აბიტურიენტი, რომელიც თავისი ჩაცმულობით სხვების განწყობაზე ზრუნავს: "მე-7 სართულიდან გამომაბუნძულეს"

აბიტურიენტი, რომელიც თავისი ჩაცმულობით სხვების განწყობაზე ზრუნავს: "მე-7 სართულიდან გამომაბუნძულეს"

19 წლის ლაზარე ნინუა ეროვნულ გამოცებზე წელს მესამედ მიიღებს მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე წელს წარმატებით გაიარა ეროვნული გამოცდები და სტუდენტის სტატუსიც ორჯერვე მიიღო, ის კვლავ აგრძელებს გამოცდებზე სიარულს. როგორც ამბობს, ეს პროცესი ძალიან სიამოვნებს. ლაზარე ნინუა Ambebi.ge-ს ესაუბრა:

- გამოცდებს მესამეჯერ ვაბარებ, პირველად ალასანიაში ჩავაბარე, თეატრალურ უნივერსიტეტშიც მინდოდა ჩაბარება, მაგრამ დამიწუნეს. რბილი ლასი მაქვს, როგორც თითქმის ყველა იმერელს. წელს არ ვიცი სად მოვხვდები, კარგად დავწერე გამოცდა. მარტივია ძალიან ჩაბარება, მთავარია უცხო ენაშიც დაწიონ ბარიერი.

- რატომ მიხვედით ასე უცნაურად გამოწყობილი გამოცდაზე?

- ხალხს დაავიწყდა სიცილი, აღარ იცინიან... მე ვცდილობ გავამხიარულო ისინი, კარგად გამომდის, სხვათა შორის. მართალია, საგამოცდო ცენტრის მეშვიდე სართულიდან ჩამომაბუნძულეს, მაგრამ დანარჩენ სართულებზე კარგად მიმიღეს. ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული, მაგრამ არავინ ფიქრობს აბიტურიენტების განწყობაზე და გადავწყვიტე მე მეზრუნა.

- რა რეაქცია მოჰყვა თქვენს ასეთ ჩაცმულობას?

- კარგი რეაქციები... ზოგი დაიბნა, ზოგი იცინოდა, ზოგი თვალს მარიდებდა... ეშინოდათ, არ მწყენოდა, რომ გაეცინებოდათ. პირიქით, კარგი იქნებოდა, რომ შემდეგ გამოცდებზე ყველა ასე ჩაცმული, ნუ დაახლოებით, ასე ჩაცმულები მივსულიყავით, ერთმანეთს გავახალისებდით.

მარიამ ლორთქიფანიძე

Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი