პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მელანია ტრამპი და ვლადიმერ პუტინი გვერდიგვერდ - რა ხდებოდა "დიდი ოცეულის" ბანკეტზე
მელანია ტრამპი და ვლადიმერ პუტინი გვერდიგვერდ - რა ხდებოდა "დიდი ოცეულის" ბანკეტზე

ჰამ­ბურ­გში გა­მარ­თუ­ლი "დიდი ოცე­უ­ლის" ორ­დღი­ა­ნი სა­მი­ტი გუ­შინ დას­რულ­და. გერ­მა­ნი­ა­ში მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რე­ბი მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად ჩა­ვიდ­ნენ და ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი­სა და დი­ა­ლო­გე­ბის შემ­დეგ, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლის დროც დად­გა.

სა­ზე­ი­მო ბან­კეტ­ზე, რო­მე­ლიც G20-ს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა, ლი­დე­რე­ბი და მათი მე­უღ­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან და­ა­ცალ­კე­ვეს და შე­სა­ბა­მი­სად, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი კო­ლე­გე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბის გვერ­დით აღ­მოჩ­ნდნენ.

მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პირ­ვე­ლი ლედი მე­ლა­ნია ტრამ­პი, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გვერ­დით აღ­მოჩ­ნდა; დო­ნალდ ტრამპს ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნეს არ­გენ­ტი­ნის პრე­ზი­დენ­ტის უმ­შვე­ნი­ე­რე­სი მე­უღ­ლის ჯუ­ლი­ა­ნა ავა­დას გვერ­დით; გვერ­დიგ­ვერდ ის­ხდნენ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის მე­უღ­ლე ბრი­ჯიტ მაკ­რო­ნი და ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი სი ძინ­პი­ნი და ა.შ.

ვახ­შმამ­დე გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა სტუმ­რებს უმას­პინ­ძლა კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სა­ღა­მო­ზე, ლუდ­ვიგ ვან ბე­თჰო­ვე­ნის მე­ცხრე სიმ­ფო­ნი­ის მო­სას­მე­ნად, "რო­გორც ჰიმ­ნი­სა კა­ცობ­რი­ო­ბის სიყ­ვა­რუ­ლის, მშვი­დო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, იქამ­დე სა­ნამ მათი მე­უღ­ლე­ე­ბი მსოფ­ლი­ოს ბედს წყვეტ­დნენ, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის პირ­ველ­მა ქალ­ბა­ტო­ნებ­მა ჰამ­ბურ­გის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მო­ას­წრეს. ჰამ­ბურ­გის არხში იახ­ტით ერ­თად გა­ი­სე­ირ­ნეს: არ­გენ­ტი­ნი­სა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის მე­უღ­ლე­ებ­მა, ასე­ვე თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის რე­ჯებ ტაიპ ერ­დო­ღა­ნის მე­უღ­ლემ და სხვებ­მა.

ფო­ტო­ე­ბი: EPA; AFP; AP

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მელანია ტრამპი და ვლადიმერ პუტინი გვერდიგვერდ - რა ხდებოდა "დიდი ოცეულის" ბანკეტზე

მელანია ტრამპი და ვლადიმერ პუტინი გვერდიგვერდ - რა ხდებოდა "დიდი ოცეულის" ბანკეტზე

ჰამბურგში გამართული "დიდი ოცეულის" ორდღიანი სამიტი გუშინ დასრულდა. გერმანიაში მსოფლიოს ლიდერები მეუღლეებთან ერთად ჩავიდნენ და ოფიციალური შეხვედრებისა და დიალოგების შემდეგ, არაოფიციალური ნაწილის დროც დადგა.

საზეიმო ბანკეტზე, რომელიც G20-ს დასრულების შემდეგ გაიმართა, ლიდერები და მათი მეუღლეები ერთმანეთისგან დააცალკევეს და შესაბამისად, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსები კოლეგების მეუღლეების გვერდით აღმოჩნდნენ.

მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გვერდით აღმოჩნდა; დონალდ ტრამპს ადგილი მიუჩინეს არგენტინის პრეზიდენტის უმშვენიერესი მეუღლის ჯულიანა ავადას გვერდით; გვერდიგვერდ ისხდნენ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და ა.შ.

ვახშმამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სტუმრებს უმასპინძლა კლასიკური მუსიკის საღამოზე, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მოსასმენად, "როგორც ჰიმნისა კაცობრიობის სიყვარულის, მშვიდობისა და საერთაშორისო ერთსულოვნების".

აღსანიშნავია რომ, იქამდე სანამ მათი მეუღლეები მსოფლიოს ბედს წყვეტდნენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველმა ქალბატონებმა ჰამბურგის დათვალიერება მოასწრეს. ჰამბურგის არხში იახტით ერთად გაისეირნეს: არგენტინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მეუღლეებმა, ასევე თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის მეუღლემ და სხვებმა.

ფოტოები: EPA; AFP; AP

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"