გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან ახალგაზრდების აქცია "არა ოკუპაციას" გრძელდება. აქციის მონაწილეები ღამეს კარვებში გაათენებენ.
"არა ოკუპაციას", "რუსეთი ოკუპანტია" - ამ მოწოდებებით ახალგაზრდებმა ე.წ. მესაზღვრეების მიერ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მწვანე ბანერის დამონტაჟება გააპროტესტეს.
აქცია ხვალ შუადღემდე გაგრძელდება. აქციის ადგილზე სამართალდაცველები იმყოფებიან.