კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას ფიზიკური დაზიანებები აქვს
ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას ფიზიკური დაზიანებები აქვს

კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას ად­ვო­კა­ტის, მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფირ­ცხა­ლა­ვას ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, თუმ­ცა არ იცის და­ვარ­დნის შე­დე­გად მო­უ­ვი­და, თუ ვინ­მემ და­არ­ტყა. ამის შე­სა­ხებ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში ფირ­ცხა­ლა­ვას მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

"მას აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბა თავ­ზე და ფეხ­ზე. გო­ნე­ბა და­კარ­გა და­კი­თხვი­სას, მაგ­რამ ვინ­მემ და­არ­ტყა და იქი­დან აქვს და­ზი­ა­ნე­ბა, თუ წა­იქ­ცა და გო­ნე­ბა რომ და­კარ­გა, მა­შინ გა­უჩ­ნდა, ეს გა­ურ­კვე­ვე­ლია. და­რე­კა სხვა პა­ტი­მარ­მა და გვი­თხრა, რომ ცი­ხე­ში ხელი და­არ­ტყე­სო, თუმ­ცა, რომ შე­ვე­დი და ვე­ლა­პა­რა­კე, ფირ­ცხა­ლა­ვამ მი­თხრა, რომ და­ტყმა და წაქ­ცე­ვა არ ახ­სოვს. ის გა­ი­თი­შა, გო­ნე­ბა და­კარ­გა და როცა გონს მო­ვი­და, ასუ­ლი­ე­რებ­და რამ­დე­ნი­მე პირი. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს თავ­ზე და ფეხ­ზე და და­არ­ტყეს და ისე მი­ი­ღო, თუ წა­იქ­ცა და და­არ­ტყა, თა­ვად არ იცის. არის ად­გილ­ზე კა­მე­რე­ბი და ვი­თხოვთ ამო­ღე­ბას, რომ გა­ვი­გოთ რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და იქ. როცა ცუ­დად გახ­და, და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, მას­თან იყო მო­სა­მარ­თლე, პრო­კუ­რო­რი, მან­და­ტუ­რი, მდი­ვა­ნი და ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ წუ­თებ­ში ფირ­ცხა­ლა­ვას­თან სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იმ­ყო­ფე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას ფიზიკური დაზიანებები აქვს

ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას ფიზიკური დაზიანებები აქვს

კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, ფირცხალავას ფიზიკური დაზიანებები აქვს, თუმცა არ იცის დავარდნის შედეგად მოუვიდა, თუ ვინმემ დაარტყა. ამის შესახებ ველიჯანაშვილმა "ინტერპრესნიუსს" ე.წ. მატროსოვის ციხეში ფირცხალავას მონახულების შემდეგ განუცხადა.

"მას აღენიშნება დაზიანება თავზე და ფეხზე. გონება დაკარგა დაკითხვისას, მაგრამ ვინმემ დაარტყა და იქიდან აქვს დაზიანება, თუ წაიქცა და გონება რომ დაკარგა, მაშინ გაუჩნდა, ეს გაურკვეველია. დარეკა სხვა პატიმარმა და გვითხრა, რომ ციხეში ხელი დაარტყესო, თუმცა, რომ შევედი და ველაპარაკე, ფირცხალავამ მითხრა, რომ დატყმა და წაქცევა არ ახსოვს. ის გაითიშა, გონება დაკარგა და როცა გონს მოვიდა, ასულიერებდა რამდენიმე პირი. დაზიანებები აქვს თავზე და ფეხზე და დაარტყეს და ისე მიიღო, თუ წაიქცა და დაარტყა, თავად არ იცის. არის ადგილზე კამერები და ვითხოვთ ამოღებას, რომ გავიგოთ რეალურად რა მოხდა იქ. როცა ცუდად გახდა, დაკითხვაზე იმყოფებოდა, მასთან იყო მოსამართლე, პროკურორი, მანდატური, მდივანი და ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელი", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში ფირცხალავასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ