სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისის ზღვაში დაიხრჩო
ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისის ზღვაში დაიხრჩო

თბი­ლი­სის ზღვა­ზე 3 ივ­ლისს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ზღვა­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი ბიჭი და­იხ­რჩო, რო­მე­ლიც მაშ­ვე­ლებ­მა ერ­თსა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ამო­იყ­ვა­ნეს წყლი­დან. რო­გორც ირ­კვე­ვა, და­ღუ­პუ­ლი 16 წლის ცოტ­ნე ცქი­ტიშ­ვი­ლი იყო. მო­ზარ­დი ჟურ­ნა­ლის­ტის, "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლის ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვაჟი იყო.

ცოტ­ნე ბავ­შვო­ბი­დან აქ­ტი­უ­რად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი სპორ­ტით. თა­მა­შობ­და კა­ლათ­ბურთს და გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო პარ­კუ­რით. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ზღვა­ში გა­დახ­ტო­მი­სას თა­ვის ტრავ­მა მი­ი­ღო, სა­ვა­რა­უ­დოდ, გო­ნე­ბა და­კარ­გა და წყლი­დან ამოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლო. მის­მა თან­მხლებ­მა პი­რებ­მა 112-ში და­რე­კეს, თუმ­ცა უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო - მაშ­ვე­ლებ­მა მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე ცოტ­ნე ცქი­ტიშ­ვილ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა პარ­კუ­რის კლუ­ბი "დელ­ტა" და ჯგუ­ფის წევ­რე­ბი - ტრე­ი­სე­რე­ბი პარ­კუ­რის ილე­თებს თბი­ლის­ში, დიდი დიღ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამუ­შა­ვებ­დნენ.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ" პარ­კუ­რის ქარ­თველ მიმ­დევ­რებ­ზე სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და, რომ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი სწო­რედ ცოტ­ნე ცქი­ტიშ­ვი­ლი იყო. მან ისა­უბ­რა, რო­გორ და­ინ­ტე­რეს­და პარ­კუ­რით:

იხი­ლეთ ვი­დეო

"როცა პირ­ვე­ლად ვცა­დე რამ­დე­ნი­მე ილე­თის გა­კე­თე­ბა, შე­ვა­ტყვე ჩემ თავს კარ­გად გა­მო­მი­ვი­და, თან ვგრძნობ­დი სი­ა­მოვ­ნე­ბას, თან იყო ში­შის და აღ­ტა­ცე­ბის გრძნო­ბა. ეს არ არის უბ­რა­ლოდ გა­დახ­ტო­მა-გად­მოხ­ტო­მა, ჩა­მით­რია, ასე ვთქვათ... პარ­კუ­რი ფსი­ქო-ფი­ზი­კურ ამაღ­ლე­ბა­ზეა მი­თი­თე­ბუ­ლი, ში­შის და ფო­ბი­ე­ბის გა­და­ლახ­ვა­ზე და შექ­მნი­ლია იმის­თვის, რომ შე­გამ­ზა­დოს ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის­თვის, რო­მელ­შიც შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდე", - ყვე­ბო­და სი­უ­ჟეტ­ში მისი გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ ცოტ­ნე ცქი­ტიშ­ვი­ლი.

იქამ­დე სა­ნამ პარ­კუ­რი გა­ი­ტა­ცებ­და, ცოტ­ნე კა­ლათ­ბურთს თა­მა­შობ­და და ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას აკა­დე­მი­ის წევ­რი იყო. ცოტ­ნე ცქი­ტიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, AMBEBI.GE-თან, ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას კა­ლათ­ბურ­თის აკა­დე­მი­ის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ალა­ვი­ძე სა­უბ­რობს:

"ცოტ­ნეს გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ახ­ლაც ვერ ვი­ჯე­რებთ ამ ამ­ბავს. ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი და კარ­გი ახალ­გაზ­რდა იყო. ერთი წელი და­დი­ო­და ჩვენს აკა­დე­მი­ა­ში და კა­ლათ­ბურთს თა­მა­შობ­და. გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შვი იყო. აპ­რილ­ში წა­ვი­და ჩვე­ნი აკა­დე­მი­ი­დან, რად­გან სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბით - პარ­კუ­რით და­ინ­ტე­რეს­და. სა­კუ­თა­რი კლუ­ბიც შექ­მნა და გვი­ხა­რო­და მისი წარ­მა­ტე­ბე­ბი. მრა­ვალ­მხრივ ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვი იყო და და­სა­ნა­ნია, რომ უბე­დურ შემ­თხვე­ვას შე­ე­წი­რა მისი სი­ცო­ცხლე..." - იხ­სე­ნებს ალა­ვი­ძე და­ღუ­პულ მო­ზარდს.

"შენს გა­რე­შე უაზ­რო­ბაა.. ვინ მოგგვმა­ტებს პო­ზი­ტივს? ვინ აგ­ვა­ყე­ნებს როცა წა­ვიქ­ცე­ვით? ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი, მე­ა­მა­ყე­ბო­და შენ­თან ერ­თად პა­ტა­რა, მაგ­რამ მა­ინც დრო­ის გა­ტა­რე­ბა და არა მარ­ტო მე, ჩვენ ყვე­ლას! ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­დი, გვიყ­ვარ­ხარ და გვეყ­ვა­რე­ბი", - წერს ცოტ­ნე ცქი­ტიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ კლუ­ბის ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისის ზღვაში დაიხრჩო

ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისის ზღვაში დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 3 ივლისს უბედური შემთხვევა მოხდა. ზღვაში არასრულწლოვანი ბიჭი დაიხრჩო, რომელიც მაშველებმა ერთსაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს წყლიდან. როგორც ირკვევა, დაღუპული 16 წლის ცოტნე ცქიტიშვილი იყო. მოზარდი ჟურნალისტის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის უფროსი ვაჟი იყო.

ცოტნე ბავშვობიდან აქტიურად იყო დაკავებული სპორტით. თამაშობდა კალათბურთს და გატაცებული იყო პარკურით. გავრცელებული ინფორმაციით, მან ზღვაში გადახტომისას თავის ტრავმა მიიღო, სავარაუდოდ, გონება დაკარგა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. მისმა თანმხლებმა პირებმა 112-ში დარეკეს, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო - მაშველებმა მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ცოტნე ცქიტიშვილმა ჩამოაყალიბა პარკურის კლუბი "დელტა" და ჯგუფის წევრები - ტრეისერები პარკურის ილეთებს თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე ამუშავებდნენ.

რამდენიმე კვირის წინ "რადიო თავისუფლებამ" პარკურის ქართველ მიმდევრებზე სიუჟეტი მოამზადა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ ცოტნე ცქიტიშვილი იყო. მან ისაუბრა, როგორ დაინტერესდა პარკურით:

იხილეთ ვიდეო

"როცა პირველად ვცადე რამდენიმე ილეთის გაკეთება, შევატყვე ჩემ თავს კარგად გამომივიდა, თან ვგრძნობდი სიამოვნებას, თან იყო შიშის და აღტაცების გრძნობა. ეს არ არის უბრალოდ გადახტომა-გადმოხტომა, ჩამითრია, ასე ვთქვათ... პარკური ფსიქო-ფიზიკურ ამაღლებაზეა მითითებული, შიშის და ფობიების გადალახვაზე და შექმნილია იმისთვის, რომ შეგამზადოს ისეთი სიტუაციებისთვის, რომელშიც შეიძლება მოულოდნელად აღმოჩნდე", - ყვებოდა სიუჟეტში მისი გატაცების შესახებ ცოტნე ცქიტიშვილი.

იქამდე სანამ პარკური გაიტაცებდა, ცოტნე კალათბურთს თამაშობდა და ზაზა ფაჩულიას აკადემიის წევრი იყო. ცოტნე ცქიტიშვილის შესახებ, AMBEBI.GE-თან, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დირექტორი გიორგი ალავიძე საუბრობს:

"ცოტნეს გარდაცვალება ჩვენთვის მოულოდნელი იყო, ახლაც ვერ ვიჯერებთ ამ ამბავს. ძალიან ზრდილობიანი, ნიჭიერი და კარგი ახალგაზრდა იყო. ერთი წელი დადიოდა ჩვენს აკადემიაში და კალათბურთს თამაშობდა. გამორჩეული ბავშვი იყო. აპრილში წავიდა ჩვენი აკადემიიდან, რადგან სპორტის სხვა სახეობით - პარკურით დაინტერესდა. საკუთარი კლუბიც შექმნა და გვიხაროდა მისი წარმატებები. მრავალმხრივ ნიჭიერი ბავშვი იყო და დასანანია, რომ უბედურ შემთხვევას შეეწირა მისი სიცოცხლე..." - იხსენებს ალავიძე დაღუპულ მოზარდს.

"შენს გარეშე უაზრობაა.. ვინ მოგგვმატებს პოზიტივს? ვინ აგვაყენებს როცა წავიქცევით? ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი მეგობარი, მეამაყებოდა შენთან ერთად პატარა, მაგრამ მაინც დროის გატარება და არა მარტო მე, ჩვენ ყველას! ძალიან გვიყვარდი, გვიყვარხარ და გვეყვარები", - წერს ცოტნე ცქიტიშვილის შესახებ კლუბის ერთ-ერთი მეგობარი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა - Stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები და ვითარება გარდაბანში

სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

მდინარე ალაზანში მაშველებმა დაკარგული 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს