Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება პილოტი, რომლის გმირობის ამბავმა მთელი საქართველო აალაპარაკა
 რას ჰყვება პილოტი, რომლის გმირობის ამბავმა მთელი საქართველო აალაპარაკა

შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის პი­ლო­ტის ბე­სიკ გა­ბი­ა­ნის გმი­რო­ბის ამ­ბავ­მა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აა­ლა­პა­რა­კა. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით რამ­დე­ნი­მე დღის წინ ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რი­დან ორი მე­თევ­ზე გა­მო­იყ­ვა­ნეს. გა­ბი­ა­ნი ბა­თუმ­ში სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას ას­რუ­ლებ­და, რო­დე­საც გა­მო­ი­ძა­ხეს და უთხრეს, რომ ორ მო­ქა­ლა­ქეს დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და. ეკი­პა­ჟი ად­გილ­ზე ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მი­ვი­და... სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. ორი­ვე მე­თევ­ზე ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რი­დან უვ­ნებ­ლად გა­მო­იყ­ვა­ნეს.

ბე­სიკ გა­ბი­ა­ნი შსს-ს რი­გებ­ში 2014 წლი­დან ირი­ცხე­ბა. 21 აპ­რილს, ავი­ა­ცი­ის დღეს შს მი­ნის­ტრმა იგი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი სამ­სა­ხუ­რის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვა. Ambebi.ge ბე­სიკ გა­ბი­ანს ესა­უბ­რა:

- რას ნიშ­ნავს თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რი თქვენ­თვის ?

- ჩემი სამ­სა­ხუ­რი ჩემ­თვის მე­ო­რე სახ­ლია. ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა ყო­ვე­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის წინ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ეს იქ­ნე­ბა სა­მაშ­ვე­ლო თუ სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვა­ლე­ბა, ყო­ვე­ლი და­ვა­ლე­ბა თა­ნა­ბარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ითხოვს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ოჯახს, მყავს დედა, რო­მე­ლიც სვა­ნეთ­ში ცხოვ­რობს, ზა­ფხუ­ლო­ბით იქ არის, ზამ­თარ­ში ჩემ­თან ჩა­მომ­ყავს. მამა გარ­დაც­ვლი­ლია. მყავს მე­უღ­ლე და 3 შვი­ლი. ოჯახ­ში ყვე­ლა ავი­ა­ცი­ის მოყ­ვა­რუ­ლია. ჩემი გო­გო­ნა ავი­ა­მეთ­ვალ­ყუ­რეა, ბიჭი მე­სა­მე კურ­სზეა სა­ა­ვი­ა­ცი­ო­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

- რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ ბოლო ოპე­რა­ცი­ას, რო­მე­ლიც ორი მე­თევ­ზის გა­და­სარ­ჩე­ნად ჩხო­რო­წყუ­ში ჩა­ტარ­და?

- ბა­თუმ­ში სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას ვას­რუ­ლებ­დით, რო­დე­საც გა­მოგ­ვი­ძა­ხეს... გვი­თხრეს, რომ ჩხო­რო­წყუ­ში ორი ადა­მი­ა­ნი მდი­ნა­რე ხო­ბის ნა­პი­რას წყლით იფა­რე­ბო­და და დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­დათ, ფრე­ნი­დან ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას ვი­ყა­ვით. შევ­ხე­დე სი­ტუ­ა­ცი­ას და ცოტა რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. წვიმ­და, ქარი იყო, მაგ­რამ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ ამოგ­ვეყ­ვა­ნა ორი ადა­მი­ა­ნი. როცა ამო­ვიდ­ნენ ვე­რა­ფე­რი თქვეს, იქვე სტა­დი­ონ­ზე დავ­სვი ვერ­ტმფრე­ნი და ნა­თე­სა­ვე­ბი და­ეხ­ვივ­ნენ. ეს არის უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­დე­საც ხე­დავ, რომ ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბა შე­ძე­ლი.

მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

რას ჰყვება პილოტი, რომლის გმირობის ამბავმა მთელი საქართველო აალაპარაკა

 რას ჰყვება პილოტი, რომლის გმირობის ამბავმა მთელი საქართველო აალაპარაკა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პილოტის ბესიკ გაბიანის გმირობის ამბავმა მთელი საქართველო აალაპარაკა. მისი დამსახურებით რამდენიმე დღის წინ ადიდებული მდინარიდან ორი მეთევზე გამოიყვანეს. გაბიანი ბათუმში სამაშველო ოპერაციას ასრულებდა, როდესაც გამოიძახეს და უთხრეს, რომ ორ მოქალაქეს დახმარება ესაჭიროებოდა. ეკიპაჟი ადგილზე ნახევარ საათში მივიდა... სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ორივე მეთევზე ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს.

ბესიკ გაბიანი შსს-ს რიგებში 2014 წლიდან ირიცხება. 21 აპრილს, ავიაციის დღეს შს მინისტრმა იგი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის დააჯილდოვა. Ambebi.ge ბესიკ გაბიანს ესაუბრა:

- რას ნიშნავს თქვენი სამსახური თქვენთვის ?

- ჩემი სამსახური ჩემთვის მეორე სახლია. ეს არის პასუხისმგებლობის შეგრძნება ყოველი დავალების შესრულების წინ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სამაშველო თუ სამოქალაქო დავალება, ყოველი დავალება თანაბარ პასუხისმგებლობას ითხოვს. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მყავს დედა, რომელიც სვანეთში ცხოვრობს, ზაფხულობით იქ არის, ზამთარში ჩემთან ჩამომყავს. მამა გარდაცვლილია. მყავს მეუღლე და 3 შვილი. ოჯახში ყველა ავიაციის მოყვარულია. ჩემი გოგონა ავიამეთვალყურეა, ბიჭი მესამე კურსზეა საავიაციოში.

იხილეთ ვიდეო

- როგორ გაიხსენებთ ბოლო ოპერაციას, რომელიც ორი მეთევზის გადასარჩენად ჩხოროწყუში ჩატარდა?

- ბათუმში სამაშველო ოპერაციას ვასრულებდით, როდესაც გამოგვიძახეს... გვითხრეს, რომ ჩხოროწყუში ორი ადამიანი მდინარე ხობის ნაპირას წყლით იფარებოდა და დახმარება სჭირდებოდათ, ფრენიდან ნახევარ საათში დანიშნულების ადგილას ვიყავით. შევხედე სიტუაციას და ცოტა რთული მდგომარეობა იყო. წვიმდა, ქარი იყო, მაგრამ შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ, რომ ამოგვეყვანა ორი ადამიანი. როცა ამოვიდნენ ვერაფერი თქვეს, იქვე სტადიონზე დავსვი ვერტმფრენი და ნათესავები დაეხვივნენ. ეს არის უდიდესი ბედნიერება, როდესაც ხედავ, რომ ადამიანის დახმარება შეძელი.

მარიამ ლორთქიფანიძე

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი