მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრიშას მსგავსები ბევრნი არიან და ყველაზე მეტად მათ ვერ ვიტან" - ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" ნამდვილი შვილი და რას ყვება მამაზე
"გრიშას მსგავსები ბევრნი არიან და ყველაზე მეტად მათ ვერ ვიტან" - ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" ნამდვილი შვილი და რას ყვება მამაზე

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და­ვით კვირ­ცხა­ლია ცნო­ბილ სე­რი­ალ­ში ("ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი") შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის ბევ­რმა შე­იყ­ვა­რა. მისი გმი­რი მეგ­რე­ლი კა­ცია, ბიზ­ნეს­მე­ნი - გრი­შა კა­კა­ჩია. მი­უ­ხე­და­ვად მისი არც თუ და­დე­ბი­თი პერ­სო­ნი­სა, მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან მოს­წონს, რად­გა­ნაც მსა­ხი­ო­ბი როლს ისე თა­მა­შობს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ სიყ­ვა­რულს იმ­სა­ხუ­რებს...

ბოლო სე­ზონ­ზე გრი­შას ცხოვ­რე­ბა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი და­ი­წყო - უშ­ვი­ლო ბიზ­ნეს­მენს, ერთ დღე­საც, უც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდა კაცი გა­მო­ე­ცხა­და - თე­მუ­რი (თუთა) ძი­გუა მის ვა­ჟად აცხა­დებს თავს, რა­მაც კა­კა­ჩი­ას აფო­რი­ა­ქე­ბა და მო­უს­ვენ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია...

სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვე­ვა, არის თუ არა თუთა ძი­გუა გრი­შა კა­კა­ჩი­ას ვაჟი, AMBEBI.GE გრი­შა კა­კა­ჩი­ას, ანუ მსა­ხი­ობ და­ვით კვირ­ცხა­ლი­ას შვილს, ელე­ნე (ბაკა) კვირ­ცხა­ლი­ას გა­გაც­ნობთ, რო­მე­ლიც ტე­ლეპ­რო­დი­უ­სე­რია და ამ ეტაპ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში, გა­და­ცე­მა­ში - "შა­ბათ სა­ღა­მოს ლი­ზას­თან" მუ­შა­ობს.

- მამა დღეს არ გამ­ხდა­რა ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი, არა­ერ­თი როლი აქვს რო­გორც სცე­ნა­ზე, ასე­ვე კი­ნო­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. რას ნიშ­ნავ­და ეს შენ­თვის?

- ხო, სუ­პერ პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ჩემს ბავ­შვო­ბა­ში და რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის მე­ა­მა­ყე­ბო­და... ეს ის პე­რი­ო­დი იყო, როცა თე­ატ­რში დილა-სა­ღა­მოს სპექ­ტაკ­ლე­ბი იყო და პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა წარ­მოდ­გე­ნა­ზე დავ­ყავ­დი. მახ­სოვს, სცე­ნა­ზე მის ყო­ველ გა­მო­ჩე­ნას რო­გორ გან­ვიც­დი­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, თუკი მისი გმი­რი იჩაგ­რე­ბო­და, ან პი­ე­სის მი­ხედ­ვით რამე ცუდი ემარ­თე­ბო­და...

ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა რო­მე­ოს თა­მა­შობ­და. ეს ნამ­დვი­ლად არ მახ­სოვს, მაგ­რამ დედა მიყ­ვე­ბა, - ყვე­ლა­ზე მე­ტად თურ­მე იმა­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, არ ჩა­მო­ვარ­დნი­ლი­ყო, როცა ბაწ­რის კი­ბით ჯუ­ლი­ე­ტას აივნზე ძვრე­ბო­და. ვგიჟ­დე­ბო­დი და სი­ა­მა­ყით ვივ­სე­ბო­დი მის­თვის და­ძა­ხე­ბულ ყვე­ლა "ბრა­ვო­ზე," ტაშ­სა და ემო­ცი­ა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რი­ტუ­ა­ლი და ემო­ცია იყო ნე­ბის­მი­ე­რი პრე­მი­ე­რის შემ­დეგ მას­თან ერ­თად კუ­ლი­სებ­ში დგო­მა, მო­ლოც­ვებს სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ღებ­დი... ყვე­ლა უდი­დეს მსა­ხი­ობს პი­რა­დად და ახ­ლოს ვიც­ნობ­დი, რაც, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მომ­წონ­და და მე­ა­მა­ყე­ბო­და... მოკ­ლედ, თე­ატ­რი დიდი ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­რო იყო ჩემ­თვის და ამ სამ­ყა­როს მა­მამ მა­ზი­ა­რა.

რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც, რო­დე­საც ჩემი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის­გან, ზა­ლი­კო ჩი­ქო­ბა­ვას­გან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, პირ­ვე­ლად რჩე­ვა, რა თქმა უნდა, და­თოს ვკი­თხე და მი­თხრა, გა­გი­ჭირ­დე­ბა, თუმ­ცა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლას ვერ ეძ­ლე­ვა და გა­მო­ი­ყე­ნე ეს შან­სიო. მარ­თა­ლი იყო, მო­რა­ლუ­რად გა­მი­ჭირ­და რა­ღაც დო­ზით, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ იმ რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ძა­ლი­ან ბევ­რი და სა­სარ­გებ­ლო საქ­მე გა­ვა­კე­თე თე­ატ­რის­თვის და ღირ­სე­უ­ლა­დაც დავ­ტო­ვე იქა­უ­რო­ბა... თუმ­ცა დღემ­დე, რო­დე­საც მა­მას სპექ­ტაკლზე მივ­დი­ვარ, სი­ა­მა­ყის გრძნო­ბა მე­ტად გა­აზ­რე­ბუ­ლი და კი­დევ უფრო ძლი­ე­რია, რად­გან თუ ბავ­შვო­ბა­ში სხვე­ბის­გან ვი­ცო­დი, რომ ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო არ­ტის­ტია, ზრდას­რულ ასაკ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი ვის­წავ­ლე და ზუს­ტად ვიცი, ამ სფე­რო­ში კარ­გის და ცუ­დის, შა­ვის და თეთ­რის გარ­ჩე­ვა. ზოგ­ჯერ თე­ატ­რშიც და კი­ნო­შიც ისეთ დე­ტა­ლებ­ზე მი­ვუ­ნიშ­ნებ, თა­ვა­დაც უკ­ვირს ხოლ­მე, რო­გორ შე­ნიშ­ნეო...

- მკაც­რად გზრდი­და?

- სა­ერ­თოდ, თვი­თონ ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, როცა გავჩნდი. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­თვის მე­გობ­რე­ბი უფრო ვი­ყა­ვით. მის­თვის მამა თით­ქმის არ და­მი­ძა­ხია, ან ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად, ბავ­შვო­ბი­დან და­თოს ვე­ძა­ხი. მკაც­რი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, თუმ­ცა ფი­ცხი და ჯი­ჯღი­ნა არის. გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, ამ ფორ­მით ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ეხ­დი­ნა, მაგ­რამ თუ რა­მეს მთხოვ­და, - ეს არ გა­ა­კე­თო, - არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ვა­კე­თებ­დი. მისი საკ­მაო რიდი მქონ­და.

- ვიცი, რომ დაც გყავს. მა­მას­თან კა­მა­თი არას­დროს გქო­ნი­ათ?

- კა­მა­თი რუს­კას­თან ნაკ­ლე­ბად და ისიც ძი­რი­თა­დად მა­ინც ბავ­შვე­ბის თე­მა­ზე, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე შე­იძ­ლე­ბა იკა­მა­თონ, რად­გა­ნაც ნამ­დვი­ლი ფა­ნა­ტი­კო­სია. აი, ჩვენ კი სის­ტე­მა­ტი­უ­რად ყვე­ლა­ფერ­ზე ვჩხუ­ბობთ, თუ სა­ბა­ბი არ გვაქვს, მოვ­ძებ­ნით...

- ცნო­ბილ სე­რი­ალ­ში ("ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი") მის როლს (გრი­შა კა­კა­ჩია) რო­გორ შეხ­ვდი? მოგ­წონს მა­მის მიერ შექ­მნი­ლი პერ­სო­ნა­ჟი და ამ რო­ლის მი­სე­უ­ლი შეს­რუ­ლე­ბა?

- გრი­შა თა­ვი­დან ის პერ­სო­ნა­ჟი იყო, რო­გო­რე­ბიც ჩვენ გარ­შე­მო ბევ­რნი არი­ან და მათ ყვე­ლა­ზე მე­ტად ვერ ვი­ტან... კარ­გად რომ ითა­მა­შებ­და, ვი­ცო­დი, მაგ­რამ რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, ცოტა შიში მქონ­და არ შე­ი­ძუ­ლონ-მეთ­ქი, თუმ­ცა ცოტა ხან­ში და­ვი­ნა­ხე, რომ ხალ­ხს უყ­ვარს და კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - ბავ­შვებს უყ­ვართ და მივ­ხვდი, გრი­შას დიდი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ რაც ამ პერ­სო­ნაჟს შვი­ლის გა­მო­ჩე­ნამ და­მარ­თა, აბ­სო­ლუ­ტუ­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო. ამ სა­ზი­ზღა­რი, გა­ზუ­ლუ­ქე­ბუ­ლი, რა­სის­ტი და რუ­სო­ფი­ლი ტი­პის­გან ერთი ყვე­ლა­ზე სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი, გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი, კარ­გი იუ­მო­რის მქო­ნე მეგ­რე­ლი კაცი შეგ­ვრჩა ხელ­ში. ასე­თი გრი­შა ალ­ბათ მეც შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა შეს­რუ­ლე­ბას, იყო მო­მენ­ტე­ბი, სცე­ნე­ბი, როცა სა­ჯა­როდ გა­მო­მით­ქვმს მის­თვის კომ­პლი­მენ­ტე­ბი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა (რა­საც ჩვე­უ­ლებ­რივ არ ვა­კე­თებ). სა­შინ­ლად ვღი­ზი­ან­დე­ბი, როცა დას­ხდე­ბი­ან რე­ი­ტინ­გულ შო­უ­ებ­ში და ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ... ხო, ბო­ლოს ტე­ლე­ფონ­შიც შევ­ცვა­ლე, დათო მე­წე­რა და გრი­შა კა­კა­ჩია და­ვარ­ქვი...

- რო­გორ ფიქ­რობ, გრი­შა კა­კა­ჩი­ას და დათო კვირ­ცხა­ლი­ას აქვს რა­ი­მე სა­ერ­თო თვი­სე­ბა?

- რო­გორც გი­თხა­რი, ფი­ცხი და ჯი­ჯღი­ნაა. ამა­ში გავს გრი­შას, კი­დევ - იუ­მო­რით. კი­დევ?.. სხვა არა­ფე­რი. სამ­წუ­ხა­როდ, მაგ­დე­ნი ფუ­ლიც არ აქვს...

- მოკ­ლედ, გრი­შა კა­კა­ჩია მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­დე­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟი არ არის, მა­ყუ­რე­ბელს უყ­ვარს... რა არის ამის მი­ზე­ზი?

- მი­ზე­ზი ძნე­ლი სათ­ქმე­ლია... მა­ინც მგო­ნია, რომ ყვე­ლას ჰყავს ერთი თა­ვი­სი გრი­შა და ეს ტიპი ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბია. და­თომ უფრო კრე­ბი­თი სახე შექ­მნა, თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვე­ბის­გან და ნაც­ნო­ბე­ბის­გან ამოკ­რი­ფა სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი და გა­ა­ერ­თი­ა­ნა ერთ პერ­სო­ნაჟ­ში, რო­მელ­შიც მა­ყუ­რე­ბე­ლი იმ ძა­ლი­ან ში­ნა­ურს და ნაც­ნობს პო­უ­ლობ­და. რაც უფრო იზ­რდე­ბო­და მისი პო­პუ­ლა­რო­ბა, ალ­ბათ მე­ტად ეცა­და, არ გა­ეც­რუ­ე­ბი­ნა მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი და თან­და­თან და ზედ­მი­წევ­ნით, მა­ღა­ლი ოს­ტა­ტო­ბით და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით "შე­მოგ­ვა­საყ­ვარ­ლა" ჩვე­ნი გრი­შა...

- აქვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რა გრძნო­ბაა, როცა მა­მის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ როლს პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში უყუ­რებ?

- როცა ახალ სე­რი­ას ვუ­ყუ­რებთ, მეც და რუს­კაც ცო­ტას ვნერ­ვი­უ­ლობთ. თან, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ყვე­ლა წვრილ­მანს და დე­ტალს ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ. უფრო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის თვა­ლით ვა­ფა­სებ. როცა მთავ­რდე­ბა, რა თქმა უნდა, სი­ა­მა­ყის გრძნო­ბა გვე­უფ­ლე­ბა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ გსი­ა­მოვ­ნებ­დეს, როცა ნაც­ნო­ბი და უც­ნო­ბი გე­ფე­რე­ბა შენი მშობ­ლის გამო და გა­ბა­რებს უამ­რავ სიყ­ვა­რულს და კე­თილ­გან­წყო­ბას...

- რა­ი­მე შე­ნიშ­ვნას ხომ არ აძ­ლევთ?

- ამ კონ­კრე­ტულ როლ­ზე შე­ნიშ­ვნებს უფრო ვუ­ზუ­ა­ლურ მხა­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბულს ვაძ­ლევ, შეს­რუ­ლე­ბა­ზე არა, - მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა კოს­ტი­უმ­სა და გრიმ­ზე ვუ­თხრა რა­ღაც, ან ზოგ­ჯერ ოპე­რა­ტორ­ზე გავ­ღი­ზი­ან­დე, როცა და­თოს ძა­ლი­ან დიდი ღიპი უჩანს, - თუმ­ცა, ოპე­რა­ტორს რას ვერ­ჩი? ღიპი აშ­კა­რად აქვს...

- თა­ვად თუ იცი მეგ­რუ­ლი?

- ალ­ბათ სულ 10 სი­ტყვა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, დათო ავ­ტო­რი­ტე­ტი არ არის ჩემ­თვის. მეგ­რუ­ლი თვი­თო­ნაც ამ სე­რი­ა­ლის მერე უფრო დახ­ვე­წა, თო­რემ მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გი მეგ­რუ­ლის მცოდ­ნე არ იყო. თუ მეგ­რუ­ლად რამე მა­ინ­ტე­რე­სებს, ერთ-ერთ ჩემს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს, ლე­ვან კან­კი­ას მივ­მარ­თავ, წარ­მო­შო­ბით წა­ლენ­ჯი­ხი­დან არის და ამ მხრივ მე­ტად ვენ­დო­ბი. ამ ბოლო დროს კი­დევ ერთი სი­ტყვა გა­ვიხ­სე­ნე ჩემი ეკ­რა­ნუ­ლი "ძმის" წყა­ლო­ბით... თუთა - მთვა­რე, ძა­ლი­ან მომ­წონს. ერთი-ორ­ჯერ და­თი­საც (ჩემს დის­შვილს) და­ვუ­ძა­ხე თუთა და გა­ოგ­ნე­ბულ­მა გა­მომ­ხე­და...

- ჰგავ­ხართ მამა-შვი­ლი ერ­თმა­ნეთს თვი­სე­ბე­ბით, ხა­სი­ა­თით?

- ოოო, ალი-კვა­ლი, თუ რო­გორ ამ­ბო­ბენ? ყვე­ლაფ­რით ვგა­ვართ. გა­რეგ­ნო­ბა თვალ­სა­ჩი­ნოა და თვი­სე­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, დედა ამ­ბობს, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ერ­თნა­ი­რე­ბი ვართ. ერთ-ერთი ასე­თი თვი­სე­ბაა სახ­ლი­დან გას­ვლა და უკან მობ­რუ­ნე­ბა. არა­სო­დეს ისე არ გავ­სულ­ვართ, რომ რამე არ დაგვვი­წყე­ბო­და და აუ­ცი­ლებ­ლად ვბრუნ­დე­ბით... ზუს­ტად ის გვიშ­ლის ერ­თმა­ნეთ­ში ნერ­ვებს, რა­შიც ძა­ლი­ან ვგა­ვართ...

- ამ სე­რი­ა­ლით, რას ფიქ­რობ, დათო კვირ­ცხა­ლი­ას ცხოვ­რე­ბა­ში რა ეტა­პია?

- მგო­ნი, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პია, რად­გან მის­თვის, რო­გორც არ­ტის­ტის­თვის ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა მა­ნამ­დე სტაგ­ნა­ცი­ის პე­რი­ო­დი და ახლა გარ­კვე­ულ­წი­ლად რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის...

- მის ეკ­რა­ნუ­ლი'"შვილ­ზე", ვაჟ­ზე რას გვე­ტყვი? ფიქ­რობ, რომ ის მარ­თლაც მი­სია?

- ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნია, დღე­ში რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მე­კი­თხე­ბა ამას და არც სჯე­რათ, რომ აზ­რზე არ ვარ. და­თოც ძა­ლი­ან ერ­თო­ბა და გვაწ­ვა­ლებს, არ გვე­უბ­ნე­ბა, თუმ­ცა ჩემი პროგ­ნო­ზი მაქვს, - ვერ­სია, რო­მელ­საც ვემ­ხრო­ბი, მი­მაჩ­ნია, რომ დრა­მა­ტურ­გი­უ­ლად უფრო გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მაგ­რამ ახლა არ გა­ვამ­ხელ და მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად, მო­უთ­მენ­ლად და­ვე­ლო­დე­ბი რე­ა­ლურ შე­დეგს...

- ზო­გა­დად, რას გვე­ტყვი თქვენს ოჯახ­ზე. რა არის თქვენ­თვის მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- დედა - ქე­თე­ვან მეს­ხი ბი­ო­ლო­გია. რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ოთხი წე­ლია, ძი­რი­თა­დად ბავ­შვე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ვცხოვ­რობთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, - გა­ჭირ­ვე­ბაც ვი­ცით და კარ­გად ყოფ­ნაც, არა­ერ­თი ტრა­გე­დია გა­დაგ­ვი­ტა­ნია, თუმ­ცა სა­ერ­თო ჯამ­ში, მა­ინც ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი ვართ. დიდი სა­ნა­თე­საო და უფრო დიდი სა­მე­გობ­რო წრე გვყავს ცალ-ცალ­კეც და ყვე­ლას ერ­თად. ჩვენ­ზე ცუ­დის მთქმე­ლი არ მე­გუ­ლე­ბა, ყვე­ლას უხა­რია ჩვენ­თან ყოფ­ნა. კუ­დაბ­ზი­კე­ბი არ ვართ, ზო­მი­ე­რად თავ­მდაბ­ლე­ბი, თუმ­ცა ჯან­სა­ღად, სა­კუ­თა­რი თა­ვის ფა­სიც ვი­ცით. მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის პა­ტი­ოს­ნე­ბაა და მე და რუს­კაც ასე გაგვზარ­დეს. ახლა ცდი­ლო­ბენ, ეს და­თის და მა­რი­ამს ას­წავ­ლონ. მამა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პატ­რი­ო­ტია და ვერ იტანს ისეთ მო­მენ­ტებს, როცა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ოს თვალ­ში და­ძა­ბუ­ნე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა...

- სა­უბ­რის ბო­ლოს რას უსურ­ვებ მა­მას?

- ვერ ვიქ­ნე­ბი ორი­გი­ნა­ლუ­რი. ამი­ტომ, ბა­ნა­ლუ­რად, პირ­ველ რიგ­ში, ჯან­მრთე­ლო­ბას და ყვე­ლა თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის კარ­გად ყოფ­ნას ვუ­სურ­ვებ, ასე­ვე ძა­ლი­ან დიდ შე­მოქ­მე­დე­ბით წარ­მა­ტე­ბას. ვიცი, რომ აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი კი­დევ არა­ერთ სას­ცე­ნო თუ ეკ­რა­ნულ სა­ხეს სული ჩა­ბე­როს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დიდ­ხანს შეძ­ლებს თა­ვი­სი მა­ყუ­რებ­ლის გა­ხა­რე­ბას და აღ­ტა­ცე­ბა­ში მოყ­ვა­ნას...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დათო
0

საკუთარი მამის ამდენი ქება მე მგონი უხერხულია,ისე კი ყველაზე საუკეთესო კომპლიმენტია რომელიც ჩემს შესახებ ოდესმე მომისმენია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"გრიშას მსგავსები ბევრნი არიან და ყველაზე მეტად მათ ვერ ვიტან" - ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" ნამდვილი შვილი და რას ყვება მამაზე

"გრიშას მსგავსები ბევრნი არიან და ყველაზე მეტად მათ ვერ ვიტან" - ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" ნამდვილი შვილი და რას ყვება მამაზე

რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით კვირცხალია ცნობილ სერიალში ("ჩემი ცოლის დაქალები") შესრულებული როლისთვის ბევრმა შეიყვარა. მისი გმირი მეგრელი კაცია, ბიზნესმენი - გრიშა კაკაჩია. მიუხედავად მისი არც თუ დადებითი პერსონისა, მაყურებელს ძალიან მოსწონს, რადგანაც მსახიობი როლს ისე თამაშობს, რომ ადამიანების დიდ სიყვარულს იმსახურებს...

ბოლო სეზონზე გრიშას ცხოვრებაში რთული პერიოდი დაიწყო - უშვილო ბიზნესმენს, ერთ დღესაც, უცნობი ახალგაზრდა კაცი გამოეცხადა - თემური (თუთა) ძიგუა მის ვაჟად აცხადებს თავს, რამაც კაკაჩიას აფორიაქება და მოუსვენრობა გამოიწვია...

სანამ საბოლოოდ გაირკვევა, არის თუ არა თუთა ძიგუა გრიშა კაკაჩიას ვაჟი, AMBEBI.GE გრიშა კაკაჩიას, ანუ მსახიობ დავით კვირცხალიას შვილს, ელენე (ბაკა) კვირცხალიას გაგაცნობთ, რომელიც ტელეპროდიუსერია და ამ ეტაპზე საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაცემაში - "შაბათ საღამოს ლიზასთან" მუშაობს.

- მამა დღეს არ გამხდარა ცნობილი და პოპულარული, არაერთი როლი აქვს როგორც სცენაზე, ასევე კინოში შესრულებული. რას ნიშნავდა ეს შენთვის?

- ხო, სუპერ პოპულარული იყო ჩემს ბავშვობაში და რა თქმა უნდა, ყოველთვის მეამაყებოდა... ეს ის პერიოდი იყო, როცა თეატრში დილა-საღამოს სპექტაკლები იყო და პრაქტიკულად, ყველა წარმოდგენაზე დავყავდი. მახსოვს, სცენაზე მის ყოველ გამოჩენას როგორ განვიცდიდი. განსაკუთრებით ვნერვიულობდი, თუკი მისი გმირი იჩაგრებოდა, ან პიესის მიხედვით რამე ცუდი ემართებოდა...

ძალიან პატარა ვიყავი, როცა რომეოს თამაშობდა. ეს ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ დედა მიყვება, - ყველაზე მეტად თურმე იმაზე ვნერვიულობდი, არ ჩამოვარდნილიყო, როცა ბაწრის კიბით ჯულიეტას აივნზე ძვრებოდა. ვგიჟდებოდი და სიამაყით ვივსებოდი მისთვის დაძახებულ ყველა "ბრავოზე," ტაშსა და ემოციაზე. განსაკუთრებული რიტუალი და ემოცია იყო ნებისმიერი პრემიერის შემდეგ მასთან ერთად კულისებში დგომა, მოლოცვებს საკუთარ თავზე ვიღებდი... ყველა უდიდეს მსახიობს პირადად და ახლოს ვიცნობდი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონდა და მეამაყებოდა... მოკლედ, თეატრი დიდი ჯადოსნური სამყარო იყო ჩემთვის და ამ სამყაროს მამამ მაზიარა.

რამდენიმე წლის წინაც, როდესაც ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრისგან, ზალიკო ჩიქობავასგან რუსთაველის თეატრში მუშაობის შემოთავაზება მივიღე, პირველად რჩევა, რა თქმა უნდა, დათოს ვკითხე და მითხრა, გაგიჭირდება, თუმცა რუსთაველის თეატრში მუშაობის შესაძლებლობა ცხოვრებაში ყველას ვერ ეძლევა და გამოიყენე ეს შანსიო. მართალი იყო, მორალურად გამიჭირდა რაღაც დოზით, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩემს მეგობრებთან ერთად ძალიან ბევრი და სასარგებლო საქმე გავაკეთე თეატრისთვის და ღირსეულადაც დავტოვე იქაურობა... თუმცა დღემდე, როდესაც მამას სპექტაკლზე მივდივარ, სიამაყის გრძნობა მეტად გააზრებული და კიდევ უფრო ძლიერია, რადგან თუ ბავშვობაში სხვებისგან ვიცოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო არტისტია, ზრდასრულ ასაკში საკმაოდ ბევრი ვისწავლე და ზუსტად ვიცი, ამ სფეროში კარგის და ცუდის, შავის და თეთრის გარჩევა. ზოგჯერ თეატრშიც და კინოშიც ისეთ დეტალებზე მივუნიშნებ, თავადაც უკვირს ხოლმე, როგორ შენიშნეო...

- მკაცრად გზრდიდა?

- საერთოდ, თვითონ ძალიან პატარა იყო, როცა გავჩნდი. შესაბამისად, ყოველთვის მეგობრები უფრო ვიყავით. მისთვის მამა თითქმის არ დამიძახია, ან ძალიან იშვიათად, ბავშვობიდან დათოს ვეძახი. მკაცრი არასოდეს ყოფილა, თუმცა ფიცხი და ჯიჯღინა არის. გამორიცხული იყო, ამ ფორმით ზემოქმედება მოეხდინა, მაგრამ თუ რამეს მთხოვდა, - ეს არ გააკეთო, - არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი. მისი საკმაო რიდი მქონდა.

- ვიცი, რომ დაც გყავს. მამასთან კამათი არასდროს გქონიათ?

- კამათი რუსკასთან ნაკლებად და ისიც ძირითადად მაინც ბავშვების თემაზე, შვილიშვილების და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე შეიძლება იკამათონ, რადგანაც ნამდვილი ფანატიკოსია. აი, ჩვენ კი სისტემატიურად ყველაფერზე ვჩხუბობთ, თუ საბაბი არ გვაქვს, მოვძებნით...

- ცნობილ სერიალში ("ჩემი ცოლის დაქალები") მის როლს (გრიშა კაკაჩია) როგორ შეხვდი? მოგწონს მამის მიერ შექმნილი პერსონაჟი და ამ როლის მისეული შესრულება?

- გრიშა თავიდან ის პერსონაჟი იყო, როგორებიც ჩვენ გარშემო ბევრნი არიან და მათ ყველაზე მეტად ვერ ვიტან... კარგად რომ ითამაშებდა, ვიცოდი, მაგრამ რომ არ მოგატყუოთ, ცოტა შიში მქონდა არ შეიძულონ-მეთქი, თუმცა ცოტა ხანში დავინახე, რომ ხალხს უყვარს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - ბავშვებს უყვართ და მივხვდი, გრიშას დიდი მომავალი ჰქონდა, მაგრამ რაც ამ პერსონაჟს შვილის გამოჩენამ დამართა, აბსოლუტური მოულოდნელობა იყო. ამ საზიზღარი, გაზულუქებული, რასისტი და რუსოფილი ტიპისგან ერთი ყველაზე სენტიმენტალური, გულჩათხრობილი და საყვარელი, კარგი იუმორის მქონე მეგრელი კაცი შეგვრჩა ხელში. ასეთი გრიშა ალბათ მეც შემიყვარდებოდა. რაც შეეხება შესრულებას, იყო მომენტები, სცენები, როცა საჯაროდ გამომითქვმს მისთვის კომპლიმენტები და აღფრთოვანება (რასაც ჩვეულებრივ არ ვაკეთებ). საშინლად ვღიზიანდები, როცა დასხდებიან რეიტინგულ შოუებში და ოჯახის წევრებზე ლაპარაკობენ... ხო, ბოლოს ტელეფონშიც შევცვალე, დათო მეწერა და გრიშა კაკაჩია დავარქვი...

- როგორ ფიქრობ, გრიშა კაკაჩიას და დათო კვირცხალიას აქვს რაიმე საერთო თვისება?

- როგორც გითხარი, ფიცხი და ჯიჯღინაა. ამაში გავს გრიშას, კიდევ - იუმორით. კიდევ?.. სხვა არაფერი. სამწუხაროდ, მაგდენი ფულიც არ აქვს...

- მოკლედ, გრიშა კაკაჩია მიუხედავად იმისა, რომ დადებითი პერსონაჟი არ არის, მაყურებელს უყვარს... რა არის ამის მიზეზი?

- მიზეზი ძნელი სათქმელია... მაინც მგონია, რომ ყველას ჰყავს ერთი თავისი გრიშა და ეს ტიპი ყველასთვის ნაცნობია. დათომ უფრო კრებითი სახე შექმნა, თავისი ნათესავებისგან და ნაცნობებისგან ამოკრიფა საუკეთესო თვისებები და გააერთიანა ერთ პერსონაჟში, რომელშიც მაყურებელი იმ ძალიან შინაურს და ნაცნობს პოულობდა. რაც უფრო იზრდებოდა მისი პოპულარობა, ალბათ მეტად ეცადა, არ გაეცრუებინა მაყურებლის სიყვარული და თანდათან და ზედმიწევნით, მაღალი ოსტატობით და პროფესიონალიზმით "შემოგვასაყვარლა" ჩვენი გრიშა...

- აქვე საინტერესოა, რა გრძნობაა, როცა მამის მიერ შესრულებულ როლს პოპულარულ სერიალში უყურებ?

- როცა ახალ სერიას ვუყურებთ, მეც და რუსკაც ცოტას ვნერვიულობთ. თან, როგორც აღვნიშნე, ყველა წვრილმანს და დეტალს ყურადღებას ვაქცევ. უფრო პროფესიონალის თვალით ვაფასებ. როცა მთავრდება, რა თქმა უნდა, სიამაყის გრძნობა გვეუფლება. როგორ შეიძლება არ გსიამოვნებდეს, როცა ნაცნობი და უცნობი გეფერება შენი მშობლის გამო და გაბარებს უამრავ სიყვარულს და კეთილგანწყობას...

- რაიმე შენიშვნას ხომ არ აძლევთ?

- ამ კონკრეტულ როლზე შენიშვნებს უფრო ვუზუალურ მხარესთან დაკავშირებულს ვაძლევ, შესრულებაზე არა, - მაგალითად, შეიძლება კოსტიუმსა და გრიმზე ვუთხრა რაღაც, ან ზოგჯერ ოპერატორზე გავღიზიანდე, როცა დათოს ძალიან დიდი ღიპი უჩანს, - თუმცა, ოპერატორს რას ვერჩი? ღიპი აშკარად აქვს...

- თავად თუ იცი მეგრული?

- ალბათ სულ 10 სიტყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში, დათო ავტორიტეტი არ არის ჩემთვის. მეგრული თვითონაც ამ სერიალის მერე უფრო დახვეწა, თორემ მაინცდამაინც კარგი მეგრულის მცოდნე არ იყო. თუ მეგრულად რამე მაინტერესებს, ერთ-ერთ ჩემს საუკეთესო მეგობარს, ლევან კანკიას მივმართავ, წარმოშობით წალენჯიხიდან არის და ამ მხრივ მეტად ვენდობი. ამ ბოლო დროს კიდევ ერთი სიტყვა გავიხსენე ჩემი ეკრანული "ძმის" წყალობით... თუთა - მთვარე, ძალიან მომწონს. ერთი-ორჯერ დათისაც (ჩემს დისშვილს) დავუძახე თუთა და გაოგნებულმა გამომხედა...

- ჰგავხართ მამა-შვილი ერთმანეთს თვისებებით, ხასიათით?

- ოოო, ალი-კვალი, თუ როგორ ამბობენ? ყველაფრით ვგავართ. გარეგნობა თვალსაჩინოა და თვისებებს რაც შეეხება, დედა ამბობს, რომ აბსოლუტურად ერთნაირები ვართ. ერთ-ერთი ასეთი თვისებაა სახლიდან გასვლა და უკან მობრუნება. არასოდეს ისე არ გავსულვართ, რომ რამე არ დაგვვიწყებოდა და აუცილებლად ვბრუნდებით... ზუსტად ის გვიშლის ერთმანეთში ნერვებს, რაშიც ძალიან ვგავართ...

- ამ სერიალით, რას ფიქრობ, დათო კვირცხალიას ცხოვრებაში რა ეტაპია?

- მგონი, უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რადგან მისთვის, როგორც არტისტისთვის ძალიან გაიწელა მანამდე სტაგნაციის პერიოდი და ახლა გარკვეულწილად რეაბილიტაციას გადის...

- მის ეკრანული'"შვილზე", ვაჟზე რას გვეტყვი? ფიქრობ, რომ ის მართლაც მისია?

- ხომ წარმოგიდგენია, დღეში რამდენი ადამიანი მეკითხება ამას და არც სჯერათ, რომ აზრზე არ ვარ. დათოც ძალიან ერთობა და გვაწვალებს, არ გვეუბნება, თუმცა ჩემი პროგნოზი მაქვს, - ვერსია, რომელსაც ვემხრობი, მიმაჩნია, რომ დრამატურგიულად უფრო გამართლებული იქნება. მაგრამ ახლა არ გავამხელ და მაყურებელთან ერთად, მოუთმენლად დაველოდები რეალურ შედეგს...

- ზოგადად, რას გვეტყვი თქვენს ოჯახზე. რა არის თქვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი?

- დედა - ქეთევან მესხი ბიოლოგია. რესპუბლიკური საავადმყოფოს ლაბორატორიაში მუშაობდა, მაგრამ ოთხი წელია, ძირითადად ბავშვებით არის დაკავებული. ვცხოვრობთ ჩვეულებრივად, - გაჭირვებაც ვიცით და კარგად ყოფნაც, არაერთი ტრაგედია გადაგვიტანია, თუმცა საერთო ჯამში, მაინც ბედნიერი ოჯახი ვართ. დიდი სანათესაო და უფრო დიდი სამეგობრო წრე გვყავს ცალ-ცალკეც და ყველას ერთად. ჩვენზე ცუდის მთქმელი არ მეგულება, ყველას უხარია ჩვენთან ყოფნა. კუდაბზიკები არ ვართ, ზომიერად თავმდაბლები, თუმცა ჯანსაღად, საკუთარი თავის ფასიც ვიცით. მთავარი ღირებულება ჩემი მშობლებისთვის პატიოსნებაა და მე და რუსკაც ასე გაგვზარდეს. ახლა ცდილობენ, ეს დათის და მარიამს ასწავლონ. მამა განსაკუთრებული პატრიოტია და ვერ იტანს ისეთ მომენტებს, როცა ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს თვალში დაძაბუნებულად გამოიყურება...

- საუბრის ბოლოს რას უსურვებ მამას?

- ვერ ვიქნები ორიგინალური. ამიტომ, ბანალურად, პირველ რიგში, ჯანმრთელობას და ყველა თავისი საყვარელი ადამიანის კარგად ყოფნას ვუსურვებ, ასევე ძალიან დიდ შემოქმედებით წარმატებას. ვიცი, რომ აქვს პოტენციალი კიდევ არაერთ სასცენო თუ ეკრანულ სახეს სული ჩაბეროს და დარწმუნებული ვარ, დიდხანს შეძლებს თავისი მაყურებლის გახარებას და აღტაცებაში მოყვანას...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"