პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრი: "შეცდომები მოგვდის, მაგრამ არავის აქვს უფლება, პოლიციელი დააჩოქოს და ყელზე ბაწარგამობმული ატაროს"
შს მინისტრი: "შეცდომები მოგვდის, მაგრამ არავის აქვს უფლება, პოლიციელი დააჩოქოს და ყელზე ბაწარგამობმული ატაროს"

"შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მე­ბიც მოგ­ვდის, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვინ­მეს აქვს უფ­ლე­ბა, პო­ლი­ცი­ე­ლი და­ა­ჩო­ქოს, ყელ­ზე ბა­წარ­გა­მობ­მუ­ლი ატა­როს და პირ­ში ძვა­ლი ჩას­ჩა­როს" - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა "ბირ­ჟა მა­ფი­ის" კლიპ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მღებ­რიშ­ვი­ლის თქმით, მას­ზე მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა აღ­ნიშ­ნულ­მა კლიპ­მა, თუმ­ცა, ის მხო­ლოდ "ბირ­ჟა მა­ფი­ის" წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ნახა. მი­ნის­ტრი გა­მო­რი­ცხავს, რომ ჯგუ­ფის წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ვი­დე­ოკ­ლიპს, რო­მელ­შიც პო­ლი­ცია გა­შარ­ჟე­ბუ­ლია.

"არ მქონ­და ნა­ნა­ხი ეს კლი­პი. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში მათი და­კა­ვე­ბა არ უკავ­შირ­დე­ბა მათ ნა­მუ­შე­ვარს და არ შე­იძ­ლე­ბა, რომ შური იძი­ოს ვინ­მემ, მით უმე­ტეს ამ ფორ­მით და მით უმე­ტეს პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა. მე ეს კლი­პი ვნა­ხე მხო­ლოდ და მხო­ლოდ მათი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ. მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე ამ კლიპ­მა. ეს არ არის კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის გა­შარ­ჟე­ბა, ეს არის მთე­ლი სის­ტე­მის დაკ­ნი­ნე­ბის მცდე­ლო­ბა. უბ­რა­ლოდ სირ­ცხვი­ლია მსგავ­სი კლი­პე­ბის გა­და­ღე­ბა მა­შინ, რო­დე­საც დღეს და ღა­მეს ას­წო­რე­ბენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის და მათი ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე დევს სას­წორ­ზე.

ჩვენ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობთ და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მე­ბიც მოგ­ვდის, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ვინ­მეს აქვს უფ­ლე­ბა, პო­ლი­ცი­ე­ლი და­ა­ჩო­ქოს, ყელ­ზე ბა­წარ­გა­მობ­მუ­ლი ატა­როს და პირ­ში ძვა­ლი ჩას­ჩა­როს. ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს, სას­ტი­კად არ მო­მე­წო­ნა ეს კლი­პი. იმ ქვე­ყა­ნას, სა­დაც პო­ლი­ცი­ელს და ჯა­რის­კაცს პა­ტივს არ სცე­მენ, მო­მა­ვა­ლი არ აქვს", - გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom

შს მინისტრი: "შეცდომები მოგვდის, მაგრამ არავის აქვს უფლება, პოლიციელი დააჩოქოს და ყელზე ბაწარგამობმული ატაროს"

შს მინისტრი: "შეცდომები მოგვდის, მაგრამ არავის აქვს უფლება, პოლიციელი დააჩოქოს და ყელზე ბაწარგამობმული ატაროს"

"შეიძლება შეცდომებიც მოგვდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს აქვს უფლება, პოლიციელი დააჩოქოს, ყელზე ბაწარგამობმული ატაროს და პირში ძვალი ჩასჩაროს" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა "ბირჟა მაფიის" კლიპზე საუბრისას განაცხადა.

მღებრიშვილის თქმით, მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა აღნიშნულმა კლიპმა, თუმცა, ის მხოლოდ "ბირჟა მაფიის" წევრების დაკავების შემდეგ ნახა. მინისტრი გამორიცხავს, რომ ჯგუფის წევრების დაკავება უკავშირდებოდეს ვიდეოკლიპს, რომელშიც პოლიცია გაშარჟებულია.

"არ მქონდა ნანახი ეს კლიპი. არავითარ შემთხვევაში მათი დაკავება არ უკავშირდება მათ ნამუშევარს და არ შეიძლება, რომ შური იძიოს ვინმემ, მით უმეტეს ამ ფორმით და მით უმეტეს პოლიციელებმა. მე ეს კლიპი ვნახე მხოლოდ და მხოლოდ მათი დაკავების შემდეგ. მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ კლიპმა. ეს არ არის კონკრეტული პოლიციელის გაშარჟება, ეს არის მთელი სისტემის დაკნინების მცდელობა. უბრალოდ სირცხვილია მსგავსი კლიპების გადაღება მაშინ, როდესაც დღეს და ღამეს ასწორებენ პოლიციელები ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დევს სასწორზე.

ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და, შესაბამისად, შეიძლება შეცდომებიც მოგვდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება, პოლიციელი დააჩოქოს, ყელზე ბაწარგამობმული ატაროს და პირში ძვალი ჩასჩაროს. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, სასტიკად არ მომეწონა ეს კლიპი. იმ ქვეყანას, სადაც პოლიციელს და ჯარისკაცს პატივს არ სცემენ, მომავალი არ აქვს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ