პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
Faceამბები
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად არიან და რას საქმიანობენ 2000-იანი წლების ქართული ესტრადის ვარსკვლავები
სად არიან და რას საქმიანობენ 2000-იანი წლების ქართული ესტრადის ვარსკვლავები

წარ­მო­გიდ­გენთ 2000-იანი წლე­ბის ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვებს, რო­მელ­თა სიმ­ღე­რე­ბი ერთ დროს დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. მათ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჰი­ტე­ბი იმ დროს თით­ქმის ყვე­ლა ახალ­გაზ­რდამ ზე­პი­რად იცო­და...

თამ­თა გო­გუ­ა­ძე

მისი სიმ­ღე­რის პო­პუ­ლა­რო­ბის ფე­ნო­მენს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­რა­ვინ ვერ ხსნი­და, მაგ­რამ ფაქ­ტი იყო, რომ ის მუ­სი­კა­ლუ­რი ჩარ­ტე­ბის უპი­რო­ბო ლი­დე­რი გახ­ლდათ. სიმ­ღე­რამ "შენი ბრა­ლია" თამ­თა გო­გუ­ა­ძეს არ­ნა­ხუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. მან "შენი ბრა­ლია" მე­უღ­ლეს­თან, ასე­ვე მომ­ღე­რალ აჩი­კო ცან­კაშ­ვილ­თან ერ­თად ჩა­წე­რა. თამ­თა გო­გუ­ა­ძის წარ­მა­ტე­ბა­ში დიდ როლს მა­მა­მი­სი თა­მა­შობ­და, რო­მე­ლიც ქა­ლიშ­ვილს ყო­ველ­თვის გვერ­დით ედგა. ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ, თამ­თა გო­გუ­ა­ძე ან­სამ­ბლ "სა­მა­ი­ას­თან" ერ­თად მოგ­ზა­უ­რობ­და მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო და კონ­ცერ­ტებს ატა­რებ­და. შემ­დეგ ისევ გა­თხოვ­და, მისი ქმა­რი გი­ორ­გი აბუ­ლაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც სწო­რედ "სა­მა­ი­ა­ში" გა­იც­ნო.

აგ­ნე­სა

აგ­ნე­სა ერთ-ერთი თა­მა­მი მომ­ღე­რა­ლი იყო, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­შინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თვის უჩ­ვე­უ­ლო მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პით და სიმ­ღე­რით გა­იც­ნო. სა­მა­რა­დან ჩა­მო­სულ­მა, მდი­და­რი ოჯა­ხის შვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მალე მი­ი­პყრო. შემ­დეგ ლექს-სენ­თან ჩა­წე­რა დუ­ე­ტი და ზუს­ტად მა­შინ როცა პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტში იყო გა­თხოვ­და. ოჯა­ხი მალე და­ენგრა, მას შემ­დეგ სცე­ნა­ზე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. აგ­ნე­სა ახლა რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ სა­მა­რა­ში მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

კახა კუ­ხი­ა­ნი­ძე

მომ­ღე­რა­ლი კახა კუ­ხი­ა­ნი­ძე წლე­ბის წინ აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი შოუ-ბიზ­ნეს­ში. მარ­თა­ლია მას სევ­დი­ა­ნი სიმ­ღე­რე­ბის გამო აკ­რი­ტი­კებ­დნენ, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ჰქონ­და. დროს­თან ერ­თად მის­მა პო­პუ­ლა­რო­ბამ იკლო. თუმ­ცა რა არის ამის მი­ზე­ზი, არა­ვინ იცის. ბოლო დროს კახა კუ­ხი­ა­ნი­ძე ისევ გა­აქ­ტი­ურ­და და ახა­ლი კლი­პიც გა­და­ი­ღო.

გიგა კვე­ნე­ტა­ძე

მომ­ღე­რალ გიგა კვე­ნე­ტა­ძეს "მტი­რა­ლა მომ­ღე­რალს" უწო­დებ­დნენ. ქუ­თა­ი­სელ­მა ახა­ლაზ­რდამ ეს სტა­ტუ­სი სევ­დი­ა­ნი სიმ­ღე­რე­ბის გამო და­იმ­სა­ხუ­რა. პო­პუ­ლა­რო­ბას მალე მი­აღ­წია და წლე­ბის წინ მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მას მოს­კოვ­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს, ის არა­ერთ ცნო­ბილ რუს მომ­ღე­რალ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. წლე­ბის წინ ის და­ქორ­წინ­და და შვი­ლიც ჰყავს.

ბუკა მა­ნა­გა­ძე

მომ­ღე­რა­ლი ბუკა მა­ნა­გა­ძე პო­პუ­ლა­რუ­ლი პირ­ვე­ლი­ვე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე გახ­და. არ­ქი­ტექ­ტო­რი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რის ზურა მა­ნა­გა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი იყო, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბი­თა და სიმ­ღე­რით მი­იქ­ცია მსმე­ნე­ლის ყუ­რა­დღე­ბა. ბუკა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი იყო, სა­კუ­თა­რი საქ­მე თა­ვა­დაც უყ­ვარ­და, მაგ­რამ როცა მის ცხოვ­რე­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლი მო­ვი­და, სიმ­ღე­რა­ზე უარი თქვა. ის ზუკა კან­დე­ლაკ­ზე და­ქორ­წინ­და და ახლა მთელ დროს ოჯახს უთ­მობს.

ჯაბა ქარ­სე­ლა­ძე

ჯაბა ქარ­სე­ლა­ძე წლე­ბის წინ, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი გახ­ლდათ. თუმ­ცა სიმ­ღე­რას სწავ­ლა არ­ჩია, ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა... ალა­სა­ი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გახ­და ლექ­ტო­რი, თუმ­ცა ამას არ დას­ჯერ­და და სას­წავ­ლებ­ლად საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა... ჯაბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი გა­მოდ­გა და ევ­რო­პა­ში ის, ფი­ნან­სე­ბის კუ­თხით არა­ერთ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­და. რო­გორც ჩანს სიმ­ღე­რის ად­გი­ლი მის ცხოვ­რე­ბა­ში სა­ერ­თოდ აღარ არის.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

სად არიან და რას საქმიანობენ 2000-იანი წლების ქართული ესტრადის ვარსკვლავები

სად არიან და რას საქმიანობენ 2000-იანი წლების ქართული ესტრადის ვარსკვლავები

წარმოგიდგენთ 2000-იანი წლების ქართული ესტრადის ვარსკვლავებს, რომელთა სიმღერები ერთ დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მათ მიერ შესრულებული ჰიტები იმ დროს თითქმის ყველა ახალგაზრდამ ზეპირად იცოდა...

თამთა გოგუაძე

მისი სიმღერის პოპულარობის ფენომენს საქართველოში ვერავინ ვერ ხსნიდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ის მუსიკალური ჩარტების უპირობო ლიდერი გახლდათ. სიმღერამ "შენი ბრალია" თამთა გოგუაძეს არნახული პოპულარობა მოუტანა. მან "შენი ბრალია" მეუღლესთან, ასევე მომღერალ აჩიკო ცანკაშვილთან ერთად ჩაწერა. თამთა გოგუაძის წარმატებაში დიდ როლს მამამისი თამაშობდა, რომელიც ქალიშვილს ყოველთვის გვერდით ედგა. ოჯახის დანგრევის შემდეგ, თამთა გოგუაძე ანსამბლ "სამაიასთან" ერთად მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო და კონცერტებს ატარებდა. შემდეგ ისევ გათხოვდა, მისი ქმარი გიორგი აბულაშვილია, რომელიც სწორედ "სამაიაში" გაიცნო.

აგნესა

აგნესა ერთ-ერთი თამამი მომღერალი იყო, რომელიც საზოგადოებამ მაშინდელი ქართული რეალობისთვის უჩვეულო მუსიკალური კლიპით და სიმღერით გაიცნო. სამარადან ჩამოსულმა, მდიდარი ოჯახის შვილმა საზოგადოების ყურადღება მალე მიიპყრო. შემდეგ ლექს-სენთან ჩაწერა დუეტი და ზუსტად მაშინ როცა პოპულარობის ზენიტში იყო გათხოვდა. ოჯახი მალე დაენგრა, მას შემდეგ სცენაზე აღარ გამოჩენილა. აგნესა ახლა რუსეთში, ქალაქ სამარაში მამასთან ერთად ცხოვრობს.

კახა კუხიანიძე

მომღერალი კახა კუხიანიძე წლების წინ აქტიურად იყო ჩართული შოუ-ბიზნესში. მართალია მას  სევდიანი სიმღერების გამო აკრიტიკებდნენ, მაგრამ წარმატებული კარიერა ჰქონდა. დროსთან ერთად მისმა პოპულარობამ იკლო. თუმცა რა არის ამის მიზეზი, არავინ იცის. ბოლო დროს კახა კუხიანიძე ისევ გააქტიურდა და ახალი კლიპიც გადაიღო.

გიგა კვენეტაძე

მომღერალ გიგა კვენეტაძეს "მტირალა მომღერალს" უწოდებდნენ. ქუთაისელმა ახალაზრდამ ეს სტატუსი სევდიანი სიმღერების გამო დაიმსახურა. პოპულარობას მალე მიაღწია და წლების წინ მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. მას მოსკოვში საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს, ის არაერთ ცნობილ რუს მომღერალთან თანამშრომლობს. წლების წინ ის დაქორწინდა და შვილიც ჰყავს.

ბუკა მანაგაძე

მომღერალი ბუკა მანაგაძე პოპულარული პირველივე გამოჩენისთანავე გახდა. არქიტექტორისა და კომპოზიტორის ზურა მანაგაძის ქალიშვილი, პირველი ქართველი მომღერალი იყო, რომელმაც საკუთარი სექსუალური ფორმებითა და სიმღერით მიიქცია მსმენელის ყურადღება. ბუკა ძალიან პოპულარული მომღერალი იყო, საკუთარი საქმე თავადაც უყვარდა, მაგრამ როცა მის ცხოვრებაში სიყვარული მოვიდა, სიმღერაზე უარი თქვა. ის ზუკა კანდელაკზე დაქორწინდა და ახლა მთელ დროს ოჯახს უთმობს.

ჯაბა ქარსელაძე

ჯაბა ქარსელაძე წლების წინ, ძალიან პოპულარული ქართველი მომღერალი გახლდათ. თუმცა სიმღერას სწავლა არჩია, ჯერ საქართველოში მიიღო განათლება... ალასაიას უნივერსიტეტში ახალგაზრდა ასაკში გახდა ლექტორი, თუმცა ამას არ დასჯერდა და სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრა... ჯაბა წარმატებული სტუდენტი გამოდგა და ევროპაში ის, ფინანსების კუთხით არაერთ პროექტზე მუშაობდა. როგორც ჩანს სიმღერის ადგილი მის ცხოვრებაში საერთოდ აღარ არის.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ცნობილი წყვილების "პანდემიური" ქორწილები - ვინ დაოჯახდა საქართველოში 2020 წელს

ჩცდ-ის ბაქარის ულამაზესი ქორწილი პანდემიის დროს - ბუბა მირცხულავასა და მისი რჩეულის ქორწინების შთამბეჭდავი ფოტოები

"რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა...გული აწუხებდა" - რა გახდა გოგი ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი