მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაფუჭებული რობინ ჰუდი - "უოლ სტრიტის მგლის" რეალური ისტორია
გაფუჭებული რობინ ჰუდი - "უოლ სტრიტის მგლის" რეალური ისტორია

მარ­ტინ სკორ­სე­ზეს ფილ­მი "უოლ სტრი­ტის მგე­ლი" უამ­რავ­მა კრი­ტი­კოს­მა ბოლო წლებ­ში რე­ჟი­სო­რის სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რად და ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რი­ოს სა­უ­კე­თე­სო რო­ლად მო­ნათ­ლა.

ფი­ნან­სისტ-თაღ­ლი­თე­ბის ის­ტო­რი­ა­ში აი­რია სექ­სი, ნარ­კო­ტი­კე­ბი და ფული. სი­უ­ჟე­ტი ჯორ­დან ბელ­ფორ­ტის მე­მუ­ა­რებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც საბ­რო­კე­რო ფირ­მა­ში Stratton Oakmont თა­ვის ვნე­ბა­თა­ღელ­ვით აღ­სავ­სე კა­რი­ე­რა­ზე მოგ­ვი­თხრობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკორ­სე­ზე და დი კაპ­რიო ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის მა­ქი­ნა­ცი­ებ­ზე მე­ტად უსირ­ცხვი­ლო ჰე­დო­ნიზ­მის დე­მონ­სტრი­რე­ბით იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ფილმში ზუს­ტად არის გად­მო­ცე­მუ­ლი ბელ­ფორ­ტის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ Forbes-ის ფურ­ცლებ­ზე და­ი­ბეჭ­და. სტა­ტი­ის ავ­ტორ­მა რო­უ­ლა ჰა­ლაფ­მა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად Financial Times-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ყო­ფი­ლე­ბის რე­დაქ­ტო­რია, ბელ­ფორ­ტს "გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი რო­ბინ ჰუდი" უწო­და, რო­მე­ლიც "მდი­დარს არ­თმევს და სა­კუ­თარ თავ­სა და ბრო­კე­რე­ბის მხი­ა­რულ შანტრა­ბას აძ­ლევს".

23 წლის ასაკ­ში ჯორ­დან ბელ­ფორ­ტი ერთი სახ­ლი­დან მე­ო­რე­ში გა­და­დი­ო­და და ნიუ იორ­კის ლონგ-აი­ლენდში ხორცსა და ზღვის პრო­დუქ­ტებს ჰყიდ­და, თუმ­ცა გამ­დიდ­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბა არას­დროს მი­უ­ტო­ვე­ბია. უკვე რამ­დე­ნი­მე თვე­ში მას სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბის ქსე­ლი ჰქონ­და, კვი­რა­ში 5 000 ფუნ­ტი ხორ­ცი­სა და თევ­ზის მი­წო­დე­ბას ახერ­ხებ­და. ბელ­ფორ­ტი ძალ­ზედ სწრა­ფად ფარ­თოვ­დე­ბო­და, მაგ­რამ კა­პი­ტა­ლი არ ჰყოფ­ნი­და. 25 წლის ასაკ­ში "უოლ სტრი­ტის მგელ­მა" თავი გა­კოტ­რე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბელ­ფორ­ტმა უფრო ლიკ­ვი­დუ­რი სა­ქონ­ლის მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და აქ­ცი­ე­ბი იპო­ვა. სტე­ი­კე­ბი თუ აქ­ცი­ე­ბი - მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი დიდ გან­სხვა­ვე­ბას ვერ ხე­დავ­და.

80-იანი წლე­ბის და­სას­რულს უოლ სტრი­ტის ვუნ­დერ­კინ­დი "სა­ნაგ­ვე აქ­ცი­ე­ბის" გა­ყიდ­ვე­ბით გამ­დიდ­რდა: გა­ყიდ­ვე­ბის ნამ­დვილ­მა გე­ნი­ოს­მა, თა­ვად ის­წავ­ლა და მერე თა­ვის ბრო­კე­რებს კომ­პა­ნი­ი­დან Stratton Oakmont ას­წავ­ლა, რო­გორ მი­ე­ყი­და დიდი პარ­ტი­ე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ნა­გა­ვი მდი­და­რი კლი­ენ­ტე­ბის­თვის.

ასე, მა­გა­ლი­თად, ერთხელ სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ით Nova Capital (შემ­დგომ­შიVisual Equities) და­ინ­ტე­რეს­და, რო­მელ­საც არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე ინ­ვეს­ტო­რი აკონ­ტრო­ლებ­და. 1989 წელს ბელ­ფორ­ტმა Nova-ს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის დიდი პარ­ტია შე­ი­ძი­ნა - თითო 1 დო­ლა­რად. "გა­ფუ­ჭე­ბულ­მა რო­ბინ ჰუდ­მა" 2,50 დო­ლა­რი­დან 2,75 დო­ლა­რამ­დე ღი­რე­ბუ­ლე­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­მო­ი­ყე­ნა და ინ­ვეს­ტო­რებს თა­ვი­დან 5 დო­ლა­რად მიჰ­ყი­და, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი მათი ფასი 9 დო­ლა­რამ­დე ავარ­და. იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ იზ­რდე­ბო­და აქ­ცი­ე­ბის ფასი, ბელ­ფორ­ტი დარ­ჩე­ნილ სერ­ტი­ფი­კა­ტებს იყე­ნებ­და და ქა­ღალ­დებს ყიდ­და.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გაფუჭებული რობინ ჰუდი - "უოლ სტრიტის მგლის" რეალური ისტორია

გაფუჭებული რობინ ჰუდი - "უოლ სტრიტის მგლის" რეალური ისტორია

მარტინ სკორსეზეს ფილმი "უოლ სტრიტის მგელი" უამრავმა კრიტიკოსმა ბოლო წლებში რეჟისორის საუკეთესო ნამუშევრად და ლეონარდო დი კაპრიოს საუკეთესო როლად მონათლა.

ფინანსისტ-თაღლითების ისტორიაში აირია სექსი, ნარკოტიკები და ფული. სიუჟეტი ჯორდან ბელფორტის მემუარებზეა დაფუძნებული, რომელშიც საბროკერო ფირმაში Stratton Oakmont თავის ვნებათაღელვით აღსავსე კარიერაზე მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ სკორსეზე და დი კაპრიო ფასიანი ქაღალდების მაქინაციებზე მეტად უსირცხვილო ჰედონიზმის დემონსტრირებით იყვნენ დაინტერესებული, ფილმში ზუსტად არის გადმოცემული ბელფორტის ერთ-ერთი პირველი გამოაშკარავება, რომელიც ჟურნალ Forbes-ის ფურცლებზე დაიბეჭდა. სტატიის ავტორმა როულა ჰალაფმა, რომელიც ამჟამად Financial Times-ის საერთაშორისო განყოფილების რედაქტორია, ბელფორტს "გაფუჭებული რობინ ჰუდი" უწოდა, რომელიც "მდიდარს ართმევს და საკუთარ თავსა და ბროკერების მხიარულ შანტრაბას აძლევს".

23 წლის ასაკში ჯორდან ბელფორტი ერთი სახლიდან მეორეში გადადიოდა და ნიუ იორკის ლონგ-აილენდში ხორცსა და ზღვის პროდუქტებს ჰყიდდა, თუმცა გამდიდრებაზე ოცნება არასდროს მიუტოვებია. უკვე რამდენიმე თვეში მას სატვირთო გადაზიდვების ქსელი ჰქონდა, კვირაში 5 000 ფუნტი ხორცისა და თევზის მიწოდებას ახერხებდა. ბელფორტი ძალზედ სწრაფად ფართოვდებოდა, მაგრამ კაპიტალი არ ჰყოფნიდა. 25 წლის ასაკში "უოლ სტრიტის მგელმა" თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

მოგვიანებით, ბელფორტმა უფრო ლიკვიდური საქონლის მოძიება დაიწყო და აქციები იპოვა. სტეიკები თუ აქციები - მიზანდასახული ბიზნესმენი დიდ განსხვავებას ვერ ხედავდა.

80-იანი წლების დასასრულს უოლ სტრიტის ვუნდერკინდი "სანაგვე აქციების" გაყიდვებით გამდიდრდა: გაყიდვების ნამდვილმა გენიოსმა, თავად ისწავლა და მერე თავის ბროკერებს კომპანიიდან Stratton Oakmont ასწავლა, როგორ მიეყიდა დიდი პარტიებით ნებისმიერი ნაგავი მდიდარი კლიენტებისთვის.

ასე, მაგალითად, ერთხელ საინვესტიციო კომპანიით Nova Capital (შემდგომშიVisual Equities) დაინტერესდა, რომელსაც არცთუ სახარბიელო საქმიანი რეპუტაციის მქონე ინვესტორი აკონტროლებდა. 1989 წელს ბელფორტმა Nova-ს სერტიფიკატების დიდი პარტია შეიძინა - თითო 1 დოლარად. "გაფუჭებულმა რობინ ჰუდმა" 2,50 დოლარიდან 2,75 დოლარამდე ღირებულების სერტიფიკატების დიდი ნაწილი გამოიყენა და ინვესტორებს თავიდან 5 დოლარად მიჰყიდა, დროთა განმავლობაში კი მათი ფასი 9 დოლარამდე ავარდა. იმის მიხედვით, თუ როგორ იზრდებოდა აქციების ფასი, ბელფორტი დარჩენილ სერტიფიკატებს იყენებდა და ქაღალდებს ყიდდა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი