ასტროლოგი ხათუნა ნოელი 9 ივლისის სავსემთვარობასთან დაკავშიებით სოციალურ ქსელში რეკომენდაციებს გვიზიარებს:
"ხვალ, 9 ივლისს სავსემთვარეობა გვექნება თხისრქის ზოდიაქოში. სავსე მთვარის დღეები მუდამ თავისი სირთულით გამოირჩევა სხვა დღეებისაგან. ამ პერიოდში მწვავდება ჩვენი ემოციური ფონი, ორგანიზმი სუსტდება და იმუნური სისტემა ვერ მუშაობს სათანადოდ. ადამიანები უფრო გაღიზიანებულები და კონფლიქტურები ხდებიან. ხასიათის მოულოდნელი, უმიზეზო ცვლილებები, შინაგანი აფორიაქებულობა, უაზრო აღტყინებიდან ასეთივე უსაფუძვლო დეპრესიულ განწყობამდე მერყეობს.
მაგრამ ამ კონკრეტულ სავსემთვარეობისათვის ასეთი შფოთვა დამახასიათებელი არ იქნება. ვინაიდან დარადგანაც თხისრქას და მის მმართველ სატურნს უაღრესად სტაბილური ხასიათი გააჩნიათ.
სამაგიეროდ თხისრქის ზოდიაქოში მოძრავი მთვარე ამ 3 დღეს (8, 9, 10 ივლისი) უფროს თაობასთან და ზოგადად უფროსობასთან ურთიერთობებში სირთულეებით დაამძიმებს. საქმეებში შეფერხებები წარმოიშვება, განსაკუთრებით კარიერის განხრით. მოსალოდნელია საათების გაუმართაობა, ან სხვა წვრილმანები, რომლებიც შეხვედრებზე დაგვიანებების ალბათობებს შექმნის.
რეკომენდებულია დღის განრიგის სიზუსტით გაწერა და მისი მაქსიმალური დაცვა. იყავით დისციპლინირებულები, მოწესრიგებულები, თავშეკავებულნი... ეს უსათუოდ დაგიცავთ უსიამოვნებებსაგან".