გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბერშუეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მცოცავ ოკუპაციას განიცდის. 200, 500, 1500, 2000 და ასე დაუსრულებლად... დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზი ყოველწლიურად სხვადასხვა მანძილით აქეთ, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ იწევს. ასეულობით მეტრით გაზრდილ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მიმდინარე წლის ივლისში, კიდევ 3 ახალი რუსული ბანერი და 700 მეტრი მიწა დაემატა. თემას სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ:
ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი:
ცხინვალი დღეს.
ჩვენ ოსებს ჰგონიათ, რომ ამ ათიოდე ხრუშჩოვკის დასაცავად დგას ამხელა რუსის ჯარი იქ.
ქართველების უმრავლესობამ ალბათ არც იცის, სადაა ზუსტდ ცხინვალი რუკაზე და სად ავლებენ რუსები საზღვარს.
უკეთესი ხომ არ იქნებოდა ბარემ აუტობანამდე ჩამოთრეულიყვნენ და გადაეკეტათ, როგორც ეს 2008-ში მოხდა, მაგრამ მოკლე მეხსიერების მქონე ხალხმა დაივიწყა.
იქნებ, ბათუმსა და ქუთაისში რომ ვეღარ ჩავლენ ცოტა მაინც შეწუხებულიყვნენ.
გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯომარე:
ცოტა ისტორიაც გავიხსენოთ.
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების შემდეგ სტალინმა ფინელებისგან რამდენიმე კუნძული და საზღვრის 30 კილომეტრით გადაწევა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ (1939 წლის 30 ნოემბერს) საბჭოთა არმიის ნახევარი მილიონი ჯარისკაცი შეტევაზე გადავიდა. მარშალ მანერჰაიმის თაოსნობით გაცილებით მცირერიცხოვანმა ფინელებმა გადაულახავი წინააღმდეგობა გაუწიეს საბჭოთა ჯარს. უზარმაზარი დანაკარგების (300 ათასი) ფონზე რუსებმა პირდაპირ ჰელსინკის სამოქალაქო ობიექტების მასირებული დაბომბვა დაიწყეს.
საერთაშორისო პროტესტზე სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა განაცხადა, რომ არანაირ დაბომბვას ადგილი არ ჰქონია და რომ რუსების თვითმფრინავები "მოშიმშილე მეზობლებს" მხოლოდ ჰუმანიტარული მისიით საჭმელს უგზავნიდნენ.
ამის პასუხად ფინელებმა თავიანთ თვითნაკეთ ანტისატანკო საშუალებას "მოლოტოვის კოკტეილი" უწოდეს, "სასმელი, რომელიც რუსულ საჭმელთან ერთად უნდა მიირთვა".
კი არაფერი, მაგრამ რაღაცნაირად გულს უხარია, ყველაფერს რომ თავის სახელი ერქმევა ბოლოს მაინც.
პ.ს. დღეს ფინეთი სად არის და რუსეთი სად ამაზე რიცხვებში დავწერ როგორც კი შევძლებ.
ალეკო ელისაშვილი, მერობის კანდიდატი:
საზღვარი გადმოგვიწიეს და ჩვენ არ ვიმჩნევთ. უკვე ავტობანთან 400 მეტრში დაგვიდგეს ახალი "სასაზღვრო ბანერი". ხელისუფლება არ იმჩნევს, ვითომც არაფერი. მთავრობა მარტო პრემია-დანამატების ასაღებად გვყავს როგორც ჩანს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი მოქალაქეების თვალთვალისთვის და წინასაარჩევნო გაყალბების სქემების მოსაფიქრებლად. რამეზე გრძნოობს ეს ხელისუფლება პასუხისმგებლობას? წაგვართვეს ქვეყანა ნელ-ნელა და აღშფოთდით მაინც რომელიმე მინისტრი.
ბუბა კუდავა, ისტორიკოსი:
საზღვარი?
გადმოწიონ,
რა პრობლემაა.
მთავარია,
მიწას ვერ იყიდიან!
მე ან საქართველოს სხვა მოქალაქემ რომ კანონი დავარღვიოთ, ხომ პასუხს ვაგებთ?
და პუტინის ემისრები რომ ოკუპაციის კანონს არღვევენ, თან ღიად და ურცხვად, რატომ არავინ თხოვს პასუხს?
ანუ:
თუ პუტინის საგანგებო და სრულუფლებიანი ემისარი ხარ, შენ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე მეტი ფასი გაქვს!
ამ გზას უკანალისკენ მივყავართ... პირდაპირ!
ვანო გუმბერიძე, სცენარისტი:
ზოგადი გეოგრაფიული მდებარეობით ძალიან გაგვიმართლა ქართველებს.
ჩვენთან არც ისე ცხელა, რომ ხანძრები ჩნდებოდეს და ხალხი სიცხით კვდებოდეს. არც ზამთარში ცივა ისე, რომ გარეთ ვერ გავდიოდეთ. არც მიწისძვრა გვანგრევს მაინცდამაინც, არც
ცუნამი და ტორნადო. არც მწერები, გველები და მტაცებელი ცხოველები გვკლავენ. ზღვაც გვაქვს, მთებიც, ულამაზესი კონტრასტული ბუნება, სტრატეგიული მდებარეობა, მიწა, რომელზეც უგემრიელესი და მრავალფეროვანი საკვები იზრდება და რომელიც საუკეთესო ღვინოს და კანაფს გვაძლევს, არც ევროპიდან ვართ შორს და არც აზიიდან. მოკლედ, გეოგრაფიულად შეიძლება მართლა სამოთხეში ვცხოვრობთ,
ხოდა
ყველა იმ გარემოებათა დედას შე**ი რომლებმაც განაპირობეს, რომ მეზობლად აუცილებლად დიდი, უნორმო, დედამ***ი, გოიმი, საზიზღარი, ცივი, ბოროტი, ყ**ლა, უსამართლო, განუკითხავი, სახიფათო, კორუმპირებული, მიწის ხამი, ღორი ქვეყანა - რუსეთი გვყოლოდა.
პ.ს. მონღოლების დე*** იმხელა იმპერია რომ ამათ დაუტოვეს - თავისზე უარესებს.
რამაზ კემულარია:
რამდენჯერაც ხვდება ერთმანეთს აბაშიძე-კარასინი, იმდენჯერ მიიერთეს ოკუპანტებმა ქართული მიწები... მგონი ანგარიშს აბარებს აბაშიძე კარასინს...
გააუქმეთ ეს გამყიდვლური შეხვედრები, სანამ სრულიად საქართველო არ ჩაუბარებიათ რუსეთისთვის. და კიდევ, რაც შეიძლება ჩუმად ვიყოთ, ხმა არ ამოვიღოთ... სირცხვილია!
გია როინიშვილი, მსახიობი:
ოკუპაციის ხაზი ცენტრალური მაგისტრალიდან 400 მეტრზეა გადმოწეული! ხელისუფლება დუმს!!!
ანიტა რაჭველიშვილი, ოპერის მომღერალი:
ქართველი რომ ხარ და სამშობლო რომ გიყვარს! მეც მზათ ვარ და ჩემი ოჯახიც რომ მანდ დავდგეთ! საქართველოს მთავრობა | Government of Georgia თქვენ იჯექით კარგათ, ჩვენი ფულები ჩაიჯიბეთ და გეგონოთ რომ თქვენი დასასრული ჯერ არ მოსულა! ცოტა დრო დაგრჩათ და ძალიან
ცუდათ დაამთავრებთ, იმიტომ რომ თქვენ სამშობლო გაყიდეთ და ჩვენ ამას არ გაპატიებთ!!!!
მამუკა გამყრელიზე, დიპლომატი:
ვიმოგზაურე ფეისბუკის იმ სივრცეში, სადაც "ისცხრაწელი" დღემდე პირზე აკერიათ. უკიდურესად ცუდი სიტუაციაა. რუსების ოკუპაციის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა: ყველაფერი ნაციონალები ბრალია. ახლა ვეღარაფერი გამოსწორდება. იქაურობას ან ხელისუფლება ან მოქალაქეები რომ გაეკარონ ეს რუსებს განარისხებს და უარესს მოგვიწევენ. თავი რატომ გავწიროთ ? ამიტომ ჯობია ჩუმად ვიყოთ.
არაფერს ვამატებ. განსაკუთრებით ახალგაზრდები გამოირჩევიან ნიჰილიზმით.
ნაცმოს მხარდამჭერები საკუთარ ქვაბში იხარშებიან და ბევრი ვერ ხედავს მათ გარშემო რა ხდება. სამწუხაროდ არაფერი კარგი. ასეთ დროს რამე რადიკალური და ექსტრემალურია საჭირო ამ ბრბოს გამოფხიზლებისთვის. მაგალითად ღმერთის ნატყორცნი მეტეორი ან ტაბურეტკა. სხვა საშველს ვეღარ ვხედავ.
***
რა გვაქვს მშრალ ნარჩენში.
1. ვართ მხდალი ერი, რითიც სარგებლობს ჯერ ჩრდილოელი მეზობელი. მალე სხვებიც ისარგებლებენ;
2. ვინაიდან ვართ მხდალები, საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების დაცვაც არ შეგვიძლია ამიტომ უბრალოდ დავიკიდეთ სახელმწიფო. არ გვექნება სახელმწიფო, არ გვექნება პრობლემებიც;
3. სამაგიეროდ გვაქვს სრულიად გაუმართლებელი პატივმოყვარეობა, რომელსაც ვიკმაყოფილებთ სუსტი და დაუცველი, სრულიად უდანაშაულო ადამიანების ჩაგვრით, რითიც კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ ჩვენს სიმხალეს.
ბუნებაში, ასეთი ორგანიზმები, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი თავის და ტერიტორიის დაცვას, სხვა უფრო ძლიერი ორგანიზმების მსხვერპლნი ხდებიან. ელოდეთ შეტევას ყველა ფრონტიდან. ბუნების კანონია. შეგამჩნიეს სისუსტე? აუცილებლად შეგჭამენ !
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე:
რუსებმა კიდევ გადმოწიეს საზღვარი. ავტობანამდე 400 მეტრი აშორებთ.
შეიძლება მალე ავტობანზეც გადმოვიდნენ და ქვეყანა გაყონ!
სასწრაფოდ ერმა ყველა პრობლემა გვერდზე უნდა გადავდოთ და რამე მოვიმოქმედოთ!
თორნიკე ივაშენკო, ქართული "ვიკიპედიის" თანამშრომელი:
2016 წლის აპრილი იყო. რუსებმა კიდევ ერთხელ გადმოწიეს საოკუპაციო ხაზი. ტელევიზიით აჩვენეს, როგორ გაიყო სოფელი ორად. უნივერსიტეტში დაითქვა, ერთად წავსულიყავით კიდევ ერთხელ გადმოწეულ ხაზთან და გაგვეპროტესტებინა, ხმა ამოგვეღო, რამე გვექნა. ჩვენი უსუსურობა გვახრჩობდა და გვინდოდა ჩვენი თავისთვის მაინც გვქონოდა სათქმელი, რომ რაღაცა გავაკეთეთ, რაღაცას ვეცადეთ. 9 აპრილი გადაწყდა მისვლის თარიღად, სიმბოლურად. ორი მიკროავტობუსით გავედით. გზაში იმის განცდა არავის ჰქონია, რომ რამე შედეგს გამოიღებდა ჩვენი მცდელობა, უბრალოდ სხვანაირად ვერ მოხდებოდა. გვჯეროდა, უმოქმედობაზე უარესი ვეღარაფერი იქნებოდა.
ხაზთან მივედით. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სადაც ჩვენი პოლიციელები იდგნენ. გავშალეთ დროშები, წამოვიწყეთ შეძახილები, ჩარკვიანის "საქართველო". ჩვენ ვაპროტესტებდით მთელი გულით, მთელი არსებით ვებრძოდით უსუსურობას. გვჯეროდა, უმოქმედობაზე უარესი ვერაფერი იქნებოდა.
ნახევარი საათის მისულებიც არ ვიყავით, უკმაყოფილო სოფლელების შეძახილები მოგვესმა. თავიდან მარტო კაცები იყვნენ, მერე მთელი სოფელი მოვიდა ჩვენთან. გვსაყვედურობდნენ და გვეჩხუბებოდნენ. არც კი გესმით, რას აკეთებდო - გვეუბნებოდნენ. თქვენ მიდიხართ და ჩვენ ვრჩებით ამათ პირისპირ, ამის გამო უარეს გვიზამენ, სულ ასეაო. ერთი ქალი მოვიდა, სიტყვებს ჰაერში ისროდა, კონკრეტულად არავის მოგვმართავდა: მეშინია ხალხო, დაძინების მეშინიაო. თქვენ წახვალთ, ჩვენ კი უარესად გაღიზიანებული მტრის წინაშე მარტო ვრჩებითო. მართლები იყვნენ. ჩვენს გულიან შეძახილებს, ჩვენს გამოთქმულ პროტესტს, ჩვენს გაშვებულ გულებს ჰაერში მარტო ერთი შედეგი თუ შეიძლება ჰქონოდა, ამ ყველაზე საშინელი მტრის უარესად გაღიზიანება. მაგრამ ჩვენც მართლები ვიყავით. რადგან აღარ შეგვეძლო, რამე არ გვეღონა. ჩვენი უმოქმედობა გვახრჩობდა და მოქმედებას მოითხოვდა.
არასდროს ისე დიდი ბურთი არ მომწოლია ყელში, ნერწყვს რომ ვერ ყლაპავ და ფილტვებიდან ჰაერს არ უშვებს. არასდროს ისე უმწეოდ და უსუსურად არ მიგრძვნია თავი.
დღესაც იგივე ხდება. რუსებმა კიდევ გადმოწიეს ჩვენს მიწებზე საოკუპაციო ხაზი. დღესაც ისევე მახრჩობს ჩემი უმოქმედობა, როგორც მაშინ. საშინლად მინდა, ისევ მივიდე იმ ხაზთან და ერთიანად ამოვიღო ჩემში დაგროვილი, აუტანელი პროტესტი. მაგრამ ვიცი, რომ უარესი იქნება. იმაზე უარესი იქნება, რაზე უარესიც შეუძლებელია რამე არსებობდეს. მინდა მჯეროდეს, რომ რამის შეცვლა შემიძლია".
წაიკითხეთ ასევე: რეპორტაჟი სოფლიდან, სადაც რუსეთმა ახალი "საზღვარი" გაავლო
ახალი "საზღვარი" გორიდან 20 კილომეტრში - რას შიშობენ გლეხები და რას აკეთებს ხელისუფლება