პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაღალი ტემპერატურის გამო, მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაღალი ტემპერატურის გამო, მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე მო­სახ­ლე­ო­ბას მზე­ზე ნაკ­ლე­ბად ყოფ­ნი­სა­კენ მო­უ­წო­დებს. ამის შე­სა­ხებ მან და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საფრ­თხე არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი მო­მა­ტე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, მო­სა­ლოდ­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ებს ავ­რცე­ლებს.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საფრ­თხე არ არის. მო­მა­ტე­ბუ­ლი გა­რე­მოს ტემ­პე­რა­ტუ­რაა. ზა­ფხუ­ლის დად­გო­მი­სას ჩვენ ყო­ველ­თვის ვაქ­ვეყ­ნებთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, თუ რო­გორ უნდა ავი­რი­დოთ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც უფრო მო­წყვლად ფე­ნას მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ესე­ნი გახ­ლავთ: ხუთ წლად­მე ბავ­შვე­ბი, 60-65 წლის ზე­მოთ მო­ხუ­ცე­ბი და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, უპი­რა­ტე­სად გულ­სის­ხლძარ­ღვთა, სა­სუნ­თქი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და დი­ა­ბე­ტი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა იყ­ვნენ გან­სა­კუთ­რე­ბით ფრთხი­ლად და მო­ე­რი­დონ მზე­ზე სი­ა­რულს, ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას, სე­ირ­ნო­ბას. ვე­ცა­დოთ, რომ ოთა­ხის ში­და­ტემ­პე­რა­ტუ­რა იყოს 32 გრა­დუ­სამ­დე და მი­ვი­ღოთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე. თუ ვი­თარ­დე­ბა მო­მა­ტე­ბულ ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მივ­მარ­თოთ შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. ცხელ პე­რი­ოდ­ში წყლით გა­დამ­ტა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კი იმა­ტებს და ხში­რია დი­ა­რე­ე­ბი. ამი­ტომ უნდა ვიხ­მა­როთ, მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­ი­მე­დო წყა­ლი. ასე­ვე მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კი არ­სე­ბობს საკ­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სხვა­დას­ხვა ეპი­და­ფეთ­ქე­ბის და უნდა ვი­ყოთ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ საკ­ვე­ბი რო­მელ­საც მი­ვირ­თმევთ უსაფრ­თხოა და გან­სა­კუთ­რე­ბით, თავი ავა­რი­დოთ კრე­მი­ა­ნი და მძი­მე საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ფრთხი­ლად ვი­ყოთ სხვა­დას­ხვა მწე­რე­ბი­თა და ტკი­პე­ბით გა­დამ­ტა­ნი და­ა­ვა­დე­ბი­სა­გან",-გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის დროს და­საქ­მე­ბულ­თა უფ­ლე­ბებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ დამ­საქ­მე­ბელ­მა და­საქ­მე­ბულს მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში კომ­ფორ­ტუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა უნდა შე­უქ­მნას.

"ჩვენ­თან არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი, რომ­ლი­თაც რე­გუ­ლირ­დე­ბა შე­ნო­ბის შიგ­ნით ადა­მი­ან­თა მუ­შა­ო­ბის ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი და შე­ნო­ბის შიგ­ნით მაქ­სი­მა­ლურ ტემ­პე­რა­ტუ­რად 32 გრა­დუ­სია მოყ­ვა­ნი­ლი. შე­სა­ბა­მი­სი კომ­ფორ­ტუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა უნდა შე­უქ­მნას დამ­საქ­მე­ბელ­მა და­საქ­მე­ბულს მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა შე­ნო­ბის გა­რეთ, ეს არ რე­გუ­ლირ­დე­ბა, მაგ­რამ დამ­საქ­მებ­ლებ­მა შე­სა­ბა­მი­სი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ვა­ტა­როთ", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაღალი ტემპერატურის გამო, მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაღალი ტემპერატურის გამო, მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მზეზე ნაკლებად ყოფნისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საფრთხე არ არსებობს, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრი მომატებული ტემპერატურის გამო, მოსალოდნელი დაავადებების პრევენციის მიზნით, მოსახლეობისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

"მნიშვნელოვანი საფრთხე არ არის. მომატებული გარემოს ტემპერატურაა. ზაფხულის დადგომისას ჩვენ ყოველთვის ვაქვეყნებთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა ავირიდოთ მაღალი ტემპერატურისგან მიყენებული ზიანი, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც უფრო მოწყვლად ფენას მიეკუთვნება. ესენი გახლავთ: ხუთ წლადმე ბავშვები, 60-65 წლის ზემოთ მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, უპირატესად გულსისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის დაავადებები და დიაბეტი. ეს ადამიანები უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად და მოერიდონ მზეზე სიარულს, ფიზიკურ დატვირთვას, სეირნობას. ვეცადოთ, რომ ოთახის შიდატემპერატურა იყოს 32 გრადუსამდე და მივიღოთ რაც შეიძლება მეტი რაოდენობით სითხე. თუ ვითარდება მომატებულ ტემპერატურასთან დაკავშირებული პირდაპირი ჯანმრთელობის დაზიანება აუცილებელია, მივმართოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას. ცხელ პერიოდში წყლით გადამტანი დაავადებების რისკი იმატებს და ხშირია დიარეები. ამიტომ უნდა ვიხმაროთ, მხოლოდ და მხოლოდ საიმედო წყალი. ასევე მომატებული რისკი არსებობს საკვებით გამოწვეული სხვადასხვა ეპიდაფეთქების და უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საკვები რომელსაც მივირთმევთ უსაფრთხოა და განსაკუთრებით, თავი ავარიდოთ კრემიანი და მძიმე საკვების მიღებას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ პერიოდში ფრთხილად ვიყოთ სხვადასხვა მწერებითა და ტკიპებით გადამტანი დაავადებისაგან",-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან მაღალი ტემპერატურის დროს დასაქმებულთა უფლებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს მუშაობის პერიოდში კომფორტული ტემპერატურა უნდა შეუქმნას.

"ჩვენთან არსებობს სპეციალური რეგლამენტი, რომლითაც რეგულირდება შენობის შიგნით ადამიანთა მუშაობის ჰიგიენური პირობები და შენობის შიგნით მაქსიმალურ ტემპერატურად 32 გრადუსია მოყვანილი. შესაბამისი კომფორტული ტემპერატურა უნდა შეუქმნას დამსაქმებელმა დასაქმებულს მუშაობის პერიოდში. რაც შეეხება შენობის გარეთ, ეს არ რეგულირდება, მაგრამ დამსაქმებლებმა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები უნდა გავატაროთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი