რა ღირს ბინები საქართველოს სამ დიდ ქალაქში: ბათუმის, ქუთაისისა და თელავის უძრავი ქონების ფასები

რა ღირს ბინები საქართველოს სამ დიდ ქალაქში: ბათუმის, ქუთაისისა და თელავის უძრავი ქონების ფასები

პირველი ივლისიდან ფასის ლარით მითითება სავალდებულო გახდა. წესის დარღვევის შემთვევაში მეწარმე პირველ ჯერზე გაფრთხილებას მიიღებს, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარი იქნება, შემდეგ კი 5000 ლარამდე გაიზრდება.

ლარიზაციის შემდეგ უძრავი ქონების გაძვირებას ვარაუდობენ ექსპერტები. როგორც უძრავი ქონების ბიზნესით დაკავებული ადამიანები ამბობენ, საშუალოფასიანი ბინები თბილისში, დაახლოებით 8 000 ლარით გაძვირდება, რაც რეალიზაციას შეამცირებს.

დედაქალაქში ბინებისა და კერძო სახლების ფასებზე არაერთხელ დაგვიწერია, ამჯერად AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორი ფასებია რეგიონებში უძრავი ქონების ბაზარზე.

ბათუმი

თბილისის შემდეგ უძრავი ქონების ფასი ყველაზე მაღალი აჭარის ცენტრში - ბათუმშია, რომელიც დედაქალაქიდან 350 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრი და ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია. ფასები ბათუმშიც თბილისის მსგავსად, ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება. რა თქმა უნდა, ცენტრალურ ქუჩებში, ბულვართან და ზღვასთან ახლოს ფასი ბევრად მაღალია.

ბათუმი, რუსთაველის ქუჩა

ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველზე, ერთი კვადრატულის ფასი ყველაზე მაღალია - 1800 ლარიდან იწყება და შეიძლება 6000 ლარამდეც კი ავიდეს.

ძველი ბათუმის ელიტარულ უბანში, ახალაშენებულ ბინებში 1 კვადრატულის ფასი 1200 ლარიდან იწყება და 1800-მდე ადის. ასევე ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ბინების ფასი 1 კვადრატული 2300 ლარიდან 4000 ლარამდე მერყეობს.

ქუთაისი

საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი მდინარე რიონზე მდებარეობს. როგორც ყველა ქალაქში, ქუთაისშიც ბინებისა და სახლების ფასი ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება. ქუთაისში, ცენტრალურ ქუჩებზე ბინების ფასი 600 ლარიდან 2300 ლარამდე მერყეობს.

ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა (ფოტო: Vita)

ერთ-ერთ პრესტიჟულ უბნად ე.წ საფიჩხია ითვლება. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებიდან ვგებულობთ, ბინის ფასი 650-დან 800 ლარამდე ღირს. ასევე ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე ბინების ფასი 900-1300 ლარებში მერყეობს. თუმცა შესაძლებელია აღნიშნულ თანხაზე უფრო მეტიც ღირდეს.

თელავი

ალაზნის ვაკეზე განლაგებული ქალაქი თელავი ქვეყნის მნიშვნელოვანი კვანძია სასოფლო-სამეურნეო კუთხით. აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი დასათვალიერებელი ადგილია.

თელავის ცენტრი (ფოტო: CHCHX Productions)

თელავის ცენტრში კერძო სახლის ფასი კვადრატული მეტრი 550 ლარიდან იწყება და მისი მდგომარეობის მიხედვით იცვლება. ზოგიერთი კეთილმოწყობილი და ახალგარემონტებული კერძო სახლის 1 კვადრატულის ფასი 1200-1300 ლარის ფარგლებში მერყეობს და შესაძლებელია 2000 ლარამდეც ავიდეს. თელავში პრესტიჟულ ქუჩად ერეკლე მეორის ქუჩა ითვლება, სადაც კვადრატული მეტრის ფასი მინიმუმ 1000 ლარიდან იწყება.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

ფოტოები "ფეისბუქიდან"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი