მსოფლიო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენჯერ და რამდენით გადმოწია საქართველოს ე.წ საზღვარი რუსეთმა ბოლო წლებში
რამდენჯერ და რამდენით გადმოწია საქართველოს ე.წ საზღვარი რუსეთმა ბოლო წლებში

2008 წლის აგ­ვის­ტოს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, კონ­კრე­ტუ­ლად კი, 2011 წლის გა­ზა­ფხულ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში "ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის" (მავ­თულხლარ­თე­ბის, ღო­ბე­ე­ბის, ე.წ. სა­ზღვრის აღმნიშ­ვნე­ლი ბა­ნე­რე­ბის მონ­ტა­ჟი, ტრან­შე­ე­ბის გა­თხრა) პრო­ცე­სი და­ი­წყო და დღემ­დე ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას­თან მო­სა­ზღვრე სოფ­ლებ­ში გავ­ლე­ბუ­ლი მავ­თულხლარ­თე­ბი, "სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის" აღმნიშ­ვნე­ლი ბო­ძე­ბი და აბ­რე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად იმა­ტებს, შე­სა­ბა­მი­სად, მცირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი.

2008 წლის აგ­ვის­ტოს ომამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში დიდი ლი­ახ­ვის, პა­ტა­რა ლი­ახ­ვის, ფრო­ნეს ხე­ო­ბი­სა და ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის სოფ­ლებს (სულ 103 სო­ფე­ლი) აკონ­ტრო­ლებ­და. ომის შემ­დეგ კი, ყვე­ლა ეს სო­ფე­ლი რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მოჩ­ნდა. გარ­და ომის დროს მი­ტა­ცე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­სა, ომის შემ­დეგ დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან წარ­მო­ე­ბუ­ლი ე.წ. დე­მარ­კა­ცი­ის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლომ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლებ­ში გავ­ლე­ბუ­ლი მავ­თულხლარ­თე­ბით კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათე­ულ კი­ლო­მეტრზე და­კარ­გა კონ­ტრო­ლი.

ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სით სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის ე.წ. სა­ზღვა­რი არა­ერ­თხელ შე­იც­ვა­ლა და ამ­ჟა­მად, დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ცხინ­ვა­ლის რა­ი­ო­ნის სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ 52 კმ-ზე მეტი სიგ­რძის მავ­თულხლარ­თი და ე.წ. სა­ზღვრის აღმნიშ­ვნე­ლი ბა­ნე­რია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით გვევ­ლი­ნე­ბა - ზოგ სო­ფელ­ში მავ­თულხლარ­თე­ბის გავ­ლე­ბით, ზო­გან ღო­ბის გაბ­მით, ზოგ ად­გი­ლას კი ე.წ. სა­ზღვრის აღმნიშ­ვნე­ლი ბა­ნე­რის მონ­ტა­ჟით. ბოლო პე­რი­ოდ­ში ე.წ. სა­ზღვრის გად­მო­წე­ვა სწო­რედ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ბა­ნე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა; მსგავ­სი ფაქ­ტი უკა­ნას­კნე­ლად 2017 წლის 3-4 ივ­ლისს, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბერ­შუ­ეთ­ში და­ფიქ­სირ­და - ე.წ. სა­ზღვარ­მა 10 ჰა მი­წის ფარ­თობ­ზე 700 მეტ­რით სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მო­ი­წია.

სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია" 2011 წლის აპ­რილ­ში და­ი­წყო და გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხურ­ვა­ლე­თის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა მო­ექ­ცა, რა­საც სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან არა­ერ­თი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მოჰ­ყვა.

მცი­რე პა­უ­ზის შემ­დეგ, 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში "მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის" პრო­ცე­სი კვლავ გა­ნახ­ლდა და უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი სახე მი­ი­ღო. მავ­თულხლარ­თე­ბის გავ­ლე­ბის შე­დე­გად სო­ფელ გუ­გუ­ტი­ანთკა­რის, ზარ­დი­ა­ანთკა­რის, ღო­ღე­თის, დვა­ნის, დი­ცის, ცი­ცა­გი­ანთკა­რის, ჯა­რი­ა­შე­ნის, აძ­ვის და ქვე­შის და­სახ­ლე­ბუ­ლი ნა­წი­ლი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ექ­ცა.

შე­გახ­სე­ნებთ რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას:

  • შე­რე­უ­ლი (ქარ­თულ-ოსუ­რი) სო­ფე­ლი ზარ­დი­ა­ანთკა­რი 2008 წლის ომის შემ­დეგ ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თით­ქმის ბო­ლომ­დე და­ი­ცა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ფელს ნა­წი­ლობ­რივ ქარ­თუ­ლი მხა­რე აკონ­ტრო­ლებ­და, იქ არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხის გამო მო­სახ­ლე­ო­ბა სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვერ ახერ­ხებ­და. ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 2012 წლის ივ­ლის­ში სამ­ხედ­რო სა­გუ­შა­გოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და სო­ფე­ლი სა­ბო­ლო­ოდ ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო: სა­გუ­შა­გოს ჩრდი­ლო­ე­თით ეთ­ნი­კუ­რად ოსი მო­სახ­ლე­ო­ბა აღ­მოჩ­ნდა, სამ­ხრე­თით კი ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც მო­სახ­ლე­ო­ბამ ნელ-ნელა დაბ­რუ­ნე­ბა და­ი­წყო.
  • რაც შე­ე­ხე­ბა სო­ფელ გუ­გუ­ტი­ა­ანთკარს - ამ უკა­ნას­კნელ­ში გავ­ლე­ბუ­ლი ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხა­ზის შემ­დეგ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 50-60% არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ექ­ცა.
  • 138 ოჯა­ხი­დან, 29 ოჯახ­მა კუთ­ვნი­ლი მი­წე­ბის ნა­წი­ლი და­კარ­გა სო­ფელ ჯა­რი­ა­შენ­შიც. 2008 წლის ომის შემ­დეგ სო­ფელ­ში ეტა­პობ­რი­ვად მავ­თულხლარ­თე­ბი გა­ევ­ლო და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ჰექ­ტა­რი მიწა და­ი­კარ­გა.
  • სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­მა 2013 წელს ორად გაყო ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი ღო­ღე­თიც. 150 მეტ­რის სიგ­რძე­ზე გავ­ლე­ბულ­მა მავ­თულხლრა­თებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის სახ­ნავ-სა­თეს მი­წებ­ზე გა­ი­ა­რა და 30-50 ჰა მიწა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს მიღ­მა მო­ექ­ცა.
  • ყვე­ლა­ზე ხში­რად, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დვან­ში მოძ­რა­ობ­და. სო­ფელ­ში, რო­მე­ლიც სამი მხრი­დან არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, 2013 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ე.წ. სა­ზღვარ­მა რამ­დენ­ჯერ­მე გად­მო­ი­წია და გარ­და სახ­ნავ-სა­თე­სი მი­წე­ბის და­კარ­ვი­სა, რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა დარ­ჩა.
  • "მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია" აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო 2015 წელ­საც. 2008 წლის ომმა მავ­თულხლარ­თე­ბი და­ტო­ვა გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯა­რი­ა­შენ­შიც. თუმ­ცა, მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, კერ­ძოდ, 2015 წელს, სო­ფელ­მა კი­დევ რამ­დე­ნი­მე ჰა მიწა და­კარ­გა და ტე­რი­ტო­რი­აც პი­რო­ბი­თად ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო. ჯა­რი­ა­შე­ნის გარ­და, იყო ორ­ჭო­სა­ნი, ხურ­ვა­ლე­თი, ავ­ლე­ვი, ატო­ცი...
რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, "მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია" ყო­ველ წელს ეტა­პობ­რი­ვად რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მეტ­რით იზ­რდე­ბო­და და პრო­ცე­სი კვლა­ვაც გრძელ­დე­ბა.

ე.წ. "ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის" უკა­ნას­კნელ შემ­თხვე­ვამ­დე, ვიდ­რე გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბერ­შუ­ეთ­ში ახა­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ბა­ნე­რი და­მონ­ტაჟ­დე­ბო­და, "მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია" 2016 წლის 6 ივ­ნისს, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ავ­ლე­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ფიქ­სირ­და. მას შემ­დეგ პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზა­ფხულ­ზე ერგნეთ­ში გა­მარ­თულ მო­რიგ შეხ­ვედ­რა­ზე დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქარ­თულ მხა­რეს ღიად გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ე.წ. დე­მარ­კა­ცი­ის პრო­ცესს გეგ­მავ­დნენ.

ეს უკა­ნას­კნე­ლი რომ ნამ­დვი­ლად იგეგ­მე­ბო­და გა­სულ კვი­რას, კი­დევ 700 მეტ­რით გად­მო­წე­ულ­მა ე.წ. სა­ზღვარ­მაც და­ა­დას­ტუ­რა და კი­დევ ერთხელ და­ირ­ღვა 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის და­დე­ბუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის ერთ-ერთი პუნ­ქტი­თაც, "რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი უნდა დაბ­რუნ­დნენ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე არ­სე­ბულ ხაზ­ზე".

ელზა ელ­ბა­ქი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

რამდენჯერ და რამდენით გადმოწია საქართველოს ე.წ საზღვარი რუსეთმა ბოლო წლებში

რამდენჯერ და რამდენით გადმოწია საქართველოს ე.წ საზღვარი რუსეთმა ბოლო წლებში

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კონკრეტულად კი, 2011 წლის გაზაფხულზე საქართველოში "ბორდერიზაციის" (მავთულხლართების, ღობეების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟი, ტრანშეების გათხრა) პროცესი დაიწყო და დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობს. ოკუპირებულ ტერიტორიასთან მოსაზღვრე სოფლებში გავლებული მავთულხლართები, "სახელმწიფო საზღვრის" აღმნიშვნელი ბოძები და აბრები ყოველწლიურად იმატებს, შესაბამისად, მცირდება საქართველოს ტერიტორიები.

2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობისა და ახალგორის რაიონის სოფლებს (სულ 103 სოფელი) აკონტროლებდა. ომის შემდეგ კი, ყველა ეს სოფელი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. გარდა ომის დროს მიტაცებული ტერიტორიებისა, ომის შემდეგ დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან წარმოებული ე.წ. დემარკაციის შედეგად, საქართველომ ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში გავლებული მავთულხლართებით კიდევ რამდენიმე ათეულ კილომეტრზე დაკარგა კონტროლი.

ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. საზღვარი არაერთხელ შეიცვალა და ამჟამად, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ცხინვალის რაიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ 52 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართი და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერია დამონტაჟებული.

ე.წ. ბორდერიზაცია განსხვავებული ფორმატით გვევლინება - ზოგ სოფელში მავთულხლართების გავლებით, ზოგან ღობის გაბმით, ზოგ ადგილას კი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის მონტაჟით. ბოლო პერიოდში ე.წ. საზღვრის გადმოწევა სწორედ ზემოხსენებული ბანერების მეშვეობით ხდება; მსგავსი ფაქტი უკანასკნელად 2017 წლის 3-4 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში დაფიქსირდა - ე.წ. საზღვარმა 10 ჰა მიწის ფართობზე 700 მეტრით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიწია.

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე "მცოცავი ოკუპაცია" 2011 წლის აპრილში დაიწყო და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის გარკვეული ნაწილი მავთულხლართებს მიღმა მოექცა, რასაც საოკუპაციო ხაზთან არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა.

მცირე პაუზის შემდეგ, 2013 წლის თებერვალში "მცოცავი ოკუპაციის" პროცესი კვლავ განახლდა და უფრო ინტენსიური სახე მიიღო. მავთულხლართების გავლების შედეგად სოფელ გუგუტიანთკარის, ზარდიაანთკარის, ღოღეთის, დვანის, დიცის, ციცაგიანთკარის, ჯარიაშენის, აძვის და ქვეშის დასახლებული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

შეგახსენებთ რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევას:

  • შერეული (ქართულ-ოსური) სოფელი ზარდიაანთკარი 2008 წლის ომის შემდეგ ქართველი მოსახლეობისგან თითქმის ბოლომდე დაიცალა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელს ნაწილობრივ ქართული მხარე აკონტროლებდა, იქ არსებული საფრთხის გამო მოსახლეობა სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებდა. ამიტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ივლისში სამხედრო საგუშაგოს გადაწყვეტილება მიიღო და სოფელი საბოლოოდ ორ ნაწილად გაიყო: საგუშაგოს ჩრდილოეთით ეთნიკურად ოსი მოსახლეობა აღმოჩნდა, სამხრეთით კი ქართველების სახლები, რომლებშიც მოსახლეობამ ნელ-ნელა დაბრუნება დაიწყო.
  • რაც შეეხება სოფელ გუგუტიაანთკარს - ამ უკანასკნელში გავლებული ე.წ. ადმინისტრაციული ხაზის შემდეგ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების დაახლოებით 50-60% არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.
  • 138 ოჯახიდან, 29 ოჯახმა კუთვნილი მიწების ნაწილი დაკარგა სოფელ ჯარიაშენშიც. 2008 წლის ომის შემდეგ სოფელში ეტაპობრივად მავთულხლართები გაევლო და რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა დაიკარგა.
  • საოკუპაციო ხაზმა 2013 წელს ორად გაყო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ღოღეთიც. 150 მეტრის სიგრძეზე გავლებულმა მავთულხლრათებმა მოსახლეობის სახნავ-სათეს მიწებზე გაიარა და 30-50 ჰა მიწა საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.
  • ყველაზე ხშირად, საოკუპაციო ხაზი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში მოძრაობდა. სოფელში, რომელიც სამი მხრიდან არის ოკუპირებული, 2013 წლიდან მოყოლებული ე.წ. საზღვარმა რამდენჯერმე გადმოიწია და გარდა სახნავ-სათესი მიწების დაკარვისა, რამდენიმე ოჯახი მავთულხლართებს მიღმა დარჩა.
  • "მცოცავი ოკუპაცია" აქტუალური იყო 2015 წელსაც. 2008 წლის ომმა მავთულხლართები დატოვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენშიც. თუმცა, მცოცავი ოკუპაციის პირობებში, კერძოდ, 2015 წელს, სოფელმა კიდევ რამდენიმე ჰა მიწა დაკარგა და ტერიტორიაც პირობითად ორ ნაწილად გაიყო. ჯარიაშენის გარდა, იყო ორჭოსანი, ხურვალეთი, ავლევი, ატოცი...
როგორც უკვე აღვნიშნეთ, "მცოცავი ოკუპაცია" ყოველ წელს ეტაპობრივად რამდენიმე ათეული მეტრით იზრდებოდა და პროცესი კვლავაც გრძელდება.

ე.წ. "ბორდერიზაციის" უკანასკნელ შემთხვევამდე, ვიდრე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ახალი საოკუპაციო ბანერი დამონტაჟდებოდა, "მცოცავი ოკუპაცია" 2016 წლის 6 ივნისს, ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა. მას შემდეგ პროცესი შეჩერებული იყო, თუმცა მიმდინარე წლის გაზაფხულზე ერგნეთში გამართულ მორიგ შეხვედრაზე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ღიად განუცხადეს, რომ ე.წ. დემარკაციის პროცესს გეგმავდნენ.

ეს უკანასკნელი რომ ნამდვილად იგეგმებოდა გასულ კვირას, კიდევ 700 მეტრით გადმოწეულმა ე.წ. საზღვარმაც დაადასტურა და კიდევ ერთხელ დაირღვა 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი პუნქტითაც, "რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე".

ელზა ელბაქიძე

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე