Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა..." - საქალაქო სასამართლო ირაკლი ფირცხალავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა..." - საქალაქო სასამართლო ირაკლი ფირცხალავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­მარ­ტე­ბით, ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში გა­მო­კი­თხვი­სას ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა შე­უძ­ლოდ გახ­და და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა მას სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ აღ­მო­უ­ჩი­ნა. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის კო­ლე­გი­ამ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მოწ­მის სა­ხით ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­კი­თხვის თა­ო­ბა­ზე. მოწ­მე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ უარი გა­ნა­ცხა­და მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვა­ზე.

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­ხუ­რუ­ლი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N9 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ი­მარ­თა. სხდო­მის გახ­სნის­თა­ნა­ვე და­სა­კი­თხმა პირ­მა სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მას - შიმ­ში­ლო­ბას უკვე მე­ო­თხე დღეა მი­მარ­თავს და ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მი­ე­ცა ოჯახ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა მისი ად­ვო­კა­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ მოწ­მის სა­ხით და­სა­კი­თხი პირი შე­უძ­ლოდ გახ­და და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა მას სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ აღ­მო­უ­ჩი­ნა.

ფირ­ცხა­ლა­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სხდო­მა პი­რის და­კი­თხვის გა­რე­შე დას­რულ­და", - ნათ­ქვა­მია სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ფირ­ცხა­ლა­ვას ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა..." - საქალაქო სასამართლო ირაკლი ფირცხალავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა..." - საქალაქო სასამართლო ირაკლი ფირცხალავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ე.წ. მატროსოვის ციხეში გამოკითხვისას ირაკლი ფირცხალავა შეუძლოდ გახდა და პირველადი სამედიცინო დახმარება მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა. საქალაქო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოწმის სახით ირაკლი ფირცხალავას მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ფირცხალავამ უარი განაცხადა მოწმის სახით გამოკითხვაზე.

ირაკლი ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დახურული სასამართლო სხდომა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში გაიმართა. სხდომის გახსნისთანავე დასაკითხმა პირმა სასამართლოს განუცხადა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას უკვე მეოთხე დღეა მიმართავს და ადვოკატის გარეშე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

ირაკლი ფირცხალავას მიეცა ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება მისი ადვოკატით უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულის შემდეგ მოწმის სახით დასაკითხი პირი შეუძლოდ გახდა და პირველადი სამედიცინო დახმარება მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.

ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სხდომა პირის დაკითხვის გარეშე დასრულდა", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

ფირცხალავას ოჯახის ინფორმაციით, მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.