თბილისში დილიდან ინტენსიურად გაწვიმდა. საქართველოს უმეტეს რაიონებშიც თბილისის მსგავსად დღეს წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. მეტეოროლოგები წვიმის შესუსტებას 8-9 ივლისიდან პროგნოზირებენ, ხოლო 12 ივლისიდან საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
ძლიერმა წვიმამ თბილისში სანიაღვრე სისტემებში წყლის გატარების პრობლემა შექმნა. ამის ერთ-ერთი მაგალითია ნუცუბიძის ფერდობზე გადაღებული ფოტო - მასზე ასახულია ხელოვნურად წარმოქმნილი "ჩანჩქერი", რომელიც კიბეზე მოედინება.
ფოტოები: თენგო კვანტალიანი; ნინა ცინცაძე