გია მაისაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ქართველთა მარშისა" და მცოცავი ოკუპაციის თემას ეხმაურება:
"თბილისში რომ ვიყო, პლეხანოვზე კი არ დავიწყებდი სირბილს და მკერდზე ყალბად მჯიღის ცემას, მთავრობას მოსთხოვეთ, რომ სამართლებრივად და ცივილიზებულად გადაჭრას პრობლემა, ქვეყნის სასარგებლოდ და ადამიანის ღირსების დაცვით, თუ ეგეთი მაგრები ხართ. ქართული მარში და საყოველთაო პრესინგი კი რუსების მავთულხლართებს სჭირდება. მე იქ წავიდოდი, ოღონდ ხალხს არ წავიყვანდი, ვერ ავიღებდი რუსებისგან შესაძლო სისხლის დაღვრის პასუხისმგებლობას თავზე. მარტო მივიდოდი, ევრო დელეგაციას გავაფრთხილებდი და ისე, თუ რუსი ისვრის, ჩემს სისხლზე მე ვარ პასუხისმგებელი. ასეთი სიკვდილით, ღიმილიანი მიუვიდოდი მამაჩემსაც და ჩემს გიგო პაპასაც იმ ქვეყნად - ორივე რუსეთის მუხანათობას ებრძოდა მთელი ცხოვრება. თან, ჩემს პატარა შალვას დავტოვებდი მამით ამაყს მუდამ. პლეხანოვზე ეგზალტირებული ჩავლა დიდი ვჟკაცობა არ მგონია რაღაც. ვაჟკაცობა და ქვეყნის სიყვარული მაღალ პროფესიონალიზმშია, მრავალი წლის მანძილზე, ბავშვობიდან ყოველდღიური მიზანმიმართული და გააზრებული შრომაა და არა გაჭირვებული ხალხის ინსტიქტებზე თამაში და ძალათ ძველბიჭობა. ჩემი ხალხი უფრო მეტია ვიდრე უმი ხორცის მომლოდინე ცხოველთა ხროვა. სიბრძნე და გამბედაობა, არა ამჩატება და ქვეშაფსიობა. აი, ეს ეკადრება ჩვენს შვილებს".