულ­სა და გულ­ში ვუძ­ვრე­ბი ადა­მი­ა­ნებს, შემ­დეგ კი მათ­ზე წე­რას ვი­წყებ", - ასე ახა­სი­ა­თებს სა­კუ­თარ თავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. ის დღეს "კვი­რის პა­ლიტ­რის" სტუ­მა­რია.

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე,­ თუმ­ცა, ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი ქუ­თა­ის­ში გა­ვა­ტა­რე. მო­მა­ვალ­შიც­ ჩემი ცხოვ­რე­ბა ამ ქა­ლა­ქებს შო­რის მი­მოს­ვლა­ში გაგ­რძელ­და. კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და და­მო­უ­კი­დებ­ელი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. დედა იხ­სე­ნებს ხოლ­მე, როცა მა­ტა­რებ­ლით ვმგზავ­რობ­დით, თხუთ­მეტ წუთ­ში ყვე­ლა ვა­გონ­ში თა­თუ­ლის ძა­ხი­ლი ის­მო­დაო. მომ­წონ­და ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა, შე­მეძ­ლო, ქუ­ჩა­ში და­მე­წყო სიმ­ღე­რა ან ცეკ­ვა... სამი წლი­სას ბარ­გი ჩა­მი­ლა­გე­ბია, ხელ­ში ჩემი საყ­ვა­რე­ლი სა­თა­მა­შო ამი­ღია და სახ­ლი­დან წავ­სულ­ვარ.­ დედა სა­დარ­ბა­ზო­ში დამ­წე­ვია, საით გა­გი­წე­ვი­აო?..

ბავ­შვო­ბი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­დო­და, თუმ­ცა უკვე და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის­კენ გა­და­ვი­ხა­რე. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა ჟურ­ნალ "და ქალ­ში" და­ვი­წყე. ვწერ­დი სხვა­დას­ხვა ონ­ლა­ინ თუ ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის­თვი­საც, ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტის ამ­პლუა მო­ვირ­გე "რე­გი­ო­ნულ მა­უ­წყე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში". ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ სცე­ნა­რის­ტად, ვი­ღებ კერ­ძო შეკ­ვე­თებს.

- პირ­ვე­ლად რო­დის გა­გიჩ­ნდათ წე­რის სურ­ვი­ლი?

- მე­ო­თხე კლას­ში დამ­რი­გე­ბელ­მა სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბად თა­ვი­სუ­ფა­ლი თემა მოგ­ვცა. შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მა­გი­დას მი­ვუ­ჯე­ქი. მე და ფურ­ცე­ლი ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ მარ­ტო აღ­მოვ­ჩნდით. უეც­რად თით­ქოს გო­ნე­ბა­ში ნა­თუ­რა აინ­თო... ჩემ­მა დამ­რი­გე­ბელ­მა,­ ჟუ­ჟუ­ნა ჩხე­ი­ძემ, მთე­ლი კლა­სის გა­სა­გო­ნად შე­მა­ქო. პირ­ვე­ლად სწო­რედ მან მი­თხრა, თუ ბევ­რს წა­ვი­კი­თხავ­დი და ვიშ­რო­მებ­დი, მწე­რა­ლი გა­მო­ვი­დო­დი. იმ დღის შემ­დეგ მე და კა­ლა­მი გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი ვართ.

- რო­გორ შე­ი­ტყვეთ "პა­ლიტ­რა L"-ის კონ­კურ­სის შე­სა­ხებ?

- შემ­თხვე­ვით წა­ვა­წყდი ინ­ტერ­ნეტ­ში სტა­ტი­ას, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო კონ­კურ­სზე. რო­მა­ნის გაგ­ზავ­ნა 3 მი­ზე­ზის გამო გა­დავ­წყვი­ტე: ჩემი რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნის წიგ­ნად გა­მო­ცე­მას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. მე­ო­რე მი­ზე­ზი ნდო­ბის ფაქ­ტო­რი იყო - მე "პა­ლიტ­რას" ვენ­დო­ბი. მე­სა­მე - მინ­დო­და უფრო ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის გა­მეც­ნო ჩემი რო­მა­ნი. ვი­ფიქ­რე, კონ­კურ­სში თუ არ ჩა­ვერ­თვე­ბი, ჩემს მკი­თხველს და შე­მოქ­მე­დე­ბას ვუ­ღა­ლა­ტებ-მეთ­ქი.

- რა ნა­წარ­მო­ე­ბით ჩა­ერ­თეთ კონ­კურ­სში და რამ შთა­გა­გო­ნათ მისი და­წერა?

- რო­მანს "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე" ჰქვია. ნა­წარ­მო­ებ­ში მკი­თხვე­ლი რადა მო­დე­ბა­ძის, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტის, ცხოვ­რე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ხდე­ბა. რო­მა­ნი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი არ არის, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს ჰგო­ნია. რადა 21-ე სა­უ­კუ­ნის, ერთი შე­ხედ­ვით ტი­პუ­რი თბი­ლი­სე­ლი გო­გოა, რო­მელ­საც ბევ­რი თა­ნა­ტო­ლის მსგავ­სად, კომ­პლექ­სე­ბი აწუ­ხებს - გა­მუდ­მე­ბით ებ­რძვის სა­კუ­თარ Yთავს და გარე სამ­ყა­როს. ეს არის რო­მა­ნი ადა­მი­ა­ნურ სი­სუს­ტე­ებ­ზე, შეც­დო­მებ­ზე, სი­ნა­ნულ­ზე, ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ბრძო­ლა­ზე, ცხოვ­რე­ბის არ­სის შეც­ნო­ბა­ზე, სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა­ზე... შთა­გო­ნე­ბის წყა­რო, რა თქმა უნდა, ეპო­ქა და ადა­მი­ა­ნე­ბია...

- გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი გქონ­დათ?

- თუ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ, ცხა­დია, გუ­ლის სიღ­რმე­ში მო­გე­ბის იმე­დი გაქვს. თუმ­ცა, კონ­კუ­რენ­ცია იმ­დე­ნად დიდი იყო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, რომ გა­ვი­მარ­ჯვებ­დი. ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი. ჯერ კი­დევ არ მჯე­რა, რომ წიგნს და­მი­ბეჭ­და­ვენ. 30 ივ­ნისს, ღა­მის 11 სა­ათ­ზე ხმის მი­ცე­მა რომ შე­წყდა, სა­ხე­ზე ხე­ლე­ბი ავი­ფა­რე და სი­ხა­რუ­ლის­გან წა­მო­ვიყ­ვი­რე. დე­და­ჩემს ვუ­თხა­რი, მგო­ნი, სიზ­მარ­ში ვარ-მეთ­ქი.

უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრ­ძნობ. მინ­და, ისე­თი წიგ­ნი გა­მო­ვი­დეს, ღა­მეს რომ გა­ა­თე­ნე­ბი­ნებს და სა­ფიქ­რალს და­უ­ტო­ვებს მკი­თხველს. მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც გვერ­დში და­მიდ­გა. ასე­ვე დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი "პა­ლიტ­რა L"-ს იმ შან­სის­თვის, რო­მე­ლიც დამ­წყებ მწერ­ლებს მოგ­ვცეს.

ეკა სა­ლა­ღა­ია

2017 წლის კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი" ერთ-ერთი გამარჯვებული 21 წლის ჟურნალისტი თათული ღვინიანიძეა

2017 წლის კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი" ერთ-ერთი გამარჯვებული 21 წლის ჟურნალისტი თათული ღვინიანიძეა

დასრულდა "პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი", რომელიც 20 მარტს დაიწყო და 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მკითხველი გამომცემლობის ვებგ­ვერდზე ეცნობოდა კონკურსში მონაწილე 272 ავტორის ნამუშევრებს და თითოეულის შესახებ აზრსა და პოზიციას ხმის მიცემით­ გამოხატავდა. ხალხთან ერთად გამარჯვებულის გამოვლენაში ჩართული იყო კომპეტენტური ჟიური. საბოლოო ჯამში 2017 წლის კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი" ერთ-ერთი გამარჯვებული

21 წლის ჟურნალისტი თათული ღვინიანიძეა.

"საშიში ვარ: შეუმჩნევლად გონებაში, სულსა და გულში ვუძვრები ადამიანებს, შემდეგ კი მათზე წერას ვიწყებ", - ასე ახასიათებს საკუთარ თავს გამარჯვებული. ის დღეს "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- თბილისში დავიბადე,­ თუმცა, ცხოვრების დიდი ნაწილი ქუთაისში გავატარე. მომავალშიც­ ჩემი ცხოვრება ამ ქალაქებს შორის მიმოსვლაში გაგრძელდა. კომუნიკაბელური და დამოუკიდებ­ელი ბავშვი ვიყავი. დედა იხსენებს ხოლმე, როცა მატარებლით ვმგზავრობდით, თხუთმეტ წუთში ყველა ვაგონში თათულის ძახილი ისმოდაო. მომწონდა ადამიანების გაცნობა, შემეძლო, ქუჩაში დამეწყო სიმღერა ან ცეკვა... სამი წლისას ბარგი ჩამილაგებია, ხელში ჩემი საყვარელი სათამაშო ამიღია და სახლიდან წავსულვარ.­ დედა სადარბაზოში დამწევია, საით გაგიწევიაო?..

ბავშვობიდან მსა­ხიობობა მინდოდა, თუმცა უკვე დამამთავრებელ კლასში ჟურნალისტიკისკენ გადავიხარე. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მუშაობა ჟურნალ "და ქალში" დავიწყე. ვწერდი სხვადასხვა ონლაინ თუ ბეჭდური გამოცემებისთვისაც, ტელეჟურნალისტის ამპლუა მოვირგე "რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში". ამჟამად ვმუშაობ სცენარისტად, ვიღებ კერძო შეკვეთებს.

- პირველად როდის გაგიჩნდათ წერის სურვილი?

- მეოთხე კლასში დამრიგებელმა საშინაო დავალებად თავისუფალი თემა მოგვცა. შინ დაბრუნებული მაგიდას მივუჯექი. მე და ფურცელი ერთმანეთის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით. უეცრად თითქოს გონებაში ნათურა აინთო... ჩემმა დამრიგებელმა,­ ჟუჟუნა ჩხეიძემ, მთელი კლასის გასაგონად შემაქო. პირველად სწორედ მან მითხრა, თუ ბევრს წავიკითხავდი და ვიშრომებდი, მწერალი გამოვიდოდი. იმ დღის შემდეგ მე და კალამი განუყრელი მეგობრები ვართ.

- როგორ შეიტყვეთ "პალიტრა L"-ის კონკურსის შესახებ?

- შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში სტატიას, სადაც საუბარი იყო კონკურსზე. რომანის გაგზავნა 3 მიზეზის გამო გადავწყვიტე: ჩემი რამდენიმე რომანის წიგნად გამოცემას ვერ ვახერხებდი. მეორე მიზეზი ნდობის ფაქტორი იყო - მე "პალიტრას" ვენდობი. მესამე - მინდოდა უფრო ფართო აუდიტორიისთვის გამეცნო ჩემი რომანი. ვიფიქრე, კონკურსში თუ არ ჩავერთვები, ჩემს მკითხველს და შემოქმედებას ვუღალატებ-მეთქი.

- რა ნაწარმოებით ჩაერთეთ კონკურსში და რამ შთაგაგონათ მისი დაწერა?

- რომანს "აღიარება ხელისგულზე" ჰქვია. ნაწარმოებში მკითხველი რადა მოდებაძის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტის, ცხოვრების თანამონაწილე ხდება. რომანი ავტობიოგრაფიული არ არის, როგორც საზოგადოების ნაწილს ჰგონია. რადა 21-ე საუკუნის, ერთი შეხედვით ტიპური თბილისელი გოგოა, რომელსაც ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები აწუხებს - გამუდმებით ებრძვის საკუთარ Yთავს და გარე სამყაროს. ეს არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავის ძიებაზე... შთაგონების წყარო, რა თქმა უნდა, ეპოქა და ადამიანებია...

- გამარჯვების იმედი გქონდათ?

- თუ კონკურსში მონაწილეობ, ცხადია, გულის სიღრმეში მოგების იმედი გაქვს. თუმცა, კონკურენცია იმდენად დიდი იყო, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი. ძალიან ვღელავდი. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ წიგნს დამიბეჭდავენ. 30 ივნისს, ღამის 11 საათზე ხმის მიცემა რომ შეწყდა, სახეზე ხელები ავიფარე და სიხარულისგან წამოვიყვირე. დედაჩემს ვუთხარი, მგონი, სიზმარში ვარ-მეთქი.

უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრ­ძნობ. მინდა, ისეთი წიგნი გამოვიდეს, ღამეს რომ გაათენებინებს და საფიქრალს დაუტოვებს მკითხველს. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც გვერდში დამიდგა. ასევე დიდ მადლობას ვუხდი "პალიტრა L"-ს იმ შანსისთვის, რომელიც დამწყებ მწერლებს მოგვცეს.

ეკა სალაღაია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს