საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სურსათის ეროვნული სააგენტო სანელებლების კვლევის შედეგებს აქვეყნებს
სურსათის ეროვნული სააგენტო სანელებლების კვლევის შედეგებს აქვეყნებს

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო სა­ნე­ლებ­ლე­ბის კვლე­ვის შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც სა­ა­გენ­ტოს მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინგს სურ­სათ­ში ტოქ­სი­კუ­რი ელე­მენ­ტე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა­ზე მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ახორ­ცი­ე­ლებს. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის მიზ­ნით, ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც მსხვი­ლი, ასე­ვე მცი­რე სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ობი­ექ­ტე­ბი­დან, მათ შო­რის, აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბი­დან.

"მიმ­დი­ნა­რე წელს, სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბა­ზე კვლე­ვის­თვის, სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის სუ­ნელ-სა­ნე­ლებ­ლის 75 ნი­მუ­ში აი­ღეს და აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­და­აგ­ზავ­ნეს. აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი­დან უკვე გა­მოკ­ვლე­უ­ლია 25, სა­ი­და­ნაც დარ­ღვე­ვა - დად­გე­ნი­ლი ნორ­მის ზღვარს ზე­მოთ ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბა - გა­მოვ­ლინ­და 4 ნი­მუშ­ში. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბა სა­ნე­ლებ­ლებ­ში 5 მი­ლიგ­რამს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს კი­ლოგ­რამ­ში. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვით ტყვი­ის დაშ­ვე­ბულ­ზე მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა აღი­ნიშ­ნა შემ­დეგ სუ­ნელ- სა­ნე­ლებ­ლებ­ში: წი­თე­ლი წი­წა­კა-7,06მგ/კგ; მშრა­ლი აჯი­კა-6,38მგ/კგ; მშრა­ლი აჯი­კა-5,96მგ/კგ; სუ­ნე­ლი-5,60მგ/კგ. გა­მოვ­ლე­ნილ დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­ტარ­დე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც პრო­დუქ­ცი­ის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ბაზ­რი­დან ამო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

2015 წლის 9 სექ­ტემ­ბერს, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო­დან მი­ი­ღო ნიუ-იორ­კის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან გაგ­ზავ­ნილ სა­ნე­ლებ­ლებ­ში ტყვი­ის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის აღ­მო­ჩე­ნის თა­ო­ბა­ზე. სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე გა­ა­ტა­რა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. შე­მოწ­მდა ექ­სპორ­ტი­ო­რი ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბი და სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ობი­ექ­ტე­ბი­დან აღე­ბულ იქნა 29 ნი­მუ­ში, სა­ი­და­ნაც დარ­ღვე­ვა გა­მოვ­ლინ­და ერთ შემ­თხვე­ვა­ში.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო გა­ნაგ­რძობს სა­ნე­ლებ­ლე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვას, რომ­ლის შე­დე­გებ­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია პე­რი­ო­დუ­ლად მი­ე­წო­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

სურსათის ეროვნული სააგენტო სანელებლების კვლევის შედეგებს აქვეყნებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სანელებლების კვლევის შედეგებს აქვეყნებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სანელებლების კვლევის შედეგებს აქვეყნებს. როგორც სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზრის მონიტორინგს სურსათში ტოქსიკური ელემენტების შემცველობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ნიმუშების აღება მიმდინარეობს როგორც მსხვილი, ასევე მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან, მათ შორის, აგრარული ბაზრებიდან.

"მიმდინარე წელს, სააგენტოს სპეციალისტებმა ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის, სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. აღებული ნიმუშებიდან უკვე გამოკვლეულია 25, საიდანაც დარღვევა - დადგენილი ნორმის ზღვარს ზემოთ ტყვიის შემცველობა - გამოვლინდა 4 ნიმუშში. მოქმედი კანონმდებლობით ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში. ჩატარებული კვლევით ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ- სანელებლებში: წითელი წიწაკა-7,06მგ/კგ; მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ; მშრალი აჯიკა-5,96მგ/კგ; სუნელი-5,60მგ/კგ. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას ითვალისწინებს.

2015 წლის 9 სექტემბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საკონსულოდან მიიღო ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის შეტყობინება საქართველოდან გაგზავნილ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენის თაობაზე. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეტყობინების მიღებისთანავე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. შემოწმდა ექსპორტიორი ბიზნესოპერატორები და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულ იქნა 29 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა ერთ შემთხვევაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სანელებლების ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებზეც საზოგადოებას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი