პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი დაკავებისას ხელები უცახცახებდათ, ალბათ, ფიქრობდნენ, ჰაერში სალტოებს გავაკეთებდი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ავთანდილ ხურციძესთან
"ჩემი დაკავებისას ხელები უცახცახებდათ, ალბათ, ფიქრობდნენ, ჰაერში სალტოებს გავაკეთებდი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ავთანდილ ხურციძესთან

38 დღეა გა­სუ­ლი და­პა­ტიმ­რე­ბი­დან, მაგ­რამ ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ წა­რუდ­გე­ნი­ათ, რას წა­მი­ყე­ნე­ბენ, რაც არ არ­სე­ბობს?! - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და­კა­ვე­ბულ­მა, ექ­ვსი სა­ჩემ­პი­ო­ნო ქამ­რის მფლო­ბელ­მა, ქარ­თველ­მა მოკ­რი­ვემ ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძემ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც სპორ­ტსმენ­მა აღ­ნიშ­ნა, მო­სა­მარ­თლემ პრო­ცეს­ზე გა­მო­ა­ცხა­და, რომ მას აშშ-ში ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ვინ ჰყავ­და და იყო სა­შიშ­რო­ე­ბა, მისი კავ­ში­რე­ბის მქო­ნე კაცს ად­ვი­ლად მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა ქვეყ­ნი­დან წას­ვლა.

"ამი­ტომ, 6-კვი­რი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მო­მი­სა­ჯა, ბრა­ლი კი 30 დღე­ში უნდა წა­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. 38 დღეა გა­სუ­ლი, მაგ­რამ ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ წა­რუდ­გე­ნი­ათ, რას წა­მი­ყე­ნე­ბენ, რაც არ არ­სე­ბობს?! " - გა­ნა­ცხა­და ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძემ.

მან უარ­ყო, რომ მის საქ­მე­ში რა­ი­მე სა­ხის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს. "არა­ნა­ი­რი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი არ არ­სე­ბობს! ჩემი პა­ტიმ­რო­ბა იმი­ტომ გა­ხან­გრძლივ­და, რომ ჩემი სა­ბან­კო ბა­რა­თიც და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია და ად­ვო­კა­ტის­თვის თან­ხის გა­დახ­და ვერ მო­ვა­ხერ­ხე. რომ გა­და­ვიხ­დი, ად­ვო­კა­ტი მპირ­დე­ბა, რომ 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებს", - გა­ნა­ცხა­და ხურ­ცი­ძემ.

ასე­ვე ნა­ხეთ: ხურ­ცი­ძის ფე­ის­ბუქ-სტა­ტუ­სი ცი­ხი­დან

სპორ­ტსმენ­მა მისი და­კა­ვე­ბაც გა­იხ­სე­ნა.

"თვითმფრი­ნა­ვი­დან გა­მო­ვე­დი თუ არა JFK-ის აე­რო­პორ­ტში, პას­პორ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­დეს. თურ­მე, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ გამო ხდე­ბო­და. როცა ამე­რი­კუ­ლი მოწ­მო­ბა ვაჩ­ვე­ნე, და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ხარო! ხე­ლე­ბი უცახ­ცა­ხებ­დათ. რა გა­საკ­ვი­რია?! მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რი ვი­ყა­ვი. ალ­ბათ ეგო­ნათ, დავტრი­ალ­დე­ბო­დი და ჰა­ერ­ში სალ­ტო­ე­ბის კე­თე­ბას და­ვი­წყებ­დი. როცა ვუ­თხა­რი გიჟი არ ვარ და არც ზედ­მე­ტი პრობ­ლე­მე­ბი მჭირ­დე­ბა-მეთ­ქი, გა­უ­ხარ­დათ - არც ჩვე­ნო. ისე, მა­გა­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი კი იყ­ვნენ.

ერ­თა­დერ­თი, ტან­კი არ და­უხ­ვედ­რე­ბი­ათ, თო­რემ სხვა ყვე­ლა­ფე­რი იყო აე­რო­პორ­ტში. ამა­ზე ის გა­მახ­სენ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში დახ­ვედ­რით გულ­ნატ­კე­ნი რომ ვი­ყა­ვი და გა­ვი­ფიქ­რე, ა, ბა­ტო­ნო, დახ­ვედ­რა ამე­რი­კე­ლებს სცოდ­ნი­ათ-მეთ­ქი! ამის გა­ფიქ­რე­ბა­ზე ისე­თი სი­ცი­ლი ამი­ტყდა, ყვე­ლა პირ­და­ღე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და. სა­პა­ტიმ­როს ნაც­ვლად კი­ნა­ღამ ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში წა­მიყ­ვა­ნეს.

მკი­თხეს, იცი რის­თვის და­გა­პა­ტიმ­რე­სო?! სა­ი­დან უნდა ვი­ცო­დე-მეთ­ქი?! ბევრ რა­მე­ში გე­დე­ბა ბრა­ლი და მო­სა­მარ­თლის­გან შე­ი­ტყო­ბო. გული მწყდე­ბა, რომ აე­რო­პორ­ტი­დან ჩე­მი­ა­ნებს ვერ და­ვუ­კავ­შირ­დი", - გა­ნა­ცხა­და ხურ­ცი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი და იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ჩემი დაკავებისას ხელები უცახცახებდათ, ალბათ, ფიქრობდნენ, ჰაერში სალტოებს გავაკეთებდი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ავთანდილ ხურციძესთან

"ჩემი დაკავებისას ხელები უცახცახებდათ, ალბათ, ფიქრობდნენ, ჰაერში სალტოებს გავაკეთებდი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ავთანდილ ხურციძესთან

38 დღეა გასული დაპატიმრებიდან, მაგრამ ბრალდების მტკიცებულებები არ წარუდგენიათ, რას წამიყენებენ, რაც არ არსებობს?! - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულმა, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სპორტსმენმა აღნიშნა, მოსამართლემ პროცესზე გამოაცხადა, რომ მას აშშ-ში ფაქტობრივად არავინ ჰყავდა და იყო საშიშროება, მისი კავშირების მქონე კაცს ადვილად მოეხერხებინა ქვეყნიდან წასვლა.

"ამიტომ, 6-კვირიანი პატიმრობა მომისაჯა, ბრალი კი 30 დღეში უნდა წაეყენებინათ. 38 დღეა გასული, მაგრამ ბრალდების მტკიცებულებები არ წარუდგენიათ, რას წამიყენებენ, რაც არ არსებობს?! " - განაცხადა ავთანდილ ხურციძემ.

მან უარყო, რომ მის საქმეში რაიმე სახის ვიდეოჩანაწერი არსებობს. "არანაირი ვიდეოჩანაწერი არ არსებობს! ჩემი პატიმრობა იმიტომ გახანგრძლივდა, რომ ჩემი საბანკო ბარათიც დაპატიმრებულია და ადვოკატისთვის თანხის გადახდა ვერ მოვახერხე. რომ გადავიხდი, ადვოკატი მპირდება, რომ 1-ელ აგვისტომდე გამათავისუფლებს", - განაცხადა ხურციძემ.

ასევე ნახეთ: ხურციძის ფეისბუქ-სტატუსი ციხიდან

სპორტსმენმა მისი დაკავებაც გაიხსენა.

"თვითმფრინავიდან გამოვედი თუ არა JFK-ის აეროპორტში, პასპორტების შემოწმების შესახებ გამოაცხადეს. თურმე, ეს ყველაფერი ჩემ გამო ხდებოდა. როცა ამერიკული მოწმობა ვაჩვენე, დაპატიმრებული ხარო! ხელები უცახცახებდათ. რა გასაკვირია?! მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების მეთაური ვიყავი. ალბათ ეგონათ, დავტრიალდებოდი და ჰაერში სალტოების კეთებას დავიწყებდი. როცა ვუთხარი გიჟი არ ვარ და არც ზედმეტი პრობლემები მჭირდება-მეთქი, გაუხარდათ - არც ჩვენო. ისე, მაგარი მომზადებულები კი იყვნენ.

ერთადერთი, ტანკი არ დაუხვედრებიათ, თორემ სხვა ყველაფერი იყო აეროპორტში. ამაზე ის გამახსენდა, საქართველოში დახვედრით გულნატკენი რომ ვიყავი და გავიფიქრე, ა, ბატონო, დახვედრა ამერიკელებს სცოდნიათ-მეთქი! ამის გაფიქრებაზე ისეთი სიცილი ამიტყდა, ყველა პირდაღებული მიყურებდა. საპატიმროს ნაცვლად კინაღამ ფსიქიატრიულში წამიყვანეს.

მკითხეს, იცი რისთვის დაგაპატიმრესო?! საიდან უნდა ვიცოდე-მეთქი?! ბევრ რამეში გედება ბრალი და მოსამართლისგან შეიტყობო. გული მწყდება, რომ აეროპორტიდან ჩემიანებს ვერ დავუკავშირდი", - განაცხადა ხურციძემ.

წაიკითხეთ ვრცლად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით საიტის ხელმომწერი და იხილეთ სტატია სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ