პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - არაფრის დიდებით არ უნდა გავატაროთ არც ერთი მეტრი მავთულხლართის გაბმა
გიორგი მარგველაშვილი - არაფრის დიდებით არ უნდა გავატაროთ არც ერთი მეტრი მავთულხლართის გაბმა

ჩვენ არას­დროს შე­ვე­გუ­ე­ბით იმ ის­ტო­რი­ულ უსა­მარ­თლო­ბას და ვან­და­ლიზმს, რაც ხდე­ბა ჩვენს მიწა-წყალ­ზე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა­ში "არ­ჩე­ვა­ნი" გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა კი­თხვას, მცო­ცა­ვი ოუ­პა­ცი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად რა ბერ­კე­ტე­ბი არ­სე­ბობს.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, "ეს შე­უ­გუ­ებ­ლო­ბა მიგ­ვიყ­ვანს ჩვენ ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნამ­დე". გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ ვი­თა­რე­ბას რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტი გა­აჩ­ნია და მათ შო­რის მთა­ვა­რი არის რუ­სე­თი.

"პირ­ვე­ლი ეს არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, რო­მე­ლიც 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ერ­თდრო­უ­ლად ცდი­ლობს, იყოს გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მო­თა­მა­შე, იყოს იმ დიდ ქვე­ყა­ნა­თა შო­რის, რომ­ლე­ბიც გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე წეს­რიგს და ამა­ვე დროს აქვე, ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს სრუ­ლი­ად შუ­ა­სა­კუ­ნებ­რი­ვი ლო­გი­კით, სა­დაც და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის ასე­თი - მე რად­გან გა­მაჩ­ნია ია­რა­ღი, გა­მაჩ­ნია ძა­ლა­უფ­ლე­ბა, მე მაქვს შენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თე­ბი, შე­გიქ­მნი სირ­თუ­ლეს ყო­ველ­დღი­უ­რად. ეს არის ის შუ­ა­სა­უ­კუ­ნებ­რი­ვი ლო­გი­კა, რომლზეც დიდი ხა­ნია კა­ცობ­რი­ო­ბამ უარი თქვა. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას აქვს ერთი რი­ტო­რი­კა, ჩვენ უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ რას ამ­ბო­ბენ - ისი­ნი გვე­უბ­ნე­ბინ ჩვენ ძა­ლი­ან მტკივ­ნე­ულ რა­მეს, რომ მი­ი­ღეთ რე­ა­ლო­ბაო. ეს არის გა­მიზ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კა, რომ შე­არ­ყი­ონ ჩვე­ნი მდგრა­დო­ბა და ერ­თი­ა­ნო­ბა",- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, ამ ვი­თა­რე­ბა­ში არ უნდა მო­დუნ­დეს არა­ვინ, არც პრე­ზი­დენ­ტი, არც სა­გა­რეო უწყე­ბა, არც ოპო­ზი­ცია და არც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე. "არაფ­რის დი­დე­ბით არ უნდა გა­ვა­ტა­როთ არც ერთი მეტ­რი მავ­თულ­ხარ­თის გაბ­მა, არც ერთი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი, რომ­ლის და­პყრო­ბა­საც ახორ­ცი­ე­ლებს ოკუ­პან­ტი ძალა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom

გიორგი მარგველაშვილი - არაფრის დიდებით არ უნდა გავატაროთ არც ერთი მეტრი მავთულხლართის გაბმა

გიორგი მარგველაშვილი - არაფრის დიდებით არ უნდა გავატაროთ არც ერთი მეტრი მავთულხლართის გაბმა

ჩვენ არასდროს შევეგუებით იმ ისტორიულ უსამართლობას და ვანდალიზმს, რაც ხდება ჩვენს მიწა-წყალზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მცოცავი ოუპაციის შესაჩერებლად რა ბერკეტები არსებობს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "ეს შეუგუებლობა მიგვიყვანს ჩვენ ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე". გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ ვითარებას რამდენიმე კომპონენტი გააჩნია და მათ შორის მთავარი არის რუსეთი.

"პირველი ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც 21-ე საუკუნეში ერთდროულად ცდილობს, იყოს გლობალური პოლიტიკის მოთამაშე, იყოს იმ დიდ ქვეყანათა შორის, რომლებიც განაპირობებენ ჩვენს პლანეტაზე წესრიგს და ამავე დროს აქვე, ევროპის ტერიტორიაზე საქართველოში მოქმედებს სრულიად შუასაკუნებრივი ლოგიკით, სადაც დამოკიდებულება არის ასეთი - მე რადგან გამაჩნია იარაღი, გამაჩნია ძალაუფლება, მე მაქვს შენს ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო შენაერთები, შეგიქმნი სირთულეს ყოველდღიურად. ეს არის ის შუასაუკუნებრივი ლოგიკა, რომლზეც დიდი ხანია კაცობრიობამ უარი თქვა. რუსეთის ფედერაციას აქვს ერთი რიტორიკა, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ რას ამბობენ - ისინი გვეუბნებინ ჩვენ ძალიან მტკივნეულ რამეს, რომ მიიღეთ რეალობაო. ეს არის გამიზნული პოლიტიკა, რომ შეარყიონ ჩვენი მდგრადობა და ერთიანობა",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ვითარებაში არ უნდა მოდუნდეს არავინ, არც პრეზიდენტი, არც საგარეო უწყება, არც ოპოზიცია და არც რიგითი მოქალაქე. "არაფრის დიდებით არ უნდა გავატაროთ არც ერთი მეტრი მავთულხართის გაბმა, არც ერთი კვადრატული მეტრი, რომლის დაპყრობასაც ახორციელებს ოკუპანტი ძალა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."