სპორტი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მორიგ შეტაკებას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მორიგ შეტაკებას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

"მსოფ­ლიო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დუ­მან... ამა­სო­ბა­ში კი, ბავ­შვე­ბისმკვლე­ლი სარსგსი­ა­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სოფ­ლებ­ში მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას, ქა­ლებ­სა და ბავ­შვებს ეს­ვრის... შე­ა­ჩე­რეთ სის­ხლისღვრა!" – ამ ში­ნა­არ­სის მი­მარ­თვით, ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ად­გო­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ აქ­ცია გა­მარ­თა და მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა...

კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში, სო­ფელ ახ­ლანლ­ში, სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი- 50 წლის ქალი და მისი ორი წლის შვი­ლიშ­ვი­ლი და­ი­ღუპ­ნენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ბე­ბია შვი­ლიშ­ვილს ეზო­ში ასე­ირ­ნებ­და, რა დრო­საც სრო­ლე­ბი და­ი­წყო და ისი­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ... კი­დევ ერთი ქალი სრო­ლის შე­დე­გად და­შავ­და. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში მომ­ხდარ­ში სომ­ხურ მხა­რეს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვა­შინგტონ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თეს ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა, რი­თაც კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი სა­ჰი­ბი გუ­ლი­ე­ვი­სა და მისი 2 წლის შვი­ლიშ­ვი­ლის ზაჰ­რი გუ­ლი­ე­ვის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის ფაქ­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტეს და გა­ე­როს ყა­რა­ღა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ლი­ე­ბის­კენ მო­უ­წო­დე. მა­თი­ვე თქმით, სომ­ხუ­რი მხრი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სამ­ხედ­რო იე­რი­შებ სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს...

პა­სუ­ხად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა წერ­ტი­ლო­ვა­ნი დარ­ტყმე­ბი მი­ა­ყე­ნეს სომ­ხე­თის არ­მი­ას, რის შე­დე­გა­დაც, მწყობ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს მტრის სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და საბ­რძო­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა...

"აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ "ადეკ­ვა­ტუ­რი ზო­მე­ბი მი­ე­ღოთ, რის შემ­დე­გაც მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ცე­ცხლი შე­წყვი­ტა", - ნათ­ქვა­მია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სომ­ხუ­რი მხა­რის ცნო­ბით კი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, დღეს ყა­რა­ბა­ღის სამი ჯა­რის­კა­ცი და­იჭ­რა. თუმ­ცა, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ღუპ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ან გან­ცხა­დე­ბა ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია სომ­ხე­თის ან ყა­რა­ბა­ღის მხა­რე­ებს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სომ­ხებ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ აგ­და­მის რა­ი­ო­ნის სამ სო­ფელ­ში, აბ­დინ­ლა, გა­რაჯ­სა და სარ­ჯა­ლი­ში ცე­ცხლი გა­ა­ჩი­ნეს, რის შედწ­გა­დაც, და­ახ­ლო­ე­ბით, 300 ჰექ­ტა­რი გა­და­იწ­ვა. მათ შო­რის, და­ზი­ან­და მათი ნა­თე­სე­ბი... არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ფრონ­ტის ხაზთ­სნ ახ­ლოს იყო...

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ეუ­თოს (OშჩE) მინ­სკის ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მჯო­მა­რე­ებ­მა ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, სა­დაც მხა­რე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტონ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი და დი­ა­ლოგს და­უბ­რუნ­დნენ.

აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხე­თის შო­რის მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი 1988 წელს და­ი­წყო. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი და შვი­დი მიმ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის 20%, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოკუ­პა­ცი­ა­შია, რა­საც კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს სომ­ხე­თი.

1994 წელს მხა­რე­ებ­მა ხელი მო­ა­წე­რეს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟიმს, მაგ­რამ დღემ­დე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლად მი­იჩ­ნე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ეგი­დით წარ­მო­ე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის. ორი­ვე მხა­რე გა­მუდ­მე­ბით ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა­ში.

კონ­ფლიქ­ტებ­ზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, "სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ზი­სულ­მა ჯგუ­ფის" მიერ 2017 წლის 1 ივ­ნისს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, - სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე ახ­ლოს არი­ან სრულ­მას­შტა­ბი­ან ომ­თან, ვიდ­რე ოდეს­მე 1994 წლის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მორიგ შეტაკებას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მორიგ შეტაკებას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

"მსოფლიო და საერთაშორისო ორგანიზაციების დუმან... ამასობაში კი, ბავშვებისმკვლელი სარსგსიანი აზერბაიჯანის სოფლებში მშვიდობიან მოსახლეობას, ქალებსა და ბავშვებს ესვრის... შეაჩერეთ სისხლისღვრა!" – ამ შინაარსის მიმართვით, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ადგოლობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა და მსოფლიო საზოგადოებას დახმარება სთხოვა...

კონფლიქტის ზონაში, სოფელ ახლანლში, სამხედრო მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები, ეთნიკური აზერბაიჯანელები- 50 წლის ქალი და მისი ორი წლის შვილიშვილი დაიღუპნენ. ადგილობრივების თქმით, ბებია შვილიშვილს ეზოში ასეირნებდა, რა დროსაც სროლები დაიწყო და ისინი ადგილზე დაიღუპნენ... კიდევ ერთი ქალი სროლის შედეგად დაშავდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში მომხდარში სომხურ მხარეს ადანაშაულებს.

მომხდართან დაკავშირებით, ვაშინგტონში საპროტესტო აქცია გამართეს ამერიკაში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა, რითაც კონფლიქტის ზონაში დაღუპული საჰიბი გულიევისა და მისი 2 წლის შვილიშვილის ზაჰრი გულიევის სიცოცხლის მოსპობის ფაქტი გააპროტესტეს და გაეროს ყარაღაბაღის კონფლიქტის ზონაში ქმედითი ღონისძიებების განხორცილიებისკენ მოუწოდე. მათივე თქმით, სომხური მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ სამხედრო იერიშებ სისტემატური ხასიათი აქვს...

პასუხად, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა წერტილოვანი დარტყმები მიაყენეს სომხეთის არმიას, რის შედეგადაც, მწყობრიდან გამოიყვანეს მტრის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო ინფრასტრუქტურა...

"აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალები იძულებული გახდნენ "ადეკვატური ზომები მიეღოთ, რის შემდეგაც მოწინააღმდეგემ ცეცხლი შეწყვიტა", - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სომხური მხარის ცნობით კი, აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად, დღეს ყარაბაღის სამი ჯარისკაცი დაიჭრა. თუმცა, მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით კომენტარი ან განცხადება ჯერ არ გაუკეთებია სომხეთის ან ყარაბაღის მხარეებს.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხებმა აზერბაიჯანელებით დასახლებულ აგდამის რაიონის სამ სოფელში, აბდინლა, გარაჯსა და სარჯალიში ცეცხლი გააჩინეს, რის შედწგადაც, დაახლოებით, 300 ჰექტარი გადაიწვა. მათ შორის, დაზიანდა მათი ნათესები... არსებული ინფორმაციით, ცეცხლი აზერბაიჯანის ფრონტის ხაზთსნ ახლოს იყო...

მომხდარის შესახებ ეუთოს (OშჩE) მინსკის ჯგუფის თანათავმჯომარეებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მხარეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დიალოგს დაუბრუნდნენ.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

კონფლიქტებზე მომუშავე ორგანიზაციამ, "საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფის" მიერ 2017 წლის 1 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, - სომხეთი და აზერბაიჯანი ამჟამად ყველაზე ახლოს არიან სრულმასშტაბიან ომთან, ვიდრე ოდესმე 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე