პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოექცა საბჭოთა კავშირი II მსოფლიო ომის დროს ხეიბრადქცეულ მილიონობით ჯარისკაცს - შემზარავი ფაქტები
როგორ მოექცა საბჭოთა კავშირი II მსოფლიო ომის დროს ხეიბრადქცეულ მილიონობით ჯარისკაცს - შემზარავი ფაქტები

ამ­ბო­ბენ, რომ ომის სიმ­წა­რეს გა­მარ­ჯვე­ბის სი­ხა­რუ­ლი ფა­რავ­სო. თუმ­ცა ეს ფრა­ზა ომებ­ზე გა­და­ღე­ბულ ფილ­მებს ან და­წე­რილ წიგ­ნებს უფრო შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ომის მო­ტა­ნილ ტკი­ვილს, სიმ­წა­რეს, სიკ­ვდილს, უბე­დუ­რე­ბას ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აა­ნა­ლი­ზებს.

1945 წლის მა­ის­ში მიღ­წე­ულ­მა გა­მარ­ჯვე­ბამ, მშვი­დო­ბა­სა და გა­ხა­რე­ბას­თან ერ­თად სსრკ-ს უამ­რა­ვი ტკი­ვი­ლი და პრობ­ლე­მა მო­უ­ტა­ნა. ხალ­ხის იმე­დე­ბი, რომ ომის მერე ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბო­და, არ გა­მარ­თლდა.

ომი დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ იყო, რო­დე­საც ციმ­ბი­რის­კენ საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბით გა­ტე­ნი­ლი მა­ტა­რებ­ლე­ბი მი­იჩ­ქა­როდ­ნენ. გუ­ლა­გი პა­ტიმ­რე­ბის ახა­ლი ნა­კა­დით გა­ივ­სო. "ენ-კა-ვე-დე" იჭერ­და ყვე­ლას, ვინც გერ­მა­ნულ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში მოხ­ვდა, ვინც ტყვე­ო­ბა­ში იძუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ო­ებ­ზე იყო წაყ­ვა­ნი­ლი. საბ­ჭო­თა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის აზ­რით, ასეთ ადა­მი­ა­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ფე­რი ესაქ­მე­ბო­დათ. ისი­ნი ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი და სა­ხელ­მწი­ფოს მტრე­ბი იყ­ვნენ.

აკა­ვებ­დნენ იმა­თაც, ვინც ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­და. ვინც ევ­რო­პის გა­ნად­გუ­რე­ბულ ქა­ლა­ქებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ბერ­ლინ­ში ნა­ნახ უკე­თეს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბებს საბ­ჭო­ურ კო­მუ­ნა­ლურ სა­ცხოვ­რებ­ლებს ადა­რებ­და. საბ­ჭო­უ­რი ის­ტო­რია ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ დუმს. დუმს ისე­ვე, რო­გორც ომის შემ­დეგ, ომის ინ­ვა­ლი­დე­ბის მა­სობ­რივ გა­სახ­ლე­ბა­ზე მსხვი­ლი ქა­ლა­ქე­ბი­დან.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში 46 250 000 საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე და­იჭ­რა. მათ­გან 10 მლნ-ზე მეტი ფრონ­ტი­დან და­ინ­ვა­ლი­დე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და. ომის შემ­დეგ საბ­ჭო­თა ქა­ლა­ქე­ბი მი­ლი­ო­ნო­ბით დაბრმა­ვე­ბუ­ლი, სა­ხე­დამ­წვა­რი, წელ­სქვე­მოთ მო­წყვე­ტი­ლი ან სუ­ლაც ქვე­და კი­დუ­რე­ბის გა­რე­შე, ცალ­ხე­ლა (და­ახ­ლო­ე­ბით 3 მლნ) ჯა­რის­კა­ცე­ბით გა­ივ­სო. ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ­ლებ­მაც გა­მარ­ჯვე­ბას სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბა შეს­წი­რეს.

მათ ნორ­მა­ლურ ცხო­რე­ბას წერ­ტი­ლი ჰქონ­და დას­მუ­ლი. ინ­ვა­ლი­დებს სამ­სა­ხურ­ში არ ღე­ბუ­ლობ­დნენ. ვის რაში სჭირ­დე­ბო­და ცალ­ხე­ლა ან ცალ­ფე­ხა კაცი. ბევ­რზე ოჯა­ხებ­მა თქვეს უარი. ბევ­რმაც შინ დაბ­რუ­ნე­ბა თა­ვად­ვე არ მო­ი­სურ­ვა - არ უნ­დო­და, რომ სა­კუ­თა­რი და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლით ოჯახს ზედ­მეტ ტვირ­თად და­წო­ლო­და.

ომის მერე ორი­ო­დე წე­ლი­წად­ში, სსრკ-ს მსხვი­ლი ქა­ლა­ქე­ბი მა­თხოვ­რე­ბად ქცე­უ­ლი ომის მო­ნა­წი­ლე ინ­ვა­ლი­დე­ბით გა­ივ­სო. სარ­ჩო სა­ბა­დებ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით ხე­ი­ბა­რი ჯარ­სკა­ცი ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად ქუ­ჩა­ში გა­ვი­და. იმ დროს ამ კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხის დახ­მა­რე­ბის­თვის არა­ნა­ი­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა არ არ­სე­ბობ­და. მი­ლი­ო­ნო­ბით და­ინ­ვა­ლი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­ნახ­ვის­თვის სა­ჭი­რო ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­სურ­სი სსრკ-ს ფი­ზი­კუ­რად არ ჰქონ­და.

1948 წელს მოს­კოვ­სა და ლე­ნინ­გრად­ში ომის ინ­ვა­ლი­დე­ბის (რომ­ლე­ბიც თავს ქუ­ჩა­ში მა­თხოვ­რო­ბით ირ­ჩენ­დნენ) დე­პორ­ტა­ცი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღა და­ი­წყო.

ისი­ნი ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქვეყ­ნის იმიჯს აკ­ნი­ნებ­დნენ. საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცი - ახალ­გაზ­რდა, ჯან­მრთე­ლი და ძალ-ღო­ნით სავ­სე მა­მა­კა­ცი იყო. სა­ხალ­ხო გმი­რი, რო­მელ­საც მკერ­დი მედ­ლე­ბი­თა და ორ­დე­ნე­ბით ჰქონ­და და­ხუნძლუ­ლი და არა გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ხე­ი­ბა­რი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლებს სი­გა­რეტ­სა და ფულს ემა­თხოვ­რე­ბო­და. მსგავ­სი რამ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო.

პირ­ველ ეტაპ­ზე დე­პორ­ტა­ცია რი­გი­თებ­სა და სერ­ჟან­ტებს შე­ე­ხო. სტა­ლი­ნის დროს უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო ჯილ­დო­ე­ბით (მათ შო­რის სსრკ-ს გმი­რის ვარ­სკვლა­ვე­ბით) და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ინ­ვა­ლი­დე­ბის გა­სახ­ლე­ბას ვერ ბე­დავ­დნენ. ხრუშ­ჩო­ვის დროს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა. ამი­ე­რი­დან ან­გა­რიშს აღა­რა­ვის უწევ­დნენ. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სპე­ცი­ა­ლუ­რი ტერ­მი­ნიც კი შე­მო­ი­ღო "მა­თხო­ვა­რი ელე­მენ­ტი". ამი­ე­რი­დან მა­თხოვ­რე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით ქუ­ჩა­ში ხელ­გაშ­ვე­რი­ლი ომის ინ­ვა­ლი­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კა­ნო­ნი სრუ­ლი სიმ­ძლავ­რით ამოქ­მედ­და.

და­კა­ვე­ბუ­ლებს სპე­ცი­ა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში "ომი­სა და შრო­მის ინ­ვა­ლი­დე­ბის სახ­ლებ­ში" ასახ­ლებ­დნენ, რომ­ლებ­შიც სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ზე ოდ­ნავ უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი იყო. ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ასე­თი ინ­ტერ­ნა­ტი კა­რე­ლი­ა­ში, სამ­ყა­როს­გან იზო­ლი­რე­ბულ კუნ­ძულ ვა­ლამ­ზე მდე­ბა­რე ძველ მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში იყო მო­წყო­ბი­ლი. აქ მოხ­ვედ­რი­ლებს პას­პორ­ტებ­სა და სა­ჯა­რი­სო წიგ­ნა­კებს არ­თმევ­დნენ. ბე­დის ირო­ნი­ით, გმი­რო­ბის­თვის და სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მედ­ლე­ბი­თა და ორ­დე­ნე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ხალ­ხი, რო­მელ­თა უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ფრონტზე მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და, აღა­რა­ვის სჭირ­დე­ბო­და, არც ოჯა­ხებს და არც ქვე­ყა­ნას.

მათი უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ვა­ლა­ა­მის მსგავს ინ­ტერ­ნა­ტებ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. თა­ვად ვა­ლა­ა­მის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში მო­წყო­ბილ­მა სპეც­და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ 1984 წლამ­დე იარ­სე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

?!?!?!
2

მჯერა,რომ ასე იყო, ბაბუაჩემი ტყვეთა სამხედრო ბანაკში იყო, ომის დამთავრების შემდეგ ციმბირში უკრეს თავი,ტყვედ რატომ ჩავარდიო, 48 - ში დაბრუნდა სახლში დასიებული და ნაშიმშილევი. დუმბაძე მაინც არ წაგიკითხავთ ?! თუ ისიც ამერიკის აგენტი იყო ?!

როგორ მოექცა საბჭოთა კავშირი II მსოფლიო ომის დროს ხეიბრადქცეულ მილიონობით ჯარისკაცს - შემზარავი ფაქტები

როგორ მოექცა საბჭოთა კავშირი II მსოფლიო ომის დროს ხეიბრადქცეულ მილიონობით ჯარისკაცს - შემზარავი ფაქტები

ამბობენ, რომ ომის სიმწარეს გამარჯვების სიხარული ფარავსო. თუმცა ეს ფრაზა ომებზე გადაღებულ ფილმებს ან დაწერილ წიგნებს უფრო შეესაბამება. ომის მოტანილ ტკივილს, სიმწარეს, სიკვდილს, უბედურებას ადამიანი მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ აანალიზებს.

1945 წლის მაისში მიღწეულმა გამარჯვებამ, მშვიდობასა და გახარებასთან ერთად სსრკ-ს უამრავი ტკივილი და პრობლემა მოუტანა. ხალხის იმედები, რომ ომის მერე ბევრი რამ შეიცვლებოდა, არ გამართლდა.

ომი დამთავრებული არ იყო, როდესაც ციმბირისკენ საბჭოთა მოქალაქეებით გატენილი მატარებლები მიიჩქაროდნენ. გულაგი პატიმრების ახალი ნაკადით გაივსო. "ენ-კა-ვე-დე" იჭერდა ყველას, ვინც გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვდა, ვინც ტყვეობაში იძულებით სამუშაოებზე იყო წაყვანილი. საბჭოთა ხელმძღვანელობის აზრით, ასეთ ადამიანებს საზოგადოებაში არაფერი ესაქმებოდათ. ისინი ქვეყნის მოღალატეები და სახელმწიფოს მტრები იყვნენ.

აკავებდნენ იმათაც, ვინც ბევრს ლაპარაკობდა. ვინც ევროპის განადგურებულ ქალაქებში, განსაკუთრებით ბერლინში ნანახ უკეთეს საყოფაცხოვრებო პირობებს საბჭოურ კომუნალურ საცხოვრებლებს ადარებდა. საბჭოური ისტორია ამ ყველაფრის შესახებ დუმს. დუმს ისევე, როგორც ომის შემდეგ, ომის ინვალიდების მასობრივ გასახლებაზე მსხვილი ქალაქებიდან.

ოფიციალური მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომში 46 250 000 საბჭოთა მოქალაქე დაიჭრა. მათგან 10 მლნ-ზე მეტი ფრონტიდან დაინვალიდებული დაბრუნდა. ომის შემდეგ საბჭოთა ქალაქები მილიონობით დაბრმავებული, სახედამწვარი, წელსქვემოთ მოწყვეტილი ან სულაც ქვედა კიდურების გარეშე, ცალხელა (დაახლოებით 3 მლნ) ჯარისკაცებით გაივსო. ადამიანებით, რომლებმაც გამარჯვებას საკუთარი ჯანმრთელობა შესწირეს.

მათ ნორმალურ ცხორებას წერტილი ჰქონდა დასმული. ინვალიდებს სამსახურში არ ღებულობდნენ. ვის რაში სჭირდებოდა ცალხელა ან ცალფეხა კაცი. ბევრზე ოჯახებმა თქვეს უარი. ბევრმაც შინ დაბრუნება თავადვე არ მოისურვა - არ უნდოდა, რომ საკუთარი დასახიჩრებული და გაუბედურებული სხეულით ოჯახს ზედმეტ ტვირთად დაწოლოდა.

ომის მერე ორიოდე წელიწადში, სსრკ-ს მსხვილი ქალაქები მათხოვრებად ქცეული ომის მონაწილე ინვალიდებით გაივსო. სარჩო საბადებლის გარეშე დარჩენილი მილიონობით ხეიბარი ჯარსკაცი ფულის საშოვნელად ქუჩაში გავიდა. იმ დროს ამ კატეგორიის ხალხის დახმარებისთვის არანაირი სოციალური პროგრამა არ არსებობდა. მილიონობით დაინვალიდებული ადამიანის შენახვისთვის საჭირო ეკონომიკური რესურსი სსრკ-ს ფიზიკურად არ ჰქონდა.

1948 წელს მოსკოვსა და ლენინგრადში ომის ინვალიდების (რომლებიც თავს ქუჩაში მათხოვრობით ირჩენდნენ) დეპორტაციის პირველი ტალღა დაიწყო.

ისინი ფაშიზმზე გამარჯვებული ქვეყნის იმიჯს აკნინებდნენ. საბჭოთა ჯარისკაცი - ახალგაზრდა, ჯანმრთელი და ძალ-ღონით სავსე მამაკაცი იყო. სახალხო გმირი, რომელსაც მკერდი მედლებითა და ორდენებით ჰქონდა დახუნძლული და არა გაუბედურებული ხეიბარი, რომელიც ქუჩაში გამვლელებს სიგარეტსა და ფულს ემათხოვრებოდა. მსგავსი რამ საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო.

პირველ ეტაპზე დეპორტაცია რიგითებსა და სერჟანტებს შეეხო. სტალინის დროს უმაღლესი სამხედრო ჯილდოებით (მათ შორის სსრკ-ს გმირის ვარსკვლავებით) დაჯილდოებული ინვალიდების გასახლებას ვერ ბედავდნენ. ხრუშჩოვის დროს დამოკიდებულება შეიცვალა. ამიერიდან ანგარიშს აღარავის უწევდნენ. საბჭოთა ხელისუფლებამ სპეციალური ტერმინიც კი შემოიღო "მათხოვარი ელემენტი". ამიერიდან მათხოვრების და განსაკუთრებით ქუჩაში ხელგაშვერილი ომის ინვალიდების წინააღმდეგ კანონი სრული სიმძლავრით ამოქმედდა.

დაკავებულებს სპეციალურ დაწესებულებებში "ომისა და შრომის ინვალიდების სახლებში" ასახლებდნენ, რომლებშიც საკონცენტრაციო ბანაკებზე ოდნავ უკეთესი პირობები იყო. ყველაზე მსხვილი ასეთი ინტერნატი კარელიაში, სამყაროსგან იზოლირებულ კუნძულ ვალამზე მდებარე ძველ მამათა მონასტერში იყო მოწყობილი. აქ მოხვედრილებს პასპორტებსა და საჯარისო წიგნაკებს ართმევდნენ. ბედის ირონიით, გმირობისთვის და სხვადასხვა ქალაქების გათავისუფლებისთვის მედლებითა და ორდენებით დაჯილდოებული ხალხი, რომელთა უმეტესი ნაწილი ფრონტზე მოხალისედ წავიდა, აღარავის სჭირდებოდა, არც ოჯახებს და არც ქვეყანას.

მათი უმეტესი ნაწილი ვალაამის მსგავს ინტერნატებში გარდაიცვალა. თავად ვალაამის მამათა მონასტერში მოწყობილმა სპეცდაწესებულებამ 1984 წლამდე იარსება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მეუფე სტეფანეს განმარტებით,  სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები,  თითქოს აივნიდან მრევლის გადაყრა მისი ბრძანება იყო

ვინ მოიგო მომენტალურ ლატარია ,,ფარაონში'' 50 000 ლარი?

პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა