კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მზისგან დაცვის რეკომენდაციები დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელისგან: "ადრე გოგონები იყვნენ უმრავლესობაში, წელს ბიჭები გადაუსწრებენ"
მზისგან დაცვის რეკომენდაციები დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელისგან: "ადრე გოგონები იყვნენ უმრავლესობაში, წელს ბიჭები გადაუსწრებენ"

დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გუგა ქა­ში­ბა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­ჯის მი­ღე­ბის მიზ­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი დამ­წვრო­ბის შე­დე­გად მი­მარ­თვი­ა­ნო­ბამ ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა.

რო­გორც გუგა ქა­ში­ბა­ძემ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის დად­გო­მი­დან, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში იმ­კურ­ნა­ლა 150-მა პა­ცი­ენ­ტმა, 28 მათ­განს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბა დას­ჭირ­და. შე­და­რე­ბის­თვის, გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში ცენ­ტრმა მომ­სა­ხუ­რე­ბა 62 პა­ცი­ენტს გა­უ­წია.

"პა­ცი­ენ­ტთა მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა მო­მა­ტე­ბუ­ლია, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა­ნა­ირ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ყო­ველ­გვა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი აქვთ დარ­ღვე­უ­ლი, არა­ნა­ი­რი დამ­ცა­ვი კრე­მი, არა­ნა­ი­რი მცი­რე ხნით მზე­ზე და­ყოვ­ნე­ბა. დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე, 6-7 სა­ა­თი რომ გა­ჩერ­დე­ბი მზის გულ­ზე და და­იწ­ვე­ბი, არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში არ იყო ძლი­ე­რი სი­ცხე, ზა­ფხუ­ლის დად­გო­მი­დან ჩვენ­თან სერ­ვი­სი მი­ი­ღო 150-მა პა­ცი­ენ­ტმა. 28 მათ­განს დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში მო­თავ­სე­ბა დას­ჭირ­და.

ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტი 4 წლის, ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი კი 65 წლის ქალ­ბა­ტო­ნი იყო. ძი­რი­თა­დად მა­ინც ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. თა­ნა­ფარ­დო­ბა ბი­ჭებ­სა და გო­გო­ებს შო­რის ფაქ­ტობ­რი­ვად, 50/50-ზეა. ადრე გო­გო­ნე­ბი იყ­ვნენ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, წელს ვე­წე­ვით ბი­ჭე­ბი და ასე თუ გა­აგ­რძე­ლე­ბენ, მგო­ნი, გა­და­უს­წრე­ბენ. დამ­წვრო­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვთ ყველ­გან - აუზ­ზე, თბი­ლი­სის ზღვა­ზე, ლი­სის ტბა­ზე, კუს ტბა­ზე, სა­ხუ­რავ­ზე... ", - გა­ნა­ცხა­და გუგა ქა­ში­ბა­ძემ.

ამას­თან, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტთა მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა ძი­რი­თა­დად თბი­ლი­სი­დან და მისი შე­მო­გა­რე­ნი­დან ფიქ­სირ­დე­ბა.

"ეს არის უშუ­ა­ლოდ რუ­ჯის მი­ღე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი დამ­წვრო­ბა. ხომ შე­იძ­ლე­ბა, ისე­თი სი­ტუ­ა­ცია ყო­ფი­ლი­ყო, რომ პირს მო­უ­წია მზე­ზე გას­ვლა, ან მან­ქა­ნა გა­უ­ფუჭ­და, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტამ­დე იარა და მზე­ზე და­იწ­ვა. ასე­თი შემ­თხვე­ვაც არ ყო­ფი­ლა. ბუ­ნებ­რი­ვია, პა­ტა­რა ბავ­შვი რომ ვახ­სე­ნე, ეს არ ყო­ფი­ლა რუ­ჯის მი­ღე­ბის მიზ­ნით, მაგ­რამ, დედა, მშობ­ლე­ბი იქ იყ­ვნენ, ბავ­შვი თა­მა­შობ­და და 3-4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, 11:00-დან 15:00 სა­ა­თამ­დე ბავ­შვი რომ მზის გულ­ზე იქ­ნე­ბა, არ უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს, რომ ის დაგ­ვეწ­ვე­ბა, თან ისე და­იწ­ვე­ბა, რომ დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში მკურ­ნა­ლო­ბა, გა­დას­ხმე­ბი, ნევ­რო­პა­თო­ლო­გის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა დას­ჭირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გუგა ქა­ში­ბა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბედ­ნი­ე­როდ, წელს, გა­სუ­ლი წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ქა­ში­ბა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ წლებ­ში იყო მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენტს არა მარ­ტო დამ­წვრო­ბა, არა­მედ გა­და­ხუ­რე­ბა, მზის დაკ­ვრა აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მო­თავ­სე­ბა დას­ჭირ­დათ. წელს პა­ცი­ენ­ტთა მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა ლეღ­ვის ნა­ხარ­შით გა­მოწ­ვე­უ­ლი დამ­წვრო­ბის გა­მოც, თუმ­ცა გუგა ქა­ში­ბა­ძე გან­მარ­ტავს, რომ ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი დამ­წვრო­ბის ცენ­ტრს არ მი­მარ­თავს.

"დამ­წვრო­ბის ცენ­ტრს დიდი იმე­დი აქვს, რომ 2017 წელი ლეღ­ვის ნა­ხარ­შის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წლად გა­მო­ცხად­დე­ბა და არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სირ­დე­ბა", - დას­ძი­ნა ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ამას­თან, გუგა ქა­ში­ბა­ძე მო­სახ­ლე­ო­ბას გარ­კვე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს სთა­ვა­ზობს. ის მო­ქა­ლა­ქე­ებს მზე­ზე გას­ვლას დი­ლით, 11:00 სა­ა­თამ­დე და სა­ღა­მოს 17:00 სა­ა­თის შემ­დეგ ურ­ჩევს.

"თუ მო­ქა­ლა­ქე­ებს მზე­ზე ყოფ­ნა სხვა პე­რი­ოდ­ში მო­უ­წი­ათ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მი. თეთ­რი კა­ნით ერთ დღე­ში ორი კვი­რის რუჯს ვერ მი­ი­ღე­ბენ, ამას ჩემი ახ­სნა არ სჭირ­დე­ბა. ჯო­ბია, თან­და­თა­ნო­ბით და ნელ-ნელა მი­ი­ღონ რუჯი, რათა არ და­იწ­ვან და მერე, მკურ­ნა­ლო­ბა არ დას­ჭირ­დეთ. დას­ვე­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ კარ­გად არ და­ის­ვე­ნებთ, ვერც კარ­გად იმუშ­ვებთ და ვერც კარ­გად ის­წავ­ლით, ამი­ტომ, დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს ნუ ჩა­იმ­წა­რე­ბენ დამ­წვრო­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და გუგა ქა­ში­ბა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მზისგან დაცვის რეკომენდაციები დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელისგან: "ადრე გოგონები იყვნენ უმრავლესობაში, წელს ბიჭები გადაუსწრებენ"

მზისგან დაცვის რეკომენდაციები დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელისგან: "ადრე გოგონები იყვნენ უმრავლესობაში, წელს ბიჭები გადაუსწრებენ"

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, რუჯის მიღების მიზნით გამოწვეული დამწვრობის შედეგად მიმართვიანობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

როგორც გუგა ქაშიბაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, ზაფხულის სეზონის დადგომიდან, დამწვრობის ცენტრში იმკურნალა 150-მა პაციენტმა, 28 მათგანს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება დასჭირდა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ცენტრმა მომსახურება 62 პაციენტს გაუწია.

"პაციენტთა მიმართვიანობა მომატებულია, წინა წლებთან შედარებით, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ყოველგვარი უსაფრთხოების წესები აქვთ დარღვეული, არანაირი დამცავი კრემი, არანაირი მცირე ხნით მზეზე დაყოვნება. დილიდან საღამომდე, 6-7 საათი რომ გაჩერდები მზის გულზე და დაიწვები, არ უნდა გაგიკვირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ივნისის დასაწყისში არ იყო ძლიერი სიცხე, ზაფხულის დადგომიდან ჩვენთან სერვისი მიიღო 150-მა პაციენტმა. 28 მათგანს დამწვრობის ცენტრში მოთავსება დასჭირდა.

ყველაზე პატარა პაციენტი 4 წლის, ყველაზე ხანდაზმული კი 65 წლის ქალბატონი იყო. ძირითადად მაინც ახალგაზრდები არიან. თანაფარდობა ბიჭებსა და გოგოებს შორის ფაქტობრივად, 50/50-ზეა. ადრე გოგონები იყვნენ უმრავლესობაში, წელს ვეწევით ბიჭები და ასე თუ გააგრძელებენ, მგონი, გადაუსწრებენ. დამწვრობა მიღებული აქვთ ყველგან - აუზზე, თბილისის ზღვაზე, ლისის ტბაზე, კუს ტბაზე, სახურავზე... ", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ამასთან, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტთა მიმართვიანობა ძირითადად თბილისიდან და მისი შემოგარენიდან ფიქსირდება.

"ეს არის უშუალოდ რუჯის მიღებით გამოწვეული დამწვრობა. ხომ შეიძლება, ისეთი სიტუაცია ყოფილიყო, რომ პირს მოუწია მზეზე გასვლა, ან მანქანა გაუფუჭდა, დასახლებულ პუნქტამდე იარა და მზეზე დაიწვა. ასეთი შემთხვევაც არ ყოფილა. ბუნებრივია, პატარა ბავშვი რომ ვახსენე, ეს არ ყოფილა რუჯის მიღების მიზნით, მაგრამ, დედა, მშობლები იქ იყვნენ, ბავშვი თამაშობდა და 3-4 საათის განმავლობაში, 11:00-დან 15:00 საათამდე ბავშვი რომ მზის გულზე იქნება, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის დაგვეწვება, თან ისე დაიწვება, რომ დამწვრობის ცენტრში მკურნალობა, გადასხმები, ნევროპათოლოგის მეთვალყურეობა დასჭირდება", - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

მისივე ინფორმაციით, საბედნიეროდ, წელს, გასული წლებისგან განსხვავებით, მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ქაშიბაძის ინფორმაციით, გასულ წლებში იყო მძიმე შემთხვევები, როდესაც პაციენტს არა მარტო დამწვრობა, არამედ გადახურება, მზის დაკვრა აღენიშნებოდათ და რეანიმაციაში მოთავსება დასჭირდათ. წელს პაციენტთა მიმართვიანობა არ დაფიქსირებულა ლეღვის ნახარშით გამოწვეული დამწვრობის გამოც, თუმცა გუგა ქაშიბაძე განმარტავს, რომ ბუნებრივია, ყველა პაციენტი დამწვრობის ცენტრს არ მიმართავს.

"დამწვრობის ცენტრს დიდი იმედი აქვს, რომ 2017 წელი ლეღვის ნახარშის საწინააღმდეგო წლად გამოცხადდება და არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდება", - დასძინა ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამასთან, გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას გარკვეულ რეკომენდაციებს სთავაზობს. ის მოქალაქეებს მზეზე გასვლას დილით, 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათის შემდეგ ურჩევს.

"თუ მოქალაქეებს მზეზე ყოფნა სხვა პერიოდში მოუწიათ, აუცილებლად უნდა გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემი. თეთრი კანით ერთ დღეში ორი კვირის რუჯს ვერ მიიღებენ, ამას ჩემი ახსნა არ სჭირდება. ჯობია, თანდათანობით და ნელ-ნელა მიიღონ რუჯი, რათა არ დაიწვან და მერე, მკურნალობა არ დასჭირდეთ. დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ კარგად არ დაისვენებთ, ვერც კარგად იმუშვებთ და ვერც კარგად ისწავლით, ამიტომ, დასვენების დღეებს ნუ ჩაიმწარებენ დამწვრობის მკურნალობაში", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი