ადიგენის მუნიციპალიტეტში 8 წლის ბავშვი და მცირეწლოვანის მამიდა დაიხრჩო. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები შეტყობინებიდან 4 წუთში მივიდნენ, თუმცა მათი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
"მივიღეთ შეტყობინება, რომ არხში ჩავარდნენ მამიდა და ძმის შვილი. შეტყობინების მიღებიდან 4 წუთში ადიგენისა და ახალციხის სამაშველო ჯგუფები ადგილზე იყვნენ მობილიზებულნი, თუმცა ორივე მათგანი დაღუპული აღმოჩნდა", - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.