პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამაზ ბაკურიძე მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-ს აჭარის სამმართველოს მიმართავს
თამაზ ბაკურიძე მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-ს აჭარის სამმართველოს მიმართავს

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი თა­მაზ ბა­კუ­რი­ძე მისი ძმის კობა ბა­კუ­რი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის სამ­მარ­თვე­ლოს მი­მარ­თავს. რო­გორც ბა­კუ­რი­ძე აცხა­დებს, მომ­ხდარ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­რუ­ლი, თუმ­ცა ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ამო­ღე­ბა ამ დრომ­დე არ ხერ­ხდე­ბა.

თა­მაზ ბა­კუ­რი­ძის თქმით, თუ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი ბულ­ვა­რის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ვი­დეო მა­სა­ლებს დღის ბო­ლომ­დე არ ამო­ი­ღე­ბენ, კობა ბა­კუ­რი­ძის ოჯა­ხი რა­დი­კა­ლურ ზო­მებს მი­მარ­თავს.

"მინ­და მივ­მარ­თო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის სამ­მარ­თვე­ლოს შემ­დე­გი კი­თხვით, ჩემს ძმას ან ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს რომ ჩა­ე­დი­ნა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი ან­ბა­ნის კოშკთან ან სა­ნა­პი­როს სხვა ად­გი­ლას, სა­დაც სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი დგას, ამ შემ­თხვე­ვა­ში თქვენ ხომ ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­ახ­დენ­დით რე­ა­გი­რე­ბას და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნებ­დით სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­ზე აღ­ბეჭ­დილ კად­რებს? და ამ შემ­თხვე­ვა­ში, როცა იცით და თა­ვად გაქვთ აღ­ძრუ­ლი საქ­მე რომ ადა­მი­ა­ნი და­კარ­გუ­ლია, ასე­ვე გაქვთ ამო­ღე­ბუ­ლი მხო­ლოდ ერთი ფირი, სა­დაც ჩანს რო­გორ მი­ვი­და ან­ბა­ნის კოშკთან ავ­ტო­მან­ქა­ნით და გად­მო­ვი­და.... რა­ტომ არ მიჰ­ყე­ვით ბო­ლომ­დე კვალს - სად რო­გორ და რა დროს მოძ­რა­ობ­და სა­ნა­პი­რო­ზე? 3 ივ­ლი­სის შემ­დეგ რა პრო­ცე­დუ­რებს ელო­დე­ბით რომ ამო­ი­ღოთ ფი­რე­ბი? დღის ბო­ლომ­დე თუ ოჯახს არ ექ­ნე­ბა ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი, მა­შინ რაც მოხ­დე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე და­გე­კის­რე­ბათ თქვენ", - აცხა­დებს თა­მაზ ბა­კუ­რი­ძე.

45 წლის კობა ბა­კუ­რი­ძეს ზღვა­ში 3 ივ­ლი­სის შემ­დეგ ეძე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

თამაზ ბაკურიძე მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-ს აჭარის სამმართველოს მიმართავს

თამაზ ბაკურიძე მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-ს აჭარის სამმართველოს მიმართავს

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მისი ძმის კობა ბაკურიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს მიმართავს. როგორც ბაკურიძე აცხადებს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღრული, თუმცა ვიდეო მტკიცებულებების ამოღება ამ დრომდე არ ხერხდება.

თამაზ ბაკურიძის თქმით, თუ საგამოძიებო ორგანოები ბულვარის ტერიტორიიდან ვიდეო მასალებს დღის ბოლომდე არ ამოიღებენ, კობა ბაკურიძის ოჯახი რადიკალურ ზომებს მიმართავს.

"მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს შემდეგი კითხვით, ჩემს ძმას ან ნებისმიერ ადამიანს რომ ჩაედინა სისხლის სამართლის დანაშაული ანბანის კოშკთან ან სანაპიროს სხვა ადგილას, სადაც სათვალთვალო კამერები დგას, ამ შემთხვევაში თქვენ ხომ ოპერატიულად მოახდენდით რეაგირებას და მტკიცებულების სახით დაკავების საფუძველად გამოიყენებდით სათვალთვალო კამერებზე აღბეჭდილ კადრებს? და ამ შემთხვევაში, როცა იცით და თავად გაქვთ აღძრული საქმე რომ ადამიანი დაკარგულია, ასევე გაქვთ ამოღებული მხოლოდ ერთი ფირი, სადაც ჩანს როგორ მივიდა ანბანის კოშკთან ავტომანქანით და გადმოვიდა.... რატომ არ მიჰყევით ბოლომდე კვალს - სად როგორ და რა დროს მოძრაობდა სანაპიროზე? 3 ივლისის შემდეგ რა პროცედურებს ელოდებით რომ ამოიღოთ ფირები? დღის ბოლომდე თუ ოჯახს არ ექნება ეს ჩანაწერები, მაშინ რაც მოხდება პასუხისმგებლობა შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე დაგეკისრებათ თქვენ", - აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

45 წლის კობა ბაკურიძეს ზღვაში 3 ივლისის შემდეგ ეძებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ