პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იშვიათი სახეობის ცხოველები და ფრინველები საქართველოში - უნიკალური კადრები, რომელთაც ფოტომახე იღებს
იშვიათი სახეობის ცხოველები და ფრინველები საქართველოში - უნიკალური კადრები, რომელთაც ფოტომახე იღებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 88 და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ფარ­თო­ბის 8,57%-ს შე­ად­გენს. ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბის ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი ბი­ნად­რო­ბენ, ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა და დაც­ვა.

"და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს" რე­ინ­ჯე­რე­ბი ცხო­ვე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას მუდ­მი­ვად ამოწ­მე­ბენ, გა­რე­მოს ყო­ველ­დღი­უ­რად აკ­ვირ­დე­ბი­ან და სწავ­ლო­ბენ, შემ­დეგ კი შე­სა­ბა­მის დას­კვნებს აკე­თე­ბენ.

დედა დათ­ვი ორი ბე­ლით

სა­ქარ­თვე­ლოს და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე წი­თელ ნუს­ხა­ში (გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი ცხო­ვე­ლე­ბის ნუს­ხა) შე­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ცხო­ვე­ლი ბი­ნად­რობს, რო­მელ­თა დაც­ვაც გან­სა­კუთ­რე­ბით პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­ხე­ო­ბებ­ზე ნა­დი­რო­ბა­ზე ჯა­რი­მე­ბი და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გამ­კაც­რე­ბუ­ლია.

ირე­მი, ლა­გო­დე­ხის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია

შვე­ლი ნუკ­რით, ალ­გე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი

და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს და­გეგ­მვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის, ხა­თუ­ნა წიკ­ლა­უ­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე წი­თელ ნუს­ხა­ში შე­სუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის 66,6% სა­ქარ­თვე­ლოს და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ბი­ნად­რობს, მათ შო­რის:

  • თევ­ზის 88 სა­ხე­ო­ბა,
  • ამ­ფი­ბი­ე­ბის 9 სა­ხე­ო­ბა,
  • რეპ­ტი­ლი­ე­ბის 41 სა­ხე­ო­ბა,
  • ფრინ­ვე­ლე­ბის 313 სა­ხე­ო­ბა,
  • ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის 92 სა­ხე­ო­ბა
  • მცე­ნა­რე­უ­ლო­ბის 4 000-მდე სა­ხე­ო­ბა
"წი­თელ ნუს­ხა­ში გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბი არი­ან, მა­გა­ლი­თად: ფო­ცხვე­რი, ჯიხ­ვი, ნი­ა­მო­რი, კე­თილ­შო­ბი­ლი ირე­მი, კავ­კა­სი­უ­რი შურ­თხი, როჭო, ქურ­ცი­კი ანუ ჯე­ი­რა­ნი, სია საკ­მა­ოდ გრძე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ფრინ­ვე­ლებს, იშ­ვი­ათ სა­ხე­ო­ბებ­ში არი­ან არ­წი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უფრო ვაშ­ლო­ვა­ნი­სა და ჭა­ჭუ­ნას დაც­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბი­ნად­რო­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა მცე­ნა­რე­ებს, მა­გა­ლი­თად, უთხო­ვა­რი­სა და ძელ­ქვას და­სა­ცა­ვად სპე­ცი­ა­ლუ­რა­დაა გა­მო­ყო­ფი­ლი ბა­წა­რა-ბა­ბა­ნე­უ­ლის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი," - გან­მარ­ტავს სპე­ცი­ა­ლის­ტი და დას­ძენს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ა­გენ­ტომ ქურ­ცი­კის ანუ ჯე­ი­რა­ნის ფო­ტო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ისი­ნი შვი­ლებ­თან, ლიკ­ლი­კებ­თან ერ­თად არი­ან ასა­ხულ­ნი.

ქურ­ცი­კე­ბი ნა­ში­ერ­თან, ლიკ­ლი­კებ­თან ერ­თად (ფოტო: ვა­ჟი­კო ყო­ჩი­აშ­ვი­ლი)

მისი თქმით, ქურ­ცი­კე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­შენ­დნენ, თუმ­ცა 90-იან წლებ­ში მათი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან შე­მოყ­ვა­ნა და რე­ინ­ტრო­დუქ­ცია (სა­ხე­ო­ბის აღ­დგე­ნა) პირ­და­პირ ბუ­ნე­ბა­ში გაშ­ვე­ბის გზით გან­ხორ­ცი­ელ­და:

"ეს ქურ­ცი­კე­ბი თა­ვი­სუფ­ლად გა­და­დი­ან აზერ­ბა­ი­ჯან­ში, შემ­დეგ ისევ უკან ბრუნ­დე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა გა­და­შე­ნე­ბულ ცხო­ვე­ლებს, სამ­წუ­ხა­როდ, ესე­ნი ლე­ო­პარ­დე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც თუ­შეთ­სა და კა­ხეთ­ში ბი­ნად­რობ­დნენ, თუმ­ცა ბოლო მათ­გა­ნი 2007 წელს ვაშ­ლო­ვა­ნის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ფიქ­სირ­და, სა­დაც ლე­ო­პარ­დი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრი­დან გად­მო­ვი­და და იქით დაბ­რუნ­და. ამის შემ­დეგ ეს ცხო­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ გვი­ნა­ხავს. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ლე­ო­პარ­დის ბი­ნად­რო­ბა დიდი მიღ­წე­ვა იყო, თუმ­ცა ახლა წი­თელ ნუს­ხა­ში შე­სუ­ლია, რო­გორც გა­და­შე­ნე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლი. გა­და­შე­ნე­ბის მი­ზე­ზია თუ­შეთ­ში, სვა­ნეთ­სა და ხევ­სუ­რეთ­ში მათ­ზე ნა­დი­რო­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ლე­ო­პარ­დებს ატყა­ვებ­დნენ, შემ­დეგ კედ­ლებ­ზე აკ­რავ­დნენ," - გან­მარ­ტავს ხა­თუ­ნა წიკ­ლა­უ­რი.

რო­გორ არ­კვე­ვენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ცხო­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბას?

ალ­ბათ, ბევრ გი­ნა­ხავთ ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში ასა­ხუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი­სა თუ ფრინ­ვე­ლე­ბის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი და ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­მელ­თა გა­და­ღე­ბაც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­შიც მოგჩ­ვე­ნე­ბი­ათ. რე­ა­ლუ­რად, ამ კად­რებს არა ფო­ტოგ­რა­ფე­ბი, არა­მედ ფო­ტო­მა­ხე­ე­ბი იღე­ბენ, რომ­ლებ­საც რე­ინ­ჯე­რე­ბი და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბულ ხე­ებ­ზე, ქვებ­სა სხვა­დას­ხვა მყარ ზე­და­პი­რებ­ზე ერ­თმა­ნე­თის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ამაგ­რე­ბენ.

დათ­ვი, მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კი

"ფო­ტო­ხა­ფან­გე­ბი ორი ტი­პი­საა, მათი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი სენ­სო­რულ მე­ქა­ნიზმს ეყ­რდნო­ბა. ერთი ტი­პის ფო­ტო­ხა­ფან­გი რე­ა­გი­რებს მხო­ლოდ თბილ სხე­უ­ლებ­ზე, რო­მე­ლიც ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა, ერთი არის გა­დამ­ცე­მი, რო­მე­ლიც ამ სხივს უშ­ვებს და მე­ო­რე რო­მე­ლიც იღებს. ამ სხი­ვის ცო­ცხა­ლი არ­სე­ბის მიერ გა­დაკ­ვე­თის დროს ფო­ტო­ხა­ფან­გი ფო­ტოს და ვი­დე­ოს იღებს. მე­ო­რე კი ნე­ბის­მი­ერ მოძ­რავ ობი­ექ­ტზე რე­ა­გი­რებს, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ფოთ­ლის ჩა­მო­ვარ­დნაც გა­და­ი­ღოს, შე­სა­ბა­მი­სად, ეს შე­და­რე­ბით მო­უქ­ნე­ლი მე­ქა­ნიზ­მია," - გან­მარ­ტავს ხა­თუ­ნა წიკ­ლა­უ­რი და დას­ძენს, რომ ფო­ტო­მა­ხე ცხო­ვე­ლის ან ფრინ­ვე­ლის და­ფიქ­სი­რე­ბის­თა­ნა­ვე დი­რექ­ტორს ტე­ლე­ფონ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბას უგ­ზავ­ნის.

და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ფო­ტო­მა­სა­ლის გა­და­ღე­ბის გარ­და, სა­მეც­ნი­ე­რო კველ­ვე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის­თვი­საც ქარ­თველ და უცხო­ელ მეც­ნი­ე­რებს იწ­ვე­ვენ, - "უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში გა­დამფრე­ნი და მო­ბუ­და­რი ფრინ­ვე­ლე­ბი, შავი ზღვის და მსხვი­ლი ძუ­ძუმ­წო­ვა­რა ცხო­ვე­ლე­ბი აღი­რი­ცხა, რაც შე­ე­ხე­ბა მე­თოდს, ის სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია. მა­გა­ლი­თად, კე­თილ­შო­ბილ ირ­მებს მყვი­რა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ვით­ვლით. რო­დე­საც ად­მი­ნის­ტრა­ცია რე­ინ­ჯე­რებ­თან ერ­თად მარ­შრუ­ტებ­ზე გა­დის, ირე­მის გა­და­ად­გილ­დე­ბის არე­ა­ლებ­ში მათი ხმე­ბი და ნა­ფე­ხუ­რე­ბი ით­ვლე­ბა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მუ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით დო­მი­ნან­ტი და ჩუმი ხა­რე­ბის და­ან­გა­რი­შე­ბა ხდე­ბა" - გან­მარ­ტავს ხა­თუ­ნა წიკ­ლა­უ­რი.

ყაზ­ბე­გის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი

რაც შე­ე­ხე­ბა და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე დამ­სვე­ნე­ბელ­თა ქცე­ვის წე­სებს, გარ­და ნა­დი­რო­ბი­სა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბის დაყ­რი­სა, მათ ხმა­უ­რი და ცხო­ვე­ლე­ბის­თვის დის­კომ­ფორ­ტის შექ­მნა ეკ­რძა­ლე­ბათ.

ფო­ტო­ე­ბი: და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დი­დან

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

იშვიათი სახეობის ცხოველები და ფრინველები საქართველოში - უნიკალური კადრები, რომელთაც ფოტომახე იღებს

იშვიათი სახეობის ცხოველები და ფრინველები საქართველოში - უნიკალური კადრები, რომელთაც ფოტომახე იღებს

საქართველოში სულ 88 დაცული ტერიტორიაა, რაც საქართველოს სრული ფართობის 8,57%-ს შეადგენს. ამ ტერიტორიებზე იშვიათი სახეობის ცხოველები და ფრინველები ბინადრობენ, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გადაშენების პირას მყოფი მცენარეების მოვლა და დაცვა.

"დაცული ტერიტორიების სააგენტოს" რეინჯერები ცხოველების მდგომარეობას მუდმივად ამოწმებენ, გარემოს ყოველდღიურად აკვირდებიან და სწავლობენ, შემდეგ კი შესაბამის დასკვნებს აკეთებენ.

დედა დათვი ორი ბელით

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წითელ ნუსხაში (გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ნუსხა) შესული რამდენიმე სახეობის ცხოველი ბინადრობს, რომელთა დაცვაც განსაკუთრებით პრიორიტეტულია, შესაბამისად, ამ სახეობებზე ნადირობაზე ჯარიმები და რეგულაციები გამკაცრებულია.

ირემი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია

შველი ნუკრით, ალგეთის ეროვნული პარკი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ბუნებრივი რესურსების მთავარი სპეციალისტის, ხათუნა წიკლაურის თქმით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წითელ ნუსხაში შესული სახეობების 66,6% საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს, მათ შორის:

  • თევზის 88 სახეობა,
  • ამფიბიების 9 სახეობა,
  • რეპტილიების 41 სახეობა,
  • ფრინველების 313 სახეობა,
  • ძუძუმწოვრების 92 სახეობა
  • მცენარეულობის 4 000-მდე სახეობა
"წითელ ნუსხაში გადაშენების პირას მყოფი ძუძუმწოვრები არიან, მაგალითად: ფოცხვერი, ჯიხვი, ნიამორი, კეთილშობილი ირემი, კავკასიური შურთხი, როჭო, ქურციკი ანუ ჯეირანი, სია საკმაოდ გრძელია. რაც შეეხება ფრინველებს, იშვიათ სახეობებში არიან არწივები, რომლებიც უფრო ვაშლოვანისა და ჭაჭუნას დაცვის ტერიტორიაზე ბინადრობენ. რაც შეეხება მცენარეებს, მაგალითად, უთხოვარისა და ძელქვას დასაცავად სპეციალურადაა გამოყოფილი ბაწარა-ბაბანეულის დაცული ტერიტორიები," - განმარტავს სპეციალისტი და დასძენს, რომ ბოლო პერიოდში სააგენტომ ქურციკის ანუ ჯეირანის ფოტოები გაავრცელა, სადაც ისინი შვილებთან, ლიკლიკებთან ერთად არიან ასახულნი.

ქურციკები ნაშიერთან, ლიკლიკებთან ერთად (ფოტო: ვაჟიკო ყოჩიაშვილი)

მისი თქმით, ქურციკები საქართველოში გადაშენდნენ, თუმცა 90-იან წლებში მათი აზერბაიჯანიდან შემოყვანა და რეინტროდუქცია (სახეობის აღდგენა) პირდაპირ ბუნებაში გაშვების გზით განხორციელდა:

"ეს ქურციკები თავისუფლად გადადიან აზერბაიჯანში, შემდეგ ისევ უკან ბრუნდებიან. რაც შეეხება სხვა გადაშენებულ ცხოველებს, სამწუხაროდ, ესენი ლეოპარდები არიან, რომლებიც თუშეთსა და კახეთში ბინადრობდნენ, თუმცა ბოლო მათგანი 2007 წელს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ლეოპარდი აზერბაიჯანის საზღვრიდან გადმოვიდა და იქით დაბრუნდა. ამის შემდეგ ეს ცხოველი საქართველოში აღარ გვინახავს. საქართველოსთვის ლეოპარდის ბინადრობა დიდი მიღწევა იყო, თუმცა ახლა წითელ ნუსხაში შესულია, როგორც გადაშენებული ცხოველი. გადაშენების მიზეზია თუშეთში, სვანეთსა და ხევსურეთში მათზე ნადირობა. ადგილობრივები ლეოპარდებს ატყავებდნენ, შემდეგ კედლებზე აკრავდნენ," - განმარტავს ხათუნა წიკლაური.

როგორ არკვევენ სპეციალისტები ცხოველთა რაოდენობას?

ალბათ, ბევრ გინახავთ ველურ ბუნებაში ასახული ცხოველებისა თუ ფრინველების ფოტოსურათები და ვიდეოკადრები, რომელთა გადაღებაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშიც მოგჩვენებიათ. რეალურად, ამ კადრებს არა ფოტოგრაფები, არამედ ფოტომახეები იღებენ, რომლებსაც რეინჯერები დაცულ ტერიტორიებზე არსებულ ხეებზე, ქვებსა სხვადასხვა მყარ ზედაპირებზე ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს ამაგრებენ.

დათვი, მტირალას ეროვნული პარკი

"ფოტოხაფანგები ორი ტიპისაა, მათი მუშაობის პრინციპი სენსორულ მექანიზმს ეყრდნობა. ერთი ტიპის ფოტოხაფანგი რეაგირებს მხოლოდ თბილ სხეულებზე, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, ერთი არის გადამცემი, რომელიც ამ სხივს უშვებს და მეორე რომელიც იღებს. ამ სხივის ცოცხალი არსების მიერ გადაკვეთის დროს ფოტოხაფანგი ფოტოს და ვიდეოს იღებს. მეორე კი ნებისმიერ მოძრავ ობიექტზე რეაგირებს, რომელმაც შეიძლება ფოთლის ჩამოვარდნაც გადაიღოს, შესაბამისად, ეს შედარებით მოუქნელი მექანიზმია," - განმარტავს ხათუნა წიკლაური და დასძენს, რომ ფოტომახე ცხოველის ან ფრინველის დაფიქსირებისთანავე დირექტორს ტელეფონზე შეტყობინებას უგზავნის.

დაცულ ტერიტორიებზე ფოტომასალის გადაღების გარდა, სამეცნიერო კველვებიც მიმდინარეობს, რისთვისაც ქართველ და უცხოელ მეცნიერებს იწვევენ, - "უკანასკნელ პერიოდში გადამფრენი და მობუდარი ფრინველები, შავი ზღვის და მსხვილი ძუძუმწოვარა ცხოველები აღირიცხა, რაც შეეხება მეთოდს, ის სხვადასხვანაირია. მაგალითად, კეთილშობილ ირმებს მყვირალობის პერიოდში ვითვლით. როდესაც ადმინისტრაცია რეინჯერებთან ერთად მარშრუტებზე გადის, ირემის გადაადგილდების არეალებში მათი ხმები და ნაფეხურები ითვლება და სპეციალური ფორმულების მეშვეობით დომინანტი და ჩუმი ხარების დაანგარიშება ხდება" - განმარტავს ხათუნა წიკლაური.

ყაზბეგის ეროვნული პარკი

რაც შეეხება დაცულ ტერიტორიებზე დამსვენებელთა ქცევის წესებს, გარდა ნადირობისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრისა, მათ ხმაური და ცხოველებისთვის დისკომფორტის შექმნა ეკრძალებათ.

ფოტოები: დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფეისბუქის გვერდიდან

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

"წლის დაგვირგვინება..." - პატრული ხელის მოსაწერად პირდაპირ სამოქმედო კვადრატიდან მივიდა (ფოტო)

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

“33 წლამდე ასაკის კაცები უსარგებლოები არიან“ - ჯენიფერ ლოპესი