პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პეტრას ციხეზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება
პეტრას ციხეზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

პეტ­რას ცი­ხის მუ­ზე­უმ-ნაკ­რძალ­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ციხე ტუ­რის­ტე­ბის­თვის უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს.

მათი ცნო­ბით, ცი­ხე­ზე და­გეგ­მილ პრო­ექ­ტებს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონ­ტი აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ ლაშა ას­ლა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად ად­გილ­ზე გა­ეც­ნო.

პეტ­რას ცი­ხის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მით ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა. ცი­ხის მუ­ზე­უმ-ნაკ­რძალ­ში მო­ე­წყო­ბა მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი, ბი­ლი­კე­ბი და სა­ექ­სპო­ზი­ციო ნა­გე­ბო­ბე­ბი. ასე­ვე გა­კეთ­დე­ბა ბა­ნე­რე­ბი­სა და თვალ­სა­ჩი­ნო მა­სა­ლე­ბის გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლე­ბი. ცი­ხის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის "არტ ფეს­ტი­ვა­ლი პეტ­რას" გა­მარ­თვის იდე­აც. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი პეტ­რას ცი­ხე­სი­მაგ­რეს, რო­გორც რე­გი­ონ­ში ერთ-ერთ მთა­ვარ ტუ­რის­ტულ ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბას აქ­ტი­ურ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას რო­გორც სა­ი­მი­ჯო კლი­პე­ბით, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­რეკ­ლა­მო აქ­ტი­ვო­ბე­ბით უწევს.

პეტ­რას ცი­ხე­ზე ყოფ­ნი­სას სულ­ხან ღლონ­ტი ლაშა ას­ლა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად ედინ­ბურ­გელ მკვლე­ვა­რებს ემა­ნუ­ე­ლე ინ­ტა­ლი­ა­ტა­სა და მარ­თა კარ­ლო­ტა რა­ვი­ცა­ას შეხ­ვდა, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ არ­ქე­ო­ლოგ და­ვით ნას­ყი­დაშ­ვილ­თან ერ­თად პეტ­რას ცი­ხე­ზე ბი­ზან­ტი­უ­რი ეპო­ქის ნაშ­თებს იკ­ვლე­ვენ. პეტ­რას ციხე უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­უ­ლი ციხე-ქა­ლა­ქის ნან­გრე­ვებს წარ­მო­ად­გენს და ის სო­ფელ ცი­ხის­ძირ­ში, ქო­ბუ­ლე­თი­დან 15 წუ­თის სა­ვალ­ზე მდე­ბა­რე­ობს. უნი­კა­ლუ­რი სამ­ხედ­რო-სტრა­ტე­გი­უ­ლი და სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ციხე-ქა­ლა­ქი ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რის იუს­ტი­ნი­ა­ნეს ბრძა­ნე­ბით ჩვე­ნი წელ­თაღ­რი­ცხვის VI სა­უ­კუ­ნე­შია აშე­ნე­ბუ­ლი. ის აჭა­რა­ში ტუ­რის­ტე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლია", - აღ­ნიშ­ნუ­ლია აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

პეტრას ციხეზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

პეტრას ციხეზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება იგეგმება, რომლის მიხედვითაც ციხე ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ციხეზე დაგეგმილ პროექტებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელ ლაშა ასლანიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პეტრას ციხის რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება იგეგმება. ციხის მუზეუმ-ნაკრძალში მოეწყობა მისასვლელი გზები, ბილიკები და საექსპოზიციო ნაგებობები. ასევე გაკეთდება ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები. ციხის პოპულარიზაციის მიზნით ასევე განიხილება ყოველწლიური ფესტივალის "არტ ფესტივალი პეტრას" გამართვის იდეაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პეტრას ციხესიმაგრეს, როგორც რეგიონში ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირშესანიშნაობას აქტიურ პოპულარიზაციას როგორც საიმიჯო კლიპებით, ასევე სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებით უწევს.

პეტრას ციხეზე ყოფნისას სულხან ღლონტი ლაშა ასლანიშვილთან ერთად ედინბურგელ მკვლევარებს ემანუელე ინტალიატასა და მართა კარლოტა რავიცაას შეხვდა, რომლებიც ქართველ არქეოლოგ დავით ნასყიდაშვილთან ერთად პეტრას ციხეზე ბიზანტიური ეპოქის ნაშთებს იკვლევენ. პეტრას ციხე უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქის ნანგრევებს წარმოადგენს და ის სოფელ ციხისძირში, ქობულეთიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობით გამორჩეული ციხე-ქალაქი ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანეს ბრძანებით ჩვენი წელთაღრიცხვის VI საუკუნეშია აშენებული. ის აჭარაში ტურისტებისთვის საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლია", - აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი