პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა - ჰოსპიტალის დირექტორის კომენტარი შემთხვევაზე
ბათუმის საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა - ჰოსპიტალის დირექტორის კომენტარი შემთხვევაზე

ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. 34 წლის ქალ­მა ჭარ­ბი წო­ნის გამო კუ­ჭის ოპე­რა­ცია ერთი თვის წინ გა­ი­კე­თა, რის შემ­დე­გაც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და.

ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ექი­მე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბას და აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რას ითხოვ­დნენ. მათ გუ­შინ სა­ღა­მოს რე­ფე­რა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ეზო­ში აქ­ცია გა­მარ­თეს.

ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლუ­რი ჰოს­პიტ­ლის დი­რექ­ტო­რი ნა­თია ნუ­ცუ­ბი­ძე აცხა­დებს, რომ 34 წლის ნინო კა­ცა­ძე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 22 ივ­ნისს იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტის დი­აგ­ნო­ზით მო­თავ­სდა და მას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძი­მე­ბუ­ლი ჰქონ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ნა­თია ნუ­ცუ­ბი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ქალს კუ­ჭის ოპე­რა­ცია არა ერთი, არა­მედ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­უ­კეთ­და, თუმ­ცა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ეს არ ყო­ფი­ლა.

"პა­ცი­ენ­ტმა კუ­ჭის ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია 2 აპ­რილს გა­ი­კე­თა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ვი­თარ კავ­შირ­ში არ არის ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია იშე­მი­ურ ინ­სულტთან, რო­მე­ლიც არის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა და, შე­სა­ბა­მი­სად, ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო იმის­გან, რომ პა­ცი­ენტს ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში აღე­ნიშ­ნე­ბო­და ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მის, რის გა­მოც ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და. ჭარ­ბი წონა უკვე სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო. კუ­ჭის ოპე­რა­ცია ორი თვის წინ გა­კეთ­და და ამის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, 22 ივ­ნისს ჩვენ­თან პა­ცი­ენ­ტი იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტით შე­მო­იყ­ვა­ნეს. ის უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. მისი გა­დაყ­ვა­ნა უნ­დო­დათ, თუმ­ცა, ჩვენ არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ შე­ვუქ­მნი­დით. ჩვე­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად მდგო­მა­რე­ო­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა",- აცხა­დებს ნა­თია ნუ­ცუ­ბი­ძე.

ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში 34 წლის ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ბათუმის საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა - ჰოსპიტალის დირექტორის კომენტარი შემთხვევაზე

ბათუმის საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა - ჰოსპიტალის დირექტორის კომენტარი შემთხვევაზე

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა. 34 წლის ქალმა ჭარბი წონის გამო კუჭის ოპერაცია ერთი თვის წინ გაიკეთა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუარესდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ოჯახის წევრები ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ გუშინ საღამოს რეფერალური საავადმყოფოს ეზოში აქცია გამართეს.

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი ნათია ნუცუბიძე აცხადებს, რომ 34 წლის ნინო კაცაძე საავადმყოფოში 22 ივნისს იშემიური ინსულტის დიაგნოზით მოთავსდა და მას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული ჰქონდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნათია ნუცუბიძემ განუცხადა, ქალს კუჭის ოპერაცია არა ერთი, არამედ რამდენიმე თვის წინ გაუკეთდა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ეს არ ყოფილა.

"პაციენტმა კუჭის ბარიატრიული ოპერაცია 2 აპრილს გაიკეთა. აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ბარიატრიული ოპერაცია იშემიურ ინსულტთან, რომელიც არის ნევროლოგიური პრობლემა და, შესაბამისად, ნევროლოგიური პრობლემა გამოწვეული იყო იმისგან, რომ პაციენტს ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღენიშნებოდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ენდოკრინული სისტემის, რის გამოც ბარიატრიული ოპერაცია ჩატარდა. ჭარბი წონა უკვე სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. კუჭის ოპერაცია ორი თვის წინ გაკეთდა და ამისგან დამოუკიდებლად, 22 ივნისს ჩვენთან პაციენტი იშემიური ინსულტით შემოიყვანეს. ის უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მისი გადაყვანა უნდოდათ, თუმცა, ჩვენ არანაირ პრობლემას არ შევუქმნიდით. ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად მდგომარეობის დასტაბილურება ვერ მოხერხდა",- აცხადებს ნათია ნუცუბიძე.

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში 34 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია