მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორი - ბრალდებულ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი არის კუსტარულად დამზადებული, უნომრო და ვარგისია გამოყენებისთვის
პროკურორი - ბრალდებულ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი არის კუსტარულად დამზადებული, უნომრო და ვარგისია გამოყენებისთვის

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა ქსპერ­ტებს და­კი­თხავს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნებ­ზე ისა­უბ­რე­ბენ.

რო­გორც პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად გუ­ბე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, და­ი­კი­თხე­ბი­ან ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღის თა­ო­ბა­ზე ისა­უბ­რე­ბენ და ასე­ვე და­ი­კი­თხე­ბი­ან ის ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­კა­ნო­ზის ბარ­გი­დან ამო­ღე­ბულ ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნიდ­სა და მის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე ისა­უბ­რე­ბენ.

"დღეს და­ი­კი­თხე­ბი­ან ბა­ლის­ტი­კუ­რი და ფი­ზი­კო­ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ისა­უბ­რე­ბენ ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან ამო­ღე­ბულ ცე­ცხლსას­როლ ია­რაღ­ზე, რომ ის არის კუს­ტა­რუ­ლი წე­სით დამ­ზა­დე­ბუ­ლი, უნომ­რო და ვარ­გი­სია გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, და­ი­კი­თხე­ბი­ან ჰა­ბი­ტოს­კო­პი­უ­რი და ფო­ნოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ისა­უბ­რე­ბენ ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე­სა და ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძეს შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­სა და გან­მარ­ტა­ვენ, რომ მას­ზე არ არ­სე­ბობს არა­ნა­უ­რი მონ­ტა­ჟის ნიშ­ნე­ბი, სა­უ­ბა­რი მიმ­დი­ნა­რე­ობს უწყვე­ტად და არა­ნა­ი­რი ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვე­ბი ამ ჩა­ნა­წე­რებ­ში არ მომ­ხდა­რა. გარ­და ამი­სა, და­ი­კი­თხე­ბი­ან ქი­მი­უ­რი, ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბუ­ლის ბარ­გი­დან ამო­ღე­ბულ ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე ისა­უბ­რე­ბენ და გან­მარ­ტა­ვენ, რომ ეს არის ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დი და ასე­ვე ისა­უბ­რე­ბენ მისი გა­მო­ყე­ნე­ბის წეს­ზე, ხერ­ხებ­სა და იმა­ზე, თუ რა მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ეს ნივ­თი­ე­რე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე", - აღ­ნიშ­ნა ზვი­ად გუ­ბე­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, რო­გორც პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, და­ი­კი­თხე­ბი­ან ასე­ვე რე­ვი­ზო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ბრალ­დე­ბულ­სა და ერთ-ერთ შპს-ს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­ის­წავ­ლეს.

"ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ეხე­ბა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მიერ თით­ქოს­და აუ­დი­ტის ჩა­ტა­რე­ბას სა­პატ­რი­არ­ქოს ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა და აქვე დას­ძი­ნა, რომ ექ­სპერ­ტე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი, მათი და­კი­თხვის შემ­დეგ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

პროკურორი - ბრალდებულ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი არის კუსტარულად დამზადებული, უნომრო და ვარგისია გამოყენებისთვის

პროკურორი - ბრალდებულ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი არის კუსტარულად დამზადებული, უნომრო და ვარგისია გამოყენებისთვის

ე.წ. ციანიდის საქმეზე, დღევანდელ პროცესზე, სახელმწიფო ბრალდება ქსპერტებს დაკითხავს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებზე ისაუბრებენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, დაიკითხებიან ბალისტიკური ექსპერტები, რომლებიც ბრალდებულის ბინიდან ამოღებული იარაღის თაობაზე ისაუბრებენ და ასევე დაიკითხებიან ის ექსპერტები, რომლებიც დეკანოზის ბარგიდან ამოღებულ ნატრიუმის ციანიდსა და მის მახასიათებლებზე ისაუბრებენ.

"დღეს დაიკითხებიან ბალისტიკური და ფიზიკოტექნიკური ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე, რომ ის არის კუსტარული წესით დამზადებული, უნომრო და ვარგისია გამოყენებისთვის. გარდა ამისა, დაიკითხებიან ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ ბრალდებულ გიორგი მამალაძესა და ირაკლი მამალაძეს შორის გამართული შეხვედრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებსა და განმარტავენ, რომ მასზე არ არსებობს არანაური მონტაჟის ნიშნები, საუბარი მიმდინარეობს უწყვეტად და არანაირი ხელოვნური ჩარევები ამ ჩანაწერებში არ მომხდარა. გარდა ამისა, დაიკითხებიან ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც ბრალდებულის ბარგიდან ამოღებულ ნივთიერებაზე ისაუბრებენ და განმარტავენ, რომ ეს არის ნატრიუმის ციანიდი და ასევე ისაუბრებენ მისი გამოყენების წესზე, ხერხებსა და იმაზე, თუ რა მავნე ზეგავლენას ახდენს ეს ნივთიერება ადამიანის ორგანიზმზე", - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

გარდა ამისა, როგორც პროკურორმა განმარტა, დაიკითხებიან ასევე რევიზორები, რომლებმაც ბრალდებულსა და ერთ-ერთ შპს-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეისწავლეს.

"ეს ხელშეკრულება ეხება გიორგი მამალაძის მიერ თითქოსდა აუდიტის ჩატარებას საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა პროკურორმა და აქვე დასძინა, რომ ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებების დეტალებზე საუბარი, მათი დაკითხვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ