სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის სასაზღვრო პოლიციის პილოტი, რომლის დამსახურებით ჩხოროწყუში მეთევზეები ადიდებული მდინარიდან გამოიყვანეს
ვინ არის სასაზღვრო პოლიციის პილოტი, რომლის დამსახურებით ჩხოროწყუში მეთევზეები ადიდებული მდინარიდან გამოიყვანეს

შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს მაშ­ვე­ლებ­მა და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის პი­ლო­ტებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ორი მო­ქა­ლა­ქე ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რი­დან უვ­ნებ­ლად გა­მო­იყ­ვა­ნეს.

შსს-ს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში, სო­ფელ ხა­ბუ­მეს­თან, მდ. ხო­ბის­წყლის ადი­დე­ბის შე­დე­გად, ორი მო­ქა­ლა­ქე მდი­ნა­რე­ში ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი კუნ­ძუ­ლი­დან ნა­პირ­ზე გა­მოს­ვლას ვე­ღარ ახერ­ხებ­და.

ზუგ­დი­დის, ხო­ბი­სა და ჩხო­რო­წყუს სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­მო­ცხად­დნენ. რთუ­ლი რე­ლი­ე­ფუ­რი პი­რო­ბე­ბი­სა და ჩქა­რი დი­ნე­ბის გამო, სა­ჭი­რო გახ­და სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის ჩარ­თვა.

შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის პი­ლო­ტის, პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რის, ბე­სიკ გა­ბი­ა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ვერ­ტმფრე­ნის ეკი­პაჟ­მა (ბე­სიკ ბა­კუ­რი­ძე, შალ­ვა შა­ლი­ბაშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი ქა­ა­ძე) ურ­თუ­ლე­სი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ორი­ვე მო­ქა­ლა­ქე ამ­ჟა­მად უსაფრ­თხო ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი ბე­სიკ გა­ბი­ა­ნი 21 აპ­რილს, ავი­ა­ცი­ის დღეს შს მი­ნის­ტრმა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი სამ­სა­ხუ­რის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვა. იგი შსს-ს რი­გებ­ში 2014 წლი­დან ირი­ცხე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ვინ არის სასაზღვრო პოლიციის პილოტი, რომლის დამსახურებით ჩხოროწყუში მეთევზეები ადიდებული მდინარიდან გამოიყვანეს

ვინ არის სასაზღვრო პოლიციის პილოტი, რომლის დამსახურებით ჩხოროწყუში მეთევზეები ადიდებული მდინარიდან გამოიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა, ერთობლივად წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი მოქალაქე ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამეგრელოში, სოფელ ხაბუმესთან, მდ. ხობისწყლის ადიდების შედეგად, ორი მოქალაქე მდინარეში ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

ზუგდიდის, ხობისა და ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილების სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. რთული რელიეფური პირობებისა და ჩქარი დინების გამო, საჭირო გახდა სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პილოტის, პოლიციის მაიორის, ბესიკ გაბიანის ხელმძღვანელობით, ვერტმფრენის ეკიპაჟმა (ბესიკ ბაკურიძე, შალვა შალიბაშვილი, დიმიტრი ქააძე) ურთულესი სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ორივე მოქალაქე ამჟამად უსაფრთხო ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ პოლიციის მაიორი ბესიკ გაბიანი 21 აპრილს, ავიაციის დღეს შს მინისტრმა პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის დააჯილდოვა. იგი შსს-ს რიგებში 2014 წლიდან ირიცხება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი