პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დორის პეინი - ბრილიანტების ლეგენდარული ქურდი ქალი 20 ფსევდონიმით ისევ საპატიმროშია
დორის პეინი - ბრილიანტების ლეგენდარული ქურდი ქალი 20 ფსევდონიმით ისევ საპატიმროშია

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ მე-20 სა­უ­კუ­ნის თაღ­ლი­თე­ბი და ე.წ. "მძარ­ცვე­ლე­ბი თეთრ ხელ­თათ­მა­ნებ­ში", ყო­ველ­თვის უბად­ლო არ­ტის­ტიზ­მით, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბით და დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა კი, ად­რე­ულ ბავ­შო­ბა­ში აწყდე­ბა სო­ცი­ა­ლურ უთა­ნას­წო­რო­ბას და უსა­მარ­თლო­ბა­საც თა­ვი­სე­ბუ­რად პა­სუ­ხობს. სწო­რედ მათ რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ბრი­ლი­ან­ტე­ბის ლე­გენ­და­რუ­ლი ქურ­დი, 86 წლის დო­რის პე­ი­ნი, რო­მე­ლიც 6 ათე­უ­ლი წე­ლია მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს ელი­ტა­რულ სა­ი­უ­ვე­ლი­რო ბუ­ტი­კებს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

მე­შახ­ტე­თა რე­ზერ­ვა­ცი­ის მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრე

დო­რი­სი 1930 წელს და­ი­ბა­და აღ­მო­სავ­ლეთ ვირ­გი­ნი­ის მე­შახ­ტე­თა და­სახ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც შავ­კა­ნი­ან­თა რე­ზერ­ვა­ცი­ას უფრო ჰგავ­და, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ ქა­ლაქს. ფიც­რის სახ­ლი და ვირ­თხე­ბით სავ­სე პა­ტა­რა ოთა­ხი, სი­ბინ­ძუ­რე, შიმ­ში­ლი და სი­ცი­ვე - სწო­რედ ასეთ პი­რო­ბებ­ში გა­ი­ზარ­და დო­რი­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი იყო ექ­ვსშვი­ლი­ან ოჯახ­ში. მამა - ზორ­ბა მე­შახ­ტე უზარ­მა­ზა­რი მუშ­ტე­ბი­თა და გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით, დო­რისს ერ­თდრო­უ­ლად სძულ­და და ეში­ნო­და. ოჯა­ხის უფ­რო­სი მხო­ლოდ უქ­მებ­ზე ბრუნ­დე­ბო­და სახ­ლში და ვის­კით გა­მომ­თვრა­ლი ცოლ­თან ერ­თად, ბავ­შვებ­საც ხში­რად სცემ­და.

უნებ­ლიე ქურ­დო­ბა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა

ქა­ლაქ­ში სე­ირ­ნო­ბი­სას, მო­ზარ­დმა დო­რის­მა მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ა­რა, სა­დაც იც­რუა, თით­ქოს სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს დედა სა­ა­თის ყიდ­ვას შეჰ­პირ­და. მის­ტერ ბენ­ჯა­მინ­მა, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის უთა­ნაგ­რძნობ­და მე­შახ­ტე­ებს, დო­რისს ოქ­როს სა­ა­თის მო­სინ­ჯვა შეს­თა­ვა­ზა და სწო­რედ ამ დროს შე­მო­ვი­და მა­ღა­ზი­ა­ში თეთრკა­ნი­ა­ნი მყიდ­ვე­ლი. მო­ხუც ბენ­ჯა­მინს შე­ე­შინ­და, რომ შავ­კა­ნი­ა­ნე­ბის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლებ­დნენ და დო­რი­სი ყვი­რი­ლით გა­აგ­დო. დამფრ­თხა­ლი გო­გო­ნა მა­ღა­ზი­ი­დან სა­ათ­თან ერ­თად გა­იქ­ცა და მარ­თა­ლია, მოგ­ვი­ა­ნე­ბით დაბ­რუნ­და, მაგ­რამ მიხ­ვდა, რამ­დე­ნად მარ­ტი­ვი იყო სა­სურ­ვე­ლი ნივ­თის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა.

ქურ­დის "პრო­ფე­სი­ის" ათ­ვი­სე­ბა დო­რის­მა ია­ფ­ფა­სი­ა­ნი კა­ბე­ბის მო­პარ­ვით და­ი­წყო და მხო­ლოდ 23 წლის ასაკ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა სა­ი­ვე­ლი­რო ბუ­ტი­კებ­ში, როცა ამე­რი­კა­ში სეგ­რე­გა­ცი­ის კა­ნო­ნი გა­უქ­მდა და პრე­ზი­დენტ ჯონ­სონ­მა თეთრკა­ნი­ა­ნე­ბის და შავ­კა­ნი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი გა­ა­თა­ნაბ­რა.

სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ა­ში დო­რი­სი, იმ ლე­გენ­დას ჰყვე­ბო­და, რო­მე­ლიც დიდი ხნით ადრე მო­ი­ფიქ­რა და წლე­ბის მან­ძილ­ზე, იდე­ა­ლუ­რად მუ­შა­ობ­და - მის პე­ი­ნი თავს მი­ლი­ო­ნე­რის ან შეძ­ლე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტის სა­ცო­ლედ ასა­ღებ­და, რო­მელ­მაც მო­უც­ლე­ლო­ბის გამო, სწო­რედ დო­რისს სთხო­ვა ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დის შერ­ჩე­ვა, თვი­თონ კი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­იხ­დი­და შე­ნა­ძე­ნის სა­ფა­სურს. რაც მთა­ვა­რია, "ვირ­ტუ­ა­ლუ­რი საქმრო" იმ­დე­ნად ხელ­გაშ­ლი­ლი და კე­თილ­შო­ბი­ლი იყო, რომ მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს ნე­ბის­მი­ე­რი სამ­კა­უ­ლის შერ­ჩე­ვის უფ­ლე­ბას აძ­ლევ­და და აუ­ცი­ლებ­ლად ბრი­ლი­ან­ტის თვლით. გამ­ყიდ­ვე­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით აჩ­ვე­ნებ­და დო­რისს სამ­კა­ულს, ის კი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად აფა­სებ­და, ირ­გებ­და და აქეთ-იქით ატ­რი­ა­ლებ­და. მერე, ვი­თომ შემ­თხვე­ვით ქუ­ჩის­კენ იხე­დე­ბო­და და სი­ხა­რუ­ლით აღ­ნიშ­ნავ­და, რომ სწო­რედ ახლა ჩა­ი­ა­რა მის­მა საქმრომ მან­ქა­ნით, რო­მელ­საც იმა­ვე კვარ­ტალ­ში ჰქონ­და ოფი­სი. გამ­ყიდ­ველს სულ რამ­დე­ნი­მე წა­მით ეფან­ტე­ბო­და ყუ­რა­დღე­ბა, თუმ­ცა, დო­რი­სის­თვის ესეც საკ­მა­რი­სი იყო. სწრა­ფად იხ­სნი­და ბე­ჭედს და იდებ­და ჯი­ბე­ში, აგ­რძე­ლებ­და გა­ტა­ცე­ბით თვა­ლი­ე­რე­ბას, ბო­ლოს კი ამ­ბობ­და, რომ ერთ-ერთი ბე­ჭე­დი მარ­თლაც მო­ე­წო­ნა, თუმ­ცა, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბო­და. რა თქმა უნდა, მდი­და­რი ქალ­ბა­ტო­ნის ელე­გან­ტუ­რო­ბით მო­ხიბ­ლუ­ლი გამ­ყიდ­ვე­ლი ყვე­ლა­ფერს თან­ხმე­ბო­და და წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და, რომ მის წი­ნა­შე გაქ­ნი­ლი თაღ­ლი­თი იყო, რო­მელ­საც ვე­ღა­რას­დროს ნა­ხავ­და.

ევ­რო­პუ­ლი ტურ­ნე

1974 წელს დო­რი­სი "გას­ტრო­ლე­ბით" საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა და მო­დით და­ინ­ტე­რეს­და, სა­სურ­ვე­ლი მო­დე­ლე­ბის შე­ძე­ნის შემ­დეგ კი, ქა­ლა­ქის, ად­გი­ლობ­რი­ვი ჩვე­ვე­ბის და სა­ი­უ­ვე­ლი­რო ტრა­დი­ცი­ე­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყო. თუმ­ცა, პირ­ვე­ლი ძარ­ცვა არა პა­რიზ­ში, არა­მედ ნი­ცა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, სა­დაც სა­ი­უ­ვე­ლი­რო ბუ­ტი­კებს მი­ლი­ო­ნე­რის ცო­ლის როლ­ში სტუმ­რობ­და. მსხვი­ლი ნა­დავ­ლის ძი­ე­ბა­ში დო­რის­მა ჩარ­ტი­ერ-ს მა­ღა­ზი­ა­შიც შე­ი­ა­რა, სა­დაც ბრი­ლან­ტით გა­წყო­ბი­ლი პლა­ტი­ნის ბეჭ­დი მო­ი­პა­რა და ტაქ­სით პირ­და­პირ აე­რო­პორ­ტში გა­ემ­გზავ­რა. თუმ­ცა, სა­ზღვრზე, პას­პორ­ტის კონ­ტრო­ლის დროს და­ა­კა­ვეს.

მარ­თა­ლია, ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ამე­რი­კელ კო­ლე­გებ­ზე გო­ნი­ე­რე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, მაგ­რამ დო­რის­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა თა­ვის დაღ­წე­ვა. ჩხრე­კამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე, ბე­ჭე­დი ენის ქვეშ ამო­ი­დო, პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა­ში კი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად აუ­ტყდა ხვე­ლე­ბა და ილუ­ზი­ო­ნის­ტის ოს­ტა­ტო­ბით, ცხვირ­სა­ხოც­ში გახ­ვე­უ­ლი ნა­დავ­ლი, ახლა ფეხ­საც­მელ­ში გა­და­ი­ტა­ნა. გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე დო­რი­სი სას­ტუ­რო­ში და­ა­ბი­ნა­ვეს, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი მი­უ­ჩი­ნეს. თუმ­ცა, საზ­რი­ან­მა ქალ­ბა­ტონ­მა ისევ ყვე­ლას გა­ცუ­რე­ბა შეძ­ლო - სას­ტუმ­რო­დან გა­ი­პა­რა და წარ­მა­ტე­ბით ჩა­აღ­წია პა­რიზ­ში, სა­დაც გა­რეგ­ნო­ბა შე­იც­ვა­ლა, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი, საკ­მა­ოდ სარ­ფი­ა­ნად გა­ყი­და ნა­ქურ­და­ლი.

სამ­წლი­ა­ნი უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, დო­რისს ფული შე­მო­აკ­ლდა და მო­რი­გი "გას­ტრო­ლით" ახლა შვე­ი­ცა­რი­ა­სა და იტა­ლი­ას ეწ­ვია. ნა­დავ­ლი ამ­ჯე­რა­დაც მსხვი­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა დო­რი­სი ისევ ხი­ფათ­ში გა­ე­ბა. იტა­ლი­ა­ში, უკვე დაძ­რულ მა­ტა­რებლში რამ­დენ­მე კა­რა­ბი­ნი­ე­რი ამო­ახ­ტა, პე­ინს ეჭ­ვიც არ შეჰ­პარ­ვია, რომ მას მო­ა­კი­თხეს და რამ­დე­ნი­მე ვა­გო­ნის სირ­ბი­ლით გავ­ლის შემ­დეგ, მა­ტა­რებ­ლი­დან ჩახ­ტა და ისევ წარ­მა­ტე­ბით დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში. თუმ­ცა, 1984 წელს, როცა მის ან­გა­რიშ­ზე 2 მლნ დო­ლა­რის ნა­ქურ­და­ლი ირი­ცხე­ბო­და, პე­ი­ნი მა­ინც და­ა­პა­ტიმ­რეს.

დო­რისს ერ­თწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. მარ­თა­ლია, მსა­ჯუ­ლე­ბი ძა­ლი­ან მო­ი­ხიბლნენ მისი ქველ­მოქ­მე­დე­ბით (დო­რი­სი წლე­ბის მან­ძილ­ზე აფი­ნან­სებ­და ონ­კო­ლო­გი­ურ ჰოს­პი­ტალს და ეხ­მა­რე­ბო­და ღა­რი­ბებს), მაგ­რამ პე­ი­ნის გულ­კე­თი­ლო­ბა ვერ გა­ი­ზი­ა­რა პო­ლი­ცი­ამ, რო­მელ­მაც სის­ხლის სა­მარ­თლის 10-ტო­მი­ა­ნი საქ­მე წარ­მო­ად­გი­ნა 20 ფსევ­დო­ნი­მი­თა და 5 ყალ­ბი პას­პორ­ტით.

გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ქურ­დი ისევ სა­პა­ტიმ­რო­შია

1998 წლის დო­რი­სი ისევ და­ა­პა­ტიმ­რეს. მო­სა­მარ­თლის შე­კი­თხვას, თუ რას საქ­მი­ა­ნობ­და, დო­რის­მა ამა­ყად უპა­სუ­ხა, რომ ის ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას იპა­რავ­და, "თქვე­ნი პრო­ფე­სია?" - და­ზუს­ტე­ბა სცა­და მო­სა­მარ­თლემ, "მე ვი­პა­რავ და ძა­ლი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ვა­კე­თებ ამას!" - უკან არ და­ი­ხია დო­რის­მაც. სამ­წლი­ან პა­ტიმ­რო­ბას კო­ლო­რა­დოს შტატ­ში, ერ­თწ­ლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მოჰ­ყვა ლას-ვე­გას­ში, 2010 წელს დო­რისს 1 300 დო­ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა შე­ე­ფარ­და, 2011-ში 16 თვი­ან პა­ტიმ­რო­ბას ვერ გა­და­ურ­ჩა, სამი წლის შემ­დეგ კი, 5 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა 22 500 დო­ლა­რი­ა­ნი ბეჭ­დის მო­პარ­ვის­თვის, თუმ­ცა, ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და იდე­ა­ლუ­რი და­ხა­სი­ა­თე­ბის წყა­ლო­ბით ვა­დის მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი მო­ი­ხა­და და მარ­თა­ლია, გა­ნა­ჩენ­ში ხაზ­გას­მუ­ლი იყო, რომ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეკ­რძა­ლე­ბა სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ას­თან მი­ახ­ლო­ე­ბა, დო­რის­მა მა­ინც ვერ გა­უძ­ლო ცდუ­ნე­ბას... 86 წლის ქალ­ბა­ტო­ნი გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს. დღეს დო­რი­სი მო­რიგ სას­ჯელს იხ­დის. თუმ­ცა, არა­ვინ იცის რო­დის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და ამ­ჯე­რად რო­მელ სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ას ამო­ი­ღებს მი­ზან­ში. ნა­ხეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რია palitranews.ge-ზე

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ფილ­მის სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით

ნანა ჩხა­ი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დორის პეინი - ბრილიანტების ლეგენდარული ქურდი ქალი 20 ფსევდონიმით ისევ საპატიმროშია

დორის პეინი - ბრილიანტების ლეგენდარული ქურდი ქალი 20 ფსევდონიმით ისევ საპატიმროშია

უცნაურია, მაგრამ მე-20 საუკუნის თაღლითები და ე.წ. "მძარცველები თეთრ ხელთათმანებში", ყოველთვის უბადლო არტისტიზმით, სასიამოვნო გარეგნობით და დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან, მათი უმრავლესობა კი, ადრეულ ბავშობაში აწყდება სოციალურ უთანასწორობას და უსამართლობასაც თავისებურად პასუხობს. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება ბრილიანტების ლეგენდარული ქურდი, 86 წლის დორის პეინი, რომელიც 6 ათეული წელია მოსვენებას არ აძლევს ელიტარულ საიუველირო ბუტიკებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მეშახტეთა რეზერვაციის მოჯადოებული წრე

დორისი 1930 წელს დაიბადა აღმოსავლეთ ვირგინიის მეშახტეთა დასახლებაში, რომელიც შავკანიანთა რეზერვაციას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ ქალაქს. ფიცრის სახლი და ვირთხებით სავსე პატარა ოთახი, სიბინძურე, შიმშილი და სიცივე - სწორედ ასეთ პირობებში გაიზარდა დორისი, რომელიც ყველაზე უმცროსი იყო ექვსშვილიან ოჯახში. მამა - ზორბა მეშახტე უზარმაზარი მუშტებითა და გაბოროტებული თვალებით, დორისს ერთდროულად სძულდა და ეშინოდა. ოჯახის უფროსი მხოლოდ უქმებზე ბრუნდებოდა სახლში და ვისკით გამომთვრალი ცოლთან ერთად, ბავშვებსაც ხშირად სცემდა.

უნებლიე ქურდობა და წარმატებული კარიერა

ქალაქში სეირნობისას, მოზარდმა დორისმა მაღაზიაში შეიარა, სადაც იცრუა, თითქოს სასწავლო წლის ბოლოს დედა საათის ყიდვას შეჰპირდა. მისტერ ბენჯამინმა, რომელსაც ყოველთვის უთანაგრძნობდა მეშახტეებს, დორისს ოქროს საათის მოსინჯვა შესთავაზა და სწორედ ამ დროს შემოვიდა მაღაზიაში თეთრკანიანი მყიდველი. მოხუც ბენჯამინს შეეშინდა, რომ შავკანიანების მიმართ კეთილგანწყობაში დაადანაშაულებდნენ და დორისი ყვირილით გააგდო. დამფრთხალი გოგონა მაღაზიიდან საათთან ერთად გაიქცა და მართალია, მოგვიანებით დაბრუნდა, მაგრამ მიხვდა, რამდენად მარტივი იყო სასურველი ნივთის ხელში ჩაგდება.

ქურდის "პროფესიის" ათვისება დორისმა იაფფასიანი კაბების მოპარვით დაიწყო და მხოლოდ 23 წლის ასაკში გადაინაცვლა საიველირო ბუტიკებში, როცა ამერიკაში სეგრეგაციის კანონი გაუქმდა და პრეზიდენტ ჯონსონმა თეთრკანიანების და შავკანიანების უფლებები გაათანაბრა.

საიუველირო მაღაზიაში დორისი, იმ ლეგენდას ჰყვებოდა, რომელიც დიდი ხნით ადრე მოიფიქრა და წლების მანძილზე, იდეალურად მუშაობდა - მის პეინი თავს მილიონერის ან შეძლებული ადვოკატის საცოლედ ასაღებდა, რომელმაც მოუცლელობის გამო, სწორედ დორისს სთხოვა ნიშნობის ბეჭდის შერჩევა, თვითონ კი, მოგვიანებით გადაიხდიდა შენაძენის საფასურს. რაც მთავარია, "ვირტუალური საქმრო" იმდენად ხელგაშლილი და კეთილშობილი იყო, რომ მომავალ მეუღლეს ნებისმიერი სამკაულის შერჩევის უფლებას აძლევდა და აუცილებლად ბრილიანტის თვლით. გამყიდველი სიამოვნებით აჩვენებდა დორისს სამკაულს, ის კი, პროფესიონალურად აფასებდა, ირგებდა და აქეთ-იქით ატრიალებდა. მერე, ვითომ შემთხვევით ქუჩისკენ იხედებოდა და სიხარულით აღნიშნავდა, რომ სწორედ ახლა ჩაიარა მისმა საქმრომ მანქანით, რომელსაც იმავე კვარტალში ჰქონდა ოფისი. გამყიდველს სულ რამდენიმე წამით ეფანტებოდა ყურადღება, თუმცა, დორისისთვის ესეც საკმარისი იყო. სწრაფად იხსნიდა ბეჭედს და იდებდა ჯიბეში, აგრძელებდა გატაცებით თვალიერებას, ბოლოს კი ამბობდა, რომ ერთ-ერთი ბეჭედი მართლაც მოეწონა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული დრო სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, მდიდარი ქალბატონის ელეგანტურობით მოხიბლული გამყიდველი ყველაფერს თანხმებოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მის წინაშე გაქნილი თაღლითი იყო, რომელსაც ვეღარასდროს ნახავდა.

ევროპული ტურნე

1974 წელს დორისი "გასტროლებით" საფრანგეთში გაემგზავრა და მოდით დაინტერესდა, სასურველი მოდელების შეძენის შემდეგ კი, ქალაქის, ადგილობრივი ჩვევების და საიუველირო ტრადიციების შესწავლა დაიწყო. თუმცა, პირველი ძარცვა არა პარიზში, არამედ ნიცაში განახორციელა, სადაც საიუველირო ბუტიკებს მილიონერის ცოლის როლში სტუმრობდა. მსხვილი ნადავლის ძიებაში დორისმა ჩარტიერ-ს მაღაზიაშიც შეიარა, სადაც ბრილანტით გაწყობილი პლატინის ბეჭდი მოიპარა და ტაქსით პირდაპირ აეროპორტში გაემგზავრა. თუმცა, საზღვრზე, პასპორტის კონტროლის დროს დააკავეს.

მართალია, ევროპელი პოლიციელები ამერიკელ კოლეგებზე გონიერები აღმოჩნდნენ, მაგრამ დორისმა მაინც მოახერხა თავის დაღწევა. ჩხრეკამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბეჭედი ენის ქვეშ ამოიდო, პოლიციის მანქანაში კი, მოულოდნელად აუტყდა ხველება და ილუზიონისტის ოსტატობით, ცხვირსახოცში გახვეული ნადავლი, ახლა ფეხსაცმელში გადაიტანა. გამოძიების დასრულებამდე დორისი სასტუროში დააბინავეს, სადაც სპეციალური ზედამხედველები მიუჩინეს. თუმცა, საზრიანმა ქალბატონმა ისევ ყველას გაცურება შეძლო - სასტუმროდან გაიპარა და წარმატებით ჩააღწია პარიზში, სადაც გარეგნობა შეიცვალა, სამშობლოში დაბრუნებულმა კი, საკმაოდ სარფიანად გაყიდა ნაქურდალი.

სამწლიანი უზრუნველი ცხოვრების შემდეგ, დორისს ფული შემოაკლდა და მორიგი "გასტროლით" ახლა შვეიცარიასა და იტალიას ეწვია. ნადავლი ამჯერადაც მსხვილი აღმოჩნდა, თუმცა დორისი ისევ ხიფათში გაება. იტალიაში, უკვე დაძრულ მატარებლში რამდენმე კარაბინიერი ამოახტა, პეინს ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ მას მოაკითხეს და რამდენიმე ვაგონის სირბილით გავლის შემდეგ, მატარებლიდან ჩახტა და ისევ წარმატებით დაბრუნდა სამშობლოში. თუმცა, 1984 წელს, როცა მის ანგარიშზე 2 მლნ დოლარის ნაქურდალი ირიცხებოდა, პეინი მაინც დააპატიმრეს.

დორისს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მართალია, მსაჯულები ძალიან მოიხიბლნენ მისი ქველმოქმედებით (დორისი წლების მანძილზე აფინანსებდა ონკოლოგიურ ჰოსპიტალს და ეხმარებოდა ღარიბებს), მაგრამ პეინის გულკეთილობა ვერ გაიზიარა პოლიციამ, რომელმაც სისხლის სამართლის 10-ტომიანი საქმე წარმოადგინა 20 ფსევდონიმითა და 5 ყალბი პასპორტით.

გამოუსწორებელი ქურდი ისევ საპატიმროშია

1998 წლის დორისი ისევ დააპატიმრეს. მოსამართლის შეკითხვას, თუ რას საქმიანობდა, დორისმა ამაყად უპასუხა, რომ ის ძვირფასეულობას იპარავდა, "თქვენი პროფესია?" - დაზუსტება სცადა მოსამართლემ, "მე ვიპარავ და ძალიან პროფესიონალურად ვაკეთებ ამას!" - უკან არ დაიხია დორისმაც. სამწლიან პატიმრობას კოლორადოს შტატში, ერთწლიანი სასჯელი მოჰყვა ლას-ვეგასში, 2010 წელს დორისს 1 300 დოლარიანი ჯარიმა შეეფარდა, 2011-ში 16 თვიან პატიმრობას ვერ გადაურჩა, სამი წლის შემდეგ კი, 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა 22 500 დოლარიანი ბეჭდის მოპარვისთვის, თუმცა, ასაკის გათვალისწინებით და იდეალური დახასიათების წყალობით ვადის მხოლოდ ნახევარი მოიხადა და მართალია, განაჩენში ხაზგასმული იყო, რომ კატეგორიულად ეკრძალება საიუველირო მაღაზიასთან მიახლოება, დორისმა მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას... 86 წლის ქალბატონი გასული წლის დეკემბერში დააპატიმრეს. დღეს დორისი მორიგ სასჯელს იხდის. თუმცა, არავინ იცის როდის გათავისუფლდება და ამჯერად რომელ საიუველირო მაღაზიას ამოიღებს მიზანში.  ნახეთ არაჩვეულებრივი ისტორია palitranews.ge-ზე

მომზადებულია ფილმის სიუჟეტის მიხედვით

ნანა ჩხაიძე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს