კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობენ თურქეთში მოკლული ქართველის ოჯახის წევრები
რას ამბობენ თურქეთში მოკლული ქართველის ოჯახის წევრები

თურ­ქეთ­ში მოკ­ლუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე წყალ­ტუ­ბო­და­ნაა. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი გივი მა­ჩა­ი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, მათ­თვის უც­ნო­ბია, რა გახ­და მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, თუმ­ცა, აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბის მის­ჯას ითხო­ვენ

"არა­ფე­რი ვი­ცით, იმის გარ­და, რომ მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. თურ­ქეთ­ში მუ­შა­ობ­და და ფუ­ლის ასა­ღე­ბად იყო წა­სუ­ლი. ალ­ბათ გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს ყვე­ლა­ფერს. რო­გორც ვიცი შემ­თხვე­ვის დროს მას­თან ერ­თად მისი მე­გობ­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ვი­თხოვთ, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯონ და­კა­ვე­ბულს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მკვლე­ლო­ბა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი იყოს გა­რე­უ­ლი. თურ­ქე­თი­დან გარ­დაც­ვლილს დღეს გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის ძმამ მი­ხე­ილ მა­ჩა­ი­ძემ.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გივი მა­ჩა­ი­ძე ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად დაჭ­რეს. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. "29 ივ­ნისს გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლო­ში, ქ. სტამ­ბო­ლის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან შე­მო­ვი­და წე­რი­ლო­ბი­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, 28 ივ­ნისს ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ცივი ია­რა­ღით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გივი მა­ჩა­ი­ძის დაჭ­რის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. დაჭ­რი­ლი მო­ქა­ლა­ქე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე და­კა­ვე­ბუ­ლია და გა­დაყ­ვა­ნი­ლია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლის ცხედ­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვე­ნე­ბა, გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით და ქ. სტამ­ბო­ლის მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით მოხ­დე­ბა დღეს", - აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

რას ამბობენ თურქეთში მოკლული ქართველის ოჯახის წევრები

რას ამბობენ თურქეთში მოკლული ქართველის ოჯახის წევრები

თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე წყალტუბოდანაა. როგორც გარდაცვლილი გივი მაჩაიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, მათთვის უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი, თუმცა, აქვთ ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ოჯახის წევრები დაკავებულისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვენ

"არაფერი ვიცით, იმის გარდა, რომ მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. თურქეთში მუშაობდა და ფულის ასაღებად იყო წასული. ალბათ გამოძიება დაადგენს ყველაფერს. როგორც ვიცი შემთხვევის დროს მასთან ერთად მისი მეგობრებიც იმყოფებოდნენ. ვითხოვთ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ დაკავებულს. არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობაში კიდევ ერთი ქართველი იყოს გარეული. თურქეთიდან გარდაცვლილს დღეს გადმოასვენებენ", - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ მიხეილ მაჩაიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძე ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. "29 ივნისს გენერალურ საკონსულოში, ქ. სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შემოვიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია და გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. გარდაცვლილის ცხედრის საქართველოში გადასვენება, გენერალური საკონსულოს შუამდგომლობით და ქ. სტამბოლის მერიის მხარდაჭერით მოხდება დღეს", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ