მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთი "თეთრი სიკვდილის" პირისპირ
აფხაზეთი "თეთრი სიკვდილის" პირისპირ

ნარ­კო­მა­ნია - ბოლო დრო­ის აფხა­ზე­თის უმ­ძი­მე­სი თე­მაა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი ად­გი­ლობ­რივ­მა ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ვერ იპო­ვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­კო­ბიზ­ნესს აფხა­ზეთ­ში სომ­ხუ­რი ლობი ჰყავს, თუმ­ცა, რო­გორც აფხა­ზე­ბი ამ­ბო­ბენ, ისი­ნი ამას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და რუ­სუ­ლი ხელ­შე­წყო­ბის გა­რე­შე ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­დნენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, საქ­მე ის არის, რომ თა­ვად აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბე­ლია, ამი­ტო­მაც ნარ­კო­ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა მათ სა­ხუ­მა­რო­დაც არ ჰყოფ­ნით...

ამა­სო­ბა­ში კი, ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბით, ე.წ. თეთ­რი სიკ­ვდი­ლით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ისე­ვე, რო­გორც ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ­თა რი­ცხვი. ამ და სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ვი­თა­რე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე სა­უ­ბა­რი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა და­ი­წყეს. აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ინ­ტერ­ნეტ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს "არ­ქი­მან­დრი­ტი" დო­რო­თეი დბა­რი სა­თა­უ­რით, - "რა მო­ვუ­ხერ­ხოთ ნარ­კო­მა­ნი­ას".

"7 ივ­ლისს, ახა­ლი ათო­ნის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თა შეკ­რე­ბა ნარ­კოპ­რობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­შიც ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წევ­რე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ... მხო­ლოდ ჩვენს ქა­ლაქ­ში 200-მდე ნარ­კო­მა­ნია, რაც კა­ტას­ტრო­ფუ­ლი რი­ცხვია..." - ამ­ბობს დო­რო­თეი დბა­რი, რომ­ლის თქმი­თაც, ახალ­გაზ­რდებ­თან ქრის­ტი­ა­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას ხაზს უს­ვამს, რომ "პე­რე­დო­ზო­რივ­კით" სიკ­ვდი­ლი თვით­მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სია და მი­უ­ტე­ვე­ბელ ცოდ­ვად მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა, ეს მოხ­მა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბას ვერ ამ­ცი­რებს...

რაც შე­ე­ხე­ბა ნარ­კო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლას, - მი­სი­ვე თქმით, ამ სენ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა ვერც ერ­თმა სა­ხელ­მწი­ფომ და სა­ზო­გა­დობ­რივ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ ვერ შეძ­ლო, მათ შო­რის გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვეყ­ნებ­მაც კი. "მაგ­რამ ჩვენ ახლა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ვდგა­ვართ, - ან გა­დავ­რჩე­ბით, ან ვერა..." - წერს სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მე­ლიც აფხა­ზურ "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში" ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას და ნარ­კო­ვაჭ­რე­ბის­თვის მუდ­მი­ვი პა­ტიმ­რო­ბის მის­ჯას ითხოვს.

"რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, ზე­თის­ხი­ლის ბა­ღის მოვ­ლი­სას, ახა­ლი ათო­ნის მო­ნას­ტერ­თან ახ­ლოს, რამ­დე­ნი­მე ე.წ. მო­ნიშ­ვნა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლამ იცის ეს რა­საც ნიშ­ნავს... იქვე ადა­მი­ა­ნე­ბიც რომ შე­მემ­ჩნია, ყო­ველ­გვა­რი ყოყ­მა­ნის გა­რე­შე უნდა და­მე­რე­კა მი­ლი­ცი­ა­ში, ისე, რო­გორც უნდა მო­იქ­ცეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე ნორ­მა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო­ში. ვინც ასე არ იქ­ცე­ვა, ის ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის სიკ­ვდილ­ში უშუ­ა­ლო თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა, მაგ­რამ ჩვენ­თან ხომ ყვე­ლა­ფე­რი უკუღ­მაა...

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ყო­ველ­გვა­რი მცდე­ლო­ბა მუდ­მი­ვად უშე­დე­გო იქ­ნე­ბა, თუ ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბი ძვე­ლე­ბუ­რად შეძ­ლე­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან "მო­ლა­პა­რა­კე­ბას" და მათ არა­თუ დას­ჯი­ან, "წარ­თმე­ულ" "პრო­დუქ­ცი­ა­საც" უკან და­უბ­რუ­ნე­ბენ... მე ვთა­ვა­ზობ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც, ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის და­ვა­ფუძნოთ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრი. ამა­ზე ახა­ლი ათო­ნის სკო­ლა­ში შეკ­რე­ბის დრო­საც ვი­სა­უბ­რე და ამის­თვის წმინ­და იო­ა­ნეს ტა­ძა­რი შევ­თა­ვა­ზე... ეს ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზაა და სა­ნამ გვი­ან არ არის, სა­ი­დან­ღაც უნდა და­ვი­წყოთ..." - ამ­ბობს დო­რო­თეი დბა­რი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ამ ძა­ლი­ან მწვა­ვე პრობ­ლე­მა­ზე არა­ფერს ამ­ბობს, ე.წ. ინ­ტე­ლი­გენ­ცია, რო­მე­ლიც თით­ქოს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუ­ნავს. მე­ტიც, "დე­პუ­ტა­ტე­ბის" გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბე­ლია და არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ისი­ნი რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­საც უწყო­ბენ ხელს.

"ყო­ველ­დღი­უ­რად ვის­მენთ მო­ზარ­დი გო­გო­ნე­ბი­სა და ბი­ჭე­ბის ის­ტო­რი­ებს, თუ რო­გორ აღ­მოჩ­დნენ ამ ჯო­ჯო­ხეთ­ში და ვუ­ყუ­რებთ... ყვე­ლას ვი­თომ ყურ­მოკ­ვრით გვსმე­ნია, რომ სო­ხუ­მე­ლი სომ­ხე­ბი ამით დიდ ფულს აკე­თე­ბენ, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ არ­ცერ­თი გა­მო­ძი­ე­ბა არ ყო­ფი­ლა, ამ თე­მით არც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლან... ჩვენს მი­ლი­ცი­ას მის­თვის ჩვე­უ­ლი ცრუ ოპე­რა­ცი­აც კი არ ჩა­უ­ტა­რე­ბია, აი ისე­თი, დამ­ნა­შა­ვე­ებს რომ ვი­თომ მის­დე­ვენ, ისი­ნი კი, თით­ქმის ყო­ველ­თვის "უსხლტე­ბი­ან", ან უფრო დრა­მა­ტუ­ლი ვი­თა­რე­ბე­ბიც გვახ­სოვს, - რო­დე­საც ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ებ­მა მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი და მის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მი­ლი­ცი­ას თან­ხას სთხოვ­დნენ..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

მა­თი­ვე თქმით, ად­გი­ლობ­რივ ახალ­გაზ­რდებს ე.წ. კა­ნა­ფი სახ­ლში მოჰ­ყავთ, თუმ­ცა, რე­გი­ონ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ინ­ტრა­ვე­ნუ­რი სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნია. აფხა­ზე­ბის თქმით, თა­ო­ბის "თეთ­რი სიკ­ვდი­ლის დრო ჩარ­თუ­ლია და ათ­ვლა და­წყე­ბუ­ლი"...

ფოტო: Sputnik Абхазия

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

აფხაზეთი "თეთრი სიკვდილის" პირისპირ

აფხაზეთი "თეთრი სიკვდილის" პირისპირ

ნარკომანია - ბოლო დროის აფხაზეთის უმძიმესი თემაა, რომლის მოგვარების გზები ადგილობრივმა ე.წ. ხელმძღვანელობამ ვერ იპოვა. არსებული ინფორმაციით, ნარკობიზნესს აფხაზეთში სომხური ლობი ჰყავს, თუმცა, როგორც აფხაზები ამბობენ, ისინი ამას ხელმძღვანელობისა და რუსული ხელშეწყობის გარეშე ვერ განახორციელებდნენ. ადგილობრივების თქმით, საქმე ის არის, რომ თავად აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობაში ძალიან ბევრი ნარკომომხმარებელია, ამიტომაც ნარკოტესტის ჩატარება მათ სახუმაროდაც არ ჰყოფნით...

ამასობაში კი, ლამის ყოველდღიურად მატულობს ნარკოტიკების მოხმარებით, ე.წ. თეთრი სიკვდილით გარდაცვლილთა რაოდენობა, ისევე, როგორც ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი. ამ და სხვა მიზეზების გამო, ვითარების მოგვარების გზებზე საუბარი სასულიერო პირებმა დაიწყეს. აფხაზური საზოგადოებისთვის, ინტერნეტში მიმართვას ავრცელებს "არქიმანდრიტი" დოროთეი დბარი სათაურით, - "რა მოვუხერხოთ ნარკომანიას".

"7 ივლისს, ახალი ათონის საშუალო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა შეკრება ნარკოპრობლემასთან დაკავშირებით, რომელშიც ქალაქის ადმინისტრაციის წევრებიც მონაწილეობდნენ... მხოლოდ ჩვენს ქალაქში 200-მდე ნარკომანია, რაც კატასტროფული რიცხვია..." - ამბობს დოროთეი დბარი, რომლის თქმითაც, ახალგაზრდებთან ქრისტიანობის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ "პერედოზორივკით" სიკვდილი თვითმკვლელობის ტოლფასია და მიუტევებელ ცოდვად მიიჩნევა, თუმცა, ეს მოხმარებელთა რაოდენობას ვერ ამცირებს...

რაც შეეხება ნარკომანიასთან ბრძოლას, - მისივე თქმით, ამ სენზე გამარჯვება ვერც ერთმა სახელმწიფომ და საზოგადობრივმა გაერთიანებამ ვერ შეძლო, მათ შორის განვითარებულმა ქვეყნებმაც კი. "მაგრამ ჩვენ ახლა ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე ვდგავართ, - ან გადავრჩებით, ან ვერა..." - წერს სასულიერო პირი, რომელიც აფხაზურ "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილების შეტანას და ნარკოვაჭრებისთვის მუდმივი პატიმრობის მისჯას ითხოვს.

"რამდენიმე კვირის წინ, ზეთისხილის ბაღის მოვლისას, ახალი ათონის მონასტერთან ახლოს, რამდენიმე ე.წ. მონიშვნა აღმოვაჩინე, ჩვენს ქვეყანაში ყველამ იცის ეს რასაც ნიშნავს... იქვე ადამიანებიც რომ შემემჩნია, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა დამერეკა მილიციაში, ისე, როგორც უნდა მოიქცეს ჩვეულებრივი მოქალაქე ნორმალურ სახელმწიფოში. ვინც ასე არ იქცევა, ის ნარკომომხმარებელი ახალგაზრდების სიკვდილში უშუალო თანამონაწილეა, მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაფერი უკუღმაა...

საზოგადოებისგან ყოველგვარი მცდელობა მუდმივად უშედეგო იქნება, თუ ნარკომოვაჭრეები ძველებურად შეძლებენ სამართალდამცავ ორგანოებთან "მოლაპარაკებას" და მათ არათუ დასჯიან, "წართმეულ" "პროდუქციასაც" უკან დაუბრუნებენ... მე ვთავაზობ ხელმძღვანელობას და საზოგადოებასაც, ნარკოდამოკიდებულებისთვის დავაფუძნოთ რეაბილიტაციის ცენტრი. ამაზე ახალი ათონის სკოლაში შეკრების დროსაც ვისაუბრე და ამისთვის წმინდა იოანეს ტაძარი შევთავაზე... ეს ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზაა და სანამ გვიან არ არის, საიდანღაც უნდა დავიწყოთ..." - ამბობს დოროთეი დბარი.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამ ძალიან მწვავე პრობლემაზე არაფერს ამბობს, ე.წ. ინტელიგენცია, რომელიც თითქოს ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავს. მეტიც, "დეპუტატების" გარკვეული ნაწილი ნარკომომხმარებელია და არსებობს ეჭვი, რომ ისინი რეალიზაციასაც უწყობენ ხელს.

"ყოველდღიურად ვისმენთ მოზარდი გოგონებისა და ბიჭების ისტორიებს, თუ როგორ აღმოჩდნენ ამ ჯოჯოხეთში და ვუყურებთ... ყველას ვითომ ყურმოკვრით გვსმენია, რომ სოხუმელი სომხები ამით დიდ ფულს აკეთებენ, მაგრამ ამის შესახებ არცერთი გამოძიება არ ყოფილა, ამ თემით არც ჟურნალისტები დაინტერესებულან... ჩვენს მილიციას მისთვის ჩვეული ცრუ ოპერაციაც კი არ ჩაუტარებია, აი ისეთი, დამნაშავეებს რომ ვითომ მისდევენ, ისინი კი, თითქმის ყოველთვის "უსხლტებიან", ან უფრო დრამატული ვითარებებიც გვახსოვს, - როდესაც ნარკომოვაჭრეებმა მძევლად აიყვანეს მილიციის თანამშრომელი და მის გასათავისუფლებლად მილიციას თანხას სთხოვდნენ..." - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

მათივე თქმით, ადგილობრივ ახალგაზრდებს ე.წ. კანაფი სახლში მოჰყავთ, თუმცა, რეგიონში განვითარებულია ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია. აფხაზების თქმით, თაობის "თეთრი სიკვდილის დრო ჩართულია და ათვლა დაწყებული"...

ფოტო: Sputnik Абхазия

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე