პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უშვილობა: მიზეზები და პრობლემის დაძლევის გზები - რას ურჩევს წყვილებს გინეკოლოგი
უშვილობა: მიზეზები და პრობლემის დაძლევის გზები - რას ურჩევს წყვილებს გინეკოლოგი

"უშ­ვი­ლო­ბა მდგო­მა­რე­ო­ბაა, როცა 1 წელ­ზე მეტი დრო­ის მან­ძილ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად რე­გუ­ლა­რუ­ლი და­უც­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი­სა, ორ­სუ­ლო­ბა არ დგე­ბა. სტა­ტის­ტი­კუ­რად, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ყო­ვე­ლი მე­ექ­ვსე წყვი­ლი უშ­ვი­ლოა," - გვე­უბ­ნე­ბა მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, ექი­მი-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი. სწო­რედ მას­თან ერ­თად ვსა­უბ­რობთ თე­მა­ზე, რა არის უშ­ვი­ლო­ბის მი­ზე­ზი და რო­გორ უნდა და­იძ­ლი­ოს ეს პრობ­ლე­მა.

- უშ­ვი­ლო­ბა ავად­მყო­ფო­ბა არ არის და არ აწუ­ხებს წყვილს მა­ნამ, სა­ნამ არ გა­ირ­კვე­ვა, რომ ერთ წელ­ზე მეტი დრო­ის მან­ძილ­ზე ორ­სუ­ლო­ბა არ შედ­გა. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში წყვი­ლე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ მათ აქვთ ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას ან ნა­ყო­ფის მი­მაგ­რე­ბას.

- რა არის ამის მი­ზე­ზი?

- მი­ზე­ზი უამ­რა­ვია და შეგ­ვიძ­ლია ისი­ნი სამ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბად გან­ვი­ხი­ლოთ. პირ­ვე­ლი, ქა­ლის კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და საკ­ვერ­ცხე­ე­ბის ფუნ­ქცი­აა, რაც თა­ვის თა­ვის მხრივ, პირ­და­პირ კავ­შირ­შია ქა­ლის ასაკ­თან და ჰორ­მო­ნა­ლურ სტა­ტუს­თან; მე­ო­რე - ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბია, კერ­ძოდ: საშ­ვი­ლოს­ნო, მი­ლე­ბი, საკ­ვერ­ცხე­ე­ბი, მცი­რე მენ­ჯის ღრუ, რომ­ლებ­შიც უშუ­ა­ლოდ ხდე­ბა ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სა­ს­ქე­სო უჯრე­დე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა, "შეხ­ვედ­რა", გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა, მი­მაგ­რე­ბა და ორ­სუ­ლო­ბის დად­გო­მა; მე­სა­მე მი­ზე­ზი მა­მა­კა­ცის სპერ­მის ხა­რის­ხია.

შვი­ლოს­ნო­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნე წყვი­ლე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ი­ტა­რეს, იმ­კურ­ნა­ლეს, მაგ­რამ ორ­სუ­ლო­ბა მა­ინც არ დგე­ბა. როცა გა­ვეც­ნო­ბი მათ ის­ტო­რი­ას და გა­დავ­ხე­დავ ჩა­ტა­რე­ბულ გა­მოკ­ვლე­ვებს, ვხე­დავ საქ­მის ვი­თა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ანტს:

1. ჩა­ტა­რე­ბუ­ლია მკურ­ნა­ლო­ბა და გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არის პირ­და­პირ კავ­შირ­ში შვი­ლოს­ნო­ბის ფუნ­ქცი­ას­თან. მა­გა­ლი­თად, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის გა­მოკ­ვლე­ვა, პაპ­ტეს­ტი და ვირუ­სე­ბი დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­მოკ­ვლე­უ­ლი, მაგ­რამ ამა­ვე დროს მი­ლე­ბის გამ­ტა­რო­ბა და საკ­ვერ­ცხე­ე­ბის ფუნ­ქცი­ის შე­ფა­სე­ბა, სპერ­მოგ­რა­მა და შვი­ლოს­ნო­ბის­თვის სა­ჭი­რო სხვა ძი­რი­თა­დი კვლე­ვე­ბი არაა ან არას­რულ­ყო­ფი­ლა­დაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი;

2. ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ვაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შვი­ლოს­ნო­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად, მაგ­რამ, ქა­ლის ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ დგე­ბა შე­დე­გი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, მი­ზე­ზი მხო­ლოდ ასაკ­შია და აქ მიდ­გო­მაც სხვაგ­ვა­რია;

3. გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლად;

4. პა­ცი­ენტს არ ყოფ­ნის მოთ­მი­ნე­ბა და სურს, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის და მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ მყი­სი­ე­რად მი­ი­ღოს შე­დე­გი, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

5. უშ­ვი­ლო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი უშე­დე­გო მკურ­ნა­ლო­ბით გა­ტან­ჯუ­ლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი წყვი­ლი თა­ვად წყვეტს, რა გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა და რო­გო­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით სჭირ­დე­ბათ, რაც ცხა­დია, არ იძ­ლე­ვა სა­სურ­ველ შე­დეგს. ამა­სო­ბა­ში მი­დის დრო, ქალს ემა­ტე­ბა ასა­კი და დგე­ბა ის მო­მენ­ტი, როცა სრუ­ლი­ად ილე­ვა კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის მა­რა­გი, რომ­ლის გა­რე­შე ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ორ­სუ­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბაა, დო­ნო­რი კვერ­ცხუ­ჯრე­დით.

- გან­ვი­ხი­ლეთ სამი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­დაც უნდა ვე­ძე­ბოთ მი­ზე­ზი და დი­აგ­ნოს­ტი­კაც ამ სამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზეა დაყ­რდნო­ბი­ლი?

- დიახ, რო­დე­საც მა­გა­ლი­თად, კვერ­ცხუ­ჯრედს ვიკ­ვლევთ, აქ პირ­ველ რიგ­ში ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ქა­ლის ასაკს, ასე­ვე ტარ­დე­ბა გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი ექოს­კო­პია და რამ­დე­ნი­მე ანა­ლი­ზი: ან­ტი­მი­უ­ლე­რის და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ჰორ­მო­ნი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­ფა­სებთ კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის მა­რაგს და ხა­რისხს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქალი, გან­სხვა­ვე­ბით მა­მა­კა­ცის­გან, იბა­დე­ბა კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის გარ­კვე­უ­ლი მა­რა­გით, რო­მელ­საც ის რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ასაკ­ში "ხარ­ჯავს," ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მში არ ხდე­ბა ახა­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის წარ­მოქ­მნა მა­მა­კა­ცის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­თა­ნაც სპერ­მა­ტო­ზო­ი­დე­ბის წარ­მოქ­მნა ანუ სპერ­მა­ტო­გე­ნე­ზი თით­ქმის უწყვე­ტი პრო­ცე­სია საკ­მა­ოდ ხან­დაზ­მულ ასა­კამ­დე. როცა ქა­ლის სა­ს­ქე­სო უჯრე­დე­ბი – კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი "გა­მო­ი­ლე­ვა," ქალი კლი­მაქ­სურ პე­რი­ოდ­ში შე­დის და რაც მე­ტია ქა­ლის ასა­კი, მით ნაკ­ლე­ბია და­ორ­სუ­ლე­ბის შან­სი და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რამ­დე­ნად "მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი" და ჯან­მრთე­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბია. ეს არ არის პა­თო­ლო­გია, ეს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია...

- ე.ი. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ქა­ლის ასაკს და კვე­ცხუ­ჯრე­დე­ბის ხა­რისხს...

- დიახ, თუმ­ცა არ­სე­ბობს ნა­ად­რე­ვი კლი­მაქ­სი ან სხვა გე­ნე­ტი­კუ­რი თუ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის არარ­სე­ბო­ბა ან ნა­ად­რე­ვი გან­ლე­ვა, რომ­ლის დრო­საც შე­უძ­ლე­ბე­ლია ორ­სუ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი კვერ­ცხუ­ჯრე­დით. ეს სწო­რედ ის შემ­თხვე­ვაა, როცა არის პირ­და­პი­რი ჩვე­ნე­ბა დო­ნო­რი კვერ­ცხუ­ჯრე­დით ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­სა. საკ­მა­ოდ ხში­რია ისე­ვე შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ქალს კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი აქვს, მაგ­რამ საკ­ვერ­ცხე­დან მისი გა­მო­ყო­ფა ვერ ხერ­ხდე­ბა ანუ არ ხდე­ბა ოვუ­ლა­ცია და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზი ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­სა პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბის სინ­დრო­მია, რომ­ლის დრო­საც დარ­ღვე­უ­ლია ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ბა­ლან­სი. პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბის მქო­ნე ქა­ლებს ხში­რად აწუ­ხებთ მენსტრუ­ა­ცი­ის გა­დაც­დე­ნე­ბი, ჭარ­ბი წონა, ჭარბთმი­ა­ნო­ბა. თუმ­ცა, პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბის პრობ­ლე­მი­სად­მი სწო­რი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი მიდ­გო­მა და მკურ­ნა­ლო­ბა ორ­სუ­ლო­ბის მიღ­წე­ვის საკ­მა­ოდ მა­ღალ შე­დეგს იძ­ლე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ორ­გა­ნო­ებს, რომ­ლებ­შიც უშუ­ა­ლოდ ხდე­ბა ორ­სუ­ლო­ბის დად­გო­მის­თვის უმ­თავ­რე­სი მოვ­ლე­ნა - გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა და ემ­ბრი­ო­ნის მი­მაგ­რე­ბა (საშ­ვი­ლოს­ნო, მი­ლე­ბი, საკ­ვერ­ცხე­ე­ბი, მცი­რე მენ­ჯის ღრუ), მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი სრულ­ყო­ფი­ლი გა­მოკ­ვლე­ვა.

არ­სე­ბობს ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­ხის კვლე­ვა: ექოს­კო­პი­უ­რი (სონო-სალ­პინ­გოგ­რა­ფია), რენტგე­ნით (მეტ­რო­სალ­პინ­გოგ­რა­ფია), ლა­პა­რას­კო­პია, ჰის­ტე­როს­კო­პია, თუმ­ცა ამათ­გან ყვე­ლა­ზე ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი ლა­პა­რას­კო­პია და ჰის­ტე­როს­კო­პი­აა. ლა­პა­რას­კო­პი­ით და ჰის­ტე­როს­კო­პი­ით ხდე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ვი­დე­ო­კა­მე­რით აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის დე­ტა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ხოლო ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლი­ან ორ­სუ­ლო­ბას (პო­ლი­პი, შე­ხორ­ცე­ბა, და­ხუ­რუ­ლი მი­ლე­ბი, ენ­დო­მეტ­რი­ო­ზი, მი­ო­მა და ა.შ.) შე­საძ­ლე­ბე­ლია მათი ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. ოპე­რა­ცია ტარ­დე­ბა მცი­რე ზო­მის ნახ­ვრე­ტი­დან, ეს არის ე.წ. უსის­ხლო ოპე­რა­ცია, რომ­ლის შემ­დეგ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი მი­ნი­მა­ლუ­რია, 24 სა­ათ­ში პა­ცი­ენ­ტი ეწე­რე­ბა კლი­ნი­კი­დან, ხოლო 36 სა­ათ­ში შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნია.

მე­სა­მე ძი­რი­თა­დი გა­მოკ­ვლე­ვა მა­მა­კა­ცის სპერ­მის ანა­ლი­ზია. თუ სპერ­მა ნორ­მა­ლუ­რია და გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის უნა­რის მქო­ნეა, მა­შინ მას არ სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბით არა­ნა­ი­რი გა­მოკ­ვლე­ვა. თუ მა­მა­კა­ცის სპერ­მა­ში არის ისე­თი მძი­მე ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა - სპერ­მა­ტო­ზო­ი­დე­ბის არარ­სე­ბო­ბა ან რამ­დე­ნი­მე ერ­თე­უ­ლი სპერ­მა­ტო­ზო­ი­დი, პირ­ველ რიგ­ში ვად­გენთ მი­ზეზს, მაგ­რამ ორ­სუ­ლო­ბის მიღ­წე­ვა ძი­რი­თა­დად შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ დამ­ხმა­რე რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბით, რო­გო­რი­ცაა ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა და ინ­სე­მი­ნა­ცია.

- როცა მი­ზე­ზი დად­გე­ნი­ლია, მკურ­ნა­ლო­ბის რა გზე­ბი არ­სე­ბობს?

- გა­აჩ­ნია, რა არის მი­ზე­ზი. და­ვი­წყოთ ქა­ლის ასა­კით, რო­გორც ვთქვით, იქ კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის ხა­რის­ხი და­ბა­ლია და მა­რა­გიც თით­ქმის გა­მო­ლე­უ­ლია, თუმ­ცა 40-46 წლის ქა­ლე­ბიც და­ორ­სუ­ლე­ბუ­ლან, ბო­ლომ­დე მი­უ­ტა­ნი­ათ ფეხ­მძი­მო­ბის სრუ­ლი ციკ­ლი, მაგ­რამ ეს ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია. მე­დი­ცი­ნა კი სტა­ტის­ტი­კას ეყ­რდნო­ბა და ვი­ცით, რომ რაც უფრო მე­ტია ქა­ლის ასა­კი, მით უფრო ნაკ­ლე­ბია და­ორ­სუ­ლე­ბის შან­სი. ქა­ლის ასა­კით გა­მოწ­ვე­უ­ლი უშ­ვი­ლო­ბის დროს ორ­სუ­ლო­ბის მიღ­წე­ვის ერ­თა­დერ­თი გზაა ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა დო­ნო­რი კვერ­ცხუ­ჯრე­დით.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლის და­ორ­სუ­ლე­ბას (პო­ლი­პი, კის­ტა, მი­ო­მა, შე­ხორ­ცე­ბე­ბი და ა. შ.), ხდე­ბა ლა­პა­რას­კო­პი­ით და ჰის­ტე­როს­კო­პი­ით. მა­გა­ლი­თად, ორ­სუ­ლო­ბის მრავ­ლო­ბი­თი თვით­ნე­ბი­თი შე­წყვე­ტის დი­აგ­ნო­ზის შემ­თხვე­ვა­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ან სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რაა ჰის­ტე­როს­კო­პია. ხოლო ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, როცა ოვუ­ლა­ცია არ ხდე­ბა (პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბი, მა­ღა­ლი პრო­ლაქ­ტი­ნი და სხვა) ანუ არ გა­მო­ი­ყო­ფა არ­სე­ბუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დი საკ­ვერ­ცხე­დან იმი­სათ­ვის, რომ შეხ­ვდეს სპერ­მა­ტო­ზო­იდს და გა­ნა­ყო­ფი­ერ­დეს, მკურ­ნა­ლო­ბა ჰორ­მო­ნე­ბის ბა­ლან­სის და­რე­გუ­ლი­რე­ბა და ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი დრი­ლინ­გია.

- პრო­ცენ­ტუ­ლად ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მი­ზე­ზით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი უშ­ვი­ლო­ბა?

- პრო­ცენ­ტუ­ლად ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის უშ­ვი­ლო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თნა­ი­რი სიხ­ში­რიდ გვხვდე­ბა: 40% ქა­ლის ფაქ­ტო­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი უშ­ვი­ლო­ბა, 40% მა­მა­კა­ცის ფაქ­ტო­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი უშ­ვი­ლო­ბა და 20% შე­რე­უ­ლი - ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ფაქ­ტო­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უშ­ვი­ლო­ბა. ხოლო ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის უშ­ვი­ლო­ბის მი­ზე­ზებ­ზე უკვე ვი­სა­უბ­რეთ.

- ფა­რი­სებ­რის ჯირ­კვლის პრობ­ლე­მა უშ­ვი­ლო­ბა­ზე არ მოქ­მე­დებს?

- ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პრობ­ლე­მა ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას აქვს, ამი­ტომ, ჩვენ­თან რომ ქალი მო­დის, აუ­ცი­ლებ­ლად ფა­რი­სებრ ჯირ­კვალს ვიკ­ვლევთ. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი გა­მო­ყოფს ისეთ სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბელ ჰორ­მო­ნებს, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ფუნ­ქცი­ა­ზე.

- იქ­ნებ თქვე­ნი პრაქ­ტი­კი­დან რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტიც გა­იხ­სე­ნოთ, რომ­ლებ­საც შვი­ლი დიდ­ხანს არ ჰყავ­დათ და შემ­დეგ გა­ა­ჩი­ნეს...

- მახ­სოვს მა­გა­ლი­თად, ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც 46 წლის ასაკ­ში და­ორ­სულ­და. 17 წელი უშ­ვი­ლო იყო, ჩვენ­თვი­საც სა­ოც­რე­ბა იყო... ახალ­ხანს და­ფეხ­მძიმ­და ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც 8 წლის უშ­ვი­ლო­ბა ჰქონ­და, 38 წლის არის. ჩა­ვუ­ტა­რეთ ყვე­ლა­ნა­ი­რი კვლე­ვა, მკურ­ნა­ლო­ბა და­ვუ­ნიშ­ნეთ, მაგ­რამ ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და, ექოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვი­თაც, ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის მა­რა­გი და ხა­რის­ხი. ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის­თვის ვამ­ზა­დებ­დი, მაგ­რამ სა­სინ­ჯად მკურ­ნა­ლო­ბის კი­დევ ერთი მოკ­ლე კურ­სი ჩა­ვუ­ტა­რე. არ­სე­ბობს მე­დი­ცი­ნა­ში ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მი: თუ არ უშ­ვე­ლის, არ ავ­ნებ­სო და სწო­რედ ამ პრინ­ცი­პით ვი­მოქ­მე­დე ამ შემ­თხვე­ვა­ში, რომ­ლის შემ­დეგ ქალ­ბა­ტო­ნი და­ფეხ­მძიმ­და და სი­ხა­რუ­ლით მე­ცხრე ცა­ზეა, რომ იცო­დეთ, ჩვენც არა­ნაკ­ლე­ბად გვი­ხა­რია, როცა შე­დეგს ვაღ­წევთ. ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ აზრს სწო­რედ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვხე­დავ და მი­ხა­რია, როცა ჩემი მცი­რე­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ის უდი­დე­სი სას­წა­უ­ლი აღეს­რუ­ლე­ბა, რა­საც ადა­მი­ა­ნის გა­ჩე­ნა ჰქვია.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უშვილობა: მიზეზები და პრობლემის დაძლევის გზები - რას ურჩევს წყვილებს გინეკოლოგი

უშვილობა: მიზეზები და პრობლემის დაძლევის გზები - რას ურჩევს წყვილებს გინეკოლოგი

"უშვილობა მდგომარეობაა, როცა 1 წელზე მეტი დროის მანძილზე, მიუხედავად რეგულარული დაუცველი სქესობრივი კონტაქტისა, ორსულობა არ დგება. სტატისტიკურად, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველი მეექვსე წყვილი უშვილოა," - გვეუბნება მანანა მგალობლიშვილი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი. სწორედ მასთან ერთად ვსაუბრობთ თემაზე, რა არის უშვილობის მიზეზი და როგორ უნდა დაიძლიოს ეს პრობლემა.

- უშვილობა ავადმყოფობა არ არის და არ აწუხებს წყვილს მანამ, სანამ არ გაირკვევა, რომ ერთ წელზე მეტი დროის მანძილზე ორსულობა არ შედგა. უმეტეს შემთხვევაში წყვილები აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან, მაგრამ მათ აქვთ ისეთი ცვლილებები, რომელიც ხელს უშლის განაყოფიერებას ან ნაყოფის მიმაგრებას.

- რა არის ამის მიზეზი?

- მიზეზი უამრავია და შეგვიძლია ისინი სამ ძირითად მიმართულებად განვიხილოთ. პირველი, ქალის კვერცხუჯრედების მდგომარეობა და საკვერცხეების ფუნქციაა, რაც თავის თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ქალის ასაკთან და ჰორმონალურ სტატუსთან; მეორე - ქალის რეპროდუქციული ორგანოებია, კერძოდ: საშვილოსნო, მილები, საკვერცხეები, მცირე მენჯის ღრუ, რომლებშიც უშუალოდ ხდება ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების გადაადგილება, "შეხვედრა", განაყოფიერება, მიმაგრება და ორსულობის დადგომა; მესამე მიზეზი მამაკაცის სპერმის ხარისხია.

შვილოსნობის პრობლემის მქონე წყვილები ხშირად ამბობენ, რომ ყველანაირი გამოკვლევა ჩაიტარეს, იმკურნალეს, მაგრამ ორსულობა მაინც არ დგება. როცა გავეცნობი მათ ისტორიას და გადავხედავ ჩატარებულ გამოკვლევებს, ვხედავ საქმის ვითარების რამდენიმე ვარიანტს:

1. ჩატარებულია მკურნალობა და გამოკვლევები, რომლებიც არ არის პირდაპირ კავშირში შვილოსნობის ფუნქციასთან. მაგალითად, საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, პაპტესტი და ვირუსები დეტალურადაა გამოკვლეული, მაგრამ ამავე დროს მილების გამტარობა და საკვერცხეების ფუნქციის შეფასება, სპერმოგრამა და შვილოსნობისთვის საჭირო სხვა ძირითადი კვლევები არაა ან არასრულყოფილადაა ჩატარებული;

2. ყველა გამოკვლევაა ჩატარებული შვილოსნობის შესაფასებლად, მაგრამ, ქალის ასაკიდან გამომდინარე არ დგება შედეგი, შეიძლება ითქვას რომ ამ შემთხვევაში, მიზეზი მხოლოდ ასაკშია და აქ მიდგომაც სხვაგვარია;

3. გამოკვლევები და მკურნალობა ჩატარებულია არათანმიმდევრულად;

4. პაციენტს არ ყოფნის მოთმინება და სურს, ჩატარებული გამოკვლევების და მკურნალობის შემდეგ მყისიერად მიიღოს შედეგი, რაც ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია.

5. უშვილობის მრავალწლიანი უშედეგო მკურნალობით გატანჯული და იმედგაცრუებული წყვილი თავად წყვეტს, რა გამოკვლევები და მკურნალობა და როგორი თანმიმდევრობით სჭირდებათ, რაც ცხადია, არ იძლევა სასურველ შედეგს. ამასობაში მიდის დრო, ქალს ემატება ასაკი და დგება ის მომენტი, როცა სრულიად ილევა კვერცხუჯრედების მარაგი, რომლის გარეშე ფიზიოლოგიური ორსულობა შეუძლებელია და ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში ინვიტრო განაყოფიერებაა, დონორი კვერცხუჯრედით.

- განვიხილეთ სამი ძირითადი მიმართულება, სადაც უნდა ვეძებოთ მიზეზი და დიაგნოსტიკაც ამ სამ მიმართულებაზეა დაყრდნობილი?

- დიახ, როდესაც მაგალითად, კვერცხუჯრედს ვიკვლევთ, აქ პირველ რიგში ყურადღება ექცევა ქალის ასაკს, ასევე ტარდება გინეკოლოგიური ექოსკოპია და რამდენიმე ანალიზი: ანტიმიულერის და კიდევ რამდენიმე ჰორმონი და აქედან გამომდინარე, ვაფასებთ კვერცხუჯრედების მარაგს და ხარისხს.

აღსანიშნავია, რომ ქალი, განსხვავებით მამაკაცისგან, იბადება კვერცხუჯრედების გარკვეული მარაგით, რომელსაც ის რეპროდუქციულ ასაკში "ხარჯავს," ქალის ორგანიზმში არ ხდება ახალი კვერცხუჯრედების წარმოქმნა მამაკაცისგან განსხვავებით, რომელთანაც სპერმატოზოიდების წარმოქმნა ანუ სპერმატოგენეზი თითქმის უწყვეტი პროცესია საკმაოდ ხანდაზმულ ასაკამდე. როცა ქალის სასქესო უჯრედები – კვერცხუჯრედები "გამოილევა," ქალი კლიმაქსურ პერიოდში შედის და რაც მეტია ქალის ასაკი, მით ნაკლებია დაორსულების შანსი და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად "მოწესრიგებული" და ჯანმრთელი რეპროდუქციული ორგანოებია. ეს არ არის პათოლოგია, ეს ფიზიოლოგიური და ბუნებრივი პროცესია...

- ე.ი. დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის ასაკს და კვეცხუჯრედების ხარისხს...

- დიახ, თუმცა არსებობს ნაადრევი კლიმაქსი ან სხვა გენეტიკური თუ ჰორმონალური მიზეზებით გამოწვეული კვერცხუჯრედების არარსებობა ან ნაადრევი განლევა, რომლის დროსაც შეუძლებელია ორსულობა საკუთარი კვერცხუჯრედით. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა არის პირდაპირი ჩვენება დონორი კვერცხუჯრედით ინვიტრო განაყოფიერებისა. საკმაოდ ხშირია ისევე შემთხვევები, როდესაც ქალს კვერცხუჯრედები აქვს, მაგრამ საკვერცხედან მისი გამოყოფა ვერ ხერხდება ანუ არ ხდება ოვულაცია და შესაბამისად, განაყოფიერებაც შეუძლებელია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ამ მდგომარეობისა პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომია, რომლის დროსაც დარღვეულია ჰორმონალური ბალანსი. პოლიკისტოზური საკვერცხეების მქონე ქალებს ხშირად აწუხებთ მენსტრუაციის გადაცდენები, ჭარბი წონა, ჭარბთმიანობა. თუმცა, პოლიკისტოზური საკვერცხეების პრობლემისადმი სწორი და თანმიმდევრული მიდგომა და მკურნალობა ორსულობის მიღწევის საკმაოდ მაღალ შედეგს იძლევა.

რაც შეეხება ქალის რეპროდუქციულ ორგანოებს, რომლებშიც უშუალოდ ხდება ორსულობის დადგომისთვის უმთავრესი მოვლენა - განაყოფიერება და ემბრიონის მიმაგრება (საშვილოსნო, მილები, საკვერცხეები, მცირე მენჯის ღრუ), მნიშვნელოვანია მათი სრულყოფილი გამოკვლევა.

არსებობს ქალის რეპროდუქციული ორგანოების რამდენიმე სახის კვლევა: ექოსკოპიური (სონო-სალპინგოგრაფია), რენტგენით (მეტროსალპინგოგრაფია), ლაპარასკოპია, ჰისტეროსკოპია, თუმცა ამათგან ყველაზე ინფორმატიული და ეფექტური ლაპარასკოპია და ჰისტეროსკოპიაა. ლაპარასკოპიით და ჰისტეროსკოპიით ხდება სპეციალური ვიდეოკამერით აღნიშნული ორგანოების დეტალური დათვალიერება, ხოლო ისეთი ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც ხელს უშლიან ორსულობას (პოლიპი, შეხორცება, დახურული მილები, ენდომეტრიოზი, მიომა და ა.შ.) შესაძლებელია მათი ოპერაციული მკურნალობა. ოპერაცია ტარდება მცირე ზომის ნახვრეტიდან, ეს არის ე.წ. უსისხლო ოპერაცია, რომლის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი მინიმალურია, 24 საათში პაციენტი ეწერება კლინიკიდან, ხოლო 36 საათში შრომისუნარიანია.

მესამე ძირითადი გამოკვლევა მამაკაცის სპერმის ანალიზია. თუ სპერმა ნორმალურია და განაყოფიერების უნარის მქონეა, მაშინ მას არ სჭირდება დამატებით არანაირი გამოკვლევა. თუ მამაკაცის სპერმაში არის ისეთი მძიმე ცვლილებები, როგორიცაა - სპერმატოზოიდების არარსებობა ან რამდენიმე ერთეული სპერმატოზოიდი, პირველ რიგში ვადგენთ მიზეზს, მაგრამ ორსულობის მიღწევა ძირითადად შესაძლებელია მხოლოდ დამხმარე რეპროდუქციული მეთოდებით, როგორიცაა ინვიტრო განაყოფიერება და ინსემინაცია.

- როცა მიზეზი დადგენილია, მკურნალობის რა გზები არსებობს?

- გააჩნია, რა არის მიზეზი. დავიწყოთ ქალის ასაკით, როგორც ვთქვით, იქ კვერცხუჯრედების ხარისხი დაბალია და მარაგიც თითქმის გამოლეულია, თუმცა 40-46 წლის ქალებიც დაორსულებულან, ბოლომდე მიუტანიათ ფეხმძიმობის სრული ციკლი, მაგრამ ეს ცალკეული შემთხვევებია. მედიცინა კი სტატისტიკას ეყრდნობა და ვიცით, რომ რაც უფრო მეტია ქალის ასაკი, მით უფრო ნაკლებია დაორსულების შანსი. ქალის ასაკით გამოწვეული უშვილობის დროს ორსულობის მიღწევის ერთადერთი გზაა ინვიტრო განაყოფიერება დონორი კვერცხუჯრედით.

როგორც უკვე აღვნიშნე, რეპროდუქციული ორგანოების ისეთი ცვლილებების მკურნალობა, რომლებიც ხელს უშლის დაორსულებას (პოლიპი, კისტა, მიომა, შეხორცებები და ა. შ.), ხდება ლაპარასკოპიით და ჰისტეროსკოპიით. მაგალითად, ორსულობის მრავლობითი თვითნებითი შეწყვეტის დიაგნოზის შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო ან სამკურნალო პროცედურაა ჰისტეროსკოპია. ხოლო ისეთი მდგომარეობის შემთხვევაში, როცა ოვულაცია არ ხდება (პოლიკისტოზური საკვერცხეები, მაღალი პროლაქტინი და სხვა) ანუ არ გამოიყოფა არსებული კვერცხუჯრედი საკვერცხედან იმისათვის, რომ შეხვდეს სპერმატოზოიდს და განაყოფიერდეს, მკურნალობა ჰორმონების ბალანსის დარეგულირება და ლაპარასკოპიული დრილინგია.

- პროცენტულად ყველაზე მეტად რა მიზეზით არის გამოწვეული უშვილობა?

- პროცენტულად ქალისა და მამაკაცის უშვილობა დაახლოებით ერთნაირი სიხშირიდ გვხვდება: 40% ქალის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა, 40% მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა და 20% შერეული - ქალისა და მამაკაცის ფაქტორებით გამოწვეული უშვილობა. ხოლო ქალისა და მამაკაცის უშვილობის მიზეზებზე უკვე ვისაუბრეთ.

- ფარისებრის ჯირკვლის პრობლემა უშვილობაზე არ მოქმედებს?

- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა ქალების უმეტესობას აქვს, ამიტომ, ჩვენთან რომ ქალი მოდის, აუცილებლად ფარისებრ ჯირკვალს ვიკვლევთ. ფარისებრი ჯირკვალი გამოყოფს ისეთ სასიცოცხლოდ აუცილებელ ჰორმონებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

- იქნებ თქვენი პრაქტიკიდან რამდენიმე პაციენტიც გაიხსენოთ, რომლებსაც შვილი დიდხანს არ ჰყავდათ და შემდეგ გააჩინეს...

- მახსოვს მაგალითად, ქალბატონი, რომელიც 46 წლის ასაკში დაორსულდა. 17 წელი უშვილო იყო, ჩვენთვისაც საოცრება იყო... ახალხანს დაფეხმძიმდა ქალბატონი, რომელსაც 8 წლის უშვილობა ჰქონდა, 38 წლის არის. ჩავუტარეთ ყველანაირი კვლევა, მკურნალობა დავუნიშნეთ, მაგრამ ისეთი მდგომარეობა ჰქონდა, ექოსკოპიური კვლევითაც, ძალიან დაბალი იყო კვერცხუჯრედების მარაგი და ხარისხი. ინვიტრო განაყოფიერებისთვის ვამზადებდი, მაგრამ სასინჯად მკურნალობის კიდევ ერთი მოკლე კურსი ჩავუტარე. არსებობს მედიცინაში ასეთი გამონათქვამი: თუ არ უშველის, არ ავნებსო და სწორედ ამ პრინციპით ვიმოქმედე ამ შემთხვევაში, რომლის შემდეგ ქალბატონი დაფეხმძიმდა და სიხარულით მეცხრე ცაზეა, რომ იცოდეთ, ჩვენც არანაკლებად გვიხარია, როცა შედეგს ვაღწევთ. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ აზრს სწორედ ჩემს საქმიანობაში ვხედავ და მიხარია, როცა ჩემი მცირედი მონაწილეობით ის უდიდესი სასწაული აღესრულება, რასაც ადამიანის გაჩენა ჰქვია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა

"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება" - ამირან გამყრელიძე

რა მექანიზმი არსებობს ქვეყანაში კორონავირუსის "ინდური შტამის" შემოტანის გასაკონტროლებლად? - თამარ გაბუნიას კომენტარი