საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პირდებიან თბილისის მერობის კანდიდატები თბილისელებს?
რას პირდებიან თბილისის მერობის კანდიდატები თბილისელებს?

თბი­ლი­სი ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ლო­დინ­შია. თუ ოქ­ტომ­ბრი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ძვრე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ერთი რამ მა­ინც გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა - ქა­ლაქს ახა­ლი მერი ეყო­ლე­ბა.

ცხელ ზა­ფხულს ცხე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბიც და­ე­მა­ტე­ბა - დე­და­ქა­ლა­ქის პირ­ვე­ლი პი­რის პოს­ტის და­სა­კა­ვებ­ლად "რინგზე" ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი 25-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფი­ლი და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ამ­ჟა­მინ­დე­ლი სახე ელე­ნე ხოშ­ტა­რია უკვე გა­მო­ვიდ­ნენ. მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას არც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი გა­მო­რი­ცხავს, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის ოფი­ცი­ა­ლურ წარ­დგე­ნას აჭი­ა­ნუ­რებს.

თბი­ლი­სი რომ გა­ნახ­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებს, ამა­ზე მე­რო­ბის ყვე­ლა კან­დი­და­ტი თან­ხმდე­ბა, თუმ­ცა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი თბი­ლის­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღიქ­ვამს.

მა­შინ, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი კახა კა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა და ახა­ლი მე­რის­თვის კარ­გი სას­ტარ­ტო პი­რო­ბე­ბი შე­იქ­მნა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ თბი­ლი­სი ტრავ­მი­რე­ბულ და დეპ­რე­სი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

"მე ვარ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი და მე მინ­და გავ­ხდე ჩვე­ნი ქა­ლა­ქის მერი იმი­ტომ, რომ თბი­ლი­სი იყოს ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ქა­ლა­ქი" - ასე მი­მარ­თა ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა პო­ტენ­ცი­ურ ამომ­რჩე­ველს წარ­დგე­ნის დღეს და გან­მარ­ტა, რომ თბი­ლი­სე­ლე­ბი არი­ან ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი, რად­გან დე­და­ქა­ლა­ქი არას­დროს ყო­ფი­ლა ისე­თი მი­ტო­ვე­ბუ­ლი, რო­გორც დღეს.

სა­ნამ იმა­ზე სა­უ­ბარს და­ი­წყებ­და, თუ რო­გორ აპი­რებს გაბ­რა­ზე­ბუ­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას, ყო­ფილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა იმ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, რო­მელ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­საც გეგ­მავს. პირ­ველ რიგ­ში მან მთავ­რო­ბა­ში კო­რუფ­ცია და ნე­პო­ტიზ­მი და­ა­სა­ხე­ლა. შემ­დეგ კი სა­ცო­ბე­ბი, უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბა, ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა და "სითი პარკთან" გა­ფორ­მე­ბუ­ლი არა­ხელ­საყ­რე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ: რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლის თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად წარ­დგე­ნას

"მე შევ­ძლებ სა­ცო­ბე­ბის ქა­ლა­ქი მარ­ტი­ვი გა­და­ად­გი­ლე­ბის და სწრა­ფი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ქა­ლა­ქად ვაქ­ციო და ამის­თვის უნდა ავა­შე­ნოთ ახა­ლი, ხა­რის­ხი­ა­ნი გზე­ბი, ხი­დე­ბი და ეს­ტა­კა­დე­ბი, მყი­სი­ე­რად აღ­ვად­გი­ნოთ შე­მოვ­ლი­თი გზის მშე­ნებ­ლო­ბის და რკი­ნიგ­ზის გა­და­ტა­ნის შე­ჩე­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი" - გა­ნა­ცხა­და ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა და მო­სახ­ლე­ო­ბას დაჰ­პირ­და, რომ უსუ­ლო მან­ქა­ნე­ბის ქა­ლაქს ადა­მი­ა­ნებს და­უბ­რუ­ნებს, მეტ პარ­კებს სა­ფეხ­მავ­ლო და რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნებს მო­ა­წყობს.

ფაქ­ტზე, რომ ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი და სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა კახა კა­ლა­ძე­მაც და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი პროგ­რა­მა სრუ­ლად იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნებ­ზე, სურ­ვი­ლებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე.

"მე კარ­გად მაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც აწუ­ხებს დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას. ჩვე­ნი მი­ზა­ნია ქა­ლა­ქი მო­ვარ­გოთ თი­თო­ე­უ­ლი თბი­ლი­სე­ლის ინ­ტე­რესს, თბი­ლი­სი ვაქ­ცი­ოთ თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი ტი­პის ქა­ლა­ქად, სა­დაც ხალ­ხი იცხოვ­რებს უკე­თეს გა­რე­მო­ში. ჩვე­ნი ოც­ნე­ბის თბი­ლი­სი იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გორ­საც ჩვე­ნი ხე­ლით შევ­ქმნით. თა­ნა­მედ­რო­ვე, ჯან­სა­ღი და მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქი. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი და ეკო­ლო­გია, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა, პარ­კინ­გი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­დერ­ნი­ზა­ცია - ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბა" - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ კან­დი­და­ტად წარ­დგე­ნის დღეს.

წა­ი­კი­თხეთ: კახი კა­ლა­ძის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად წარ­დგე­ნის ცე­რე­მო­ნია - ფო­ტო­კო­ლა­ჟი მთაწ­მინ­დი­დან

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის სლო­გა­ნია "ჩემი ოც­ნე­ბის თბი­ლი­სი". ოც­ნე­ბის ქა­ლა­ქის აშე­ნე­ბა­ში, დე­და­ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ში კა­ლა­ძემ ახალ­გაზ­რდებ­საც მი­მარ­თა:

"მე თქვე­ნი ძალა და­ვი­ნა­ხე 13 ივ­ნისს სტი­ქი­ის შემ­დგომ დღე­ებ­ში. მე თქვენს ძა­ლას ვხე­დავ თბი­ლი­სურ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში, იქ­ნე­ბა ეს სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი, თუ უბ­რა­ლოდ გარ­თო­ბა და დას­ვე­ნე­ბა. აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბით ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბის, სტი­ლის, იერ­სა­ხის, და­გეგ­მა­რე­ბის პრო­ცეს­ში. ეს რთუ­ლია, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, ზუს­ტად ახალ­გაზ­რდე­ბის ჟი­ნის და აზარ­ტის შე­სა­ფე­რი­სი საქ­მეა" - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ და­ახ­ლო­ე­ბით 10-წუ­თი­ან გა­მოს­ვლა­ში.

კი­დევ ერთი კან­დი­და­ტი ელე­ნე ხოშ­ტა­რია კი მი­იჩ­ნევს, რომ, პირ­ველ რიგ­ში, თუ რა­ი­მე აწუ­ხებს მო­სახ­ლე­ო­ბას, ეს უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნია. "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" მე­რო­ბის კან­დი­და­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბი­სას სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის ნაც­ვლად პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის კინ­კლა­ო­ბას უს­მენს და რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია. ხოშ­ტა­რი­ას თქმით, ამ პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის შე­თა­ვა­ზე­ბაა.

ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ში ისე­თი კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბის ამო­კი­თხვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­გო­რიც 203 ათა­სი პენ­სი­ო­ნე­რის­თვის პენ­სი­ის 50 ლა­რით გაზ­რდა და მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის 150-დან 520 ლა­რამ­დე მა­ტე­ბაა. კი­თხვა­ზე, ხომ არ არის ეს დე­მა­გო­გია და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პო­პუ­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, ელე­ნე ხოშ­ტა­რია გან­მარ­ტავს, რომ ყვე­ლა ეს ციფ­რი წი­ნას­წარ დათ­ვლი­ლი და და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლია. "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" კან­დი­და­ტი მთა­ვარ პრობ­ლე­მად ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ, არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯებს ასა­ხე­ლებს, მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად კი - სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას.

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სამი თვეა დარ­ჩე­ნი­ლი, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია თან­და­თან ძა­ლას მო­იკ­რებს, და­პი­რე­ბე­ბი კი სულ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დე­ბა, მაგ­რამ ვინ შეძ­ლებს თბი­ლი­სე­ლე­ბის გუ­ლის მო­გე­ბას და რა შე­იც­ვლე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში, ამას დრო თუ არა, მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი გვაჩ­ვე­ნებს.

სა­ლო­მე აბუ­ლაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რას პირდებიან თბილისის მერობის კანდიდატები თბილისელებს?

რას პირდებიან თბილისის მერობის კანდიდატები თბილისელებს?

თბილისი ცვლილებების მოლოდინშია. თუ ოქტომბრიდან დედაქალაქში მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ძვრები არ განხორციელდება და ინფრასტრუქტურა არ გაუმჯობესდება, ერთი რამ მაინც გარდაუვალი იქნება - ქალაქს ახალი მერი ეყოლება.

ცხელ ზაფხულს ცხელი პოლიტიკური პროცესებიც დაემატება - დედაქალაქის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად "რინგზე" ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ტელეწამყვანი 25-წლიანი გამოცდილებით ზაალ უდუმაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და "ევროპული საქართველოს" ამჟამინდელი სახე ელენე ხოშტარია უკვე გამოვიდნენ. მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არც დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გამორიცხავს, თუმცა საკუთარი კანდიდატურის ოფიციალურ წარდგენას აჭიანურებს.

თბილისი რომ განახლებას საჭიროებს, ამაზე მერობის ყველა კანდიდატი თანხმდება, თუმცა თითოეული მათგანი თბილისში არსებულ მდგომარეობას განსხვავებულად აღიქვამს.

მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ახალი მერისთვის კარგი სასტარტო პირობები შეიქმნა, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისი ტრავმირებულ და დეპრესიულ მდგომარეობაშია.

"მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მე მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი იმიტომ, რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი" - ასე მიმართა ზაალ უდუმაშვილმა პოტენციურ ამომრჩეველს წარდგენის დღეს და განმარტა, რომ თბილისელები არიან ძალიან გაბრაზებულები, რადგან დედაქალაქი არასდროს ყოფილა ისეთი მიტოვებული, როგორც დღეს.

სანამ იმაზე საუბარს დაიწყებდა, თუ როგორ აპირებს გაბრაზებული თბილისელების გაბედნიერებას, ყოფილმა ჟურნალისტმა იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთან დაპირისპირებასაც გეგმავს. პირველ რიგში მან მთავრობაში კორუფცია და ნეპოტიზმი დაასახელა. შემდეგ კი საცობები, უკანონო მშენებლობა, ეკოლოგიური პრობლემა და "სითი პარკთან" გაფორმებული არახელსაყრელი ხელშეკრულება.

წაიკითხეთ: რომელი ცნობილი სახეები ესწრებოდნენ ზაალ უდუმაშვილის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენას

"მე შევძლებ საცობების ქალაქი მარტივი გადაადგილების და სწრაფი კომუნიკაციის ქალაქად ვაქციო და ამისთვის უნდა ავაშენოთ ახალი, ხარისხიანი გზები, ხიდები და ესტაკადები, მყისიერად აღვადგინოთ შემოვლითი გზის მშენებლობის და რკინიგზის გადატანის შეჩერებული პროექტები" - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ უსულო მანქანების ქალაქს ადამიანებს დაუბრუნებს, მეტ პარკებს საფეხმავლო და რეკრეაციულ ზონებს მოაწყობს.

ფაქტზე, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სოციალური ფონი გამოსასწორებელია, ყურადღება გაამახვილა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემაც და აღნიშნა, რომ მისი პროგრამა სრულად იქნება მორგებული მოსახლეობის მოთხოვნებზე, სურვილებსა და საჭიროებებზე.

"მე კარგად მაქვს გააზრებული ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას. ჩვენი მიზანია ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში. ჩვენი ოცნების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ხელით შევქმნით. თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი. მოწესრიგებული სოციალური ფონი და ეკოლოგია, ავტომობილების მოძრაობა, პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია - ჩვენი გამარჯვება იქნება" - განაცხადა კახა კალაძემ კანდიდატად წარდგენის დღეს.

წაიკითხეთ: კახი კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის ცერემონია - ფოტოკოლაჟი მთაწმინდიდან

მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის სლოგანია "ჩემი ოცნების თბილისი". ოცნების ქალაქის აშენებაში, დედაქალაქის განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღებაში კალაძემ ახალგაზრდებსაც მიმართა:

"მე თქვენი ძალა დავინახე 13 ივნისს სტიქიის შემდგომ დღეებში. მე თქვენს ძალას ვხედავ თბილისურ ყოველდღიურობაში, იქნება ეს სხვადასხვა აქტივობები, თუ უბრალოდ გართობა და დასვენება. აქტიურად ჩაებით ჩვენი დედაქალაქის ცხოვრების, სტილის, იერსახის, დაგეგმარების პროცესში. ეს რთულია, თუმცა საინტერესოა, ზუსტად ახალგაზრდების ჟინის და აზარტის შესაფერისი საქმეა" - აღნიშნა კალაძემ დაახლოებით 10-წუთიან გამოსვლაში.

კიდევ ერთი კანდიდატი ელენე ხოშტარია კი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, თუ რაიმე აწუხებს მოსახლეობას, ეს უმძიმესი სოციალური ფონია. "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ მოსახლეობა ტელევიზორის ყურებისას საკუთარი თავისა და მისი ინტერესების დაცვის ნაცვლად პოლიტიკური პარტიების კინკლაობას უსმენს და რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობა უგულებელყოფილია. ხოშტარიას თქმით, ამ პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის კონკრეტული პერსპექტივის შეთავაზებაა.

ელენე ხოშტარიას წინასაარჩევნო პროგრამაში ისეთი კონკრეტული გეგმების ამოკითხვაა შესაძლებელი, როგორიც 203 ათასი პენსიონერისთვის პენსიის 50 ლარით გაზრდა და მიზნობრივი სოციალური დახმარების 150-დან 520 ლარამდე მატებაა. კითხვაზე, ხომ არ არის ეს დემაგოგია და წინასაარჩევნოდ გამოყენებული პოპულისტური განცხადებები, ელენე ხოშტარია განმარტავს, რომ ყველა ეს ციფრი წინასწარ დათვლილი და დაანგარიშებულია. "ევროპული საქართველოს" კანდიდატი მთავარ პრობლემად ბიუროკრატიულ, არამიზნობრივ ხარჯებს ასახელებს, მთავარ გამოწვევად კი - სოციალური ფონის გაუმჯობესებას და სამუშაო ადგილების შექმნას.

არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი, წინასაარჩევნო კამპანია თანდათან ძალას მოიკრებს, დაპირებები კი სულ უფრო მრავალფეროვანი გახდება, მაგრამ ვინ შეძლებს თბილისელების გულის მოგებას და რა შეიცვლება დედაქალაქის ყოველდღიურობაში, ამას დრო თუ არა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გვაჩვენებს.

სალომე აბულაშვილი

AMBEBI.GE

"სააკაშვილო, ხელს არ გიშლით, ჩამოხვიდეთ, ჩამოდი და მიხედე შენს ბედს, მომავალს და გეგმებს" - დავით უსუფაშვილი

აშშ-ის საელჩო ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება

დავით საგანელიძის განცხადებით, ზოგიერთ მედიასაშუალებაში მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია გავრცელდა