მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაკეში ევაკუატორიდან მანქანის გადმოვარდნის ფაქტი არ დადასტურდა
ვაკეში ევაკუატორიდან მანქანის გადმოვარდნის ფაქტი არ დადასტურდა

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვა­კე­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე ევა­კუ­ა­ტო­რი­დან მან­ქა­ნა გად­მო­ვარ­და.

ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხმა­რე­ბელ­მა ნინა სტუ­რუ­ამ გა­ავ­რცე­ლა. ის თვითმხილ­ვე­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ მან­ქა­ნა ევა­კუ­ა­ტო­რი­დან "სითი პარ­კის" თა­ნამ­შრომ­ლებს გად­მო­უ­ვარ­დათ. კომ­პა­ნი­ას კო­მენ­ტა­რის­თვის და­ვუ­კავ­შირ­დით და მათ მსგავ­სი ფაქ­ტი უარ­ყვეს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს აკე­თე­ბენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც. უწყე­ბა ევა­კუ­ა­ტო­რი­დან მან­ქა­ნის ჩა­მო­ვარ­დნის ფაქტს უარ­ყოფს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თი, რო­მელ­ზეც მან­ქა­ნა არის ამობ­რუ­ნე­ბუ­ლი, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ასა­ხავს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მოძ­რა­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ჩე­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც ამობ­რუნ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

შსს-ს ცნო­ბით, ფო­ტო­სუ­რათ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ევა­კუ­ა­ტო­რი ამობ­რუ­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ჯა­რი­მო გა­დაყ­ვა­ნას ცდი­ლობს, ხოლო ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­დაყ­ვა­ნი­სას ჩა­მო­ვარ­და, მცდა­რია.

ფოტო: ნინა სტუ­რუა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ვაკეში ევაკუატორიდან მანქანის გადმოვარდნის ფაქტი არ დადასტურდა

ვაკეში ევაკუატორიდან მანქანის გადმოვარდნის ფაქტი არ დადასტურდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ევაკუატორიდან მანქანა გადმოვარდა.

ფოტო სოციალურ ქსელში მომხმარებელმა ნინა სტურუამ გაავრცელა. ის თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მანქანა ევაკუატორიდან "სითი პარკის" თანამშრომლებს გადმოუვარდათ. კომპანიას კომენტარისთვის დავუკავშირდით და მათ მსგავსი ფაქტი უარყვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყება ევაკუატორიდან მანქანის ჩამოვარდნის ფაქტს უარყოფს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, აბაშიძის ქუჩაზე გადაღებული ფოტოსურათი, რომელზეც მანქანა არის ამობრუნებული, ავტოსაგზაო შემთხვევას ასახავს. მათი ინფორმაციით, აბაშიძის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანა გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ცნობით, ფოტოსურათზე აღბეჭდილი ევაკუატორი ამობრუნებული ავტომანქანის საჯარიმო გადაყვანას ცდილობს, ხოლო ინფორმაცია, რომ ავტომანქანა გადაყვანისას ჩამოვარდა, მცდარია.

ფოტო: ნინა სტურუა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ