პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდოელი ტურისტი თბილისის აეროპორტის პერსონალს რასიზმში ადანაშაულებს: "თქვენი ქვეყანა უდიდესი იმედგაცრუებაა"
ინდოელი ტურისტი თბილისის აეროპორტის პერსონალს რასიზმში ადანაშაულებს: "თქვენი ქვეყანა უდიდესი იმედგაცრუებაა"

სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე ხუ­შ­ბუ კა­უ­შა­ლი ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­თაც ინ­დო­ეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს, არ­ჩილ ძუ­ლი­აშ­ვილს მი­მარ­თავს. ინ­დო­ე­ლი გო­გო­ნა წერს, რომ მას თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რა­სის­ტუ­ლად მო­ექ­ცნენ - 6 სა­ა­თით გა­მო­კე­ტეს საჭ­მლის, წყლის და ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე:

"მე ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე ვარ, მარ­ტო­ხე­ლა ქალი, რო­მე­ლიც სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობს. გა­დავ­წყვი­ტე რომ შვე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მე­ტა­რე­ბი­ნა, ქვეყ­ნის ის­ტო­რია ჩემ­თვის საკ­მა­ოდ მომ­ხიბ­ლა­ვი იყო. 29 ივ­ნისს მუმ­ბა­ი­დან გა­მოვფრინ­დი დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე და თბი­ლი­სის დრო­ით სა­ღა­მოს ხუთ­ზე ჩა­მოვფრინ­დი. თან მქონ­და ელექტრო­ნუ­ლი ვიზა, დამ­საქ­მებ­ლის წე­რი­ლი, სა­დაც ეწე­რა, რომ შვე­ბუ­ლე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად ვი­ყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი და უკან უნდა დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყაი, სა­ბან­კო ამო­ნა­წე­რი ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, სას­ტუმ­როს ჯავ­შა­ნი, და­ზღვე­ვა და ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია.

პას­პორ­ტის შე­მოწ­მე­ბი­სას ჩემ­და გა­საკ­ვი­რად მთხო­ვეს, რომ მო­უ­ნიშ­ნავ სა­ლა­როს­თან გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, რომ ჩემი სა­ბუ­თე­ბი შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ. ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ ერთ-ერ­თმა ოფი­ცერ­მა და­მი­წყო გა­მო­კი­თხვა ჩემი ვი­ზი­ტის მიზ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შემ­დეგ კი­დევ ორი სა­ა­თი დამ­ტო­ვეს მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ცივ, ემიგ­რან­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ რკი­ნის არა­კომ­ფორ­ტულ სკამ­ზე. თბი­ლის­ში უკვე სამი სა­ა­თის ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი და არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მქონ­და, რა­ტომ მა­კა­ვებ­დნენ აე­რო­პორ­ტში, გა­დავ­წყვი­ტე ჩემი სტა­ტუ­სი გა­მერ­კვია და ამ დროს მი­თხრეს, რომ უკან მგზავ­ნიდ­ნენ. რო­დე­საც მი­ზე­ზი ვი­კი­თხე, და­მიყ­ვი­რეს და მი­თხრეს, რომ კუ­თხე­ში დავ­მჯდა­რი­ყა­ვი.

ეს იყო ყვე­ლა­ზე და­მა­მა­ცი­რე­ბე­ლი ღა­მის და­სა­წყი­სი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც თქვენ ემიგ­რა­ცი­ის ოფი­ცერ­თან კი­თხვით მივ­დი­ო­დი, პა­სუ­ხად ყვი­რილს ვი­ღებ­დი და უხე­შად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ კუ­თხე­ში ვმჯდა­რი­ყა­ვი. არ ვიცი რაში იყო ჩემი ბრა­ლე­უ­ლო­ბა, ყვე­ლა­ზე ცუდი ის იყო, რომ მარ­ტო ვი­ყა­ვი და ვხვდე­ბო­დი, რომ მოვ­ტყუვ­დი იმ ინ­ფორ­მა­ცი­ით, თით­ქოს თქვენ ქვე­ყა­ნა­ში მე­გობ­რუ­ლი ხალ­ხია.

ექ­ვსსა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ არც წყა­ლი შე­მომ­თა­ვა­ზეს, მას შემ­დე­გაც კი, რაც ვეხ­ვე­წე­ბო­დი თქვენ ოფიც­რებს. არ მი­თხო­ვია, ვე­მუ­და­რე­ბო­დი. მში­ო­და, მწყუ­რო­და, თავი და სხე­უ­ლი მტკი­ო­და. რო­გორც იქნა, ღა­მის თორ­მეტ სა­ათ­ზე მომ­ცეს ნე­ბარ­თვა საჭ­მე­ლი მე­ყი­და. ორ­სა­ათ­ნა­ხევ­რის შემ­დეგ, ერთ-ერთი თქვე­ნი ოფი­ცე­რი მო­ვი­და ემიგ­რა­ცი­ის ოთახ­ში და ყვი­რი­ლი და­მი­წყო რომ ახ­ლა­ვე უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან თვითმფრი­ნა­ვი, რომ­ლი­თაც უკან მგზავ­ნიდ­ნენ, მზად იყო ასაფ­რე­ნად. რო­დე­საც პას­პორ­ტის დაბ­რუ­ნე­ბა ვი­თხო­ვე, მი­თხრეს რომ სა­ნამ მუმ­ბა­ი­ში არ ჩა­ვი­დო­დი, არ გად­მომ­ცემ­დნენ. ცხრა სა­ა­თი, რო­მე­ლიც თქვენ ქვე­ყა­ნა­ში გა­ვა­ტა­რე, ყვე­ლა­ზე სა­ში­ში და ცუდი სა­ა­თე­ბი იყო ჩემ ცხოვ­რე­ბა­ში.

უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი და­ვინ­ტე­რეს­დი, რა მი­ზე­ზით გა­მო­მაბ­რუ­ნეს. ინ­დო­ე­თის სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­ში მი­თხრეს, რომ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე სა­კუ­თარ თავ­ზე. მა­ინ­ტე­რე­სებს, რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­წყვი­ტა ეს იმ ადა­მი­ან­მა, ვის­თა­ნაც მქონ­და გა­სა­უბ­რე­ბა? ყვე­ლა ჩემი სა­ბუ­თი წეს­რიგ­ში იყო. ინ­დო­ე­თის ავი­ა­ხა­ზებ­თან ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა გა­და­ა­მოწ­მეს და იქ უთხრეს, რომ ჩემი პას­პორ­ტი იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი. არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მიმ­გზავ­რია პრობ­ლე­მა არ შემ­ქმნია და რაღა თქვე­ნი ქვეყ­ნის­თვის აღ­მოჩ­ნდა ჩემი პას­პორ­ტი პრობ­ლე­მა?!

შემ­დეგ ინ­დო­ე­თის ემიგ­რა­ცი­ის ოფიც­რებ­მა მი­თხრეს, რომ თქვენ­თან 90 პრო­ცენტს ინ­დო­ე­ლე­ბის, უკან აბ­რუ­ნე­ბენ, იქ­ნე­ბა ეს ოჯა­ხე­ბი თუ ჩემ­სა­ვით კენ­ტად მოგ­ზა­უ­რე­ბი. და­მა­ინ­ტე­რე­სა რა იყო ამის მი­ზე­ზი, რად­გან 2015 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის 80 პრო­ცენ­ტი ინ­დურ­მა სექ­ტორ­მა შე­ად­გი­ნა და თქვენ ქვე­ყა­ნას კარ­გი ეკო­ნო­მი­კუ­რი ბიძ­გი მის­ცა. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უწ­ვე­ვია ინ­დო­ე­ლი ფერ­მე­რე­ბი მი­წე­ბის და­სა­მუშ­ვებ­ლად, რო­მელ­ზეც ქარ­თვე­ლე­ბი ვერ მუ­შა­ობ­დნენ. ამ ინ­დო­ე­ლე­ბის შე­მო­დი­ნე­ბამ გა­ზარ­და ზი­ზღი მათ მი­მართ, რაც რო­გორც ჩანს, აი­სა­ხა ემიგ­რა­ცი­ის ოფიც­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც რა­სის­ტუ­ლად არი­ან გან­წყო­ბი­ლე­ბი ინ­დო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი­სად­მი.

მინ­და გი­თხრათ, რომ თქვე­ნი ქვე­ყა­ნა უდი­დე­სი იმედ­გაც­რუ­ე­ბა აღ­მოჩ­ნდა. მთე­ლი ჩემი მღელ­ვა­რე­ბა გა­მო­მეკვლია თქვე­ნი მიწა, გაქ­რა, ჯობ­და სა­კუ­თა­რი დრო და ფული სხვა მარ­თლა მე­გობ­რულ ქვე­ყა­ნა­ში და­მე­ბან­დე­ბი­ნა, სა­დაც ტუ­რიზმს აფა­სე­ბენ.

ასე­ვე მინ­და გთხო­ვოთ, რომ თქვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ლო­დი­ნე­ბი და­ა­რე­გუ­ლი­როთ, რომ რა­სის­ტე­ბად არ გა­და­იქ­ცნენ სხვა ქვეყ­ნე­ბის მი­მართ. და სა­უ­კე­თე­სო რაც შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოთ იმ ხალ­ხის­თვის, ვინც ჩემ­სა­ვით დე­პორ­ტირ­დე­ბა, ისაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი­ვით მო­ე­პყროთ. აუხ­სნე­ით მი­ზე­ზი, მი­ე­ცით საკ­ვე­ბი და წყა­ლი და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი. არა­ვინ იმ­სა­ხუ­რებს ისეთ მო­პყრო­ბას, რო­გორც მე მო­მექ­ცნენ. გი­სურ­ვებთ ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს და იმე­დი მაქვს ჩემს ქვე­ყა­ნა­ში სტუმ­რო­ბით ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი დარ­ჩე­ბით. პა­ტი­ვის­ცე­მით, ხუ­შ­ბუ კა­უ­შა­ლი".

ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან პოსტს 1900-მდე გა­ზი­ა­რე­ბა და ასე­უ­ლო­ბით კო­მენ­ტა­რი აქვს, უმ­რავ­ლე­სო­ბა უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კო­მენ­ტა­რია, რომ­ლე­ბიც წე­რენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გაყ­ვათ და წუ­ხან, რომ ეს ქვე­ყა­ნა ასე მო­ექ­ცა ინ­დო­ელ ტუ­რისტს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია რომ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის კვე­თი­სას, მე­სა­ზღვრე-კონ­ტრო­ლი­ორს გა­აჩ­ნია კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, უარი უთხრას უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე არ იძ­ლე­ვა და­მა­ჯე­რე­ბელ პა­სუ­ხებს ინ­ტერ­ვი­უ­რე­ბის დროს ან უფ­ლე­ბა­მო­სილ პირს აძ­ლევს ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას მგზავ­რო­ბის მიზ­ნის შე­სა­ხებ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტე­ბი­სა და სხვა ვი­ზი­ტო­რე­ბის მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბუ­ნებ­რი­ვია, არის ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, უარი ეთ­ქმე­ვა ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა­ზე.

უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის კვე­თის პრო­ცე­დუ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კონ­ტროლ­დე­ბა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტი, რომ 2017 წლის ივ­ნის­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი ინ­დო­ე­თის 6517 მო­ქა­ლა­ქემ გად­მოკ­ვე­თა.

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის კვე­თი­სას, მე­სა­ზღვრე-კონ­ტრო­ლი­ორს გა­აჩ­ნია კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, უარი უთხრას უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე არ იძ­ლე­ვა და­მა­ჯე­რე­ბელ პა­სუ­ხებს ინ­ტერ­ვი­უ­რე­ბის დროს ან უფ­ლე­ბა­მო­სილ პირს აძ­ლევს ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას მგზავ­რო­ბის მიზ­ნის შე­სა­ხებ.

სა­სა­ზღვრო-გამ­ტარ პუნ­ქტებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი, სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. იგი­ვე პრო­ცე­დუ­რე­ბი უტარ­დე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ზღვრე­ბის კვე­თის დროს.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტიც, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნი­სის თვე­ში, გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - 43%-იანი ზრდა და­ფიქ­სირ­და" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ინდოელი ტურისტი თბილისის აეროპორტის პერსონალს რასიზმში ადანაშაულებს: "თქვენი ქვეყანა უდიდესი იმედგაცრუებაა"

ინდოელი ტურისტი თბილისის აეროპორტის პერსონალს რასიზმში ადანაშაულებს: "თქვენი ქვეყანა უდიდესი იმედგაცრუებაა"

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ინდოეთის მოქალაქე ხუშბუ კაუშალი ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ინდოეთში საქართველოს ელჩს, არჩილ ძულიაშვილს მიმართავს. ინდოელი გოგონა წერს, რომ მას თბილისის აეროპორტის თანამშრომლები რასისტულად მოექცნენ - 6 საათით გამოკეტეს საჭმლის, წყლის და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე:

"მე ინდოეთის მოქალაქე ვარ, მარტოხელა ქალი, რომელიც სარეკლამო სააგენტოში მუშაობს. გადავწყვიტე რომ შვებულება საქართველოში გამეტარებინა, ქვეყნის ისტორია ჩემთვის საკმაოდ მომხიბლავი იყო. 29 ივნისს მუმბაიდან გამოვფრინდი დილის ხუთ საათზე და თბილისის დროით საღამოს ხუთზე ჩამოვფრინდი. თან მქონდა ელექტრონული ვიზა, დამსაქმებლის წერილი, სადაც ეწერა, რომ შვებულების გასატარებლად ვიყავი ჩამოსული და უკან უნდა დავბრუნებულიყაი, საბანკო ამონაწერი ფინანსური სტაბილურობის დასადასტურებლად, სასტუმროს ჯავშანი, დაზღვევა და ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

პასპორტის შემოწმებისას ჩემდა გასაკვირად მთხოვეს, რომ მოუნიშნავ სალაროსთან გადავსულიყავი, რომ ჩემი საბუთები შეემოწმებინათ. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ერთ-ერთმა ოფიცერმა დამიწყო გამოკითხვა ჩემი ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით. შემდეგ კიდევ ორი საათი დამტოვეს მოლოდინის რეჟიმში ცივ, ემიგრანტებისთვის განკუთვნილ რკინის არაკომფორტულ სკამზე. თბილისში უკვე სამი საათის ჩამოსული ვიყავი და არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, რატომ მაკავებდნენ აეროპორტში, გადავწყვიტე ჩემი სტატუსი გამერკვია და ამ დროს მითხრეს, რომ უკან მგზავნიდნენ. როდესაც მიზეზი ვიკითხე, დამიყვირეს და მითხრეს, რომ კუთხეში დავმჯდარიყავი.

ეს იყო ყველაზე დამამაცირებელი ღამის დასაწყისი ჩემს ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ემიგრაციის ოფიცერთან კითხვით მივდიოდი, პასუხად ყვირილს ვიღებდი და უხეშად მეუბნებოდნენ, რომ კუთხეში ვმჯდარიყავი. არ ვიცი რაში იყო ჩემი ბრალეულობა, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მარტო ვიყავი და ვხვდებოდი, რომ მოვტყუვდი იმ ინფორმაციით, თითქოს თქვენ ქვეყანაში მეგობრული ხალხია.

ექვსსაათიანი ლოდინის შემდეგ არც წყალი შემომთავაზეს, მას შემდეგაც კი, რაც ვეხვეწებოდი თქვენ ოფიცრებს. არ მითხოვია, ვემუდარებოდი. მშიოდა, მწყუროდა, თავი და სხეული მტკიოდა. როგორც იქნა, ღამის თორმეტ საათზე მომცეს ნებართვა საჭმელი მეყიდა. ორსაათნახევრის შემდეგ, ერთ-ერთი თქვენი ოფიცერი მოვიდა ემიგრაციის ოთახში და ყვირილი დამიწყო რომ ახლავე უნდა წავსულიყავი, რადგან თვითმფრინავი, რომლითაც უკან მგზავნიდნენ, მზად იყო ასაფრენად. როდესაც პასპორტის დაბრუნება ვითხოვე, მითხრეს რომ სანამ მუმბაიში არ ჩავიდოდი, არ გადმომცემდნენ. ცხრა საათი, რომელიც თქვენ ქვეყანაში გავატარე, ყველაზე საშიში და ცუდი საათები იყო ჩემ ცხოვრებაში.

უკან დაბრუნებული დავინტერესდი, რა მიზეზით გამომაბრუნეს. ინდოეთის საემიგრაციო სამსახურში მითხრეს, რომ არასწორი ინფორმაცია მივაწოდე საკუთარ თავზე. მაინტერესებს, რის საფუძველზე გადაწყვიტა ეს იმ ადამიანმა, ვისთანაც მქონდა გასაუბრება? ყველა ჩემი საბუთი წესრიგში იყო. ინდოეთის ავიახაზებთან ჩემმა მეგობრებმა გადაამოწმეს და იქ უთხრეს, რომ ჩემი პასპორტი იყო დაზიანებული და სავარაუდოდ, გაყალბებული. არცერთ ქვეყანაში, სადაც მიმგზავრია პრობლემა არ შემქმნია და რაღა თქვენი ქვეყნისთვის აღმოჩნდა ჩემი პასპორტი პრობლემა?!

შემდეგ ინდოეთის ემიგრაციის ოფიცრებმა მითხრეს, რომ თქვენთან 90 პროცენტს ინდოელების, უკან აბრუნებენ, იქნება ეს ოჯახები თუ ჩემსავით კენტად მოგზაურები. დამაინტერესა რა იყო ამის მიზეზი, რადგან 2015 წელს საქართველოში ტურიზმის 80 პროცენტი ინდურმა სექტორმა შეადგინა და თქვენ ქვეყანას კარგი ეკონომიკური ბიძგი მისცა. აღმოვაჩინე, რომ საქართველოს მთავრობას მოუწვევია ინდოელი ფერმერები მიწების დასამუშვებლად, რომელზეც ქართველები ვერ მუშაობდნენ. ამ ინდოელების შემოდინებამ გაზარდა ზიზღი მათ მიმართ, რაც როგორც ჩანს, აისახა ემიგრაციის ოფიცრებზე, რომლებიც რასისტულად არიან განწყობილები ინდოელი ტურისტებისადმი.

მინდა გითხრათ, რომ თქვენი ქვეყანა უდიდესი იმედგაცრუება აღმოჩნდა. მთელი ჩემი მღელვარება გამომეკვლია თქვენი მიწა, გაქრა, ჯობდა საკუთარი დრო და ფული სხვა მართლა მეგობრულ ქვეყანაში დამებანდებინა, სადაც ტურიზმს აფასებენ.

ასევე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი მოქალაქეების მოლოდინები დაარეგულიროთ, რომ რასისტებად არ გადაიქცნენ სხვა ქვეყნების მიმართ. და საუკეთესო რაც შეიძლება გააკეთოთ იმ ხალხისთვის, ვინც ჩემსავით დეპორტირდება, ისაა, რომ ადამიანებივით მოეპყროთ. აუხსნეით მიზეზი, მიეცით საკვები და წყალი და დასასვენებელი ადგილი. არავინ იმსახურებს ისეთ მოპყრობას, როგორც მე მომექცნენ. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს და იმედი მაქვს ჩემს ქვეყანაში სტუმრობით ნასიამოვნები დარჩებით. პატივისცემით, ხუშბუ კაუშალი".

ინდოეთის მოქალაქის ინგლისურენოვან პოსტს 1900-მდე გაზიარება და ასეულობით კომენტარი აქვს, უმრავლესობა უცხოეთის მოქალაქეების კომენტარია, რომლებიც წერენ, რომ საქართველოდან სასიამოვნო შთაბეჭდილებები გაყვათ და წუხან, რომ ეს ქვეყანა ასე მოექცა ინდოელ ტურისტს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში აღნიშნულია რომ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მესაზღვრე-კონტროლიორს გააჩნია კანონით მინიჭებული უფლება, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე, როდესაც მოქალაქე არ იძლევა დამაჯერებელ პასუხებს ინტერვიურების დროს ან უფლებამოსილ პირს აძლევს ყალბ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

"საქართველოში ტურისტებისა და სხვა ვიზიტორების მზარდი რაოდენობის პარალელურად, ბუნებრივია, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უარი ეთქმევა ქვეყანაში შემოსვლაზე.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურები განსაკუთრებულად კონტროლდება ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2017 წლის ივნისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ინდოეთის 6517 მოქალაქემ გადმოკვეთა.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მესაზღვრე-კონტროლიორს გააჩნია კანონით მინიჭებული უფლება, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე, როდესაც მოქალაქე არ იძლევა დამაჯერებელ პასუხებს ინტერვიურების დროს ან უფლებამოსილ პირს აძლევს ყალბ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში მოქალაქეების შემოწმება ხდება მსოფლიოში დამკვიდრებული, საყოველთაოდ აღიარებული მეთოდების გამოყენებით. იგივე პროცედურები უტარდებათ საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნების საზღვრების კვეთის დროს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის უპრეცედენტო მაჩვენებელი - 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"როცა ვიმალებოდით, არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც გვითხრა, თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა..." - რას წერს ანა სუბელიანი 5 ივლისის მოვლენებზე

"მთელი ერი გააფთრებული ვჯიჯგნით ერთმანეთს, ბერები ტყვიით არკვევენ ქონების საკითხებს, ყოველდღე ღობეს სწევს ყველა მეზობელი..." - რას წერს ვაჟა-ფშაველას შთამომავალი

"დაგვიკავშირდნენ, თითქოს ჩვენი მონაცემები ნანუკას ფონდმა გადასცა და უნდოდათ დაგვხმარებოდნენ" - კარინა გრიგორიანის პოსტი თაღლითურ სქემაზე და ჟორჟოლიანის კომენტარი