საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი "საზღვარი" გორიდან 20 კილომეტრში - რას შიშობენ გლეხები და რას აკეთებს ხელისუფლება
ახალი "საზღვარი" გორიდან 20 კილომეტრში - რას შიშობენ გლეხები და რას აკეთებს ხელისუფლება

ბოლო დღე­ე­ბია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა კი­დევ ერთხელ არის მი­პყრო­ბი­ლი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნის­კენ - რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ამ­ჯე­რად გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბერ­შუ­ეთ­თან დად­გეს "სა­ზღვრის" აღმნიშ­ვნე­ლი ახა­ლი ბა­ნე­რი - "სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა".

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს მიღ­მა მო­ექ­ცა რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, უც­ნო­ბია, შეძ­ლე­ბენ თუ არა ქარ­თვე­ლი გლე­ხე­ბი მათი მი­წე­ბი­დან მო­სავ­ლის აღე­ბას...

სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი ერგნეთ­ში, ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბის და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­ზე, 11 ივ­ლისს გა­ნი­ხი­ლე­ბა.

თუმ­ცა, მა­ნამ­დე ბერ­შუ­ე­თე­ლი ფერ­მე­რის, გია ხო­დე­ლის ბედს იზი­ა­რებს არა­ერ­თი იქა­უ­რი მცხოვ­რე­ბი. გა­სულ წლებ­ში მათი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი, სა­დაც მათ შე­მო­სა­ვა­ლი უნდა აე­ღოთ, ე.წ. სა­ზღვრის მიღ­მა მო­აქ­ცი­ეს.

ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ქარ­თვე­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი "სა­ზღვრის" აღმნიშ­ვნე­ლი არა­ერ­თი ბა­ნე­რი ახ­სოვს, რო­მე­ლიც მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გად თან­და­თან ცხინ­ვა­ლის დე ფაქ­ტო მხა­რეს აღ­მო­ჩე­ნი­ლა. ხო­დე­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ე.წ. სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გად­მო­წე­ვით 10 ჰექ­ტარ­ზე მეტი მიწა იკარ­გე­ბა.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვა გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში შარ­შა­ნაც იყო. რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სო­ბი­სი­სა და ბერ­შუ­ე­თის მი­წის ნაკ­ვე­თებ­ში "სა­სა­ზღვრო" ბა­ნე­რე­ბით ჯერ 10 ჰექ­ტა­რი მიწა მი­ი­ტა­ცეს. ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხო­დელ­მა ჯამ­ში, 20 ჰექ­ტა­რი მიწა და­კარ­გა. ბერ­შუ­ე­თე­ლი გლე­ხე­ბი და მი­წის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი ში­შო­ბენ, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მდე­ბა­რე მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი მთლი­ა­ნად და­ი­კარ­გე­ბა.

რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა შიდა ქარ­თლში ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყეს. გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბერ­შუ­ეთ­თან, კერ­ძო მო­სახ­ლე­ე­ბის ქე­რის ყა­ნა­ში ახა­ლი ბა­ნე­რე­ბი გაჩ­ნდა წარ­წე­რით - "სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა".

ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბა რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ამის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ მა­ის­ში ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ვით სა­ნა­კო­ე­ვი სა­უბ­რობ­და. მან ერგნეთ­ში ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე ამის შე­სა­ხებ პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და, რა დრო­საც ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ "სა­ზღვრის ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბა ზა­ფხუ­ლის­თვის იყო და­გეგ­მი­ლი". სა­ვა­რა­უ­დო მი­მარ­თუ­ლე­ბად, ზნა­უ­რის მხა­რე და­ა­სა­ხე­ლა, თუმ­ცა, რა­ტომ­ღაც მი­მარ­თუ­ლე­ბა შეც­ვა­ლეს და გა­ფარ­თო­ე­ბა გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­კენ აი­ღეს გეზი.

შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, - "გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის­თა­ნა­ვე, სა­მი­ნის­ტროს ჰქონ­და მყი­სი­ე­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ყვე­ლა პარტნი­ორ­თან. მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზეც ით­ქვა, რომ ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­გორც უსაფრ­თხო­ე­ბის, ისე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რად­გან სი­ტუ­ა­ცი­ის კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დე­ბა". მი­სი­ვე თქმით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროც არის ჩარ­თუ­ლი.

დიპ­ლო­მა­ტი­ურ უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ქარ­თულ­მა მხა­რემ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. კონ­კრე­ტუ­ლად, სა­უ­ბა­რია ვე­ნა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის გა­და­ხედ­ვის ეუ­თოს ყო­ველ­წლი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ე­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზუ­რაბ აბა­ში­ძე სო­ფელ ბერ­შუ­ეთ­სა და ზემო სო­ბის­ში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ლის გად­მო­წე­ვის შე­სა­ხებ ბრი­უ­სელ­ში ისა­უბ­რებს. ზუ­რაბ აბა­ში­ძე და და­ვით დონ­დუა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდე­ბი­ან.

ზუ­რაბ აბა­ში­ძე, ბრი­უ­სე­ლი­დან პრა­ღა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, გრი­გო­რი კა­რა­სინს შეხ­ვდე­ბა. აბა­ში­ძე ამ­ბობს, რომ კა­რა­სინ­თან შეხ­ვედ­რი­სას ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი ერთ-ერთი მთა­ვა­რი გან­სა­ხილ­ვე­ლი თემა იქ­ნე­ბა. – "ჩვენ მარ­ტო 500 მეტრს არ ვე­და­ვე­ბით და 200 მეტრს, ჩვენ რუ­სეთ­თან გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი და ადრე თუ გვი­ან მე იმე­დი მაქვს, რომ მო­ვაგ­ვა­რებთ", - აცხა­დებ ზუ­რაბ აბა­ში­ძე.

სო­ფე­ლი ბერ­შუ­ე­თი მდი­ნა­რე ბერ­შუ­ე­თის სა­ნა­პი­რო­ზე, ქა­ლაქ გო­რი­დან 20 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს... რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა ეს შეხ­ვედ­რა ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვის და ბა­ნე­რე­ბის დე­მონ­ტა­ჟის წი­ნა­პი­რო­ბა, ამის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ახალი "საზღვარი" გორიდან 20 კილომეტრში - რას შიშობენ გლეხები და რას აკეთებს ხელისუფლება

ახალი "საზღვარი" გორიდან 20 კილომეტრში - რას შიშობენ გლეხები და რას აკეთებს ხელისუფლება

ბოლო დღეებია ქართული საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ არის მიპყრობილი კონფლიქტის ზონისკენ - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ამჯერად გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან დადგეს "საზღვრის" აღმნიშვნელი ახალი ბანერი - "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა".

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების სასოფლო-სამეურნეო სავარგული. შესაბამისად, უცნობია, შეძლებენ თუ არა ქართველი გლეხები მათი მიწებიდან მოსავლის აღებას...

სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების დაგეგმილ შეხვედრაზე, 11 ივლისს განიხილება.

თუმცა, მანამდე ბერშუეთელი ფერმერის, გია ხოდელის ბედს იზიარებს არაერთი იქაური მცხოვრები. გასულ წლებში მათი მიწის ნაკვეთები, სადაც მათ შემოსავალი უნდა აეღოთ, ე.წ. საზღვრის მიღმა მოაქციეს.

ქართულ საზოგადოებას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ქართველების მიწის ნაკვეთებში დამონტაჟებული "საზღვრის" აღმნიშვნელი არაერთი ბანერი ახსოვს, რომელიც მცოცავი ოკუპაციის შედეგად თანდათან ცხინვალის დე ფაქტო მხარეს აღმოჩენილა. ხოდელის შემთხვევაში, ე.წ. საოკუპაციო ხაზის გადმოწევით 10 ჰექტარზე მეტი მიწა იკარგება.

მსგავსი შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შარშანაც იყო. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სობისისა და ბერშუეთის მიწის ნაკვეთებში "სასაზღვრო" ბანერებით ჯერ 10 ჰექტარი მიწა მიიტაცეს. ამ ორი წლის განმავლობაში ხოდელმა ჯამში, 20 ჰექტარი მიწა დაკარგა. ბერშუეთელი გლეხები და მიწის მეპატრონეები შიშობენ, რომ დროთა განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთები მთლიანად დაიკარგება.

რუსმა მესაზღვრეებმა შიდა ქართლში ბორდერიზაციის ახალი ეტაპი დაიწყეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან, კერძო მოსახლეების ქერის ყანაში ახალი ბანერები გაჩნდა წარწერით - "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა".

ბორდერიზაციის პროცესის განახლება რომ მოსალოდნელი იყო, ამის შესახებ ჯერ კიდევ მაისში ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი დავით სანაკოევი საუბრობდა. მან ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ამის შესახებ პირდაპირ განაცხადა, რა დროსაც ისიც აღნიშნა, რომ "საზღვრის ბორდერიზაციის პროცესის განახლება ზაფხულისთვის იყო დაგეგმილი". სავარაუდო მიმართულებად, ზნაურის მხარე დაასახელა, თუმცა, რატომღაც მიმართულება შეცვალეს და გაფართოება გორის მუნიციპალიტეტისკენ აიღეს გეზი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, - "განცხადების გაკეთებისთანავე, სამინისტროს ჰქონდა მყისიერი კომუნიკაცია ყველა პარტნიორთან. მომდევნო შეხვედრაზეც ითქვა, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია, როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, რადგან სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმდება". მისივე თქმით, ამ მიმართულებით, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროც არის ჩართული.

დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობას ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდა. კონკრეტულად, საუბარია ვენაში უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთოს ყოველწლიურ კონფერენციაზე.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზურაბ აბაშიძე სოფელ ბერშუეთსა და ზემო სობისში რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შესახებ ბრიუსელში ისაუბრებს. ზურაბ აბაშიძე და დავით დონდუა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ზურაბ აბაშიძე, ბრიუსელიდან პრაღაში გაემგზავრება, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდება. აბაშიძე ამბობს, რომ კარასინთან შეხვედრისას ბორდერიზაციის პროცესი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება. – "ჩვენ მარტო 500 მეტრს არ ვედავებით და 200 მეტრს, ჩვენ რუსეთთან გაცილებით უფრო დიდი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი და ადრე თუ გვიან მე იმედი მაქვს, რომ მოვაგვარებთ", - აცხადებ ზურაბ აბაშიძე.

სოფელი ბერშუეთი მდინარე ბერშუეთის სანაპიროზე, ქალაქ გორიდან 20 კილომეტრში მდებარეობს... რამდენად იქნება ეს შეხვედრა ვითარების განმუხტვის და ბანერების დემონტაჟის წინაპირობა, ამის შესახებ ჯერჯერობით პასუხი არ არსებობს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე