პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია წერილში, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს უგზავნის
რა წერია წერილში, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს უგზავნის

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ამე­რი­კელ ხალ­ხს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ულო­ცავს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს, მი­სა­ლო­ცი წე­რი­ლი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ჯ. ტრამპს გა­უგ­ზავ­ნა:

"თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, მო­ხა­რუ­ლი ვარ, გუ­ლი­თა­დად მო­გი­ლო­ცოთ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე. მო­ხა­რუ­ლი ვარ აღ­ვნიშ­ნო, რომ ძლი­ე­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის ამე­რი­კელ­მა ხალ­ხმა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე მრა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვა გა­ი­ა­რა. აშშ ყო­ველ­თვის იყო რო­გორც თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა სხვა ერე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის მთა­ვა­რი საყ­რდე­ნი. ვით­ვა­ლის­წი­ნებ რა არ­სე­ბულ არას­ტა­ბი­ლურ და ცვა­ლე­ბად გა­რე­მოს, მჯე­რა, რომ თქვე­ნი ქვე­ყა­ნა წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლის ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას და ახალ სი­მაღ­ლე­ებს მი­აღ­წევს წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

ვსარ­გებ­ლობ ამ შემ­თხვე­ვით და ნება მო­მე­ცით კი­დევ ერთხელ და­გი­დას­ტუ­როთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ძლი­ე­რი პარტნი­ო­რი. ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი მე­გობ­რო­ბა შე­უქ­ცე­ვა­დია; ჩვენ­მა ერებ­მა ერ­თმა­ნე­თის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რით ერ­თად გა­ი­ა­რეს სხვა­დას­ხვა გა­მოწ­ვე­ვა სა­ერ­თო კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად. მად­ლი­ე­რე­ბას გა­მოვ­ხა­ტავთ და გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­ფა­სებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე აშშ-ის მიერ გა­წე­ულ მხარ­და­ჭე­რას, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ასე­ვე ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბი­სად­მი გა­მო­ხა­ტულ ურ­ყევ პო­ზი­ცი­ას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ის შო­რის არ­სე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო გან­ვი­თარ­დე­ბა და გაძ­ლი­ერ­დე­ბა.

თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, გთხოვთ მი­ი­ღოთ ჩემი ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მა და სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბი თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მეტი წარ­მა­ტე­ბის, ასე­ვე მე­გო­ბა­რი ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მი­სა­ლოც წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რა წერია წერილში, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს უგზავნის

რა წერია წერილში, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს უგზავნის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მისალოცი წერილი გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპს გაუგზავნა:

"თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ, გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ამერიკელმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე მრავალი გამოწვევა გაიარა. აშშ ყოველთვის იყო როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურა სხვა ერებისათვის, ასევე მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი. ვითვალისწინებ რა არსებულ არასტაბილურ და ცვალებად გარემოს, მჯერა, რომ თქვენი ქვეყანა წარმატებით გაივლის ყველა გამოწვევას და ახალ სიმაღლეებს მიაღწევს წარმატებული განვითარებისათვის.

ვსარგებლობ ამ შემთხვევით და ნება მომეცით კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი. ჩვენი ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია; ჩვენმა ერებმა ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით ერთად გაიარეს სხვადასხვა გამოწვევა საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად. მადლიერებას გამოვხატავთ და განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე აშშ-ის მიერ გაწეულ მხარდაჭერას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი გამოხატულ ურყევ პოზიციას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატების, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."