პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გადაიდო ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა ბერლინის მიმართულებით: "წყალტუბოში წაგიყვანთ, სანამ რამეს გადაწყვეტენო"
რატომ გადაიდო ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა ბერლინის მიმართულებით: "წყალტუბოში წაგიყვანთ, სანამ რამეს გადაწყვეტენო"

ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში ბერ­ლი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით დღეს და­გეგ­მი­ლი ფრე­ნა გა­და­ი­დო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა, გი­ორ­გი ტო­რონ­ჯა­ძემ გა­ავ­რცე­ლა. მისი თქმით, შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მის გამო, ბერ­ლინ­ში გაფ­რე­ნის სა­ნაც­ვლოდ მგზავ­რებს ორი დღით წყალ­ტუ­ბოს სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნა­ვე­ბა შეს­თა­ვა­ზეს.

"ქუ­თა­ი­სი/ვი­ზე­ა­რი, თბი­ლი­სი/ბერ­ლი­ნის რე­ი­სი, გა­დაგ­დე­ბუ­ლი ხალ­ხი, პა­რას­კე­ვამ­დე ვერ წახ­ვალ­თო და წყალ­ტუ­ბო­ში წა­გიყ­ვან­თო, სა­ნამ რა­მეს გა­და­წყვი­ტა­ვე­ნო. პრობ­ლე­მა: ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი­აო" - წერს მგზავ­რი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

ბერ­ლი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნის გა­და­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი. რო­გორც აე­რო­პორ­ტის ვებ-გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გერ­მა­ნი­ი­დან, მე­მინ­გე­მი-ქუ­თა­ი­სის ავი­ა­რე­ი­სი უა­მინ­დო­ბის გამო თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში დაჯ­და, შე­სა­ბა­მი­სად, თვითმფრი­ნა­ვის ბორ­ტი დე­და­ქა­ლაქ­ში იმ­ყო­ფე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ, ბერ­ლინ­ში ფრე­ნა ვერ შეს­რულ­და.

აე­რო­პორ­ტი ფრე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნია "ვი­ზე­ა­რის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბა.

"ავი­ა­კომ­პა­ნია ვი­ზე­ა­ი­რის რე­ი­სი (W66409) მე­მინ­გე­ნი - ქუ­თა­ი­სი, უა­მინ­დო­ბის გამო დაჯ­და თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში. მგზავ­რე­ბის ნა­წი­ლი დარ­ჩა თბი­ლის­ში, ნა­წი­ლი ავ­ტო­ბუ­სით გა­ემ­გზავ­რა ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რე­ი­სი ქუ­თა­ი­სი-ბერ­ლი­ნი (W66407 ) არ შეს­რულ­და, რად­გან ბორ­ტი თბი­ლის­ში იყო. ქუ­თა­ი­სი - ბერ­ლი­ნის რე­ის­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მგზავ­რე­ბი გა­და­ნა­წილ­დნენ სას­ტუმ­რო­ებ­ში.

აღ­ნიშ­ნულ ავი­ა­რე­ის­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­ლით ავი­ა­კომ­პა­ნია "ვი­ზე­ა­რის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე შე­ი­ტყობთ ჩვე­ნი გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით. სხვა ყვე­ლა ავი­ა­რე­ი­სი შეს­რულ­დე­ბა და­გეგ­მი­ლი დრო­ის მი­ხედ­ვით", - ნათ­ქვა­მია ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom

რატომ გადაიდო ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა ბერლინის მიმართულებით: "წყალტუბოში წაგიყვანთ, სანამ რამეს გადაწყვეტენო"

რატომ გადაიდო ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა ბერლინის მიმართულებით: "წყალტუბოში წაგიყვანთ, სანამ რამეს გადაწყვეტენო"

ქუთაისის აეროპორტში ბერლინის მიმართულებით დღეს დაგეგმილი ფრენა გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მგზავრმა, გიორგი ტორონჯაძემ გაავრცელა. მისი თქმით, შექმნილი პრობლემის გამო, ბერლინში გაფრენის სანაცვლოდ მგზავრებს ორი დღით წყალტუბოს სასტუმროში დაბინავება შესთავაზეს.

"ქუთაისი/ვიზეარი, თბილისი/ბერლინის რეისი, გადაგდებული ხალხი, პარასკევამდე ვერ წახვალთო და წყალტუბოში წაგიყვანთო, სანამ რამეს გადაწყვიტავენო. პრობლემა: ტექნიკური ხარვეზიაო" - წერს მგზავრი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ბერლინის მიმართულებით ფრენის გადადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს ქუთაისის აეროპორტი. როგორც აეროპორტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გერმანიიდან, მემინგემი-ქუთაისის ავიარეისი უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, შესაბამისად, თვითმფრინავის ბორტი დედაქალაქში იმყოფება და სწორედ ამიტომ, ბერლინში ფრენა ვერ შესრულდა.

აეროპორტი ფრენასთან დაკავშირებით კომპანია "ვიზეარის" გადაწყვეტილებას ელოდება.

"ავიაკომპანია ვიზეაირის რეისი (W66409) მემინგენი - ქუთაისი, უამინდობის გამო დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მგზავრების ნაწილი დარჩა თბილისში, ნაწილი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით.

რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა, რადგან ბორტი თბილისში იყო. ქუთაისი - ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში.

აღნიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით ველით ავიაკომპანია "ვიზეარის" გადაწყვეტილებას და ინფორმაციის მიღებისთანავე შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით. სხვა ყველა ავიარეისი შესრულდება დაგეგმილი დროის მიხედვით", - ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი