პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად მოიპოვებდნენ საქართველოში ნავთობს მე-19 საუკუნეში და ვინ იყვნენ პირველი ქართველი მენავთობეები
სად მოიპოვებდნენ საქართველოში ნავთობს მე-19 საუკუნეში და ვინ იყვნენ პირველი ქართველი მენავთობეები

რო­დის და რო­მელ ად­გი­ლას მო­ი­პო­ვებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თობს, რა კავ­ში­რი ჰქონ­დათ ამ საქ­მეს­თან ლე­გენ­და­რულ ძმებს სი­მენ­სებს და ვინ იყ­ვნენ პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის საქ­მე­ში - ის­ტო­რი­კო­სი და პო­ლი­ტო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი ვაჟა შუ­ბი­თი­ძე AMBEBI.GE-ს მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს უამ­ბობს...

- დღეს ნავ­თო­ბის ფლო­ბა გან­სა­ზღვრავს ამა თუ იმ ქვეყ­ნის დიდ შე­მო­სა­ვალს და გან­ვი­თა­რე­ბის შანსს. ჩვენ ვხე­დავთ, რო­გორ წინ მი­დის ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. რა წვლი­ლი აქვთ ქარ­თვე­ლებს ბა­ქოს ნავ­თო­ბის ათ­ვი­სე­ბის საქ­მე­ში?

- ვიდ­რე გი­პა­სუ­ხებ­დეთ, მინ­და გი­თხრათ, რომ სულ ახ­ლა­ხან გა­მო­ვი­და ჩემი რე­დაქ­ტო­რო­ბით პრო­ფე­სო­რე­ბის მა­მუ­კა ჯოლ­ბორ­დი­სა და ნინო ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ძალ­ზედ სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი "ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი მე­წარ­მე­ე­ბის სა­მე­ურ­ნეო-საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში" (XIX-XX 20-იანი წლე­ბი), რო­მელ­შიც ბევ­რი ახა­ლი ფაქ­ტის და მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ გა­ი­გებთ. ვიდ­რე ბა­ქო­ში ნავ­თო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი მო­პო­ვე­ბა და­ი­წყე­ბო­და, მა­ნამ­დე ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა-და­მუ­შა­ვე­ბა ხდე­ბო­და ჩვენ­თა­ნაც, ში­რაქ­ში, მირ­ზა­ან­ში და ში­რა­ქის ველ­ზე.

1848 წელს ვო­რონ­ცოვ­მა ყვე­ლა სა­ბა­დო იჯა­რით გას­ცა. 1860-იან წლებ­ში ამ სა­ბა­დო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­თა შო­რის იყ­ვნენ ძმე­ბი სი­მენ­სე­ბიც, რომ­ლებ­მაც მარ­ტო 1875 წელს კა­ხე­თის ნავ­თო­ბის სა­ბა­დო­ე­ბი­დან ამო­ი­ღეს 173 ათა­სი ვედ­რო ნავ­თი.

ძმე­ბი სი­მენ­სე­ბი - ფრიდ­რი­ხი, ვერ­ნე­რი, ფერ­დი­ნან­დი და კარ­ლი

1880-იანი წლე­ბი­დან აფ­შე­რო­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე და­ი­წყეს ნავ­თო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი მო­პო­ვე­ბა-და­მუ­შა­ვე­ბა, რა­მაც ხელი შე­უ­შა­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის საქ­მეს და 1902 წლი­დან ამ ტი­პის წარ­მო­ე­ბა მთლი­ა­ნად შე­ჩერ­და ჩვენ­თან. ამე­რი­კელ ვილ­სონ­თან ერ­თად ბა­ქოს ნავ­თო­ბის წარ­მო­ე­ბით და მერე ბა­თუ­მამ­დე ნავ­თობ­სა­დე­ნის მი­ლის გაყ­ვა­ნით და­ინ­ტე­რეს­დნენ ძმე­ბი ნო­ბე­ლე­ბი. ლუდ­ვიგ ნო­ბელ­მა შექ­მნა სინ­დი­კა­ტი და ითხოვ­და ნედ­ლე­უ­ლის სუ­რა­მის 4-კი­ლო­მეტ­რი­ან გვი­რაბ­ში გა­ტა­რე­ბას, რა­შიც მას მხარს უჭერ­და დიდი ქი­მი­კო­სი დი­მიტ­რი მენ­დე­ლე­ე­ვი.

1903 წლის­თვის ეს ნავ­თობ­სა­დე­ნი აშენ­და (835 კმ. სიგ­რძის 19 სა­ტუმ­ბო სად­გუ­რით). მილ­სა­დე­ნის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა შე­ად­გენ­და წე­ლი­წად­ში 900 ათას ტო­ნას, დაჯ­და 12 მი­ლი­ო­ნი რუ­სუ­ლი მა­ნე­თი. სა­მუ­შა­ო­ებ­ზე გა­მო­ი­ყე­ნეს პრე­მი­ის და­მა­არ­სებ­ლის, ალფ­რედ ნო­ბე­ლის 400 ტონა დი­ნა­მი­ტი. ნო­ბე­ლის მიერ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ავ­ზე­ბი დღე­საც დგას ბა­თუმ­ში, ხოლო მათ მიერ აშე­ნე­ბულ შვე­დეთ-ნორ­ვე­გი­ის სა­კონ­სუ­ლოს შე­ნო­ბა­ში, ბა­თუმ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია ძმე­ბი ნო­ბე­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მი (სხვა­თა შო­რის, ნო­ბე­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი კან­ტო­რა ქონ­დათ ხა­შურ­შიც, ამ­ჟა­მინ­დე­ლი სტა­დი­ო­ნის გვერ­დით, რო­მე­ლიც ახ­ლაც დგას და მი­ხედ­ვას სა­ჭი­რო­ებს).

ძმე­ბი ნო­ბე­ლე­ბი

მალე ნო­ბე­ლებ­მა ბა­ქოს ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე მო­ნო­პო­ლია მო­ი­პო­ვეს და ად­გი­ლობ­რივ და რუს კა­პი­ტა­ლის­ტებს ჩაგ­რავ­დნენ. ეს არ გა­მო­ე­პა­რა ნიკო ნი­კო­ლა­ძის მახ­ვილ თვალს და ჯერ და­წე­რა, მერე მოხ­სე­ნე­ბა წა­რად­გი­ნა პე­ტერ­ბურ­გში და ბო­ლოს ნო­ბე­ლებს როტ­შილ­დე­ბი და­უ­პი­რის­პი­რა, რომ­ლე­ბიც მისი მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში (რო­ბერტ ნო­ბე­ლი პირ­ვე­ლად მო­იწ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვად­მა და­დი­ან­მა. ნო­ბელს სურ­და კაკ­ლის მერ­ქნის შე­ძე­ნა ია­რა­ღის კონ­და­ხის და­სამ­ზა­დებ­ლად). როტ­შილ­დებ­მა ამ საქ­მე­ში 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჩა­დეს და გა­მოყ­ვეს კრე­დი­ტე­ბი ბა­თუმ­ში ნავ­თობ­და­გა­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნის ასა­შე­ნებ­ლად. მათ და­ა­არ­სეს "კას­პი­ი­სა და შავი ზღვის ნავ­თო­ბის კომ­პა­ნია" და 1889 წელს პირ­ვე­ლებ­მა და­ი­წყეს ნავ­თის გა­ტა­ნა ტან­კე­რე­ბით (მა­ნამ­დეც და მე­რეც ნავ­თი თუ­ნუ­ქის ბი­დო­ნე­ბით და ხის კას­რე­ბით გაჰ­ქონ­დათ).

1886 წელს როტ­შილ­დე­ბის პა­რი­ზის სა­ბან­კო სახ­ლმა შე­ი­ძი­ნა "ბა­თუ­მის ნავ­თო­ბი­სა და ვაჭ­რო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა 6 მი­ლი­ო­ნი კა­პი­ტა­ლით. ბა­თუმ­ში როტ­შილ­დე­ბის ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რი იყო ფრან­გი გი­ო­ნი, რო­მე­ლიც სა­მუ­შა­ო­ზე იღებ­და მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებს. მისი აზ­რით, ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მუ­შე­ბი იყ­ვნენ და ყო­ველ­თვის დრო­უ­ლად ას­რუ­ლებ­დნენ მინ­დო­ბილ საქ­მეს. სულ ქარ­ხა­ნა­ში 2650 მუშა იყო და­საქ­მე­ბუ­ლი.

- მა­ინც რა როლი ჰქონ­დათ ქარ­თვე­ლებს ბა­ქოს ნავ­თო­ბის ათ­ვი­სე­ბის საქ­მე­ში?

- სხვა­თა შო­რის, როტ­შილ­დებ­სა და ნო­ბე­ლებს ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის საქ­მე­ში საკ­მაო კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევ­და თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი ა. მან­თა­შე­ვი (გარ­და­იც­ვა­ლა 1911წელს). მან ბა­თუმ­ში აა­შე­ნა თუ­ნუ­ქის ქარ­ხა­ნა და გახ­და 200 ვა­გონ­ცის­ტერ­ნის მფლო­ბე­ლი (მისი კა­პი­ტა­ლი 22 მლნ მა­ნეთს შე­ად­გენ­და) მან­ვე ბა­თუმ­ში აა­შე­ნა ნავ­თო­ბის სა­ექ­სპორ­ტო ჭურ­ჭლის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა 1887 წელს და ეწე­ო­და საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტს.

ალექ­სან­დრე მან­თა­შე­ვი

ლექ­სან­დრე მან­თა­შე­ვის სა­წარ­მო­ებ­ში 1800-მდე კაცი მუ­შა­ობ­და, იგი ასე­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბით. მისი ფი­ნან­სე­ბით გა­იხ­სნა სა­ვაჭ­რო სკო­ლა, მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლი, სას­ტუმ­რო "ბო-მონ­დი", ინ­ტერ­ნა­ტი მცი­რე­წლო­ვა­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი­სათ­ვის, კერ­ძო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, გა­იყ­ვა­ნა სა­ტე­ლე­ფო­ნო კა­ბე­ლი სო­ლო­ლა­კი­დან დი­დუ­ბე­ში, რაც საკ­მა­ოდ ძვი­რი ფუ­ფუ­ნე­ბა იყო.

ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი იყო თბი­ლის­ში შეძ­ლე­ბულ ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი ი. პი­თო­ე­ვი, რო­მელ­საც ჰქონ­და სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია და გა­დაჰ­ქონ­და ნავ­თო­ბი გე­მე­ბით კას­პი­ის ზღვა­ზე. 1901 წელს თა­ვი­სი სახ­სრე­ბით აა­შე­ნა ულა­მა­ზე­სი შე­ნო­ბა, რო­მელ­საც "პი­თო­ე­ვის სახ­ლს" უწო­დებ­დნენ და აქ ახლა გან­თავ­სე­ბუ­ლია რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სახ. თე­ატ­რი. იგი ასე­ვე ბევ­რჯერ დახ­მა­რე­ბია თბი­ლი­სის სამ­თავ­რო­ბო თე­ატრს (ფა­ლი­აშ­ვი­ლის სახ. ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რი), რომ­ლის მმარ­თვე­ლა­დაც იგი მი­იწ­ვი­ეს 1887 წლი­დან.

1860-იან წლებ­ში ბა­ქო­ში სა­ნავ­თო­ბო ად­გი­ლე­ბი შე­ი­ძი­ნა და 1873 წლი­დან ნავ­თის საქ­მეს მოჰ­კი­და ხელი კონ­სტან­ტი­ნე ზუ­ბა­ლაშ­ვილ­მა. მან მი­წე­ბი იყი­და ბი­ბი­ე­ი­ბათ­ში, სა­დაც ნავ­თის ამოს­ვლის იმე­დი არა­ვის ჰქონ­და.

კონ­სტან­ტი­ნე ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლი

თუმ­ცა, ამ საქ­მე­ში ზუ­ბა­ლაშ­ვილს ხელი იღ­ბალ­მაც შე­უ­წყო. ბა­ქოს კლი­მატ­მა მას­ზე და მის მე­უღ­ლე­ზე ცუ­დად იმოქ­მე­და. ისი­ნი სამ­კურ­ნა­ლოდ წა­ვიდ­ნენ საფ­რან­გე­თის ბას­კეთ­ში, სა­ხელ­გან­თქმულ ლურ­დის ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორტზე. ეს სას­წა­ულ­მოქ­მე­დი წყა­ლი ცოლ-ქმარ­მა ბი­დო­ნე­ბით თბი­ლის­ში და ბა­ქო­ში ჩა­მო­ი­ტა­ნეს. ბა­ქო­ში წყა­ლი ცოტა რა­ო­დე­ნო­ბით ჩა­ას­ხეს ჭა­ბურ­ღი­ლებ­ში, სა­ი­და­ნაც იმა­ვე ღა­მით ნავ­თობ­მა ამო­ხეთ­ქა, რი­თაც კონ­სტან­ტი­ნე ზუ­ბა­ლაშ­ვილ­მა დიდი მო­გე­ბა ნახა და ძალ­ზე გამ­დიდ­რდა და თა­ვის ძმებ­თან ერ­თად მრა­ვა­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

1873 წელს ბა­ქო­ში პირ­ვე­ლად ძმებ­მა ჯა­ყე­ლებ­მა და­ა­ფუძ­ნეს კას­რე­ბის ქარ­ხა­ნა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სათ­ვის, რის­თვი­საც სა­ჭი­რო და­ნად­გა­რე­ბი მარ­სე­ლი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს. მათ 1880 წელს და­ა­არ­სეს ნავ­თობ-სამ­რეწ­ვე­ლო და სა­ვაჭ­რო ამ­ხა­ნა­გო­ბა, რო­მე­ლიც ნავთსაც იღებ­და და ახ­დენ­და მის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­საც.

ბა­ქო­ში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა-გა­და­მუ­შა­ვე­ბის საქ­მით ცნო­ბი­ლი იყო ქარ­თვე­ლი მე­წარ­მე ია­კობ მან­სვე­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მე­გობ­რობ­და ნოე ჟორ­და­ნი­ას­თან.

სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ნავ­თო­ბპო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბი­სა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის საქ­მე­ში სა­ხე­ლი გა­ით­ქვა დიდ­მა ქარ­თველ­მა მე­წარ­მემ და ქველ­მოქ­მედ­მა აკა­კი ხოშ­ტა­რი­ამ, რო­მე­ლიც პი­რა­დად იც­ნობ­და ჩერ­ჩილ­სა და რუზ­ველტს, და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო ირა­ნის შაჰთან მო­ჰა­მედ რეზა ფეხ­ლევ­თან და მის მემ­კვიდ­რე აჰ­მედ შახ­თან. ზუ­რაბ ავა­ლიშ­ვი­ლი მას უწო­დებ­და ამე­რი­კუ­ლი ყა­ი­დის ბიზ­ნეს­მენს. ეს იყო ბრწყინ­ვა­ლე მე­ბა­ღე-დე­კო­რა­ტო­რი, მერე კი ხელი მოჰ­კი­და ვაჭ­რო­ბას. მან გა­და­წყვი­ტა თა­ვის მე­გო­ბარ ზო­დე­ლა­ვას­თან ერ­თად სა­ვაჭ­რო გე­მით ნავ­თის წა­ღე­ბა ოდე­სა­ში. ტუ­აპ­სეს­თან ქა­რიშ­ხა­ლი ამო­ვარ­და და გემი თურ­ქეთ­ში გა­რი­ყა, სა­დაც მათ ნავ­თი ოქ­როს ფა­სად გა­ყი­დეს. აკა­კიმ თა­ვი­სი წილი ფული ბა­ქო­ში მი­ლი­ო­ნერ მუსა ნა­გი­ე­ვი­სა­გან ნავ­თის სა­რე­წე­ბი იყი­და და მსხვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი გახ­და.

აკა­კი ხოშ­ტა­რია

1907 წელს ხოშ­ტა­რი­ამ უფ­ლე­ბა მი­ი­ღო სპარ­სე­თის შა­ჰის­გან ეწარ­მო­ე­ბი­ნა ბურ­ღვა ირა­ნის 5 პრო­ვინ­ცი­ა­ში. მან ირან­ში გა­იყ­ვა­ნა თა­ვის ქარ­ხა­ნას­თან რკი­ნიგ­ზა (პირ­ვე­ლი რკი­ნიგ­ზა ირან­ში), მან­ვე პირ­ველ­მა შე­იყ­ვა­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ირან­ში, ფლობ­და მო­ნო­პო­ლი­ას საპ­ნის წარ­მო­ე­ბა­ზე, თევ­ზის სა­რე­წებ­ზე, ვაჭ­რობ­და მა­ტყლით. ხოშ­ტა­რია აფი­ნან­სებ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მთელ რიგ პრო­ექ­ტებს, აშშ და იტა­ლი­ა­ში შე­ი­ძი­ნა 4 გემი და გა­დას­ცა მთავ­რო­ბას ფლო­ტის შე­საქ­მნე­ლად, 1914 წელს მან აუქ­ცი­ონ­ზე ქარ­თველ მოღ­ვა­წე­თა თხოვ­ნით შე­ი­ძი­ნა სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სახ­ლი, ყვე­ლა­ნა­ი­რად მო­ა­წყო და ქარ­თველ მწერ­ლებს გა­დას­ცა ხე­ლო­ვან­თა სახ­ლის მო­სა­წყო­ბად 1919 წელს.

აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას მიერ და­ნიშ­ნუ­ლი სტი­პენ­დი­ე­ბით ათო­ბით ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობ­და უცხო­ეთ­ში (პა­რი­ზის და ბერ­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში), მისი და­ფი­ნან­სე­ბით გა­შენ­და მა­ხინ­ჯა­უ­რის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი და ახა­ლი ათო­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი, ახ­ლად­შექ­მნილ სა­ის­ტო­რიო-ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბა­ქო­დან გა­მო­უგ­ზავ­ნა 8 ათა­სი მა­ნე­თი. ნიკო ნი­კო­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით მან გა­იყ­ვა­ნა რკი­ნიგ­ზის ხაზი ფო­თი­დან მშობ­ლი­ურ აბა­შა­ში. მან­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხე­ბი გა­ი­ღო ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (თსუ) და თე­ატ­რის­თვის (50 ათა­სი მა­ნე­თი). აკა­კიმ პა­რიზ­ში შე­ი­ძი­ნა ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის და ცნო­ბი­ლი კუ­ბის­ტის ან­დრე ლო­ტის სუ­რა­თე­ბი და აჩუ­ქა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმს. აკა­კი ხოშ­ტა­რია ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა, 59 წლის ასაკ­ში პა­რიზ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
davit
0

 ასეთი რამდენმე კაცი პატრიოტი გვინდა მტავრობაში და 20 წელიწადში უმდიდრესი წვეყანა ვიქნებით

სვანსკი
1

რუკაზე მოიძიეთ და აღმოაჩენთ,რომ ადგილი სადაც ამჟამად ჰესი შენდება ერთ-ერთი უმდიდრესია სასარგებლო წიაღისეულით,ამასთან გამოირჩევა მრავალფეროვნებით,საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ეს ერთი ადგილია,რომელიც მრავალფეროვანი წიაღისეულით გამოირჩევა. 

სად მოიპოვებდნენ საქართველოში ნავთობს მე-19 საუკუნეში და ვინ იყვნენ პირველი ქართველი მენავთობეები

სად მოიპოვებდნენ საქართველოში ნავთობს მე-19 საუკუნეში და ვინ იყვნენ პირველი ქართველი მენავთობეები

როდის და რომელ ადგილას მოიპოვებდნენ საქართველოში ნავთობს, რა კავშირი ჰქონდათ ამ საქმესთან ლეგენდარულ ძმებს სიმენსებს და ვინ იყვნენ პირველი ქართველები ნავთობის მოპოვების საქმეში - ისტორიკოსი და პოლიტოლოგი, პროფესორი ვაჟა შუბითიძე AMBEBI.GE-ს მკითხველს საინტერესო ისტორიებს უამბობს...

- დღეს ნავთობის ფლობა განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის დიდ შემოსავალს და განვითარების შანსს. ჩვენ ვხედავთ, როგორ წინ მიდის ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი ამ მიმართულებით. რა წვლილი აქვთ ქართველებს ბაქოს ნავთობის ათვისების საქმეში?

- ვიდრე გიპასუხებდეთ, მინდა გითხრათ, რომ სულ ახლახან გამოვიდა ჩემი რედაქტორობით პროფესორების მამუკა ჯოლბორდისა და ნინო ლიპარტელიანის ძალზედ საჭირო და საინტერესო წიგნი "ქართველი და უცხოელი მეწარმეების სამეურნეო-საქველმოქმედო საქმიანობა საქართველოში" (XIX-XX 20-იანი წლები), რომელშიც ბევრი ახალი ფაქტის და მოვლენის შესახებ გაიგებთ. ვიდრე ბაქოში ნავთობის სერიოზული მოპოვება დაიწყებოდა, მანამდე ნავთობის მოპოვება-დამუშავება ხდებოდა ჩვენთანაც, შირაქში, მირზაანში და შირაქის ველზე.

1848 წელს ვორონცოვმა ყველა საბადო იჯარით გასცა. 1860-იან წლებში ამ საბადოების მეპატრონეთა შორის იყვნენ ძმები სიმენსებიც, რომლებმაც მარტო 1875 წელს კახეთის ნავთობის საბადოებიდან ამოიღეს 173 ათასი ვედრო ნავთი.

ძმები სიმენსები - ფრიდრიხი, ვერნერი, ფერდინანდი და კარლი

1880-იანი წლებიდან აფშერონის ნახევარკუნძულზე დაიწყეს ნავთობის სერიოზული მოპოვება-დამუშავება, რამაც ხელი შეუშალა საქართველოში ნავთობის მოპოვების საქმეს და 1902 წლიდან ამ ტიპის წარმოება მთლიანად შეჩერდა ჩვენთან. ამერიკელ ვილსონთან ერთად ბაქოს ნავთობის წარმოებით და მერე ბათუმამდე ნავთობსადენის მილის გაყვანით დაინტერესდნენ ძმები ნობელები. ლუდვიგ ნობელმა შექმნა სინდიკატი და ითხოვდა ნედლეულის სურამის 4-კილომეტრიან გვირაბში გატარებას, რაშიც მას მხარს უჭერდა დიდი ქიმიკოსი დიმიტრი მენდელეევი.

1903 წლისთვის ეს ნავთობსადენი აშენდა (835 კმ. სიგრძის 19 სატუმბო სადგურით). მილსადენის გამტარუნარიანობა შეადგენდა წელიწადში 900 ათას ტონას, დაჯდა 12 მილიონი რუსული მანეთი. სამუშაოებზე გამოიყენეს პრემიის დამაარსებლის, ალფრედ ნობელის 400 ტონა დინამიტი. ნობელის მიერ დამონტაჟებული ავზები დღესაც დგას ბათუმში, ხოლო მათ მიერ აშენებულ შვედეთ-ნორვეგიის საკონსულოს შენობაში, ბათუმში განთავსებულია ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი (სხვათა შორის, ნობელებს სპეციალური კანტორა ქონდათ ხაშურშიც, ამჟამინდელი სტადიონის გვერდით, რომელიც ახლაც დგას და მიხედვას საჭიროებს).

ძმები ნობელები

მალე ნობელებმა ბაქოს ნავთობის მოპოვებაზე მონოპოლია მოიპოვეს და ადგილობრივ და რუს კაპიტალისტებს ჩაგრავდნენ. ეს არ გამოეპარა ნიკო ნიკოლაძის მახვილ თვალს და ჯერ დაწერა, მერე მოხსენება წარადგინა პეტერბურგში და ბოლოს ნობელებს როტშილდები დაუპირისპირა, რომლებიც მისი მოწვევით ჩამოვიდნენ საქართველოში (რობერტ ნობელი პირველად მოიწვია საქართველოში თავადმა დადიანმა. ნობელს სურდა კაკლის მერქნის შეძენა იარაღის კონდახის დასამზადებლად). როტშილდებმა ამ საქმეში 10 მილიონი დოლარი ჩადეს და გამოყვეს კრედიტები ბათუმში ნავთობდაგამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად. მათ დააარსეს "კასპიისა და შავი ზღვის ნავთობის კომპანია" და 1889 წელს პირველებმა დაიწყეს ნავთის გატანა ტანკერებით (მანამდეც და მერეც ნავთი თუნუქის ბიდონებით და ხის კასრებით გაჰქონდათ).

1886 წელს როტშილდების პარიზის საბანკო სახლმა შეიძინა "ბათუმის ნავთობისა და ვაჭრობის საზოგადოება 6 მილიონი კაპიტალით. ბათუმში როტშილდების ქარხნის დირექტორი იყო ფრანგი გიონი, რომელიც სამუშაოზე იღებდა მხოლოდ ქართველებს. მისი აზრით, ქართველები ყველაზე კეთილსინდისიერი მუშები იყვნენ და ყოველთვის დროულად ასრულებდნენ მინდობილ საქმეს. სულ ქარხანაში 2650 მუშა იყო დასაქმებული.

- მაინც რა როლი ჰქონდათ ქართველებს ბაქოს ნავთობის ათვისების საქმეში?

- სხვათა შორის, როტშილდებსა და ნობელებს ნავთობის მოპოვების საქმეში საკმაო კონკურენციას უწევდა თბილისში დაბადებული და გაზრდილი ა. მანთაშევი (გარდაიცვალა 1911წელს). მან ბათუმში ააშენა თუნუქის ქარხანა და გახდა 200 ვაგონცისტერნის მფლობელი (მისი კაპიტალი 22 მლნ მანეთს შეადგენდა) მანვე ბათუმში ააშენა ნავთობის საექსპორტო ჭურჭლის გადამამუშავებელი ქარხანა 1887 წელს და ეწეოდა საკმაო რაოდენობით ნავთობის ექსპორტს.

ალექსანდრე მანთაშევი

ლექსანდრე მანთაშევის საწარმოებში 1800-მდე კაცი მუშაობდა, იგი ასევე გამორჩეული იყო საქველმოქმედო საქმიანობით. მისი ფინანსებით გაიხსნა სავაჭრო სკოლა, მოხუცებულთა სახლი, სასტუმრო "ბო-მონდი", ინტერნატი მცირეწლოვანი დამნაშავეებისათვის, კერძო ბიბლიოთეკები, გაიყვანა სატელეფონო კაბელი სოლოლაკიდან დიდუბეში, რაც საკმაოდ ძვირი ფუფუნება იყო.

ნავთობპროდუქტების წარმოებით დაკავებული იყო თბილისში შეძლებულ ოჯახში დაბადებული და გაზრდილი ი. პითოევი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი კომპანია და გადაჰქონდა ნავთობი გემებით კასპიის ზღვაზე. 1901 წელს თავისი სახსრებით ააშენა ულამაზესი შენობა, რომელსაც "პითოევის სახლს" უწოდებდნენ და აქ ახლა განთავსებულია რუსთაველის სახელობის სახ. თეატრი. იგი ასევე ბევრჯერ დახმარებია თბილისის სამთავრობო თეატრს (ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი), რომლის მმართველადაც იგი მიიწვიეს 1887 წლიდან.

1860-იან წლებში ბაქოში სანავთობო ადგილები შეიძინა და 1873 წლიდან ნავთის საქმეს მოჰკიდა ხელი კონსტანტინე ზუბალაშვილმა. მან მიწები იყიდა ბიბიეიბათში, სადაც ნავთის ამოსვლის იმედი არავის ჰქონდა.

კონსტანტინე ზუბალაშვილი

თუმცა, ამ საქმეში ზუბალაშვილს ხელი იღბალმაც შეუწყო. ბაქოს კლიმატმა მასზე და მის მეუღლეზე ცუდად იმოქმედა. ისინი სამკურნალოდ წავიდნენ საფრანგეთის ბასკეთში, სახელგანთქმულ ლურდის ბალნეოლოგიურ კურორტზე. ეს სასწაულმოქმედი წყალი ცოლ-ქმარმა ბიდონებით თბილისში და ბაქოში ჩამოიტანეს. ბაქოში წყალი ცოტა რაოდენობით ჩაასხეს ჭაბურღილებში, საიდანაც იმავე ღამით ნავთობმა ამოხეთქა, რითაც კონსტანტინე ზუბალაშვილმა დიდი მოგება ნახა და ძალზე გამდიდრდა და თავის ძმებთან ერთად მრავალი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა.

1873 წელს ბაქოში პირველად ძმებმა ჯაყელებმა დააფუძნეს კასრების ქარხანა ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის, რისთვისაც საჭირო დანადგარები მარსელიდან ჩამოიტანეს. მათ 1880 წელს დააარსეს ნავთობ-სამრეწველო და სავაჭრო ამხანაგობა, რომელიც ნავთსაც იღებდა და ახდენდა მის ტრანსპორტირებასაც.

ბაქოში ნავთობპროდუქტების წარმოება-გადამუშავების საქმით ცნობილი იყო ქართველი მეწარმე იაკობ მანსვეტაშვილი, რომელიც მეგობრობდა ნოე ჟორდანიასთან.

სამხრეთ კავკასიაში ნავთობპოდუქტების წარმოებისა და ტრანსპორტირების საქმეში სახელი გაითქვა დიდმა ქართველმა მეწარმემ და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ, რომელიც პირადად იცნობდა ჩერჩილსა და რუზველტს, დაახლოებული იყო ირანის შაჰთან მოჰამედ რეზა ფეხლევთან და მის მემკვიდრე აჰმედ შახთან. ზურაბ ავალიშვილი მას უწოდებდა ამერიკული ყაიდის ბიზნესმენს. ეს იყო ბრწყინვალე მებაღე-დეკორატორი, მერე კი ხელი მოჰკიდა ვაჭრობას. მან გადაწყვიტა თავის მეგობარ ზოდელავასთან ერთად სავაჭრო გემით ნავთის წაღება ოდესაში. ტუაპსესთან ქარიშხალი ამოვარდა და გემი თურქეთში გარიყა, სადაც მათ ნავთი ოქროს ფასად გაყიდეს. აკაკიმ თავისი წილი ფული ბაქოში მილიონერ მუსა ნაგიევისაგან ნავთის სარეწები იყიდა და მსხვილი ბიზნესმენი გახდა.

აკაკი ხოშტარია

1907 წელს ხოშტარიამ უფლება მიიღო სპარსეთის შაჰისგან ეწარმოებინა ბურღვა ირანის 5 პროვინციაში. მან ირანში გაიყვანა თავის ქარხანასთან რკინიგზა (პირველი რკინიგზა ირანში), მანვე პირველმა შეიყვანა ავტომობილები ირანში, ფლობდა მონოპოლიას საპნის წარმოებაზე, თევზის სარეწებზე, ვაჭრობდა მატყლით. ხოშტარია აფინანსებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მთელ რიგ პროექტებს, აშშ და იტალიაში შეიძინა 4 გემი და გადასცა მთავრობას ფლოტის შესაქმნელად, 1914 წელს მან აუქციონზე ქართველ მოღვაწეთა თხოვნით შეიძინა სარაჯიშვილის სახლი, ყველანაირად მოაწყო და ქართველ მწერლებს გადასცა ხელოვანთა სახლის მოსაწყობად 1919 წელს.

აკაკი ხოშტარიას მიერ დანიშნული სტიპენდიებით ათობით ქართველი სტუდენტი სწავლობდა უცხოეთში (პარიზის და ბერლინის უნივერსიტეტებში), მისი დაფინანსებით გაშენდა მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი და ახალი ათონის ცენტრალური პარკი, ახლადშექმნილ საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას ბაქოდან გამოუგზავნა 8 ათასი მანეთი. ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით მან გაიყვანა რკინიგზის ხაზი ფოთიდან მშობლიურ აბაშაში. მანვე მნიშვნელოვანი თანხები გაიღო ქართული უნივერსიტეტის (თსუ) და თეატრისთვის (50 ათასი მანეთი). აკაკიმ პარიზში შეიძინა ლადო გუდიაშვილის და ცნობილი კუბისტის ანდრე ლოტის სურათები და აჩუქა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს. აკაკი ხოშტარია ძალიან ახალგაზრდა, 59 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა.

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE