პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხონის სოფლებში მწერების "შემოსევას" უჩივიან - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ხონის სოფლებში მწერების "შემოსევას" უჩივიან - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

"გთხოვთ ხმა მი­აწ­ვდი­ნოთ ვი­საც ეხე­ბა. ხო­ნის სოფ­ლებ­ში, სო­ფელ ივან­დიდ­ში არის სა­ში­ნე­ლი, გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა ბუ­ზე­ბის და მწე­რე­ბის შე­მო­სე­ვაა, გთხოვთ და­ვეხ­მა­როთ გლეხ ხალ­ხს. აქ არის ქათ­მის ფერ­მე­ბი და სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, კი­დევ ერთხელ გთხოვთ, დაგ­ვეხ­მა­როთ და გა­რე­მო და­ვა­სუფ­თა­ოთ, შევ­წამ­ლოთ შე­სა­ბა­მი­სი წამ­ლე­ბით" - რამ­დე­ნი­მე დღის წინ მსგავ­სი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო AMBEBI.GE-მ ხო­ნის რა­ი­ო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლის­გან.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მავ­ნე­ბე­ლი მწე­რის "აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა­სა და დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, სო­ფელ ივან­დიდ­ში მავ­ნე­ბელ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზი­ა­ნი თხი­ლის ნარ­გა­ვებს მი­ა­ყე­ნა. მა­თი­ვე თქმით, მწერ­მა იმ­დე­ნად დიდი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა, რომ შე­საძ­ლოა, სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლებ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა წელს თხი­ლის მო­სა­ვა­ლი ვერ აი­ღოს.

"წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მნა. იმ­დე­ნად ბევ­რია სო­ფელს შე­მო­სე­უ­ლი, რომ აღარ ვი­ცით რა ვქნათ. სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ვერ ვუმკლავ­დე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით თხილს უქ­მნის პრობ­ლე­მას, არა­და ამ თხი­ლის მო­სავ­ლით ვარ­ჩენთ ოჯა­ხებს" - აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

სოფ­ლის დე­პუ­ტა­ტის კახა ფირ­ცხა­ლა­ვას გან­მარ­ტე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ში­ნე­ბუ­ლია და დახ­მა­რე­ბის­თვის ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად მი­მარ­თავს.

"რამ­დე­ნი­მე უბან­ში და­ფიქ­სირ­და მწე­რე­ბის შე­მო­სე­ვა. მო­სახ­ლე­ო­ბა და­ში­ნე­ბუ­ლია. თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად მოგ­ვმარ­თა­ვენ დახ­მა­რე­ბის­თვის. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ მოგ­ვაქ­ცევს ვინ­მე ყუ­რა­დღე­ბას. რო­გორც ვიცი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი და ოჯა­ხებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა და­ა­ყე­ნეს, რომ­ლი­თაც მწე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ზო­მა­ვენ და სა­ზღვრა­ვენ, რამ­დე­ნად წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას. ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­არ­კვე­ვენ ყვე­ლა­ფერს და მოგ­ვაქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას", - აცხა­დებს ფირ­ცხა­ლა­ვა.

აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა 300-ზე მეტი სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რეს აზი­ა­ნებს. იგი უპი­რა­ტე­სად ვაშ­ლის, ატ­მის, ყუ­რძნის, კენკრო­ვა­ნე­ბის მტე­რია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზი­ა­ნი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში თხი­ლის მო­სა­ვალს მი­ა­ყე­ნა. აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში 2015 წელს და­ფიქ­სირ­და, დღეს იგი სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან გან­სა­კუთ­რე­ბულ კონ­ტროლ­ზეა აყ­ვა­ნი­ლი.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის ზუ­რაბ ლი­პარ­ტი­ას გან­მარ­ტე­ბით, აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 10 ივ­ლი­სამ­დე დას­რულ­დე­ბა, თუმ­ცა შე­სა­წამ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა მხო­ლოდ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც მო­ნი­ტო­რინ­გმა მწე­რის გავ­რცე­ლე­ბის კრი­ტი­კუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნა.

"კრი­ტი­კუ­ლი იყო იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნი, სა­დაც ჩა­ტარ­და ქი­მი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, და­ნარ­ჩენ რა­ი­ო­ნებ­ში არ ჩა­ტა­ა­რე­ბუ­ლა, რად­გან გავ­რცე­ლე­ბის ისე­თი სიმ­ჭიდ­რო­ვე არ იყო, რო­გორც მა­გა­ლი­თად გუ­რი­ი­სა და სა­მეგ­რე­ლოს რა­ი­ო­ნებ­ში. თუმ­ცა, ფა­რო­სა­ნას გარ­და იქ სხვა პრობ­ლე­მე­ბია, მა­გა­ლი­თად სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ტკი­პა, რომ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი თა­ვად მო­სახ­ლე­ო­ბას უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ჯერ კი­დევ აპ­რი­ლის ბო­ლოს, რაც სამ­წუ­ხა­როდ არ არის გა­კე­თე­ბუ­ლი არ­სად. ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი უნდა ჩა­ა­ტა­როს მო­სახ­ლე­ო­ბამ, ფა­რო­სა­ნას და­მუ­შა­ვე­ბას სა­ხელ­მწი­ფო აკე­თებს, რად­გან ძა­ლი­ან დიდი სიმ­ჭიდ­რო­ვე იყო პო­პუ­ლა­ცი­ის და სა­ხელ­მწი­ფომ გა­და­წყვი­ტა ჩა­რე­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით" - გა­ნა­ცხა­და ლი­პარ­ტი­ამ.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ერთი და ორი მო­სახ­ლის გამო მას­შტა­ბუ­რი შე­სა­წამ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ვერ ჩა­ტარ­დე­ბა, რად­გან ეს ეკო­ლო­გი­უ­რად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია, თა­ნაც ამ ეტაპ­ზე აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას წი­ნა­აღ­მდეგ ქი­მი­უ­რი წამ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან მალე თხი­ლის მო­სავ­ლის აღე­ბა იწყე­ბა, პრე­პა­რა­ტი მო­სა­ვალ­ში დარ­ჩე­ბა, რაც სრუ­ლი­ად გა­მო­უ­ყე­ნე­ბელს გახ­დის მას.

ირაკ­ლი აკო­ბია

AMBEBI.GE

ხონის სოფლებში მწერების "შემოსევას" უჩივიან - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ხონის სოფლებში მწერების "შემოსევას" უჩივიან - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

"გთხოვთ ხმა მიაწვდინოთ ვისაც ეხება. ხონის სოფლებში, სოფელ ივანდიდში არის საშინელი, გაუსაძლისი მდგომარეობა ბუზების და მწერების შემოსევაა, გთხოვთ დავეხმაროთ გლეხ ხალხს. აქ არის ქათმის ფერმები და საშინელი მდგომარეობაა, კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაგვეხმაროთ და გარემო დავასუფთაოთ, შევწამლოთ შესაბამისი წამლებით" - რამდენიმე დღის წინ მსგავსი შეტყობინება მიიღო AMBEBI.GE-მ ხონის რაიონის მაცხოვრებლისგან.

როგორც გავარკვიეთ, ადგილობრივები მავნებელი მწერის "აზიური ფაროსანის" საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებასა და დახმარებას ითხოვენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელ ივანდიდში მავნებელმა განსაკუთრებული ზიანი თხილის ნარგავებს მიაყენა. მათივე თქმით, მწერმა იმდენად დიდი პრობლემები შექმნა, რომ შესაძლოა, სოფლის მაცხოვრებლებთა დიდმა ნაწილმა წელს თხილის მოსავალი ვერ აიღოს.

"წელს განსაკუთრებული პრობლემები შეგვიქმნა. იმდენად ბევრია სოფელს შემოსეული, რომ აღარ ვიცით რა ვქნათ. საკუთარი ძალებით ვერ ვუმკლავდებით. განსაკუთრებით თხილს უქმნის პრობლემას, არადა ამ თხილის მოსავლით ვარჩენთ ოჯახებს" - აცხადებენ ადგილობრივები.

სოფლის დეპუტატის კახა ფირცხალავას განმარტებით, მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას ყოველდღიურად მიმართავს.

"რამდენიმე უბანში დაფიქსირდა მწერების შემოსევა. მოსახლეობა დაშინებულია. თითქმის ყოველდღიურად მოგვმართავენ დახმარებისთვის. კარგი იქნება თუ მოგვაქცევს ვინმე ყურადღებას. როგორც ვიცი სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იყვნენ მოსულები და ოჯახებში სპეციალური მოწყობილობა დააყენეს, რომლითაც მწერების რაოდენობას ზომავენ და საზღვრავენ,  რამდენად წარმოადგენს პრობლემას. ალბათ რამდენიმე დღეში გაარკვევენ ყველაფერს და მოგვაქცევენ ყურადღებას", - აცხადებს ფირცხალავა.

აზიური ფაროსანა 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს აზიანებს. იგი უპირატესად ვაშლის, ატმის, ყურძნის, კენკროვანების მტერია, განსაკუთრებული ზიანი დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალს მიაყენა. აზიური ფაროსანა პირველად საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა, დღეს იგი სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას განმარტებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ივლისამდე დასრულდება, თუმცა შესაწამლი ღონისძიებები ტარდება მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც მონიტორინგმა მწერის გავრცელების კრიტიკული მონაცემები აჩვენა.

"კრიტიკული იყო იმერეთის რეგიონში სამტრედიის რაიონი, სადაც ჩატარდა ქიმიური ღონისძიებები, დანარჩენ რაიონებში არ ჩატაარებულა, რადგან გავრცელების ისეთი სიმჭიდროვე არ იყო, როგორც მაგალითად გურიისა და სამეგრელოს რაიონებში. თუმცა, ფაროსანას გარდა იქ სხვა პრობლემებია, მაგალითად სოკოვანი დაავადებები, ტკიპა, რომლის საწინააღმდეგო ღონისძიებები თავად მოსახლეობას უნდა ჩაეტარებინა ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს, რაც სამწუხაროდ არ არის გაკეთებული არსად. ღონისძიებებების ძირითადი ნაწილი უნდა ჩაატაროს მოსახლეობამ, ფაროსანას დამუშავებას სახელმწიფო აკეთებს, რადგან ძალიან დიდი სიმჭიდროვე იყო პოპულაციის და სახელმწიფომ გადაწყვიტა ჩარევა ამ მიმართულებით" - განაცხადა ლიპარტიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის განმარტებით, ერთი და ორი მოსახლის გამო მასშტაბური შესაწამლი ღონისძიებები ვერ ჩატარდება, რადგან ეს ეკოლოგიურად გაუმართლებელია, თანაც ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობის გამოყენება არ შეიძლება, რადგან მალე თხილის მოსავლის აღება იწყება, პრეპარატი მოსავალში დარჩება, რაც სრულიად გამოუყენებელს გახდის მას.

ირაკლი აკობია

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა