პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყიბულის გამგეობის ყოფილი მძღოლის თქმით, გამგებლის პირველი მოადგილის დავალებით მას კრიმინალური ავტორიტეტი ფიზიკურად გაუსწორდა
ტყიბულის გამგეობის ყოფილი მძღოლის თქმით, გამგებლის პირველი მოადგილის დავალებით მას კრიმინალური ავტორიტეტი ფიზიკურად გაუსწორდა

ტყი­ბუ­ლის გამ­გებ­ლის ყო­ფი­ლი მძღო­ლი ზაზა არ­სე­ნი­ძე გამ­გებ­ლის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს მას­ზე ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ზაზა არ­სე­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ორი დღის წინ ტყი­ბუ­ლის გამ­გებ­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე შალ­ვა გაბ­რი­ა­ძე მას ზაზა კუ­პა­ტა­ძეს­თან ერ­თად შეხ­ვდა და გაბ­რი­ა­ძის მი­თი­თე­ბით, კუ­პა­ტა­ძე ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. არ­სე­ნი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მი­ზე­ზი, მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბია, რომ­ლის გა­და­ცე­მა­საც ითხოვ­და. მი­სი­ვე თქმით, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მან პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა და ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია.

"გამ­გებ­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე შემ­ხვდა და და­მახ­ვედ­რა კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ზაზა კუ­პა­ტა­ძე. მხო­ლოდ კუ­პა­ტა­ძე გა­მის­წორ­და ფი­ზი­კუ­რად, თუმ­ცა გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლის მი­თი­თე­ბით. თვი­თონ და­მი­კავ­შირ­და გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე, და­მი­ნიშ­ნა შეხ­ვედ­რა ქუ­ჩა­ში, სა­დაც მოხ­და ეს ინ­ცი­დენ­ტი. მე ვი­თხოვ­დი გარ­კვე­ულ სა­ბუ­თებს ჩემს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის მი­ზე­ზი ის იყო, რომ ვი­თხოვ­დი გარ­კვე­ულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, ასე­ვე აუ­დი­ტის დას­კვნას. ჩემ­გან ითხოვ­დნენ, რომ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ქა­ლა­ქი", - გა­ნა­ცხა­და ზაზა არ­სე­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ტყი­ბუ­ლის გამ­გე­ბელს ინ­ცი­დენ­ტამ­დე არ შეხ­ვედ­რია და მის­თვის უც­ნო­ბია, უშუ­ა­ლოდ მისი და­ვა­ლე­ბით მოხ­და თუ არა ან­გა­რიშს­წო­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ხა­რისხსა და სიმ­ძი­მეს, რო­გორც არ­სე­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მას უკვე ჩა­უ­ტარ­და სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა, რის შე­დე­გა­დაც დად­გინ­დე­ბა მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის სიმ­ძი­მე.

რო­გორც ტყი­ბუ­ლის გამ­გებ­ლის ყო­ფილ­მა მძღოლ­მა აღ­ნიშ­ნა, გა­მო­ძი­ე­ბამ უკვე და­კი­თხა გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე და ასე­ვე ზაზა კუ­პა­ტა­ძე.

"იმე­დი მაქვს ტყი­ბუ­ლის პო­ლი­ცი­ის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მათ ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა ზაზა არ­სე­ნი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ტყიბულის გამგეობის ყოფილი მძღოლის თქმით, გამგებლის პირველი მოადგილის დავალებით მას კრიმინალური ავტორიტეტი ფიზიკურად გაუსწორდა

ტყიბულის გამგეობის ყოფილი მძღოლის თქმით, გამგებლის პირველი მოადგილის დავალებით მას კრიმინალური ავტორიტეტი ფიზიკურად გაუსწორდა

ტყიბულის გამგებლის ყოფილი მძღოლი ზაზა არსენიძე გამგებლის პირველ მოადგილეს მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზებაში ადანაშაულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზაზა არსენიძემ განუცხადა, ორი დღის წინ ტყიბულის გამგებლის პირველი მოადგილე შალვა გაბრიაძე მას ზაზა კუპატაძესთან ერთად შეხვდა და გაბრიაძის მითითებით, კუპატაძე ფიზიკურად გაუსწორდა. არსენიძის ინფორმაციით, ანგარიშსწორების მიზეზი, მის გათავისუფლებასთან დაკავშირებული დოკუმენტებია, რომლის გადაცემასაც ითხოვდა. მისივე თქმით, მომხდარის შესახებ მან პოლიციას შეატყობინა და ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

"გამგებლის პირველი მოადგილე შემხვდა და დამახვედრა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი ზაზა კუპატაძე. მხოლოდ კუპატაძე გამისწორდა ფიზიკურად, თუმცა გამგებლის მოადგილის მითითებით. თვითონ დამიკავშირდა გამგებლის მოადგილე, დამინიშნა შეხვედრა ქუჩაში, სადაც მოხდა ეს ინციდენტი. მე ვითხოვდი გარკვეულ საბუთებს ჩემს გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი ის იყო, რომ ვითხოვდი გარკვეულ დოკუმენტაციას, ასევე აუდიტის დასკვნას. ჩემგან ითხოვდნენ, რომ დამეტოვებინა ქალაქი", - განაცხადა ზაზა არსენიძემ.

მისივე თქმით, ტყიბულის გამგებელს ინციდენტამდე არ შეხვედრია და მისთვის უცნობია, უშუალოდ მისი დავალებით მოხდა თუ არა ანგარიშსწორება.

რაც შეეხება დაზიანებების ხარისხსა და სიმძიმეს, როგორც არსენიძემ აღნიშნა, მას უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდება მისთვის მიყენებული დაზიანების სიმძიმე.

როგორც ტყიბულის გამგებლის ყოფილმა მძღოლმა აღნიშნა, გამოძიებამ უკვე დაკითხა გამგებლის მოადგილე და ასევე ზაზა კუპატაძე.

"იმედი მაქვს ტყიბულის პოლიციის და დარწმუნებული ვარ მათ ობიექტურობაში", - აღნიშნა ზაზა არსენიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი